 | ავტორი: ლურსმანი ჟანრი: პროზა 13 აგვისტო, 2010 |
ყოველ კვირას,როცა მკლავებდაგრძელებული დედა ბაზრიდან ბრუნდება,ნახევარ ქალაქს ძინავს,მე ტაძარში ვდგავარ,წირვაზე,შესაბამისად აღარ მეძლევა საშუალება,რომ პატარაობიდან გამოყოლილი ცნობისმოყვარეობა დავიკმაყოფილო ხოლმე და სათითაოდ ამოვალაგო პროდუქტი ჩანთებიდან,მაცივარში თუ თაროებზე მონდომებით მივაბინაო. ჩემი და ჩემი ძმისთვის საკბილო ყოველთვის არის. ტაძარშიც კი რაღაც ფარული მოუსვენრობა მიპყრობს ,ინტერესი,წამით გამირბენს ხოლმე ფიქრი,ნეტავ სახლში რა ხდება–მეთქი,რას ვიზამ,მცირედმორწმუნეობა ხელს ხშირად მიშლის. თუმცა მალევე ვერკვევი,სრული ყურადღება ხომ ლოცვებისკენ უნდა მქონდეს მიპყრობილი. მივეჩვიე თანდათან გონების მოკრებას.. ცხრა წლის ვიყავი,როცა პაპიდაჩემმა ტაძარში დამაწყებინა სიარული ყოველ შაბათ–კვირას,მანამდე მხოლოდ დღესასწაულებზე დავყავდი მშობლებს,შევითვისე ადვილად ის გარემო,საოცრად დამაშვიდებელი და სულიერი სიხარულის მომნიჭებელი რომაა,ამიტომ. თავიდან პაპიდასთან ერთად ვიყავი,მოხუცების კუთხეში,სადაც სკამები იდგა,არ ვშორდებოდი,მასწავლიდა ტაძარში მოქცევის წესებს,მისმა დაქალებმაც მალე შეიყვარეს „ჭკვიანი და ლამაზი ბიჭი“,10 წუთს მათთან მისალმებას ვანბომებდი... მერე ყველაფერი ზრდისკენ წავიდა რათქმაუნდა... მოძღვარი...
პირველი აღსარება.. პირველი მარხვა... პირველი ზიარება..
თანდათან ტაძარში „მოხუცების ადგილს“ ვშორდებოდი და უკან ვინაცვლებდი,კარებისკენ,როდემდე მესმინა მათი საუბრისთვის,სახსრების ტკივილზე,გაძვირებულ პროდუქტებსა და სერიალებზე. მერე ძმაკაციც ავიყოლიე და მასთან ერთად დავდიოდი ტაძარში,სულიერ მოთხოვნილებად გადაიქცა ბავშვური ინტერესი,პაპიდა იქ მხვდებოდა,დამენახეო მეტყოდა და მერე მშვიდად იყო. კარებთან მუდამ ერთი ინვალიდი იდგა,დამოუკიდებლად გადაადგილება და მეტყველება არ შეეძლო,ამიტომ სხვები ზრუნავდნენ მასზე,ყველა ესალმებოდა,ესიყვარულებოდა... ვინაიდან ტაძარში ადგილმდებარეობა შევიცვალე და მეც კარებთან ვდგებოდი,გამიჩნდა სურვილი,რომ დავახლოვებოდი მას...სახელიც გავიგე–გიორგი,მაშინ 35 წლამდე იქნებოდა,გავეცანი და როგორც ყველა,მეც თბილად მიმიღო,შემდეგ მისგან რამდენიმე ძლივს გასაგები სიტყვა.. მოკლედ დავძმაკაცდით. მის მერე მოყოლებული უკვე მე ვზრუნავ მასზე,მიმყავს (უფრო მას მივყავარ) სახლში და გზაში შემხვედრ მაღაზიებში პროდუქტების ყიდვაში ვეხმარები,იტალიურ ეზოში ცხოვრობს,მეორე სართულზე,სულ ოციოდე საფეხურია ასასვლელი... რაც ყველაზე მეტად მიჭირს,ცალ ხელში სასვე პარკი მიჭირავს,მეორეთი გიორგის ვეხმარები ასვლაში... კიბის ბოლო საფეხურს ყოველთვის ბავშვური შეძახილით –„ოპააა“ ამთავრებს.. მეღიმება ხოლმე. ........ დღესაც კვირაა,ისევ წირვა და ისევ კარებთან. ჩემი მოძღვარი უძღვება ლიტურგიას... ტაძარში გადაჩურჩულება..აქა–იქ მოურიდებელი ლაპარაკიც ისმის... მამაოს სიტყვები :კათაკმეველნო,თავნი თქვენნი უფალსა მოუდრიკენით!“ ძლივს ფარავს მრევლის ხმას. ამ სიტყვებზე რამოდენიმე „მსმენელი“ თავს ხრის,შემდეგ ისევ გვერდზე მდგომთან აგრძელებს საუბარს,მამაოს შემდეგ სიტყვებს კი ყურს აღარ უგდებს : „კათაკმეველნო,განვედით,კათაკმეველნო ... არამედ რაოდენი მორწმუნენი ვართ,კათაკმეველთათვის ვილოცოთ!“
3 საათიანი წირვა სრულდება,დაღლა ყველას ეტყობა,ზოგი წელს იტკიებს,ზოგი ფეხებს,დასაჯდომს ეძებენ...
ენა ? (!)
არ ეღლებათ..
მოხუც მანდილოსნებს კარებისკენ გადმოუნაცვლიათ,სადაც მე ვდგავარ,ქადაგებაა უკვე,ძლიერი ქადაგება ჩემი მოძღვრის,სულში ჩამწვდომი,გადაღლა რომ ბევრჯერ გადაუვიწყებია ჩემთვის მის მოსმენას,ადგილზე გავუშეშებივარ დიდხანს..გიორგიც ჩემ გვერდზე დგას,ისიც შეაწუხა,რათქმაუნდა,მოხუცების საუბარმა,ახლა რესტორანზე ლაპარაკობენ,მოდი და ნუ გაიგებ,რა ყურადღებითაც არ უნდა უსმენდე მამაოს. შენიშვნასაც ვერ ვაძლევ..ბებიის ასაკის ხალხს.. ზურგზე ხელის შეხებას ვგრძნობ...გიორგია..
კარებთან მიმიყვანა..
ტაძარში მოქცევის წესებია გაკრული კარებზე,თითით იმ ადგილზე მიმანიშნა,სადაც წერია:“ტაძარში მოსაუბრე მორწმუნე ჯოჯოხეთში ენით კიდია“ მერე მოლაპარაკე „მორწმუნეებისკენ“ გაიხედა..ადვილი მისახვედრი იყო,რისი თქმაც უნდოდა..
ქადაგების მერე ჯვარს ვემთხვიეთ,სეფისკვერიც დაგვირიგეს სტიქაროსნებმა,გიორგის მკლავზე ხელი მოვკიდე და მისი სახლისკენ წავიყვანე..
ერთი.. ორი... სამი...
ვითვლი საფეხურებს,რომლებიც უფრო მძიმდება..
საზვერეებივითაა..
გიორგიც იღლება,თუმცა ბოლოში ჩვეული შეძახილი არ ავიწყდება.. ვუღებ კარებს და მომავალ კვირამდე ვემშვიდობები... კიბეზე ჩამოსვლისას უფრო მეტ დაღლას ვგრძნობ მუხლებში,ვიდრე ასვლისას. გულში –მცირედ კმაყოფილებას,განა იმიტომ,რომ ვინმეს დახმარების შემდეგ,ღმერთისგან კარგს მოველი,არა,სულიდან წამოსულია ყოველივე,გიორგისნაირი, ძლიერ ადამიანთან ურთიერთობის,მეგობრობის შედეგი.. რაც შვებას მაძლევს,მამშვიდებს და ფიზიკურ გადაღლას მომენტალურად ფარავს.. მერე ჩემი სახლისკენ მივუყვები გზას,კრიალოსანის მარცვლით. „ღმერთო,მილხინე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალე“. ღმერთო,ფიზიკურად გიორგისნაირები ალბათ იმიტომ გააჩინე ამ ქვეყნად,რომ შეგვეგნო,თუ რა უსუსურები ვართ შენ გარეშე ადამიანები. სამართლიანობა ხომ არ დაგავიწყდებოდა,გარეგნული ნაკლის უკან რომ სულიერი სიძლიერე დააყენე,ორმაგად მეტი,ბევრჯერ მეტი,რაც ფიზიკურად ჯანსაღ ადამიანებს გააჩნიათ... სხვის ნათქვამს უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევ,მთავარი ჯანმრთელობაა და ყველაფერი კარგად იქნებაო..
ჩემთვის მთავარი სულიერი ჯანმრთელობა და სიმტკიცეა,რისი მაგალითიც გიორგია.. ვფიქრობ ბევრს მასზე და ხან სიხარულით მეცრემლება თვალები... ბევრჯერ სანატრელადაც მიხდება მის ადგილზე ყოფნა.. როცა ყველაზე მეტად შემომიტევს ხოლმე მცირედმორწმუნეობა..
12.08.2010
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
66. რა უნდა ვ თქვა.
=) რა უნდა ვ თქვა.
=)
65. დღეს მითხრა,მომიტევე,თუ რამე გაწყენინეო (: დღეს მითხრა,მომიტევე,თუ რამე გაწყენინეო (:
64. კი ბატონო (:
გაიხარეთ ყველამ კი ბატონო (:
გაიხარეთ ყველამ
63. მიხარია ნიჭიერი ახალ თაობა რომ გვეზრდება. კარგი პროზაა +2 თუ არ მიწყენთ ხშირად გესტუმრებით. მიხარია ნიჭიერი ახალ თაობა რომ გვეზრდება. კარგი პროზაა +2 თუ არ მიწყენთ ხშირად გესტუმრებით.
62. ჩემი ერთ –ერთი რჩეული პროზა ! :-* +2 მეცოტავება ეს ორიანი :D ჩემი ერთ –ერთი რჩეული პროზა ! :-* +2 მეცოტავება ეს ორიანი :D
61. "ზურგზე ხელის შეხებას ვგრძნობ...გიორგია.." :) ღმერთო,მაპატიე...
და ლუურს,საყვარელი ბავშვი ხარ...იცი (გული) "ზურგზე ხელის შეხებას ვგრძნობ...გიორგია.." :) ღმერთო,მაპატიე...
და ლუურს,საყვარელი ბავშვი ხარ...იცი (გული)
60. ყოჩაღ ლურსმან,კარგი პროზა წავიკითხე ახლა მე,გაიხარე ++ ყოჩაღ ლურსმან,კარგი პროზა წავიკითხე ახლა მე,გაიხარე ++
59. შემოგევლე :-* შემოგევლე :-*
58. ძალიან უყვარხარ სალოს.. მიხარიხარ.. ჩაგეხუტე მაგ სუფთა სულში.. ძალიან უყვარხარ სალოს.. მიხარიხარ.. ჩაგეხუტე მაგ სუფთა სულში..
57. გაიხარე გიო,მეგობარო, შენ რათქმაუნდა გიორგი არაბიძე უნდა იყო,ისეთი ,როგორიც ხარ,ის გიორგი იქნება,ისეთი ,როგორიცაა,ყველანი საჭირო ხართ ჩემთვის და ყველასთვის ;) გაიხარე გიო,მეგობარო, შენ რათქმაუნდა გიორგი არაბიძე უნდა იყო,ისეთი ,როგორიც ხარ,ის გიორგი იქნება,ისეთი ,როგორიცაა,ყველანი საჭირო ხართ ჩემთვის და ყველასთვის ;)
56. არ მინდოდა ამ ნაწერის წაკითხვა, მაგრამ ცოტა ხნის წინ ისეთ ხასიათზე ვიყავი რომ ვიფიქრე წავიკითხავ და გამივლისთქო და ამ ნაწერისთვის შემოვედი აქ... წავიკითხე და რაზე დავფიქრდი, ლაშა, ძმაო, იცი? რა მირჩევნია მე, გიორგი არაბიძე ვიყო თუ შენი მეგობარი გიორგი, აქ რომ დაგვიხატე? ნეტა როდისმე თუ გავაკეთებ სწორ არჩევანს? იქამდე ვარ რო ვიფიქრო, "ჩემთვის მთავარი სულიერი ჯანმრთელობა და სიმტკიცეა,რისი მაგალითიც გიორგია..", მაგრამ ფიქრია ეს მხოლოდ და, სამწუხაროდ, მეტი ვერაფერი... მივალ ნეტა სწორ არჩევანამდე? ..... :) არ მინდოდა ამ ნაწერის წაკითხვა, მაგრამ ცოტა ხნის წინ ისეთ ხასიათზე ვიყავი რომ ვიფიქრე წავიკითხავ და გამივლისთქო და ამ ნაწერისთვის შემოვედი აქ... წავიკითხე და რაზე დავფიქრდი, ლაშა, ძმაო, იცი? რა მირჩევნია მე, გიორგი არაბიძე ვიყო თუ შენი მეგობარი გიორგი, აქ რომ დაგვიხატე? ნეტა როდისმე თუ გავაკეთებ სწორ არჩევანს? იქამდე ვარ რო ვიფიქრო, "ჩემთვის მთავარი სულიერი ჯანმრთელობა და სიმტკიცეა,რისი მაგალითიც გიორგია..", მაგრამ ფიქრია ეს მხოლოდ და, სამწუხაროდ, მეტი ვერაფერი... მივალ ნეტა სწორ არჩევანამდე? ..... :)
55. და მიაღწიეს კიდეც ( : და მიაღწიეს კიდეც ( :
54. კი ჯემალავ,კი,ლურსმანა და ჯემალა დაძმობილდნენ,გაუდგნენ რჩეული ავტორობის გზასა :D :D კი ჯემალავ,კი,ლურსმანა და ჯემალა დაძმობილდნენ,გაუდგნენ რჩეული ავტორობის გზასა :D :D
53. ლურსმანავ რაფერ ხარ, აი პროზადა გევდეს თავფურცელზე, რჩეული ავტორიდა გახტე. მეც ძლიერათ ვარ დრამატიურგიულ ჟანრში. ერთად ვიყოთ და მტერი ვერ დაგვამარცხეფს ხო იცი ლურსმანავ რაფერ ხარ, აი პროზადა გევდეს თავფურცელზე, რჩეული ავტორიდა გახტე. მეც ძლიერათ ვარ დრამატიურგიულ ჟანრში. ერთად ვიყოთ და მტერი ვერ დაგვამარცხეფს ხო იცი
52. მორწმუნეებზე ბრჭყალები არ მომეწონა, 5 მორწმუნეებზე ბრჭყალები არ მომეწონა, 5
51. გაიხარე,გავითვალისწინეეებ :) :-* გაიხარე,გავითვალისწინეეებ :) :-*
50. დაიხვეწა ჩვენი ლურსმანი :) უკვე ჩაქუჩის ჩარტყმაც აღარ უნდა, თვითონ "იჭედება" :) მომეწონა ძალიან! თბილია და სასიამოვნო, თუმცა ერთი შენიშვნა მაინც მაქვს და გამახარებ, თუ გაითვალისწინებ: "გიორგისნაირი ძლიერი და დადებითი აურის მქონე ადამიანთან ურთიერთობის,მეგობრობის შედეგი.. რაც შვებას მაძლევს,მამშვიდებს და ფიზიკურ გადაღლას მომენტალურად ფარავს.." ეს "ძლიერი და დადებითი აურა" ვერ "ჩაჯდა" ნაწერში... იქნებ, რამე მოუხერხო :) წარმატებები! +5-ს გიტოვებ დაუნანებლად :)
დაიხვეწა ჩვენი ლურსმანი :) უკვე ჩაქუჩის ჩარტყმაც აღარ უნდა, თვითონ "იჭედება" :) მომეწონა ძალიან! თბილია და სასიამოვნო, თუმცა ერთი შენიშვნა მაინც მაქვს და გამახარებ, თუ გაითვალისწინებ: "გიორგისნაირი ძლიერი და დადებითი აურის მქონე ადამიანთან ურთიერთობის,მეგობრობის შედეგი.. რაც შვებას მაძლევს,მამშვიდებს და ფიზიკურ გადაღლას მომენტალურად ფარავს.." ეს "ძლიერი და დადებითი აურა" ვერ "ჩაჯდა" ნაწერში... იქნებ, რამე მოუხერხო :) წარმატებები! +5-ს გიტოვებ დაუნანებლად :)
49. დამაინტერესა შენმა გიორგიმ :) აბა წავიკითხო... დამაინტერესა შენმა გიორგიმ :) აბა წავიკითხო...
48. კარგი პიროვნება ხარ და კარგად წერ, ახლოს მოვიდა ეს ემოცია ჩემთან +555 კარგი პიროვნება ხარ და კარგად წერ, ახლოს მოვიდა ეს ემოცია ჩემთან +555
47. გაიხარე გიგო.მადლობა,რომ მკითხულობ.
წერის დროს იმდენად ვფიქრობდი გიორგიზე,რომ მერე აღმოჩნდა,ჩემზე უფრო მეტი დამიწერია... იმდენი რამე დავწერე შესავალისთვის,ნუ ძირითადად ნაწარმოები შეიძლება ითქვას ჩემი შინაგანი და სულიერი ცვლილებების "ხარჯზეა" ,მაგრამ გიორგის დამსახურებით,მკითხველს,არაა გამორიცხული (თუნდაც თქვენ და ანანეს შემთხვევაში) თვალში მოხვდეს თავიდან ბოლომდე ნაწერში "მე" ,ვიდრე მთავარი გმირი-გიორგი ( :
შენიშვნები ახლა ყველაზე მეტად მჭირდება.
კიდევ ერთხელ გმადლობთ. :) გაიხარე გიგო.მადლობა,რომ მკითხულობ.
წერის დროს იმდენად ვფიქრობდი გიორგიზე,რომ მერე აღმოჩნდა,ჩემზე უფრო მეტი დამიწერია... იმდენი რამე დავწერე შესავალისთვის,ნუ ძირითადად ნაწარმოები შეიძლება ითქვას ჩემი შინაგანი და სულიერი ცვლილებების "ხარჯზეა" ,მაგრამ გიორგის დამსახურებით,მკითხველს,არაა გამორიცხული (თუნდაც თქვენ და ანანეს შემთხვევაში) თვალში მოხვდეს თავიდან ბოლომდე ნაწერში "მე" ,ვიდრე მთავარი გმირი-გიორგი ( :
შენიშვნები ახლა ყველაზე მეტად მჭირდება.
კიდევ ერთხელ გმადლობთ. :)
46. გარედან წაიკითხე!!! სასწრაფოდ შემოველ!!! მინდა ყოჩაღ გითხრა!!! ძალიან თბილი და სუფთა ნაწერია!!! იდენტიფიცირება, როგორც პროზისა გამირთულდა. ნაწერი ოდნავ იფიტება და ეს განაპირობა მთავარი პერსონაჟის ჩრდილში ყოფნამ, ბოლო პასაჟამდე!!! ძირითადი ყურადღება მთხრობელს ეთმობა, ამან კი ოდნავ შელახა ნაწერი!!! და ასევე ვეთანხმები მიშას!!! კარგი ხარ!!! გაიხარე შენა!!! გარედან წაიკითხე!!! სასწრაფოდ შემოველ!!! მინდა ყოჩაღ გითხრა!!! ძალიან თბილი და სუფთა ნაწერია!!! იდენტიფიცირება, როგორც პროზისა გამირთულდა. ნაწერი ოდნავ იფიტება და ეს განაპირობა მთავარი პერსონაჟის ჩრდილში ყოფნამ, ბოლო პასაჟამდე!!! ძირითადი ყურადღება მთხრობელს ეთმობა, ამან კი ოდნავ შელახა ნაწერი!!! და ასევე ვეთანხმები მიშას!!! კარგი ხარ!!! გაიხარე შენა!!!
45. გაიხარეთ :) გაიხარეთ :)
44. ჩემთვის მთავარი სულიერი ჯანმრთელობა და სიმტკიცეა,რისი მაგალითიც გიორგია.. ვფიქრობ ბევრს მასზე და ხან სიხარულით მეცრემლება თვალები... ბევრჯერ სანატრელადაც მიხდება მის ადგილზე ყოფნა.. როცა ყველაზე მეტად შემომიტევს ხოლმე მცირედმორწმუნეობა..
მადლობა, ლურსმან, დიდი ინტერესით წავიკითხე. ჩემთვის მთავარი სულიერი ჯანმრთელობა და სიმტკიცეა,რისი მაგალითიც გიორგია.. ვფიქრობ ბევრს მასზე და ხან სიხარულით მეცრემლება თვალები... ბევრჯერ სანატრელადაც მიხდება მის ადგილზე ყოფნა.. როცა ყველაზე მეტად შემომიტევს ხოლმე მცირედმორწმუნეობა..
მადლობა, ლურსმან, დიდი ინტერესით წავიკითხე.
43. მადლობა,ალივაკელო :) მადლობა,ალივაკელო :)
42. კარგი ადამიანი ხართ! კარგად წერთ! გაიხარეთ! კარგი ადამიანი ხართ! კარგად წერთ! გაიხარეთ!
41. :) :) :)
გაიხარეთ...მადლობა გუგუა ილუსტრაციისთვის,გვფარავდეს წმიდა გიორგი :) :) :) :)
გაიხარეთ...მადლობა გუგუა ილუსტრაციისთვის,გვფარავდეს წმიდა გიორგი :)
40. წმინდა გიორგი გფარავდეს მუდამ! წმინდა გიორგი გფარავდეს მუდამ!
39. სიონში უფლის ხატთან ვდგებოდი ადრე სულ...იქ ერთი....მერე მე ნელ ნელა დამაწყდა ძაფები და ტაძარში ჩემს შინყოფნას ვეღარ ვგრძნობდი...თითქოს ჩამოვშორდი...ის "გიორგი" ისევ იქ დგას როცა შევივლი და თავს ვატყუებ რომ არაფერი შეცვლილა... სიონში უფლის ხატთან ვდგებოდი ადრე სულ...იქ ერთი....მერე მე ნელ ნელა დამაწყდა ძაფები და ტაძარში ჩემს შინყოფნას ვეღარ ვგრძნობდი...თითქოს ჩამოვშორდი...ის "გიორგი" ისევ იქ დგას როცა შევივლი და თავს ვატყუებ რომ არაფერი შეცვლილა...
38. არ ვიცი საიდან დავიწყო,სათქმელი კი ცხადია ბევრია,ეხლა ვკითხულობდი შენს ჩანახატებს და ვგრძნობდი როპმ ემოცია კი არ უნდა შეუხამო და მოემზადო,თავად მოაქვს ემოცია...თვითონ გიქმნის განწყობას,თან ისე უშუალოდ და უბრალოდ,თითქოს ამას თითეოული ჩვენთაგანი გრძნობდეს,არ ვიცი რა ვთქვა გადამედო არ ვიცი საიდან დავიწყო,სათქმელი კი ცხადია ბევრია,ეხლა ვკითხულობდი შენს ჩანახატებს და ვგრძნობდი როპმ ემოცია კი არ უნდა შეუხამო და მოემზადო,თავად მოაქვს ემოცია...თვითონ გიქმნის განწყობას,თან ისე უშუალოდ და უბრალოდ,თითქოს ამას თითეოული ჩვენთაგანი გრძნობდეს,არ ვიცი რა ვთქვა გადამედო
37. ნაწერს იქით სუფთა პიროვნება იმზირება, რწმენისკენ გზაზე.დარწმუნებული ვარ უფრო მაღალი ოსტატობაც არ დაიგვიანებს.
გაიხარე! ნაწერს იქით სუფთა პიროვნება იმზირება, რწმენისკენ გზაზე.დარწმუნებული ვარ უფრო მაღალი ოსტატობაც არ დაიგვიანებს.
გაიხარე!
36. მადლობა,ბატონო მიშა :) მადლობა,ბატონო მიშა :)
35. კარგი ლურსმანი ხარ შენ, გაუღუნავი სულის! 555 კარგი ლურსმანი ხარ შენ, გაუღუნავი სულის! 555
33. ჩეეეეეეემი დსმს :-* სულ ვიცოდი რომ კარგი მყავდი რაა :-* ლუუურს :-* ჩეეეეეეემი დსმს :-* სულ ვიცოდი რომ კარგი მყავდი რაა :-* ლუუურს :-*
32. მადლობა დეაა :-* მადლობა დეაა :-*
31. ჩვენს მონასტერშიც არის ინვალიდი გიორგი :( რომელიც დედას მოჰყავს ყოველ კვირას საზიარებლად და განახა როგორ უყვარს სეფისკვერს რომ აძლევენ . ძალიან თბილი ნაწერია ლაშა. შეუძლებელია არ მოეწონოთ მე ასე მგონია +2 უფლის წყალობა... კარგი ხარ :) ჩვენს მონასტერშიც არის ინვალიდი გიორგი :( რომელიც დედას მოჰყავს ყოველ კვირას საზიარებლად და განახა როგორ უყვარს სეფისკვერს რომ აძლევენ . ძალიან თბილი ნაწერია ლაშა. შეუძლებელია არ მოეწონოთ მე ასე მგონია +2 უფლის წყალობა... კარგი ხარ :)
30. არა ანანეეე,რა უნდა მეწყინოს :-* ,მადლობა,რომ წაიკითხე,
თეა ,შენც :) :-* არა ანანეეე,რა უნდა მეწყინოს :-* ,მადლობა,რომ წაიკითხე,
თეა ,შენც :) :-*
29. ჰო, აი.. წუხელ იმიტომ შემოვიხედე აქ, სათაურიდანვე მივხვდი, ნაწერი რომ რელიგიურ თემას შეეხებოდა... გამიმართლა მოლოდინი:)
ჰო, აი.. წუხელ იმიტომ შემოვიხედე აქ, სათაურიდანვე მივხვდი, ნაწერი რომ რელიგიურ თემას შეეხებოდა... გამიმართლა მოლოდინი:)
28. ჯინას კომენტარს დავაკოპირებდი:) ანანეს ნათქვამიც გასაგებია... თუმცა, იმდენად რეალურად გაქვს გადმოცემული, ზუსტად ასე უნდა გეთქვა, ალბათ. უფალი გფარავდეს!..
ჯინას კომენტარს დავაკოპირებდი:) ანანეს ნათქვამიც გასაგებია... თუმცა, იმდენად რეალურად გაქვს გადმოცემული, ზუსტად ასე უნდა გეთქვა, ალბათ. უფალი გფარავდეს!..
27. მხოლოდ ეს მომეწონა იქედან რასაცნ პროზა ჰქვია: ვითვლი საფეხურებს,რომლებიც უფრო მძიმდება..
საზვერეებივითაა..
დანარჩენი რაც შემიძლია გითხრა ის არის, რომ გიორგიზე მეტად ლაშა ქვია შენს ნაწერს და თან მგონია, რომ აქ არის რაღაც რაც ხმამაღლა სათქმელი არ არის ანუ პირადია ან მსგავსი... ჩემი დამოკიდებულება იცი შენ შენი ნაწერების მიმართ და იმედია არ გეწყიონება ეს პატარა შენიშვნასავით აქ. მხოლოდ ეს მომეწონა იქედან რასაცნ პროზა ჰქვია: ვითვლი საფეხურებს,რომლებიც უფრო მძიმდება..
საზვერეებივითაა..
დანარჩენი რაც შემიძლია გითხრა ის არის, რომ გიორგიზე მეტად ლაშა ქვია შენს ნაწერს და თან მგონია, რომ აქ არის რაღაც რაც ხმამაღლა სათქმელი არ არის ანუ პირადია ან მსგავსი... ჩემი დამოკიდებულება იცი შენ შენი ნაწერების მიმართ და იმედია არ გეწყიონება ეს პატარა შენიშვნასავით აქ.
26. ავთოს "ბლატებით" არ მინდა მე ეგ პლიუსები :D
მოხვალ შენ ჩემთან :D
გაიხარე. ავთოს "ბლატებით" არ მინდა მე ეგ პლიუსები :D
მოხვალ შენ ჩემთან :D
გაიხარე.
25. ლურსმან მეგობარს პირში უძრახეო ხო გაგიგია.. ეს უბრალოდ მოყოლილი ამბავია და პროზას კიდე მეტი რან სჭირდება..
როგორც ჩვენი ავთიეს ძმას ++ ჩემგან პროგრესულ სურვილებით :) ლურსმან მეგობარს პირში უძრახეო ხო გაგიგია.. ეს უბრალოდ მოყოლილი ამბავია და პროზას კიდე მეტი რან სჭირდება..
როგორც ჩვენი ავთიეს ძმას ++ ჩემგან პროგრესულ სურვილებით :)
23. ნამდვილად არ შევმცდარვარ შენში! მიხარია! "იზრდები" და იხვეწები ნამდვილად! ნურასოდეს მიეცემი თვითკმაყოფილებას (ვფიქრობ, ეს არ გემუქრება) და გაცილებით მეტს მიაღწევ! კეთილი სურვილებით. ნამდვილად არ შევმცდარვარ შენში! მიხარია! "იზრდები" და იხვეწები ნამდვილად! ნურასოდეს მიეცემი თვითკმაყოფილებას (ვფიქრობ, ეს არ გემუქრება) და გაცილებით მეტს მიაღწევ! კეთილი სურვილებით.
22. გიორგისნაირებზე .....
ახლა სულ მცირე ყურადღებაა საჭირო მათთვის,რომ ყოფითი ცხოვრება გავუადვილოთ..
არ დაგვივიწყებენ,ილოცებენ ჩვენთვის :) გიორგისნაირებზე .....
ახლა სულ მცირე ყურადღებაა საჭირო მათთვის,რომ ყოფითი ცხოვრება გავუადვილოთ..
არ დაგვივიწყებენ,ილოცებენ ჩვენთვის :)
21. მადლობა იაა,უღრმესიი :-*
სხვა რა მეთქმის...მიხარია,რომ თქვენც ასე ფიქრობთ :) მადლობა იაა,უღრმესიი :-*
სხვა რა მეთქმის...მიხარია,რომ თქვენც ასე ფიქრობთ :)
20. ლააშ :-* აი ხომ მიყვარდი?! და ორჯერ მეტად შემიყვარდი და გაფასებ ამ ნაწერის შემდეგ!!! :-* ჯერ საოცრად კარგად გადმოსცემ! და მერე ეს შენი სულიერი სამყარო?! ემოციები ისე ცვლიდა ერთმანეთს...
ტაძარში ვდგავარ,წირვაზე,შესაბამისად აღარ მეძლევა საშუალება,რომ პატარაობიდან გამოყოლილი ცნობისმოყვარეობა დავიკმაყოფილო ხოლმე და სათითაოდ ამოვალაგო პროდუქტი ჩანთებიდან,მაცივარში თუ თაროებზე მონდომებით მივაბინაო.
რა ალალი და საყვარელი ხარ ამ მონაკვეთში :) გამეღიმა და მოფერების სურვილი გამიჩნდა :)
რაც ყველაზე მეტად მიჭირს,ცალ ხელში სასვე პარკი მიჭირავს,მეორეთი გიორგის ვეხმარები ასვლაში... კიბის ბოლო საფეხურს ყოველთვის ბავშვური შეძახილით –„ოპააა“ ამთავრებს..
ამ "ოპააა"-ზე ცრემლები წამომივიდა... :(
ღმერთო,ფიზიკურად გიორგისნაირები ალბათ იმიტომ გააჩინე ამ ქვეყნად,რომ შეგვეგნო,თუ რა უსუსურები ვართ შენ გარეშე ადამიანები. სამართლიანობა ხომ არ დაგავიწყდებოდა,გარეგნული ნაკლის უკან რომ სულიერი სიძლიერე დააყენე,ორმაგად მეტი,ბევრჯერ მეტი,რაც ფიზიკურად ჯანსაღ ადამიანებს გააჩნიათ...
რა კარგი ხააარ!!! გული მაქვს ეხლა ნაპირებამდე სავსეე სიყვარულიით!!!!!!! მიყვარხარ! გაფასებ! მიხარიხარ ასეთი ადამიანი! :-*
ლააშ :-* აი ხომ მიყვარდი?! და ორჯერ მეტად შემიყვარდი და გაფასებ ამ ნაწერის შემდეგ!!! :-* ჯერ საოცრად კარგად გადმოსცემ! და მერე ეს შენი სულიერი სამყარო?! ემოციები ისე ცვლიდა ერთმანეთს...
ტაძარში ვდგავარ,წირვაზე,შესაბამისად აღარ მეძლევა საშუალება,რომ პატარაობიდან გამოყოლილი ცნობისმოყვარეობა დავიკმაყოფილო ხოლმე და სათითაოდ ამოვალაგო პროდუქტი ჩანთებიდან,მაცივარში თუ თაროებზე მონდომებით მივაბინაო.
რა ალალი და საყვარელი ხარ ამ მონაკვეთში :) გამეღიმა და მოფერების სურვილი გამიჩნდა :)
რაც ყველაზე მეტად მიჭირს,ცალ ხელში სასვე პარკი მიჭირავს,მეორეთი გიორგის ვეხმარები ასვლაში... კიბის ბოლო საფეხურს ყოველთვის ბავშვური შეძახილით –„ოპააა“ ამთავრებს..
ამ "ოპააა"-ზე ცრემლები წამომივიდა... :(
ღმერთო,ფიზიკურად გიორგისნაირები ალბათ იმიტომ გააჩინე ამ ქვეყნად,რომ შეგვეგნო,თუ რა უსუსურები ვართ შენ გარეშე ადამიანები. სამართლიანობა ხომ არ დაგავიწყდებოდა,გარეგნული ნაკლის უკან რომ სულიერი სიძლიერე დააყენე,ორმაგად მეტი,ბევრჯერ მეტი,რაც ფიზიკურად ჯანსაღ ადამიანებს გააჩნიათ...
რა კარგი ხააარ!!! გული მაქვს ეხლა ნაპირებამდე სავსეე სიყვარულიით!!!!!!! მიყვარხარ! გაფასებ! მიხარიხარ ასეთი ადამიანი! :-*
19. გაიხარე დაისო,კი მეც ვნახულობ ხოლმე,როცა სემინარიაში მივდივარ,ტაძართან დგას ხოლმე,როცა შევხედავ ჩემი გიორგი მახსენდება და სულში სითბო მეღვრება...
ერთი მრევლია,მანდილოსანი,ადრე იეღოველი იყო,მერე გაქრისტიანდა და დედამ სახლიდან გამოაგდო,საოცარი ქალია,გიორგის თხოვს ხოლმე,დამლოცეო :)
ბევრი ხვდება,რომ სული სუფთა აქვს გიორგის,ამიტომ იზიდავს ყველას .. გაიხარე დაისო,კი მეც ვნახულობ ხოლმე,როცა სემინარიაში მივდივარ,ტაძართან დგას ხოლმე,როცა შევხედავ ჩემი გიორგი მახსენდება და სულში სითბო მეღვრება...
ერთი მრევლია,მანდილოსანი,ადრე იეღოველი იყო,მერე გაქრისტიანდა და დედამ სახლიდან გამოაგდო,საოცარი ქალია,გიორგის თხოვს ხოლმე,დამლოცეო :)
ბევრი ხვდება,რომ სული სუფთა აქვს გიორგის,ამიტომ იზიდავს ყველას ..
18. მამაოს სიტყვები :კათაკმეველნო,თავნი თქვენნი უფალსა მოუდრიკენით!“ ძლივს ფარავს მრევლის ხმას. ამ სიტყვებზე რამოდენიმე „მსმენელი“ თავს ხრის,შემდეგ ისევ გვერდზე მდგომთან აგრძელებს საუბარს,მამაოს შემდეგ სიტყვებს კი ყურს აღარ უგდებს : „კათაკმეველნო,განვედით,კათაკმეველნო ... არამედ რაოდენი მორწმუნენი ვართ,კათაკმეველთათვის ვილოცოთ!“
საოცარი დეტალი გაქვს გამოკვეთილი...ჯვარსაც ისახავენ ხოლმე...ცუდი ქრისტიანი მაინც ჯობია ტაძარი იდგეს წირვაზე, ვიდრე საერთოდ არასად არ იდგესო, _ ესეც გამიგია მოძღვრისგან :)
გიორგის მსგავს სულით ძლიერთა შორის, მე დათო მყავს, სიონის ეზოში ცერებლუარი დამბლით, ხელ-ფეხის დაუმორჩილებლობით, თუმცა სავარძლის გარეშე... ბევრს ეყოლება ნანახი...წლებია ვიცნობ და მიცნობს..."ვაჰ, ჩვენ ბოდიში, კრასავიცა ჩვენსკენაც გამოიხედე?" სულ ასეთი შეძახილით მხვდება და მე ვპასუხობ: "ისევ მარტო დადიხარ, ბიჭო?" ამას სულ შეგნებულად ვეუბნები, რომ ის საოცარი პასუხი მოვისმინო ხოლმე მისგან: "მარტო როდის ვარ, უფალია ჩემთან"...ყველაზე დიდი, რაშიც შევხმარებივარ, გაშეშებულ თითებში შეგროვილი მოწყალება, მის ჯიბეში ჩამიყრია და წყალი დამილევინებია. მეტის უფლებას თვითონ არ მაძლევს და ხუმრობით მეუბნება ხოლმე, ინვალიდი ვარ, სკლეროზიანი კი არაო...ეს ნიშნავს, რომ ქალი ვარ და არ მკადრებს. განუზომელი მამაკაცური ღირსებები აქვს ნაბოძები და ეს ერთი დიდი საოცრებაა ჩემთვის. მამაოს სიტყვები :კათაკმეველნო,თავნი თქვენნი უფალსა მოუდრიკენით!“ ძლივს ფარავს მრევლის ხმას. ამ სიტყვებზე რამოდენიმე „მსმენელი“ თავს ხრის,შემდეგ ისევ გვერდზე მდგომთან აგრძელებს საუბარს,მამაოს შემდეგ სიტყვებს კი ყურს აღარ უგდებს : „კათაკმეველნო,განვედით,კათაკმეველნო ... არამედ რაოდენი მორწმუნენი ვართ,კათაკმეველთათვის ვილოცოთ!“
საოცარი დეტალი გაქვს გამოკვეთილი...ჯვარსაც ისახავენ ხოლმე...ცუდი ქრისტიანი მაინც ჯობია ტაძარი იდგეს წირვაზე, ვიდრე საერთოდ არასად არ იდგესო, _ ესეც გამიგია მოძღვრისგან :)
გიორგის მსგავს სულით ძლიერთა შორის, მე დათო მყავს, სიონის ეზოში ცერებლუარი დამბლით, ხელ-ფეხის დაუმორჩილებლობით, თუმცა სავარძლის გარეშე... ბევრს ეყოლება ნანახი...წლებია ვიცნობ და მიცნობს..."ვაჰ, ჩვენ ბოდიში, კრასავიცა ჩვენსკენაც გამოიხედე?" სულ ასეთი შეძახილით მხვდება და მე ვპასუხობ: "ისევ მარტო დადიხარ, ბიჭო?" ამას სულ შეგნებულად ვეუბნები, რომ ის საოცარი პასუხი მოვისმინო ხოლმე მისგან: "მარტო როდის ვარ, უფალია ჩემთან"...ყველაზე დიდი, რაშიც შევხმარებივარ, გაშეშებულ თითებში შეგროვილი მოწყალება, მის ჯიბეში ჩამიყრია და წყალი დამილევინებია. მეტის უფლებას თვითონ არ მაძლევს და ხუმრობით მეუბნება ხოლმე, ინვალიდი ვარ, სკლეროზიანი კი არაო...ეს ნიშნავს, რომ ქალი ვარ და არ მკადრებს. განუზომელი მამაკაცური ღირსებები აქვს ნაბოძები და ეს ერთი დიდი საოცრებაა ჩემთვის.
17. სამართლიანობა ხომ არ დაგავიწყდებოდა,გარეგნული ნაკლის უკან რომ სულიერი სიძლიერე დააყენე,ორმაგად მეტი,ბევრჯერ მეტი,რაც ფიზიკურად ჯანსაღ ადამიანებს გააჩნიათ... სხვის ნათქვამს უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევ,მთავარი ჯანმრთელობაა და ყველაფერი კარგად იქნებაო..
გარეგნული ნაკლის მქონე ადამიანს ძალიან დიდი სულიერი სიძლიერე სჭირდება იმისთვის, რომ რწმენა არ დაკარგოს!! ქედს ვიხრი ასეთი ადამიანების წინაშე, ისინი სულიერად ჩვენზე გაცილებით მაღალ საფეხურზე დგანან!!!
სუფთა, თბილი და აზრიანი ნაშრომი! +2 სამართლიანობა ხომ არ დაგავიწყდებოდა,გარეგნული ნაკლის უკან რომ სულიერი სიძლიერე დააყენე,ორმაგად მეტი,ბევრჯერ მეტი,რაც ფიზიკურად ჯანსაღ ადამიანებს გააჩნიათ... სხვის ნათქვამს უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევ,მთავარი ჯანმრთელობაა და ყველაფერი კარგად იქნებაო..
გარეგნული ნაკლის მქონე ადამიანს ძალიან დიდი სულიერი სიძლიერე სჭირდება იმისთვის, რომ რწმენა არ დაკარგოს!! ქედს ვიხრი ასეთი ადამიანების წინაშე, ისინი სულიერად ჩვენზე გაცილებით მაღალ საფეხურზე დგანან!!!
სუფთა, თბილი და აზრიანი ნაშრომი! +2
15. კარგი იყო... თბილად ჩავიკითხე :) 55555555555555555555555555 კარგი იყო... თბილად ჩავიკითხე :) 55555555555555555555555555
14. ღმერთო,ფიზიკურად გიორგისნაირები ალბათ იმიტომ გააჩინე ამ ქვეყნად,რომ შეგვეგნო,თუ რა უსუსურები ვართ შენ გარეშე ადამიანები. სამართლიანობა ხომ არ დაგავიწყდებოდა,გარეგნული ნაკლის უკან რომ სულიერი სიძლიერე დააყენე,ორმაგად მეტი,ბევრჯერ მეტი,რაც ფიზიკურად ჯანსაღ ადამიანებს გააჩნიათ...
თბილი ხარ!:) 5 ღმერთო,ფიზიკურად გიორგისნაირები ალბათ იმიტომ გააჩინე ამ ქვეყნად,რომ შეგვეგნო,თუ რა უსუსურები ვართ შენ გარეშე ადამიანები. სამართლიანობა ხომ არ დაგავიწყდებოდა,გარეგნული ნაკლის უკან რომ სულიერი სიძლიერე დააყენე,ორმაგად მეტი,ბევრჯერ მეტი,რაც ფიზიკურად ჯანსაღ ადამიანებს გააჩნიათ...
თბილი ხარ!:) 5
13. ლაშ... შემიყვარდა მე შენი გიორგი და დამპირდი, თუკი ოდესმე გნახავ, გამაცანი რა... რა მართალი ხარ, იცი... ცამდე მართალი, ნეტა ყველას ესმოდეს ეს... ნეტავი ბევრი ხვდებოდეს, რომ სხეულს მიღმა დამალული სულია ლამაზიც, მნიშვნელოვანიც, მთავარიც და რომ კვაზიმოდო ყველაზე ლამაზი ადამიანია დედამიწის ზურგზე... ძალიან თბილად წერ, ლაშ... როგორც ყოველთვის:) ლაშ... შემიყვარდა მე შენი გიორგი და დამპირდი, თუკი ოდესმე გნახავ, გამაცანი რა... რა მართალი ხარ, იცი... ცამდე მართალი, ნეტა ყველას ესმოდეს ეს... ნეტავი ბევრი ხვდებოდეს, რომ სხეულს მიღმა დამალული სულია ლამაზიც, მნიშვნელოვანიც, მთავარიც და რომ კვაზიმოდო ყველაზე ლამაზი ადამიანია დედამიწის ზურგზე... ძალიან თბილად წერ, ლაშ... როგორც ყოველთვის:)
12. თბილი ნაწერია...5555 ძალიან კარგია ეკლესიაში სიარული ადრეული ასაკიდან რომ დაიწყე.... აი,მე ვერა და ვერ მივედი ეკლესიამდე.... თბილი ნაწერია...5555 ძალიან კარგია ეკლესიაში სიარული ადრეული ასაკიდან რომ დაიწყე.... აი,მე ვერა და ვერ მივედი ეკლესიამდე....
11. გაიხარეთ ქალბატონო თამარ...
კი,ასე ხდება ყოველ შაბათ-კვირას ჩემი და გიორგის მეგობრობაში ,რამოდენიმე გამონაკლისის გარდა ( : გაიხარეთ ქალბატონო თამარ...
კი,ასე ხდება ყოველ შაბათ-კვირას ჩემი და გიორგის მეგობრობაში ,რამოდენიმე გამონაკლისის გარდა ( :
10. გაიხარე, ლაშა! მიხარია, თუ ასეთი ხარ! იცი, რას ვამბობ? შეიძლება ეს შენ შესახებ არც იყოს დაწერილი, მაგრამ... ხომ ასე აზროვნებ, არა! სხვა შემთხვევაში ასე ვერ დაწერდი! :)))))) ლურსმნები დიდი ყუთით... 5-ზე მეტი არ ამოიღო, იცოდე, მალე გაგითავდება! :)))) გაიხარე, ლაშა! მიხარია, თუ ასეთი ხარ! იცი, რას ვამბობ? შეიძლება ეს შენ შესახებ არც იყოს დაწერილი, მაგრამ... ხომ ასე აზროვნებ, არა! სხვა შემთხვევაში ასე ვერ დაწერდი! :)))))) ლურსმნები დიდი ყუთით... 5-ზე მეტი არ ამოიღო, იცოდე, მალე გაგითავდება! :))))
9. ლურსმანს რა სუფთა გული ჰქონია?...5 მადლი უფლისა ჩვენისა... ლურსმანს რა სუფთა გული ჰქონია?...5 მადლი უფლისა ჩვენისა...
8. axla vidzineb da mere moval aq, urakparako:)
axla vidzineb da mere moval aq, urakparako:)
5. გაიხარე ჯემალ ;) გაიხარე ჯემალ ;)
4. ნენეეეეეეეეეეეეეეეეეეეეევ ლურსმანასაც დუუწყია დიდდიდი რაცხეების წერა. აი მოდაში არ შემოვდეს პაბრაცკი. წევკითხე ბოლომდის. ენების მაგივრათ ენა რო ეწეროს მეტი კაი იქნებოდა ისე გავ და კიბეებზე ჩამოსლის ნაცლათ კიბეზე ჩამოდის. მე ასე დავსწერდი. ლურსმანავ ხუთი დავსწერე აქდა იცოდე! 5. მეტი კაეფს წერ ამ ბოლოში და ტემპს არ დუუგდო, საღოლ გითხარ ნენეეეეეეეეეეეეეეეეეეეეევ ლურსმანასაც დუუწყია დიდდიდი რაცხეების წერა. აი მოდაში არ შემოვდეს პაბრაცკი. წევკითხე ბოლომდის. ენების მაგივრათ ენა რო ეწეროს მეტი კაი იქნებოდა ისე გავ და კიბეებზე ჩამოსლის ნაცლათ კიბეზე ჩამოდის. მე ასე დავსწერდი. ლურსმანავ ხუთი დავსწერე აქდა იცოდე! 5. მეტი კაეფს წერ ამ ბოლოში და ტემპს არ დუუგდო, საღოლ გითხარ
3. კარგია ლურსმან, +2 კარგია ლურსმან, +2
2. მომეწონა... და კიდევ შენც და გიორგიც :)
+2
მეტის დაწერა არ შემიძლია მე :) მომეწონა... და კიდევ შენც და გიორგიც :)
+2
მეტის დაწერა არ შემიძლია მე :)
1. ნორმალურია +2 ნორმალურია +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|