ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
23 დეკემბერი, 2010


გიჟის აღსარება

გტკიოდა მაშინ, გტკივა ახლაც, თუმც ცოცხლობ ისევ,
კოლტების გროვას ვეღარ იტევს გულთან აორტა.
ტკივილისაგან დაგიობდა ეგ ფიქრის ქისაც
და თვალის გუგაც აორთქლილმა ცრემლმა დაორთქლა..

ზიხარ ოთახში, მარტო ხარ და არც გინდა მეტი,
ვერავინ თითქოს ვერ შეგივსებს მაინც მანძილებს,
გულში რომ ფეტვი გამოხშირე და ვეღარ შეცვლი,
იმას რაც სცოდე, ვერ აითვლი უკუ ნაბიჯებს.

გინდა რომ წერო, ისე თითქოს არაფერია,
არაფრისთვის და არავისთვის ხარჯო აზრები,
გიჭირს ფუცრლებთან რომ გაიხსნა, გასაგებია -
რაც არ უნდა თქვა მაინც გიჟად მოიაზრები.

ტუჩის კუთხესთან ხაზად გაგკრავს უცებ ღიმილი,
გწყინს რომ შენივე თავთან გიწევს ხშირად თამაში,
ხალხს არ სჯერა რომ დაიბადე სიყვარულისთვის,
თუმცა მისხალი სიყვარულიც არსად არ არის...

ასე ინება ბედმა შენი გაბითურება,
ბედნიერების არსად არ სჩანს მატარებელი,
იქნებ ამიტომ ვერ ისწავლეს ყეფაც ტურებმა,
რა შუაშია? თავშიც არ სჩანს საკადრებელი.

პ.ს.
ვინც რამეს დაწერს, ოდესმე შლის... თავს თვლის მელექსედ,
მე კიდევ აზრებს "უნდო" ღილაკს ვეღარ ვუძებნი,
არაფერია მთელს ცხოვრებას "მივა დელეთე ბ",
და ახსნას ისევ, სიგიჟეთი გამოვუძებნი…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები