ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზეუსი
ჟანრი: პროზა
17 ივნისი, 2011


სულთა ქაოსი

„არსებობს არარსებობა?“-უცნაური კითხვა დამისვი ერთხელ შენ. „არსებობს“ გიპასუხე მე. „თუ არსებობს, არარსებობა როგორღაა?“ „მარტივად გეტყვი:შენამდე იყო არარსებობა, რომელიც რათქმაუნდა არსებობდა.“ „მოვრჩეთ ამ სულელურ ლაპარაკს,წამოდი საბაგიროზე, სილამაზე ვიხილოთ“ იცინოდი შენ...ზემოდან გადმოვხედეთ მთელ ქუთაისს,რიონი ჩვეულად მიიკვლევდა გზას დიდ, თეთრ ლოდებს შორის, პიკასოს ბიჭის ძეგლთან მოგროვილი ბავშვები თავით ეშვებოდნენ წყალში,საბაგიროს ვაგონში კი მხოლოდ მე და შენ ვიყავით. გამცილებელი და დანარჩენი მგზავრები სადღაც ბურუსში შთაინთქნენ...
  ეს მოთხრობა სიყვარულზეა, მე და შენს შორის არსებულ სიყვარულზე, რომელმაც არარსებობა დამავიწყა.
             

              თავი პირველი
              მარტივი დასაწყისი

  „მოწევა კლავს“ დიდი, შესამჩნევი ასოებით ეწერა კოლოფს.გავხსენი და ერთი ღერი ამოვიღე,ნერვიულად მოვიჩხრიკე ჯიბეები. რაც არ არის რას ეძებ. მაგიდაზე დამრჩა ალბათ ასანთი, ბოღმიანად დავასკვენი. ხელებით ვსრეს იმ საცოდავ ღერს, თითქოს ჯავრი იმაზე მინდა ვიყარო.გარეთ გასვლა მეზარება, საშინლად წვიმს, სადაა ნეტა მიმტანი?
-აქ დაჯდომა „მოჟნა“?-ვიღაცა მეკითხება
-„ნე ვაზმოჟნა!“-უხეშად ვპასუხობ, ახლაღა შევხედე დაუპატიჟებელ სტუმარს  -შეიძლება- უცებ მეცვლება განწყობა.
-მთელი კაფე გადატენილია და...-ირგვლივ ხელი მოატარა რომ დამარწმუნოს, -ერთ ჭიქა ყავას დავლევ და აღარ შეგაწუხებთ.
-დაბრძანდით.
ჩანთიდან ვერცხლისფერ ნივთს იღებს და მე მიწვდის,
-მგონი გჭირდებოდათ.
-მადლობა.-ჩავიბურდღუნე, -ლამაზი სანთებელაა, ვუკიდებ და გემრიელად ვისუნთქავ ბოლს ფილტვებში.
-ვახო მოდი ძმურად,-მიმტანს ვუხმობ,-ერთი „თბილისური“, როგორც ყოველთვის და...
-ერთიც რძიანი,უნალექო ყავა-უღიმის ჩემი თანამეინახე, -უშაქროდ.
სიგარეტს ვაბოლებ და თვალებში ვუყურებ, მომეწონა ეს გოგო,თაფლისფერი თვალები, პატარა ცხვირი, დიდი ტუჩები, გამართულად ზის, ლამაზი ტანი აქვს, საროსავით.ნეტა სარო რა არის?ალბათ ფეხებიც გრძელი და ლამაზი აქვს, ახლა მაგიდის ქვეშ შეხედვა „ტეხავს“ თორემ...
-კაეშანი გაწუხებთ?-მეკითხება, -პირდაპირ მე მიყურებთ და სადღაც დაკარგულხართ თითქოს.
-უბრალოდ ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს,-ვუხსნი-მირჩევნია ასე გიყუროთ.
-მომიკიდებ?-ჩანთიდან ქალის, წვრილს სიგარეტს იღებს.
-„მოწევა კლავს“-მკაცრად ვაფრთხილებ და თან ანთებული ცეცხლი მიმაქვს მის ტუჩებთან.
თვალებმოწკურული, გამომცდელი მზერით მათვალიერებს.
-არა უშავს, ყველანი მოვკვდებით-მეუბნება
-ეგ თავისთავად.
-მე კი მინდა ვიცოცხლო, იცი რატომ?ვიცი აუცილებლად მოვკვდები
-სიკვდილი არავის უნდა.
აი ასე, გაიბა საუბარი,რეებზე ვმსჯელობ,გადავიდე საქმეზე?ლამაზი,მომხიბლავი გოგოა,ჭკვიანიც, მაგრამ თავის ფეხით მოვიდა და ეს შანსი უნდა გამოვიყენო.
ვახომ კონიაკი და ყავა მოგვიტანა, მრავალმნიშვნელოვნად ჩამიკრა თვალი მის ზურგს უკნიდან, თან ცერა თითი აწია.
-დალევთ კონიაკს?-ვეკითხები, ჭიქაში ვასხამ სითხეს
-არა,ჩემთვის არ შეიძლება-მადლობას მიხდის.
-ეს ჩვენი გაცნობისა იყოს-მაღლა ვწევ სირჩას და სულმოუთქმელად ვცლი, -რა გქვია?
-რა მნიშვნელობა აქვს რა მქვია, ხვალ აღარ გემახსოვრები,-იცინის,-გაგიმარჯოთ უცნობო,-ყავით მადღეგრძელებს.
-აქაურს არ გავხარ
-მიხვედრილი ბიჭი ხარ
-იქნებ ღამის გასათევიც არ გაქვს აქ, მე მარტო ვცხოვრობ,-აშკარად გადავამლაშე
-საინტერესოა.მოგეწონე?
-რათქმაუნდა
-და ჩემთან ღამის გათევაზეც არ იტყვი უარს ჰო?-ჩურჩულზე გადადის
-რომელი სულელი იტყვის უარს,-მეც ვეჩურჩულები,ვგრძნობ სხეულში გამიჯდა უკვე სასმელი, თავშიც ამივარდა
-შენ იცი ქალის გულის მოსაგებად რა უნდა გააკეთო?
არ იცი!პირდაპირ,უტიფრად მთავაზობ სექსს, არც მიცნობ ვინ ვარ,გგონია მოხიბლავ ქალს მაგით?არაფერი არ იცი შენ! ქალი უნდა მოიპოვო, გაიგე?-ყურთან ვგრძნობ უკვე მისი ცხელი ტუჩების შეხებას, დამარცვლით,რომ მიმეორებს-მო-ი-პო-ვო!
  ფეხზე დგება,ცეცხლს აკვესებს თვალებიდან
-ჩაო დონ ჟუან
როცა მაგიდებს შორის გადიოდა,საუბარს და ჭამას წყვეტდნენ და მეტყველი მზერით აცილებდნენ მამაკაცები,სიბრაზისგან სახეებზე ალმური ასდიოდათ ქალებს.
-ვახო რამდენია ჩემზე?-ბოლო წვეთები ჩავწურე ჭიქაში და გადავკარი, დაცლილიყო კაფე „ბომონდი“, შეყვარებული წყვილი ჩანასკვოდა ერთმანეთს სადღაც კუთხეში, გასასვლელთან ბრიყვის მზერიანი, შუა ხნის უცხოელი იჯდა და ქართულ ღვინოს აგემოვნებდა დაყენებული სახით.
-იმან გადაიხადა
-ვაა...რა ქვია იმ გოგოს, ვინაა იცი?
-არა,პირველად ვხედავ აქ,ისე გაგიმართლა დღეს ხო იცი?-მეგობრულად დამკრა ხელი მხარზე,-ადე, ვიკეტებით. რა მაგარი სანთებელა გქონია, სუფთა ვერცხლია?-მაგიდიდან იღებს და ათვალიერებს.
გაკვირვებული ვუყურებ. -ამერიკიდან გამომიგზავნა ძმაკაცმა-ვეუბნები და ჯიბეში ვიდებ ნივთს.
გარეთ გამოვედი, წვიმა გახურებულ თავ-პირში მადიანად მასხამდა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები