ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტენდი
ჟანრი: პროზა
24 აპრილი, 2012


ომი ( ასი სიტყვა )

დედა და მამა მოვიდნენ დიანას სამშობიაროდან წასაყვანად.
_  მამამისივით  გოლიათი  გაიზრდება - დედა ბავშვს ფუთავდა.
_  გიამ დარეკა?
_ გამოვდიოდით, რომ დარეკა. მოვდივართ, უკვე გორში ვართო.
_  რაც სამშობიაროში ვარ, ერთხელ არ დაურეკავს.
_  სად ეცლებოდა დასარეკად, აფხაზეთია, ომია.  .
_ გაუხარდა  გიორგი რომ დავარქვი? _  გიღიმა დიანამ.
_ გაუხარდა რომელია ?!  ორი გიორგი ვიქნებით სახლშიო.  სანადიროდ წავიყვანო _ დედა უღიმღამოდ პასუხობდა. 
_  ცუდად ხარ?!
_ რადიაცული დღეებია, მაღალი წნევა მაქვს.
_  აქ  რომ იყოს, შამპანურებით ჩამოუვლიდა  სამედიცინო პერსონალს.
_  შეიძლება  უკვე მოსულიც არის _ თქვა მამამ. 
  ეჩქარებოდა  ქმრის ნახვა. მთელი თვე არ უნახავს  .   
სახლთან მიუახლოვდნენ..
ეზოში ხალხი ტრიალებდა.
სახლის  კედელზე  კუბოს სახურავი იყო  მიყუდებული.
  მამა გაფითრებული იჯდა საჭესთან. დედა ტიროდა:
_ ვერ გეუბნებოდით...
დიანა  საზურგეს  ჩაეჭიდა:
_ გიააააა !!! 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები