ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ADOLF KOMUNIST
ჟანრი: იუმორისტული
12 დეკემბერი, 2010


  ჩამოტვირთვა

ADOLF KOMUNIST - ის პოეზიის საღამო, მალე ჩვენს ეთერში. ახალ წელთან დაკავშირებით.

იანვრის შვიდში 9 თებერვალს, სამშაბათს დღის 24 - საათზე  ტარდება ადოლფ კომუნისტის პოეზიის საღამო სახელწოდებით "ოთხშაბათი" დასაწყისი 3 საათზე, ბილეთის ფასი 5 ლარი, დასწრება უფასოა.

მსურველებმა გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე, ლესელიძის ქუჩა N 24 67 91 იკითხეთ გივი, ზარი ღირებულებაა 50 თეთრი, ერთად გადავარჩინოთ ქართული პოეზია. ამინდის პროგნოზს დღეს ნათია გაგვაცნობს, მომავალ შეხვედრამდე.

პოეზიის საღამოს დევიზია - რომ პოეზიის საღამოები აწი გაიმართოს უზმოზე, დღეში სამჯერ.

საღამოს დაესწრებიან უცხოეთიდან მოწვეული სტუმრები - ვოლფგან თუში, უინსტონ ხულოელი, რონალდ ხევსური, თენგიზა და ჯემალა.

წარმოდგენის დასრულებისთანავე მოეწყობა მსვლელობა, დარიგდება მეორადი მოხმარების ნივთები და თოვლის ბაბუას ფორმები... ახლა კი გთავაზობთ საღამოსთვის დაწერილ მანიფესტს, რომელიც გამოიკვრება დედაქალაქის ქუჩებში, რაც ძალიან დაამშვენებს ბათუმს!

:
























                                                                                                  ...


  თქვენ ალბათ იხილეთ ეს არაჩვეულებრივი მანიფესტი, რომელსაც კარგი თვალი უნდა რომ დაინახოთ და ვინც ვერ ხედავს და არ ფიქრობს რომ მხედველობას უჩივის, ერთ კითხვას დავუსვამ და კომენტარებში მიპასუხოს - დააწექით ახლა 5-ს და მომწერეთ რა ფერს ღებულობს დაფიქსირებული ქულა???

გმადლობთ ყურადღებისათვის.

P.S  და თუ თქვენ არ დააწვებით ხუთს, თვის ბოლოს იტყვით რომ მე თავფურცელზე არ ვარ, მაგრამ გიპასუხებთ, ნურას უკაცრავად, მე თავფურცელზე ვარ, ისევ და ისევ თქვენს მხედველობაშია პრობლემა :)


ფ ა რ დ ა


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები