ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2010


სიკვდილის ტრიოლეტი...

მოვა სიკვდილი და უკლებლივ ყველაფერს წაშლის,
თუკი მას გზაზე სიყვარული არ შეეფეთა!...
არად დაგიდევს, სახლში ხარ თუ მგზავრი ხარ გზაში,
მოვა სიკვდილი და უკლებლივ ყველაფერს წაშლის,
მოგეპარება, როგორც ანცი, ჯიუტი ბავშვი 
და... ვინ შებედავს უარის თქმას, მსგავსად მეფეთა?!
მოვა სიკვდილი და უკლებლივ ყველაფერს წაშლის,
თუკი მას გზაზე სიყვარული არ შეეფეთა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები