ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
27 თებერვალი, 2011


პარიზული თოვა

- მონ სენიორ, მომხედეთ,
თქვენ, როგორ გგონიათ?!
არ ფიქრობთ დაათოვს
ამაღამ ეიფელს?!
თქვენ ამბობთ: – "პარიზში,
დღეს წვიმა იქნება
და მხოლოდ სიზმრებში თუ მოთოვს..."
მე კიდევ,
კვლავ ცელქი ბავშვივით
ქვედა ტუჩს ვბურცავ და,
ამინდზე, პარიზზე,
თქვენზედაც ვბრაზდები...
სენიორ, იცინით და გულში მიხუტებთ...
ამბობთ, რომ ბავშვი ვარ,
თან ფრიად თავხედი...
უკიდებთ სიგარას, მაწოდებთ ფუჟერებს.
"მემ ვისკი დავლიოთ,
ან რაც გსურთ ის, ოღონდ...
ნუღარ იჯიუტებთ,
ნუ ანცობთ ბავშვივით
და ნუ მებუტებით...
(პარიზმა თუ არა)
ვნებებმა ითოვონ..."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები