თუ გვრუტუნას მთელი კვირის განმავლობაში წუთით არ მიუნებებია თავი ხუნდებისთვის, კვირის თავზე რამდენიმე წუთით მიატოვა ბუდე და ფრთები გაშალა. ახლო-მახლო დაფრინავდა, თან ბუდეს არ აშორებდა თვალს.
ერთი კვირის ხუნდები საოცრად დამჯერები აღმოჩნდნენ. გვრიტუნა რომ ბუდიდან აფრენას დააპირებდა, ხუნდებს სახით ფანჯრისკენ მიაბრუნებდა-ხოლმე და... კაი დედის ხუნდები იყვნენ, რომელიმეს გაებედა შემობრუნება! (სურ. 9) გვრიტუნა ბრუნდებოდა და მისი ხმის გაგონებისთანავე საოცარი სინქრონით ბრუნდებოდა ორივე ხუნდი დედისკენ. თუმცა მობრუნებაც არ სჭირდებოდათ-ხოლმე, - გვრიტუნა ისე ჯდებოდა, რომ ხუნდებს ადვილად მიეღოთ ერთადერთი საკვები, - ჩიტის რძე (გვრიტები საკვებს ჩიჩახვში ამუშავებენ და ამ ნათხევით კვებავენ საკუთარ ხუნდებს. სწორედ ამ ნათხევს ჰქვია კიდეც “ჩიტის რძე”).
გავიდა კიდევ რამდენიმე დღე. წამოჩიტული გვრიტხუ გვრეტაზე ცნობისმოყვარე გამოდგა, - სულ ცდილობდა ბუდის კიდესთან მისულიყო და ცალი თვალი მაინც შეევლო, რა ხდებოდა დაბლა. მშიშარა და ფრთხილი გვრეტა ან თვალებს ხუჭავდა, შემთხვევით რომ არ დაენახა გვრიტხუს ბუდიდან გადავარდნა და ან საცოდავი ხმით დაიწივწივებდა: “დედააა...” თუმცა კი დედა არ იყო-ხოლმე მაშინ ბუდეში.
ბუდეში არ იყო, თუ არა, განა ბუდესაც არ ადევნებდა თვალს? სადღაც ფოთლებში მიმალული ადევნებდა თვალყურს თავის ბუდეს, რომ ხუნდებს დამოუკიდებლად ცხოვრება ესწავლათ. მაგრამ, თუ დაინახავდა გვრიტუნა, რომ გვრიტხუ ძალიან ახლოს მივიდა ფანჯრის რაფის კიდესთან, ერთს ისეთს დასჭყივლებდა ხოლმე, როოოომ... და გვრიტხუც უკანსვლით მიდიოდა, სანამ ფანჯრის მინას არ აეკვრებოდა.
- გვრიტხუ, დედას ვიდრე თავს არ გაალახინებ, მანამდე არ მოეშვები დაბლა ყურებას? - შენს თავს მიხედე, გვრეტა... მე ჯერ დედის ფრთა არ მომხვედრია და... იცი, მე ის უფრო მაინტერესებს, შენ რატომ არ გაინტერესებს, რა ხდება დაბლა, მიწაზე! - მიწაზე რომ საინტერესო იყოს, დედიკო და მამიკო ფრენას დაიწყებდნენ? არაფერი საქმე მაქვს მიწაზე! - ეეჰ, შენ რა გესმის! – ჩაიქნია ფრთა გვრიტხუმ. - ხო, ეს გათამამებს ზუსტად, ფრთა რომ არ მოგხვედრია! - კარგი, ხო... მეძინება... ვიდრე დედა არ მოფრინდება, არ გამაღვიძო... გესმის, გოგო? – გვრიტხუ სახით ფანჯრის მინისკენ მიბრუნდა და თვალები მილულა. - მესმის, ხო...
“ძალიანაც კარგი, დაიძინე, დაიძინე... მოფრინდება დედიკო და სულ მე შევჭამ ჩიტის რძეს... “ – ფიქრობდა გვრეტა და ნისკარტში ეცინებოდა...
- გვრეტაააა, გვრიტხუუუუ, მოვფრინაააავ!... – შორიდანვე დაიყვირა გვრიტუნამ და ფრთხილად დაეშვა ფანჯრის რაფაზე.
ამ ყვირილზე მეზობლის ფარდა მომენტალურად გადაიწია და თავზეყვითელბუმბულიანი ქალი გამოჩნდა თავისი ბრჭყვიალა აპარატით ხელში. - უი მეე, უნდა გადამიღოს, მგონია!... წინასწარ მაინც გავეფრთხილებინე, ბუმბულს დავივარცხნიდი... ან ნეტა როგორ გამოვიყურები ჭმევის პროცესში? ძალიან უნდა მოვინდომო! კაცოო, გვრიტიკო, აქეთ მოფრინდი, თუ გვრიტი ხარ! გვიღებენ და... იქნებ ბუდის გაფართოებაზე რომ შევიტანთ განაცხადს საგვრიტეთში, უარი აღარ გვითხრან, აა? - გვრიტუნა, ნუ გადამრიე! რაც ბუდე ავიშენეთ, ყოველ დღე მანცვიფრებ! სულ ამ ტელევიზორის ყურებამ გიქნა ეს! არ ჩანდეს-მაინც ამ ბუდიდან ის ეკრანი? - რა გინდა, რაა? ტელევიზორის ყურებაც ამიკრძალე ახლა! - არაფერს გიკრძალავ, მაგრამ... სად ყოფილა, რომელ უბანში ან რომელ ტყეში, რომ საგვრიტეთს ბუდის აშენებაზე ეთქვას უარი? - ვითომ რატომ? - ქალოო, უარს მაშინ ეუბნებიან, როცა ან მათ სთხოვ, “ამიშენეო” და ან სხვის შრომას იყენებ... აი, რა ქვია იმას, ტრე... ტრე... - ჰო, კაი, ნუ მოიტეხავ ენას, ტრეფიკინგი ქვია. - საიდან იცი ეს სიტყვა? - ტელევიზორიდან, ბატონო!... შემომხედე, კარგად გამოვიყურები? - ულამაზესი გვრიტი მყავხარ! მეც აქვე შემოვჯდები, ზევით და იქიდან გიყურებთ... (სურ. 10). - ხუნდებოოო, გაიღვიძეთ... მოვფრინდი! უუუუუ-უუუ-უუუუუუუ! – ისევ დაიყვირა გვრიტუნამ და ბუდეს მიუახლოვდა. - მე მღვიძავს, დედა, - გამოეპასუხა მაშინვე გვრეტა. - გვრიტხუუუ, გაიღვიძე, დედიკოოო... – წაჰკრა ფრთა გვრიტუნამ. - მეძინება, - თითქმის მძინარემ ამოიწიწკინა გვრიტხუმ და გვერდის შეცვლა გადაწყვიტა. - გაიღვიძე... მშიერი დარჩები! - დედააა, თუ არ უნდა გაღვიძება, დარჩეს გვრიტხუ მშიერი... – თქვა გვრეტამ. - გვრეტა, მე ორი ხუნდი მყავხართ და... ან გაჭმევთ ორივეს ერთდროულად და ან არ გაჭმევთ არცერთს, - თქვა გვრიტუნამ და ძლიერად წაჰკრა ფრთა გვრიტხუს.
ძილშიც კი ჩაესმა გვრიტხუს დედის ნათქვამი: “გაიღვიძე... მშიერი დარჩებიო!” და მაშინვე ჭყიტა თვალები. როცა ორივე ხუნდი თვალღია და ჭამისთვის მზადმყოფი დაინახა, მხოლოდ მაშინ გააღო ნისკარტი გვრიტუნამ და...
გაოგნებული ყვითელბუმბულა ქალი აპარატის ჩხაკუნს ვერ აუდიოდა, რომ ეს კადრები შემოენახა: ხუნდები ზოგჯერ იმ სიღრმეზე უყოფდნენ ნისკარტს პირში, რომ საწყალ გვრიტუნას სუნთქვა უჩერდებოდა (სურ. 11, 12, 13).
- ნელა, შე ვირო, შენა! დაიხრჩო ქალი, ვაახ! – მთელი ხმით იყვირა გვრიტიკომ, უყურა რა ჭამის ამ პროცესს, - მორჩა... მხოლოდ 1-1 შვილი! რაის 2-2? ამ ვირიშვილი ხუნდის გამო გვრიტუნა მოვკლა? (სურ. 14). - ეს ხუნდი "ვირიშვილი" კი არა შენი შვილია, გვრიტიკო! და ვირებს რას ერჩი? შენ რომ ნახო, ან როგორ ჩნდება ჩოკინა, და ან რა მუშაობა უწევს წამოზრდილ ვირს, ამ “ვირიშვილს” არ იტყოდი ასე ხელაღებით! - ნუ გადამრიე, გვრიტუნა, სად ნახე ვირი და მისი ჩოკინა ამ გარეუბანში? - ხო, გარეუბნის გარეთ არ გაყო ნისკარტი და არ მოიქნიო ფრთა! ტელევიზორში ვნახე, გვრიტიკო... ტე-ლე-ვი-ზორ-შიიიი!... - ხომ ვამბობ, დედალ გვრიტს განათლება არ უნდა მისცე, თორემ შეგჭამს თავისი განათლებულობით-მეთქი?! ა, ბატონო, აააა! – გვრიტიკომ ფრთა ფრთას შემოჰკრა და გაფრინდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
42. ნელა, შე ვირო, შენა! დაიხრჩო ქალი, ვაახ! – მთელი ხმით იყვირა გვრიტიკომ, უყურა რა ჭამის ამ პროცესს, - მორჩა... მხოლოდ 1-1 შვილი! რაის 2-2? ამ ვირიშვილი ხუნდის გამო გვრიტუნა მოვკლა? (სურ. 14). - ეს ხუნდი "ვირიშვილი" კი არა შენი შვილია, გვრიტიკო! და ვირებს რას ერჩი? შენ რომ ნახო, ან როგორ ჩნდება ჩოკინა, და ან რა მუშაობა უწევს წამოზრდილ ვირს, ამ “ვირიშვილს” არ იტყოდი ასე ხელაღებით!
ვაახ... რა განათლებული გვრიტები გყავს?! თუმცა, შენები აბა როგორები იქნებოდნენ? კარგია, დიპლომიც არ გაეცი მათზე... :)))) 5 ნელა, შე ვირო, შენა! დაიხრჩო ქალი, ვაახ! – მთელი ხმით იყვირა გვრიტიკომ, უყურა რა ჭამის ამ პროცესს, - მორჩა... მხოლოდ 1-1 შვილი! რაის 2-2? ამ ვირიშვილი ხუნდის გამო გვრიტუნა მოვკლა? (სურ. 14). - ეს ხუნდი "ვირიშვილი" კი არა შენი შვილია, გვრიტიკო! და ვირებს რას ერჩი? შენ რომ ნახო, ან როგორ ჩნდება ჩოკინა, და ან რა მუშაობა უწევს წამოზრდილ ვირს, ამ “ვირიშვილს” არ იტყოდი ასე ხელაღებით!
ვაახ... რა განათლებული გვრიტები გყავს?! თუმცა, შენები აბა როგორები იქნებოდნენ? კარგია, დიპლომიც არ გაეცი მათზე... :)))) 5
41. :)) :)) ეს გვრიტიკო ნამეტანი ჰგავს ქართველ კაცს, მენტალიტეტით :)) :)) :)) ეს გვრიტიკო ნამეტანი ჰგავს ქართველ კაცს, მენტალიტეტით :))
40. Aramiti... ki...getanxmebi.. gacilebit tbili da raghacnairad mgrdznobiarea... chitebis cxovreba tu ase damainteresebda ar megona. ar vici ratom, magram ratom yvela chiti ketili mgonia :) ) ) ) ) ) Aramiti... ki...getanxmebi.. gacilebit tbili da raghacnairad mgrdznobiarea... chitebis cxovreba tu ase damainteresebda ar megona. ar vici ratom, magram ratom yvela chiti ketili mgonia :) ) ) ) ) )
39. საინტერესო სერიალია ჩიტების ცხოვრებიდან,ბრაზილიურებს ათასჯერ ჯობია;):)+777 საინტერესო სერიალია ჩიტების ცხოვრებიდან,ბრაზილიურებს ათასჯერ ჯობია;):)+777
38. - ნუ გადამრიე, გვრიტუნა, სად ნახე ვირი და მისი ჩოკინა ამ გარეუბანში? - ხო, გარეუბნის გარეთ არ გაყო ნისკარტი და არ მოიქნიო ფრთა!
გადავირიე! ეს როდის დაწერე? აფსუს, იმ ვიდეოს დადება არ შეგიძლია აქ... ისე, ფეისბუქზე აქვს ატვირთული და ვისაც დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ იქ იხილოთ, როგორ კვებავს გვრიტუნა თავის ხუნდებს... :)))))))) 5 - ნუ გადამრიე, გვრიტუნა, სად ნახე ვირი და მისი ჩოკინა ამ გარეუბანში? - ხო, გარეუბნის გარეთ არ გაყო ნისკარტი და არ მოიქნიო ფრთა!
გადავირიე! ეს როდის დაწერე? აფსუს, იმ ვიდეოს დადება არ შეგიძლია აქ... ისე, ფეისბუქზე აქვს ატვირთული და ვისაც დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ იქ იხილოთ, როგორ კვებავს გვრიტუნა თავის ხუნდებს... :)))))))) 5
37. ნეტარ არიან გვრიტები! ნეტარ არიან გვრიტები!
36. მშვენიერია... მსუბუქად საკითხავი და ღიმილებით სავსე..... და მეც ღიმილებს დაგიტოვებ....;) ;) ;) ;) ;) მშვენიერია... მსუბუქად საკითხავი და ღიმილებით სავსე..... და მეც ღიმილებს დაგიტოვებ....;) ;) ;) ;) ;)
35. გაიხარე, ლიკა! :-* გაიხარე, ლიკა! :-*
34. :D :D :D ძალიან მოგვეწონა მე და დედაჩემს!
წინა თავები არ დამიკომენტირებია,გარედან მქონდა წაკითხული, წეღან ამის დასაკომენტირებლად შემოვედი, მერე კიდევ ერთხელ წავიკითხე და ახლა ვწერ მოწონებას! +5! კარგი იუმორი გაქვთ! :) :) :) :) :) :) :) :D :D :D ძალიან მოგვეწონა მე და დედაჩემს!
წინა თავები არ დამიკომენტირებია,გარედან მქონდა წაკითხული, წეღან ამის დასაკომენტირებლად შემოვედი, მერე კიდევ ერთხელ წავიკითხე და ახლა ვწერ მოწონებას! +5! კარგი იუმორი გაქვთ! :) :) :) :) :) :) :)
33. კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ საიტზე. მოეწონა ქალბატონო თამარ. დზალიან ვისიამოვნე კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ საიტზე. მოეწონა ქალბატონო თამარ. დზალიან ვისიამოვნე
32. გვრიტებზე აზაბოჩინობა ისე მაგრა ტეხავს ხო იციიიიიიიიიიიიი გვრიტებზე აზაბოჩინობა ისე მაგრა ტეხავს ხო იციიიიიიიიიიიიი
31. აი, მოვალ ახლა და გიჯადოქრებ.... იცი, როგორ მშურს შენი? ასეთი შესანიშნავი ლექსების ავტორის როგორ არ უნდა შემშურდეს?
თამარ ბუკია.
აი ესეტ რაგაცეებს მწერს ხალხო და რა ვქნაააააა :D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D
აი, მოვალ ახლა და გიჯადოქრებ.... იცი, როგორ მშურს შენი? ასეთი შესანიშნავი ლექსების ავტორის როგორ არ უნდა შემშურდეს?
თამარ ბუკია.
აი ესეტ რაგაცეებს მწერს ხალხო და რა ვქნაააააა :D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D
30. კონკრეტულად ჩემი სახელი იქ მე ვერ ამოვიკითხე მაგრამ თქვენ სხვა რამეზე გაქვთ ბოდიში მოსადელი ლექსი გამოგიგზავნეთ იქნებ რამე შეცდომა გამეპარა და მომეხმარეთ თქო და მარტო ორი ასო შემისწორეთ და როცა დავდე მერე კომენტარებში კიდევ 6 შეცდომაა და რას გავს ეს ხალხო ნორმალურად წაიკითხეთო თქვენ აწი რაზეღა უნდა გელაპარაკოთ იმის მაგივრად რომ ახალი თაობისთვის კარგი გინდოდეთ გვარზლი და ბოღმა გკლავთ მთავარი ის კი არაა რას წერთ მთავარი ისაა გულში რა გაქვთ თქვენ ჩემი თავის მოჭრა იმისთვის გაწყობDათ მხოლოდ და მხოლოდ რომ დაგემტკიცებინათ ეს უცოდინარი თავ ფურცელზე როგორ მოხვდაო შეიძლება თქვენზე ცუდად ვწერ მაგრამ Nეტ ვინმემ რამე მთხოვოს თან 60 გადაცილებული ხართ მეტი რა დაგრჩენიათ კარგის კეთების მრცხვენია რომ გიცნობთ ვინც მე მიცნობს ის მიხვდება ადამიანმა რა დონეზე უნდა შეურაწმყოს ესეთი რამე რომ ვაკადრო ჩემზე უფროს ქალბატონს მიშო მეშვილდიშვილი. კონკრეტულად ჩემი სახელი იქ მე ვერ ამოვიკითხე მაგრამ თქვენ სხვა რამეზე გაქვთ ბოდიში მოსადელი ლექსი გამოგიგზავნეთ იქნებ რამე შეცდომა გამეპარა და მომეხმარეთ თქო და მარტო ორი ასო შემისწორეთ და როცა დავდე მერე კომენტარებში კიდევ 6 შეცდომაა და რას გავს ეს ხალხო ნორმალურად წაიკითხეთო თქვენ აწი რაზეღა უნდა გელაპარაკოთ იმის მაგივრად რომ ახალი თაობისთვის კარგი გინდოდეთ გვარზლი და ბოღმა გკლავთ მთავარი ის კი არაა რას წერთ მთავარი ისაა გულში რა გაქვთ თქვენ ჩემი თავის მოჭრა იმისთვის გაწყობDათ მხოლოდ და მხოლოდ რომ დაგემტკიცებინათ ეს უცოდინარი თავ ფურცელზე როგორ მოხვდაო შეიძლება თქვენზე ცუდად ვწერ მაგრამ Nეტ ვინმემ რამე მთხოვოს თან 60 გადაცილებული ხართ მეტი რა დაგრჩენიათ კარგის კეთების მრცხვენია რომ გიცნობთ ვინც მე მიცნობს ის მიხვდება ადამიანმა რა დონეზე უნდა შეურაწმყოს ესეთი რამე რომ ვაკადრო ჩემზე უფროს ქალბატონს მიშო მეშვილდიშვილი.
29. კარგი ხარ თამარ, როგორც ყოველთვის!!! გაიხარე შენა!!! კარგი ხარ თამარ, როგორც ყოველთვის!!! გაიხარე შენა!!!
28. მოკითხვა და 5 თამარ!:) მოკითხვა და 5 თამარ!:)
27. გაგრძელებას დაველოდები ქ-ნო თამარ, ძალიან მომწონს თქვენი გვრიტები! მოგიკითხეთ გაგრძელებას დაველოდები ქ-ნო თამარ, ძალიან მომწონს თქვენი გვრიტები! მოგიკითხეთ
26. +2 და გულწრფელი მოკითხვა ქალბატონ თამარს :) +2 და გულწრფელი მოკითხვა ქალბატონ თამარს :)
25. კარგი, საინტერესო,სახასიათო ნაწერია 555 ინტერნეტთან არასტაბილური ურთიერთობების გამო, ხშირად, ვერ მოგყვები მარათონზე. კარგი, საინტერესო,სახასიათო ნაწერია 555 ინტერნეტთან არასტაბილური ურთიერთობების გამო, ხშირად, ვერ მოგყვები მარათონზე.
24. ქბ.თამარ , არაჩვეულებრვია, გვრიტების ისტორია, თავისი უნიკალური ფოტომასალით. წარმატებებს და წინსვალს გისურვებთ. პატივისცემით ი.გ
2 ქბ.თამარ , არაჩვეულებრვია, გვრიტების ისტორია, თავისი უნიკალური ფოტომასალით. წარმატებებს და წინსვალს გისურვებთ. პატივისცემით ი.გ
2
23. გგონიათ ვხუმრობ? დღეს დედალ-მამალი გვრიტი მოფრინდა "ჩემი" ბუდის დასათვალიერებლად. ისეთი სასაცილოები იყვნენ, რომ... დედალი ხომ ბუდეს ეზომებოდა?! ხან წაღმა დაჯდა, ხან - უკუღმა. ხან კედელს აეკრა და ხან ფანჯრის მინას... მამალი გვრიტი უშუალოდ ჩემს (ანუ "მეზობელ") ფანჯარაზე დაჯდა და ფარდიდან იჭყიტებოდა, მივაქცევდი მათ ყურადღებას თუ არა და თან მთელი ხმით მეძახდა. როგორც კი დამინახა, რომ მისკენ წავედი, გადაფრინდა ბუდესთან და ხან დედალს შეხედავდა-ხოლმე და ხან - მე. ესენიც დავპატიჟე: - მობრძანდით, ბატონებო, ჩემი ბუდის კარი სულ ღიაა თქვენთვის-მეთქი... ალბათ ესენი მოვლენ. :))))))))))
მე მიყვარს ჩემი გვრიტები! გგონიათ ვხუმრობ? დღეს დედალ-მამალი გვრიტი მოფრინდა "ჩემი" ბუდის დასათვალიერებლად. ისეთი სასაცილოები იყვნენ, რომ... დედალი ხომ ბუდეს ეზომებოდა?! ხან წაღმა დაჯდა, ხან - უკუღმა. ხან კედელს აეკრა და ხან ფანჯრის მინას... მამალი გვრიტი უშუალოდ ჩემს (ანუ "მეზობელ") ფანჯარაზე დაჯდა და ფარდიდან იჭყიტებოდა, მივაქცევდი მათ ყურადღებას თუ არა და თან მთელი ხმით მეძახდა. როგორც კი დამინახა, რომ მისკენ წავედი, გადაფრინდა ბუდესთან და ხან დედალს შეხედავდა-ხოლმე და ხან - მე. ესენიც დავპატიჟე: - მობრძანდით, ბატონებო, ჩემი ბუდის კარი სულ ღიაა თქვენთვის-მეთქი... ალბათ ესენი მოვლენ. :))))))))))
მე მიყვარს ჩემი გვრიტები!
22. ეს უკვე მართლა სერიოზული ნაშრომია გვრიტების ცხოვრებაზე. არა მგონია ასე კარგად და ასე ლამაზად ვინმეს ჰქონდეს რამე შექმნილი მათზე, თან ეს ფოტო-მასალაც, უფრო დამაჯერებელს ხდის გვრიტუნებს შორის გამართულ დიალოგს. :D
ძალიან სახალისოა და საინტერესო ქალბატონო თამარ! გაიხარეთ, თქვენი გვრიტებიანად! :D სერიოზულად ვარ მათზე შეყვარებული! ეს უკვე მართლა სერიოზული ნაშრომია გვრიტების ცხოვრებაზე. არა მგონია ასე კარგად და ასე ლამაზად ვინმეს ჰქონდეს რამე შექმნილი მათზე, თან ეს ფოტო-მასალაც, უფრო დამაჯერებელს ხდის გვრიტუნებს შორის გამართულ დიალოგს. :D
ძალიან სახალისოა და საინტერესო ქალბატონო თამარ! გაიხარეთ, თქვენი გვრიტებიანად! :D სერიოზულად ვარ მათზე შეყვარებული!
21. არა, ანგუ მეგა... არასოდეს გააკეთო ასე! არც ჩემთან და არც სხვასთან! ისე, დიდი მადლობა ნდობისთვის! :)))))) არა, ანგუ მეგა... არასოდეს გააკეთო ასე! არც ჩემთან და არც სხვასთან! ისე, დიდი მადლობა ნდობისთვის! :))))))
20. ნუ მე უკვე ჯერ ვაფასებ დამერე ვკითხულობ რადგან ვიცი ძალიან აკრგი რამ მელოდება წინ ...
2 ნუ მე უკვე ჯერ ვაფასებ დამერე ვკითხულობ რადგან ვიცი ძალიან აკრგი რამ მელოდება წინ ...
2
19. ვაიმე,რა თანამედროვე გვრიტები არიან...ტელევიზორსაც კი უყურებენ :)) გაიხარეთ 555555 ვაიმე,რა თანამედროვე გვრიტები არიან...ტელევიზორსაც კი უყურებენ :)) გაიხარეთ 555555
18. ეგრე გვტიტხუ , Vჩამოაგდე მანდედან:) ვერ ხედავ უსაქმური და ფუქსავატი იზრდება:) ეგრე გვტიტხუ , Vჩამოაგდე მანდედან:) ვერ ხედავ უსაქმური და ფუქსავატი იზრდება:)
17. ნეტა სახლში არ დამისახლდებოდნენ და... ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდომას ვინ უშლით ნეტა? მთავარია სიმაღლის შიში არ ჰქონდეთ! დანარჩენს - ეშველება! :)) :)))))))) :)) ნეტა სახლში არ დამისახლდებოდნენ და... ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდომას ვინ უშლით ნეტა? მთავარია სიმაღლის შიში არ ჰქონდეთ! დანარჩენს - ეშველება! :)) :)))))))) :))
16. ვირებს რას ერჩი? შენ რომ ნახო, ან როგორ ჩნდება ჩოკინა, და ან რა მუშაობა უწევს წამოზრდილ ვირს,
შემდეგში ალბათ, ვირებს და ვირიშვილებს ვიხილავთ...:) ისინიც თუ შენი ფანჯრის რაფაზე დაგისახლდნენ, მერე ნახე ....:) პატარა ჩოკინები, რომ შემოგყვირებენ ხოლმე...:))))))))) სურათები გადასარევი...ვიხალისე...5 ვირებს რას ერჩი? შენ რომ ნახო, ან როგორ ჩნდება ჩოკინა, და ან რა მუშაობა უწევს წამოზრდილ ვირს,
შემდეგში ალბათ, ვირებს და ვირიშვილებს ვიხილავთ...:) ისინიც თუ შენი ფანჯრის რაფაზე დაგისახლდნენ, მერე ნახე ....:) პატარა ჩოკინები, რომ შემოგყვირებენ ხოლმე...:))))))))) სურათები გადასარევი...ვიხალისე...5
15. ძალიან კარგი წარმოსახვა გაქვთ და ასევე ძალიან საინტერესოდ გადმოსცემთ:) ძალიან კარგი წარმოსახვა გაქვთ და ასევე ძალიან საინტერესოდ გადმოსცემთ:)
14. 12. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, ჩიტის რძეს მაინც შევჭამ, ცოტა მეხამუშასავით მაგრამ არა უჭირს... gugua. 2010-06-14 09:29:08
ისე, როგორ აპირებ ამ ჩიტის რძის ჭამას? თავს ჩაუყოფ ჩიჩახვში? და თანაც... სად ინებებთ მის მირთმევას, ჩემი გვრიტების ბუდეში? კი ბატონო, მხოლოდ ჰარირამასავით, პირში კოღო-ბუზებით ცოცვით თუ ამოაღწევ გვრიტუნამდე...
აბა სად თქმულა, ჩემთან მოსული სტუმარი - ფანჯრის რაფაზე გადავუშვა გრიტუნასთან ჩიტის რძის საჭმელად? ქალი ქალია და... ცოტას ვიეჭვიანებ! თუნდაც გვრიტუნაზე! :))))) 12. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, ჩიტის რძეს მაინც შევჭამ, ცოტა მეხამუშასავით მაგრამ არა უჭირს... gugua. 2010-06-14 09:29:08
ისე, როგორ აპირებ ამ ჩიტის რძის ჭამას? თავს ჩაუყოფ ჩიჩახვში? და თანაც... სად ინებებთ მის მირთმევას, ჩემი გვრიტების ბუდეში? კი ბატონო, მხოლოდ ჰარირამასავით, პირში კოღო-ბუზებით ცოცვით თუ ამოაღწევ გვრიტუნამდე...
აბა სად თქმულა, ჩემთან მოსული სტუმარი - ფანჯრის რაფაზე გადავუშვა გრიტუნასთან ჩიტის რძის საჭმელად? ქალი ქალია და... ცოტას ვიეჭვიანებ! თუნდაც გვრიტუნაზე! :)))))
12. ეს უკვე სერიოზული დისერტაციაა გვრიტების ცხოვრებაზე! მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, ჩიტის რძეს მაინც შევჭამ, ცოტა მეხამუშასავით მაგრამ არა უჭირს... თაფლიც ხომ სასარგებლოა? მშვენიერია ქალბატონო თამარ! კიდევ იქნება გაგრძელება? gugua. 2010-06-14 09:29:08
რას ამბობ, გუგუა? გაგრძელება ექნება კი არა... მგონი ის დროა, ჩემს ბუდეს წავაწერო: "ვაქირავებ ბუდეს მთელი სეზონით". მხოლოდ დღეს - გვრიტების მეოთხე პარტია მობრძანდა დასათვალიერებლად! მერე მარტოხელა დედაც მეწვია... იყვირა, იყვირა, - ვიდრე არ გავხედე. - მობრძანდი, ბატონო-მეთქი, - ნება დავრთე. გაფრინდა ისიც. ახლა ვინ მომივა, - ვერ გეტყვით! ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს! :)))) ეს უკვე სერიოზული დისერტაციაა გვრიტების ცხოვრებაზე! მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, ჩიტის რძეს მაინც შევჭამ, ცოტა მეხამუშასავით მაგრამ არა უჭირს... თაფლიც ხომ სასარგებლოა? მშვენიერია ქალბატონო თამარ! კიდევ იქნება გაგრძელება? gugua. 2010-06-14 09:29:08
რას ამბობ, გუგუა? გაგრძელება ექნება კი არა... მგონი ის დროა, ჩემს ბუდეს წავაწერო: "ვაქირავებ ბუდეს მთელი სეზონით". მხოლოდ დღეს - გვრიტების მეოთხე პარტია მობრძანდა დასათვალიერებლად! მერე მარტოხელა დედაც მეწვია... იყვირა, იყვირა, - ვიდრე არ გავხედე. - მობრძანდი, ბატონო-მეთქი, - ნება დავრთე. გაფრინდა ისიც. ახლა ვინ მომივა, - ვერ გეტყვით! ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს! :))))
11. - ხომ ვამბობ, დედალ გვრიტს განათლება არ უნდა მისცე, თორემ შეგჭამს თავისი განათლებულობით-მეთქი?!
მაგარია :D ++ - ხომ ვამბობ, დედალ გვრიტს განათლება არ უნდა მისცე, თორემ შეგჭამს თავისი განათლებულობით-მეთქი?!
მაგარია :D ++
10. ყოველთვის სახალისოოო :) 5+ ყოველთვის სახალისოოო :) 5+
9. ეს უკვე სერიოზული დისერტაციაა გვრიტების ცხოვრებაზე! მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, ჩიტის რძეს მაინც შევჭამ, ცოტა მეხამუშასავით მაგრამ არა უჭირს... თაფლიც ხომ სასარგებლოა? :) :) :) მშვენიერია ქალბატონო თამარ! კიდევ იქნება გაგრძელება? ეს უკვე სერიოზული დისერტაციაა გვრიტების ცხოვრებაზე! მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, ჩიტის რძეს მაინც შევჭამ, ცოტა მეხამუშასავით მაგრამ არა უჭირს... თაფლიც ხომ სასარგებლოა? :) :) :) მშვენიერია ქალბატონო თამარ! კიდევ იქნება გაგრძელება?
8. რა ფანტაზია გაქვს ადამიანო, გვრიტებიც კი ალბათ შენს ფანჯრის რაფაზე, აალაპარაკე. ვიხალისე. რა ფანტაზია გაქვს ადამიანო, გვრიტებიც კი ალბათ შენს ფანჯრის რაფაზე, აალაპარაკე. ვიხალისე.
7. ჰო, კაი, ნუ მოიტეხავ ენას, ტრეფიკინგი ქვია. :)) 55555555555 ჰო, კაი, ნუ მოიტეხავ ენას, ტრეფიკინგი ქვია. :)) 55555555555
6. აუუ ბოლო სურათი რა საყვარელიიაა :D რა ჭორიკანა სახე ააქვს?! :D აუუ ბოლო სურათი რა საყვარელიიაა :D რა ჭორიკანა სახე ააქვს?! :D
5. - მიწაზე რომ საინტერესო იყოს, დედიკო და მამიკო ფრენას დაიწყებდნენ?
- ხომ ვამბობ, დედალ გვრიტს განათლება არ უნდა მისცე, თორემ შეგჭამს თავისი განათლებულობით-მეთქი?! ა, ბატონო, აააა! :D რა აზრიანი გვრიტ-მდგმურები გყავდა გავგიჟდიი :D - მიწაზე რომ საინტერესო იყოს, დედიკო და მამიკო ფრენას დაიწყებდნენ?
- ხომ ვამბობ, დედალ გვრიტს განათლება არ უნდა მისცე, თორემ შეგჭამს თავისი განათლებულობით-მეთქი?! ა, ბატონო, აააა! :D რა აზრიანი გვრიტ-მდგმურები გყავდა გავგიჟდიი :D
2. გაიხარე, ზაზა! გაიხარე, ზაზა!
1. სანამ წავიკითხავ, წინა ორს +, ველოდებით ამ ამბებს სერიალივით:) სანამ წავიკითხავ, წინა ორს +, ველოდებით ამ ამბებს სერიალივით:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|