ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰარირამა
ჟანრი: პოეზია
21 ნოემბერი, 2010


ჩემი

ვსხედვართ  აივანზე . მეცხრე სართული.
ეს არც მაღლაა, მაგრამ მაინც ცასთან
ცოტათი უფრო ახლოს  ვართ,
როგორც უმეტესად , ვსაუბრობთ
ღმერთზე , სამყაროზე , უსარულობაზე,
დროზე, გამრუდებულ სივრცეზე,
შავ ხვრელებზე და ექსპერიმენტზე,
რომელიც ან შეცვლის რამეს და ან არა...
დეკემბერი.დღეები  მოკლე.
მზეც  გადადის. ბინდება  წყნარად.
მე, შენ  გიყურებ  და ვხვდები ,
რა სისულელეა ყველაფერი და რატომ აქვს
აზრი ყველაფერს.
ძალიან მიყვარხარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები