ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
13 თებერვალი, 2011


რჩევა დამწყებ ტ...ებს

  –როგორც კი ფეხზე შეგსვამენ, უკანმოუხედავად და შეყოვნების გარეშე დაიწყე აღმა სვლა,
უნდა მოასწრო მწვერვალთან , დაივიწყე ყველა და ყველაფერი...  ოფლი ღვარე, მუხლი არ ჩახარო...
რა დროს სინდისია და ნამუსი?
როცა „ჭეშმარიტ“ საქმეს აკეთებ – ეგ წვრილმანები არც გახსენდება...
გინდა წინ წახვიდე? – ჰოდა, იშრომე ყოველმხრივ, ყველანაირად!

– როგორც კი ფეხზე შეგსვამენ, მთელი შენი მოდგმის დამახასიათებელი – სიჯიუტე და
ნებისყოფა გამოიჩინე და დაიწყე აღმა სვლა – ალპინისტის მოქნილობით
შეუყევი გზას მწვერვალისკენ – გჭირდება იქ მოხვედრა, იქედან ყველას გადმოხედავ!
განა რა მოგეცით და რა გასწავლეთ სხვა? რა ჩაგიდეთ ფიქრში და როდის გაგიღრმავეთ ხედვა...
განა, ეგ არ ძალგვიძს ისედაც და მხოლოდ, რომ ... როგორც კი ფეხზე შეგვსვამენ, დაუყონებლივ,
მიზანსწრაფვით ავუყვეთ აღმა გზას.
„მწვერვალიდან“ იცი როგორი ადვილია ხმა მიაწვდინო?
მანამ თუ არავინ გისმენდა, დაგცინოდნენ კიდეც – იქ გული მოგეცემა მეტად
და ყველაფერზე ლაპარაკობ, იმაზეც კი – რაც არ იცი... მერე რა თუკი ,
ამპარტავანს დაგიძახებენ, გაღიზიანდებიან, გაიცინებენ კიდეც – მთავარია,
შენ მაღლა იქნები. შენ მაღლიდან გადმოხედავ.
როგორც კი ფეხზე შეგისვამენ – ივიწყებ ვისით დაიწყე მსვლელობა, ვისთან დაიწყე... შენ ხასიათში გაქვს, ბუნებით ხარ მიდრეკილი „მწვერვალებისკენ“ ისწრაფვოდე და... აუცილებლად,
აუუუცილებლად ადიხარ – დგები. ვისი მწვერვალიცაა – იმაზე მაღლაც კი ,იმიტომ, რომ მასზე დგახარ!

და ბოლოს, როგორც კი ფეხზე შეგსვამენ, ინსტიქტური და მექანიკური მოძრაობებით, სვლებით, თავგამოდებით – უკანმოუხედავად დაიწყე აღმა სვლა...
სანამ მძაფრი სუნის თეთრი თოვლი მოვა მწვერვალზე,
სანამ სუნთქვა შეგეკვრება და სანამ შენს საფლავზე ეპიტაფიად
ამოკვეთენ ადამიანები ჩვენს ლოზუნგს:
„ღორის ტილს ფეხზე რომ დაისვამ, თავზე აგაცოცდებაო“

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები