გამარჯობა, დავამთავრებ პირველ ტაეპს ასე, აღარ ვწუხვარ, ეხლა უფრო სინანული მქვია, ცარიელი ემოცია დღიურს ვეღარ ავსებს, იცით? უკვე მივეჩვიე სიმაღლიდან ფრიალს.
გამარჯობა, გესალმებით მისტიური გმირი, თქვენ ლექსს არა, არც სხვა რამეს, მე მკითხულობთ ჩუმად, შევიცვალე, მაგრამ დავრჩი ისევ სიტყვამწირი, გმასპინძლობდით, ეხლა კიდევ თქვენში მხედავთ სტუმრად.
გამარჯობა, მდიდარი ვარ, თანხით არა გრძნობით, დამეძაბა საუბარი მე საკუთარ მესთან, დავიღალე ნაცნობების სხვანაირად ცნობით, ადრე კიდევ საკუთარზე ვსაუბრობდი ბევრთან.
გამარჯობა, თქვენ ეს ლექსი გეზედმეტად ვიცი, და გგონიათ ძალით ვიქმნი თავმდაბლობის იერს, ჩუმად ხართ და იქნებ გულში ვერც იკავებთ სიცილს, ვერც კი ამჩნევთ დავემსგავსე სიყვარულით მშიერს.
გამარჯობა, მე ვარ ერთი უჩვეულო ბიჭი, და ფერადი პიროვნების გამოხატვა თქვენთვის, ჩემი თავის შემეცნება თქვენზე მეტად მიჭირს, რადგან სული ნაჩვევ სხეულს ოდნავაც არ ერთვის.
გამარჯობა, ჩემო კარგო, შევიცვალე სრულად, და ამ წინა პიროვნებას მარტო ზმნამ აჯობა, ვიცი, ლექსმა მოგირიათ ემოცია რულად, ამიტომაც ნახვამდის და კიდევ გამარჯობა.......
მართლაც ძალიან მელოდიური ლექსია, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება; პირადად მე დიდი სიამოვნება მივიღე, რაზედაც მადლობა ავტორს; ჩემი+2+აპლოდისმენტები წარმატებები

კარგია!აი აქაც საკმაოდ ბევრი ფრაზაა რაც გითხარი:)) 4 სტროფი ზუსტია:)) და საერთოდაც ეგრეა რა:)თავმდაბლობაზე გითხარი უკვე ჩემი აზრი:)აქ აღარ დავწერ:)კარგი ბიჭი ხარ:)

გამარჯობა, მდიდარი ვარ, თანხით არა გრძნობით, :D (ეს ჩაგეთვალა)
ამიტომაც ნახვამდის და კიდევ გამარჯობა....... (ეს კარგია)
გამარჯობა, გესალმებით მისტიური გმირი, თქვენ ლექსს არა, არც სხვა რამეს, მე მკითხულობთ ჩუმად, შევიცვალე, მაგრამ დავრჩი ისევ სიტყვამწირი, გმასპინძლობდით, ეხლა კიდევ თქვენში მხედავთ სტუმრად.
პოეტი ხარ რა ძმა... გენაცვალე მიქაქ~ელ აბა წინ და წინ

გამარჯობა, თქვენ ეს ლექსი გეზედმეტად ვიცი, და გგონიათ ძალით ვიქმნი თავმდაბლობის იერს, ჩუმად ხართ და იქნებ გულში ვერც იკავებთ სიცილს, ვერც კი ამჩნევთ დავემსგავსე სიყვარულით მშიერს. ეს სტროფი მომწონს :) და ბოლო სტროფში მესამე ბწკარის მეორე სიტყვა გაასწორე :) ჰოდა კიდევ გამარჯობა (თ)ს გარეშე ხომ? :-* :) კითხვის დროსაც :)