ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
5 მარტი, 2011


დევნილი

უძილობები შეგეყარა – მწვავე სახადი
და ყოველ ღამე თითო სიზმარს ამტვრევ მუხლის თავს,
ცეცხლწაკიდებულ ქალაქებად გექცნენ ფიქრები
და არითმიულ ღამეებს კვლავ მაჯებს უსინჯავ..

დღეს ავიტკიებ ყველა სიტყვას რომ ვერ გაგიჩენ,
ჩემს უშვილობას, მიუმატეთ, მანდ, ერთი ვალიც.
ცა კი, უთუოდ მითანაგრძნობს – ღრუბლებს აურევს.
შენთვის მარტივით ამინდი ვარ – მარტივად, ქალი.

მიტოვებული სახლებივით ალაგებ აზრებს –
დღეს დევნილი ხარ, გაგასახლეს – შენი თავიდან.
ტუჩზე კბენა კი სიმწრისაგან – გრჩება ნუგეშად,
ემშვიდობები ბოლო ნავს,რომ ზღვაში გავიდა..

დღეს დევნილი ხარ გაგასახლეს – ჩემი ტანიდან,
ტუჩის კუთხესთან ღიმილია – ფარსი ნუგეში..
შენ ათას მიზეზს მოიფიქრებ როცა წასვლისთვის,
ათასმეერთეც მოიგონე დასაბრუნები..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები