დღიურები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
,ბნელი,, 93 თუ 94-ია..ზაფხული.
დაახლოებით ჩემი შვილების ასაკის ვართ და ბათუმი ჯერკიდევ ის ქალაქია,რომელშიც თითქმის ყველა ერთმანეთს იცნობს..ახლოდან თუარა,შორიდან მაინც.
საქმე არაფერი გვაქვს და მე და ჩემი ორი უახლოესი დაქალი(აი ისეთი,შენთან რომ მოდის და არ ნერვიულობ იმას,რომ სახლი დასალაგებელია..) ქალაქის მორიგ შემოვლაზე ვართ,რათქმაუნდა ფეხით.
ჰოდა ერთი ძალიან სიმპათიური ბიჭი გვყავს ბოლო დროს სალაპარაკო თემად.ეს ბიჭი ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ცხოვრობს და რათქმაუნდა ისიც ვიცით,რომელ სართულზე და რომელ ბინაში.
ჰოდა მოვდივართ და აღარ მახსოვს რომელს მოგვივიდა აზრად..მოდი,ავიდეთ,ვითომ სხვასთან მივდივართ და ბინა შეგვეშალა-თქო..
ნუ ბავშვობა რისი ბავშვობაა,ასეთი სულელური იდეები არ მოგივიდეს და არ განახორციელო..( ნუ,თუ ,დიდობაში,, იგივე დაქალებთან ერთად მოხვდები,არც მაშინ იქნება გამორიცხული სისულელეების კეთება)))
ვიყიდეთ მინდვრის ყვავილები.
მივედით სადარბაზოსთან.
ვცდილობთ დავაწყოთ სახეები,რაც საკმაოდ რთულია.
მეტნაკლებად გამოგვდის.
ავდივართ კიბეზე.აჰა!მესამე სართულიც.ამოვედით.
ერთი-ორი წუთის მერე ვრეკავთ ზარს და მოლოდინში ვისუსებით.
ისმის ფლოსტების ხმა.
კარს აღებს ეს ტიპი.
ჩვენ ვდგავართ ენაჩაგდებული, რაღაც წამები ალბათ.
-უკაცრავად,მაიკო აქ ცხოვრობს? აღარ მახსოვს რომელმა ვიკითხეთ.არც ის მახსოვს,ყვავილები რომელს გვიჭირავს ხელში))
-არა გოგონებო,შეგეშალათ.გვერდით სადარბაზოში ნახეთ.
-გმადლობთ.
..და კიბეზე როგორ ჩამოვდივართ,უკვე არ მახსოვს))მგონი სამ-სამ საფეხურს ვახტებით და თან სიცილით ვკვდებით.
ჰოდა მას მერე ბარე ოცდახუთი წელი გავიდა.(ღმერთო,როგორ დავბერდი))))))
ჩვენ გავიზარდეთ.
,,გავიზარდეთ სარკეებში,ერთმანეთის თვალებში-არა..,,


მრავალს დაესწარი

დღიური: აბრრაგი..
და იღიალონ ზვავებმა ეს ჩემი ხმელი ლექსები

დაიღრიალონ ზვავებმა.
აბრრაგი. 2020-02-08 15:13:44

რა კარგი ქენი

...

შენს წინაშე თავს ვგრძნობ მუდმივად დამნაშავედ:
როცა ვზივარ, როცა ვწევარ, როცა დავდივარ,
როცა ვწერ და როცა ვკითხულობ, მაშინაც, როცა
ფილმს ვუყურებ, ან, როცა საყვარელ ქალს ვეფერები,
და ის ქალი კარგა ხანია აღარაა დედაშენი,
დედაშენსაც ცალკე ბუდე აქვს, თავისთვისაა.
შენ კი არ იცი სად არის შენი ადგილი,
შენ არ იცი საით წახვიდე, ვის შეეკედლო,
მაშინ, როცა შენს ყველა მეგობარს აქვს ერთი სახლი,
და ყოველთვის იმ ერთ სახლში მიეჩქარებათ.

როგორც მამა, დამნაშავე ვარ, რომ ასე ადრე,
ასე ერთბაშად, იგემე ცხოვრების სიმწარე, რომელიც
ნელნელა და დოზირებულად უნდა გეგემა.
ვაღიარებ: დამნაშავე ვარ და დანაშაულს
ვეღარასდროს გამოვისყიდი, თუნდაც ას წლამდე
ვიცოცხლო და ვინანიო უნებლიე დანაშაული,
გიწერო ლექსები და იმ ლექსებში ძველებურად
დაგიძახო "ცარცის გოგონა", და მოგეწონოს,
როგორც მოგწონს... მიუხედავად ყველაფრისა:
რა კარგი ქენი, რომ გაიზარდე, ჩემო გოგო!

იყო ბავშვი, უფრო სწორედ, ჯერ კიდევ ნაყოფი,
მუცელშივე რომ გასრისეს, მზეც ვერ იხილა.
დედამისის საშვილოსნოდან გულმოდგინედ გამოწმინდეს
მისი თოთო ნარჩენები და, საბოლოოდ,
სისხლით მოთხვრილ ბინტებთან ერთად,
სანიტარმა ნაგვის ურნაში გადაუძახა.
სქესი არ ჰქონდა. არც სახელი რქმევია და არც უძებნიათ,
რადგან ჩასახვის წამიდანვე, უბრალოდ, გაწირეს.
აბორტის შემდეგ დედას სიცხემ აუწია. ასე დამთავრდა...
რა კარგი ქენი, რომ გაიზარდე, ჩემო გოგო!

კიდევ იყო უწლო ბავშვი, ორიოდე დღის,
სახელი მარჯვენა ხელზე მიბმულ ქაღალდის ნაგლეჯზე
წაეწერათ, მერე, რატომღაც, წაეშალათ და
არაფერი გაირჩეოდა. ნოემბრის ღრუბლიან
დილით მგზავრმა გაყინული იპოვა გაჩერებასთან.
ბიჭი გამოდგა - სახელიანი უსახელო. მზე კი იხილა,
თუმცა - სულ ცოტა ხნით. დამტოვებლის იმედი, რომ ბავშვს
იპოვნიდნენ, გამართლდა, მაგრამ - დაგვიანებით.
ცოტა ადრე გამოსულიყო მგზავრი სახლიდან...
რა კარგი ქენი, რომ გაიზარდე, ჩემო გოგო!

თაკოც ნახე: ერთი წლის იყო. გარეუბანში,
მუყაოსგან და თუნუქის ფურცლებისგან შეკრულ ქოხში,
ლოგინად ჩავარდნილ ბებიასთან ერთად ცხოვრობდა.
ზოგჯერ ვინმე, გზის გაღმა მდგარი კორპუსიდან,
რამე საჭმელს თუ მიაწვდიდა ბებია-შვილიშვილს,
თან, ჭუჭყიან ჩვრებში გახვეულ და ატირებულ
ბავშვს უგულოდ მიეფერებოდა. ეს, მხოლოდ, ზოგჯერ.
სანამ მათთვის სახელმწიფომ მოიცალა,
შიმშილით მოკვდა ბავშვი, მოკვდა შიმშილით...
რა კარგი ქენი, რომ გაიზარდე, ჩემო გოგო!

ოთოც ნახე: ორი წლის იყო. ჯამბულის ქუჩაზე,
შენს ბაღში დადიოდა, იქნებ ერთადაც გითამაშიათ,
ან, იქნებ, როცა მიმყავდი ან გამომყავდი,
ჭიშკარში ერთად შევსულვართ და გამოვსულვართ.
ის და მისი უფროსი და ზებრაზე გადადიოდნენ,
როცა ვიღაც უგონოდ მთვრალი და უნამუსო
დაეჯახა, არც გაჩერდა, გზა გააგრძელა,
თითქოს ბავშვებს კი არა, კუნელის ბუჩქს დაჯახებოდა.
და გადარჩა, ძმას კი სასწრაფომ ვერ მიუსწრო...
რა კარგი ქენი, რომ გაიზარდე, ჩემო გოგო!

ლილიც ნახე: სამი წლის იყო. მისაღებ ოთახში
თოჯინებით თამაშობდა ხოლმე. ჩუმი და წყნარი,
უფროსებს არასდროს აწუხებდა, დივანს და კედელს
შორის თავისთვის შეყუჟული. უფროსებიც
დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ, ეგონათ, რომ
ისეთ რამეს არასოდეს გააკეთებდა,
რასაც შეეძლო მათი გულისწყრომა გამოეწვია,
მაგრამ შეცდნენ, ზედმეტი ნდობა გამოუცხადეს -
ღია ფანჯრის რაფაზე აძვრა და სხეულმა გადასძლია...
რა კარგი ქენი, რომ გაიზარდე, ჩემო გოგო!

ნიკაც ნახე: ოთხი წლის იყო. დაუსვეს ექიმებმა
მწვავე მიელოლეიკოზის დიაგნოზი.
ფულიანმა მშობლებმა სად არ წაიყვანეს, რა არ იღონეს -
მსოფლიოს ცნობილი კლინიკები. საუკეთესო
სპეციალისტები. ქვეყნიდან ქვეყანაში მოგზაურობები.
იმედები და იმედების გაცრუებები. ისევ იმედები.
ტკივილის მატების პროპორციულად კარგა ხნის წინ
მივიწყებული ღმერთის გახსენება. თუმცა, ყველაფერი
ამაო გამოდგა. კერძო თვითმფრინავით ჩამოასვენეს...
რა კარგი ქენი, რომ გაიზარდე, ჩემო გოგო!

ნინჩოც ნახე: ხუთი წლის იყო. საოცრად ხატავდა,
ხელები ყოველთვის საღებავით ჰქონდა მოთხვრილი,
სახლის ყველა კედელზე მისი ნახატები გამოეფინათ,
მის ნახატებს სხვაგანაც ჰფენდნენ. საქმის მცოდნენი
მასში მომავალ დიდ მხატვარს ხედავდნენ. თუმცა, ერთხელ,
საღამოხანს, როცა ცოლი სახლიდან გასული დაიგულა,
ფსიქიკური პრობლემების მქონე მამამ დანა ალესა,
და ქალიშვილს, ხატების კუთხესთან, ყელი გამოჭრა.
მერე თქვა, რომ ამის გაკეთება ღმერთმა უბრძანა...
შენ ექვსის ხარ, რა კარგი ქენი, რომ გაიზარდე.

რა კარგს იზამ, კიდევ უფრო რომ გაიზრდები.

ბექა ახალაია.

გლაუკომა

...

გიო ლომიძეს

...

ავთო ძია, ამ ბიჭს ნისიად გავატანოთ მაკარონი,
კარგი ბიჭია, არ დააგვიანებს, მალე გადაიხდის,
ავთო ძია, ამ ბიჭს მოსწონს ჩემი ნაწერები,
რომლებიც შენ არასოდეს წაგიკითხავს.

ავთო ძია, ეს ბიჭი თვითონაც პოეტია,
ჩემზე გაცილებით უკეთეს ლექსებს წერს,
წვერს რატომ არ იპარსავს?!
თმას რატომ არ იჭრის?!
პოეტებს სჩვევიათ?!

არ ცდები, მართლი ხარ,
მაგრამ, ამ შემთხვევაში, საქმე სხვა რამეშია:
თმის შეჭრას ფული უნდა, წვერს კი თმას უხამებს,
დაე, ეგონოთ, რომ ისიც მოდას მიჰყვება.
რა ფული... ეგ რომ ჰქონდეს, სიგარეტს იყიდდა.

ავთო ძია, ამ ბიჭს ნისიად გავატანოთ სიგარეტი,
"პირველს" ეწევა, ყველაზე იაფიანს,
გამოიზოგავს და ხვალაც იმყოფინებს.

ნამდვილად ის ბიჭია, შავი ძაღლი რომ ჰყავს,
არ ცდები, "რიჩი" ჰქვია, რა უცნაურია,
ძაღლის - კი, პატრონის სახელი არ იცი.

მოკლედ, რა კაცი ხარ, ავთო ძია! ერთხელ, კარგა ხნის წინ,
როცა ამ ბიჭს არც ვიცნობდი, ქუჩაში გამაჩერა
(თვითონ მიცნო) და სოფლიდან გამოგზავნილი
მარწყვით სავსე დიდი ქილა გამატანა ჩემს შვილთან.

ახლა, შენ მითხარი, ხომ ნაღდად იმსახურებს
იმას, რომ, რაც სჭირდება, წაიღოს ერთი კვირით.
წავა, სისხლს ჩააბარებს, მერე რა, რომ მისი თვალებისთვის
ეს არ შეიძლება, პირს არ გაიტეხს, ვალს მაინც მოიტანს.

ავთო ძია, ამ ბიჭს ნისიად გავატანოთ თონის პური...
ბექა ახალაია.

შენ თავხედი ხარ, პოეზია აგდის სურნელად
შენი თვალების ლოტოსები ისევ იშლება.
მე წავედი და განშორება მოვისურვილე,
მარტის ბოლოსკენ თბილი თოვლი უცებ კი შრება...

მაგრამ წვიმები მახსენებენ კლინიკურ სიკვდილს
შენ გიკვირს, ქარებიც ეს ესაა ნაპრალებს მიწვდნენ...
ბედის რომელიც არასოდეს გაგაჩნდა შენ და
ის უეცარი, მოვარდნილი გრძნობათა სევდა

რამდენი ღამე აქ ობოლი ბავშვივით გიწევს
თავთან, რომელზეც ჩემი თმები გეყარა ერთ დროს.
მე ვიღას ვენდო... შენ ჰო... ჩურჩულებს მთვარე,
ცისარტყელები აღარასდროს გადაიშლება...

ციდან სამ მეტრზე და ტკივილით გახელილ თვალებს
დავხუჭავთ ერთ დროს... თოვლი დადნა დიდი ხანია,
ჩემი თვალების ლოტოსებიც აღარ იშლება
და ვგრძნობ, რომ სული გასაქცევი ჩემოდანია.

შენ თავხედი ხარ, პოეზია აგდის სურნელად
და ჰორიზონტის პალიტრიდან ფიფქებს აბრუნებ.
მე წავედი და განშორება მოვისურვილე,
გადააბრუნებ მიწას მჯერა თუკი აპირებ....

შეცვლას იმ ბედის მე რომლითაც ასე მინდოდი
ან შენ გინდოდა, როგორც არის, ჰოდა იარონ
ნაპრალებს შორის მოთარეშე ცივმა ქარებმა,
შენი სხეული მობიბინე არის მინდორი...

რომელზეც მინდა ახლა მიწა ავაყირაო...
დღეს თვალუწვდენი, მერე თოვლის პატარა ჯვარცმა...
მოვა. არ გჯერა? მე ჰო ბედის შეცვლას ვაპირებ
მოვალ და შენ ერთს შემოგწირავ დათრგუნულს რაც მაქვს

რომ ჰორიზონტის პალიტრიდან ცისფერ ნაპირებს
კვლავ გავყვეთ ორნი, მთვარე? უკვე დააგვიანდა,
შენი სხეული მობიბინე არის მინდორი
ჩემი სული კი მერამდენედ დანაგვიანდა...

უმისამართო განშორების ეფემერებით,
რადგან გვგონია საბრალოებს, ჩვენს თავს ვერევით
მაგრამ პირქით, დრო ყოველთვის გვჭამს და გვერევა,
ხედავს თითებით და თვალებით ხატავს სამყაროს...

მერე შტრიხები ჩვენს სხეულზე ისე გადმოაქვს
სწორედ: დარღვეულ მცნებებივით ამის მერე ვარ,
სიცოცხლის მხატვარს სამყაროში ნეტავ რა დრო აქვს?
ოცნებებივით დამივიწყე, ხელი გამიშვი!

მე დამივიწყეს განშორების ეფემერებმაც,
შენ გსურს აყარო ჩამტვრეული ყველა კლავიში...
სულიდან სადაც პატარა ჩანს მთელი სამყარო
და თბილი თოვლი გენატრება როგორც ქალიშვილს....

სიყვარულისგან დამწვარსა და დროზე ნუ ღელავ
შენ უჩვეულო, გაწეწილი მარტის სუნი გაქვს,
ყველა კოზირი, ყველა კარტი მოვისურვილე
შენ თავხედი ხარ, მე კი უფრო ვგავარ ხულიგანს,

მე წავედი და ოცნებებიც გავიყოლიე
და შენ კი ჰგავდი თავის ნესტრით მოკლულ მორიელს,
ახლა კი მხოლოდ თბილი თოვლი რჩება კეფაზე
რაც გაოცნებებს კიდევ ერთხელ მიკარებაზე...

და მწუხარების ამომავალ სავსე ემბაზებს
შეგივსებ ცრემლით მეგობარო მე სამარიდან.
ეჭვიანობა სისულელე არის ვნებაზე,
და პოეზიაც დამიჯერე სისულელეა!

ერთიანობამ ერთ სხეულში მესა მარიდა
მთელი სამყარო უჩვეულო ცრემლის ღელეა
და სად გენია იმალება არის სინათლე,
ცოტა ცისფერშიც, ჩემშიცაა ცოტა ცისფერი.

ჰოდა ვიფერი, მაგრამ მაინც დასადგენია
მიწამ სცოდა თუ ზეცამ სცოდა წინაშე მიწის.
პლედია ქარი, შენ ზურგზე რომ შემოიფარე
ბედი არი და სიახლოვე უბრალოდ მიჭირს

ძვირფასო ვერლენ, სიკვდილთან ვარ სწორი და ფუჭი,
იცი რამდენი შეუძლიათ გახვრეტილ ხელებს,
იესოს ხელებს უჭირთ მაგრამ კრავენ ირაოს,
გავკარი მწერლებს, რადგან მინდა ავაყირაო...

წამწამებს შორის გაჭედილი ჩვენი სამყარო,
მენდე, მომყევი, ეს გვჩვევია თავხედ პოეტებს.
ყველა სტრიქონი სხეულზეა გამონაყარი
ფარხმალნაყარი ცდუნებების გზებს, რომ მოვედეთ....

ჩვენ იქ მივათრევთ მეგობარო ფეხებს დაგესლილს,
ყველაზე მეტად დამიჯერე ტყუის სიმართლე...
მაგრამ არ გესმის, მე ვერასდროს ვისწავლი სირცხვილს
თუ მასთან ერთად აკვანშივე არ დავიბადე.

საჭე მივმართე, ზღვას დავუდე წყურვილის ფიცი,
ვესროლე ბადე ხომალდიდან ისევ ჰორიზონტს.
მინდა მოვიძრო ეს სხეული მჟავე ნარწყევით..
ტალღების, მე არ გწყევლი, მე შენ მიყვარხარ.

შენ ბედს მიყავხარ, მე კი სივრცე ისევ მოვიზო...
მე და შენ რა გგონია მთვარის ალმასებს
პეშვით ავავსებ? აგონიად ვეახელ ხმელეთს
იესოს ხელებს, შავ იესოს, მართალს და შეშლილს

არ გამოგიწვდი რადგან მე ვარ თეთრი სატანა,
არტურ რემბო ვარ, არასოდეს დავიცავ მცნებებს.
მე შემიძლია სიყვარულის, გრძნობის ატანაც,
მე პოეტი ვარ, ხულიგანი და მეოცნებე!

ძვირფასო ვერლენ, ხომალდიდან დავაფსი მწერლებს
მეზღვაურივით, ზღვის ტალღები მკლავს და ხმაურობს.
სულის ნარწყევი ზღვამ წაშალა და მე არ გწყევლი
ეს არის ჩემი ჰავანა და მინდა ავანა....

ზღაურო რაც უბრალოდ გაქვს ან არა გაქვს.
სულის დანაკარგს არ შეგივსებ, ხელი გამიშვი!
წვიმის კლავიში შენთვისაა, შენი ტბებია,
ჩემი თვალების შეუცნობელ ოკეანეში...

ჰო, არშემდგარი ძვრებივით რომ იკარგებიან
და გინდა სულში მეგობარო ისევ შეგიძვრე,
შენ გინძრევ ისეც გონებაში, ორთქლიან ხელებს
აღმოსავლეთით მეგობარო ვუქციე პირი.

შენ აღარა გაქვს პირიც, ჰო ასეთი მინეტის მერე,
მთვრალი ხომალდი მეგობარო ჩემს სულს აციებს
ამოხდომამდი სულისა და ტკივილის ვერლენ
მე ზღვის სიმდიდრე შენს ხელებზე ამოვარწყიე

მე თქვენს ხმელეთზე არ ვიქნები შავი იესო,
არტურ რემბო ვარ, პოლ ეს მე ვარ თეთრი სატანა.
არ ვაჭმევინებ ჩემს თავს არც ღმერთს და არც მშიერ დროს
და ვამჯობინებ ზღვის სიღრმეში სულის ჩატანას.

თქვენი ხმელეთი როგორც ვიწრო ქალწულის ტრაკი
ისე მცირეა, ბინძურია, არც კი მეყოფა.
გავკარი მწერლებს, კავშირს ჩვენსას, წავედი რაკი
მინდა ტალღებთან სამუდამოდ რიტმის აწყობა,

არც კი მეყოფა ხმელეთები, მეყოფა არც კი,
კვლავ მოგაყენებ პოლ ტკივილს და შეურაწყოფას
ყარს არსებობა, ყარს ნაპირი და მე ამ ნასკში
არ დავაპირებ, არც ვიკადრებ თითის შეყოფას.

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2019წ.

,,ბლაგოევგრადი,,იყო ასეთი რესტორანი ძველ ლენინის ქუჩაზე.ვიქნებოდი ექვსი-შვიდი წლის მაშინ.მამაჩემი მღეროდა მაგ დროს.ხანდახან მეც მივყავდი.დამსვამდა რომელიმე მაგიდასთან და თვითონ რეპეტიციობდა.მე ნაყინს მომიტანდა წინსაფრიანი მიმტანი(აი გურჩენკო როა,,ვაგზალ დლია დვაიხ,, იმის მსგავსი) ან რამე გემრიელს და ისედაც მშვიდი ბავშვი ვიჯექი წყნარად და ვუსმენდი რეპეტიციას.
ჰოდა,იყო რესტორან ,,ბლაგოევგრადის,,ჭერში ჩამოკიდებული დიდი ბურთი,რომელიც სარკის პატარა ნატეხებისგან იყო გაკეთებული და ღამით,კონცერტის დროს ტრიალებდა და პატარა,ციმციმა სინათლეებით ავსებდა დარბაზს.მაშინ ალბათ ბევრ რესტორანში იქნებოდა ასეთი ციმციმა.საოცრად მომწონდა და ისე მოხდა,რომ გატყდა ის ბურთი და მამაჩემმა თვითონ გააკეთა ახალი.
მე და მამა ერთად ვაწებებდით სარკის ნატეხებს იმ ბურთზე და ასე მეგონა,რაღაც მისტიურს და ზღაპრულს ვქმნიდით...

არაფრის თქმა არ მინდოდა ამ პოსტით,უბრალოდ გამახსენდა და დავწერე...

ალბათ დაბადებიდან ვიყავი ზედმეტად ემოციური ბავშვი..სულ პატარას რატომღაც მეშინოდა ომის და ყოველთვის,როცა იწყებოდა გადაცემა,,ვრემია,,ტელევიზორიანი ოთახიდან ჩუმად ვიპარებოდი,რომ არ გამეგო მისი დაწყება...
მადლობა ღმერთს მაშინ ომი არ დაწყებულა.
ცოტა რომ წამოვიზარდე,სიკვდილზე დავიწყე ფიქრი.დავწვებოდი და თავისით მეფიქრებოდა.სულაც არ მინდოდა,მაგრამ მეფიქრებოდა და რა მექნა...
ერთ ღამეს ვერაფრით დავიძინე.
უკვე თენდებოდა.
-ადექიო მამაჩემმა.
ავდექი და ხატების კუთხესთან რამდენიმე ლოცვა წავიკითხეთ.
-ჩაიცვი და წავიდეთო
და წავედით ზღვაზე,თენდებოდა.ვიყავით მხოლოდ ჩვენ ორნი.
ბევრი ვიარეთ სანაპიროზე.რაღაცებზე ვილაპარაკეთ,ლამაზი კენჭები ვაგროვეთ.
მახსოვს როგორ თანდათან და შეუმჩნევლად ქრებოდა შიში...
სახლში ისეთი დამშვიდებული და სასიამოვნოდ დაღლილლი მოვედი,მაშინვე ჩამეძინა..
ალბათ იმდღეს შემიყვარდა ზღვა....

http://philosophya.ge/archives/198?fbclid=IwAR2oYqRu22w27sDmEuWdH1ikoVynDK--DFovTMS_ui9dlBGIGVoQAkvDLYg

წერილი შორიდან (იმედი ჯახუას)

გიხსენებ, ჩემო მეგობარო, ჩემო მოხუცო,
პოეტო კაცო, მყინვარწვერზე უფრო ჭაღარავ,
ისე ვარ, თითქოს, ყველასათვის გავმხდარვარ უცხო,
ამქვეყნად ჩემი აღარავის ესმის აღარა...

შენ ხომ სამშობლოს სიყვარულით იყავი ავად,
მეც ბავშვობიდან შემეყარა იგივე სენი,
ვდგავარ გზის პირას, მეოცნებე უპოვარს ვგავარ,
მამულს რა ვარგო, ამ უფერულ სულსაც ვერ ვშველი.

ყრმობის სკივრს დროის ქარიშხალი დაეპატრონა
და მოგონების ნარჩენებსაც ხელიდან მაცლის,
რა სათქმელია წაგებული ომი, თუ ბრძოლა -
საკუთარ თავთან დაშორება ყოფილა მარცხი.

ალბათ, იმანაც დაგვიკარგა მოკვდავებს ფერი,
რომ ვეღარ ვამჩნევთ ერთმანეთს, ან თვალს და ყურს ვივსებთ,
ვინ იცის, იქნებ, თეთრი გედიც მრავალჯერ მღერის,
მაგრამ, რატომღაც, სიკვდილის წინ ესმით სხვებს მისი.

შუბლდაღარულო სიტყვის კაცო, გჩაგრა ცხოვრებამ,
თუმც ყველა ტკივილს მხურვალებით აჯობე ლოცვის,
და უკანასკნელ შთაგონებად, ერთ დიდ პოემად,
დაგრჩა იმედი ბედნიერი საქართველოსი.

დღიური: ელისა მონე.
სქან უღურუ დღას ბღურედა
ელისა მონე 2019-12-20 01:08:18

გემრიელი დესერტით რომ ისიამოვნოთ და ახლობლებიც გაახაროთ, სულაც არ არის აუცილებელი ნახევარი დღე ცომთან ტრიალი და 5 წუთში ერთხელ გაზქურასთან სირბილი.

ტორტი ცხობის გარეშე ადვილად მოსამზადებელია, შემდეგ რამოდენიმე საათით სჭირდება მაცივარში გაციება, რომ კარგად გაიჟღინთოს.

გემო იგივე აქვს, როგორიც გამომცხვარ ტორტს.

შემადგენლობა:

პეჩენია 48 ცალი.

ხაჭო 500 გრ

შაქარი 1 ჭიქა.

არაჟანი -250 მლ

კარაქი 100 გრ

შავი ქლიავის ჩირი 150 გ

მუქი შოკოლადი გემოვნებით.

მომზადება:

დაასხით ჩირს მდუღარე წყალი და გააჩერეთ 15 წუთი, გადაწურეთ წყალი  და ჩირი დაჭერით წვრილად.

მოამზადეთ კრემი. ათქვიფეთ ხაჭო შაქართან ერთად, დაამატეთ ცხიმიანი არაჟანი. აურიეთ კარგად.

დაამატეთ დარბილებული კარაქი და კვლავ აურიეთ.

12 ცალი პეჩენია ტორტისთვის განკუთვნილ ფორმაში განალაგეთ, წაუსვით კრემი, ზემოდან მოაყარეთ ჩირი, ისევ 12 ცალი პეჩენია და ასე გააკეთეთ ოთხივე ფენა.

ზემოდან და გვერდებზე წაუსვით კრემი. გააფორმეთ კაკაოს ფხვნილით ან გახეხილი შოკოლადით.

ქლიავის ჩირის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბანანი, სეზონის მიხედვით სურვილისამებრ ნებისმიერი ხილი. ყველა შემთხვევაში გამოდის უგემრიელესი.




დღიური: დევი.
ნინი ელიაშვილი. ფ/ ბ. პოსტი 02.12.19.
დევი 2019-12-05 13:17:01

დღიური: დევი.
ყველა პოეტსა ყავს თითო
თითო დამღუპველი ქალიო ბექამ თქვა ჩვენმა ახალაიამ
ჰოდა მეც რას ჩამოვრჩებოდი პოეტებს
ჩემს ცხოვრებაშიც ზუსტად ისეთივე დედამოტყნული ქალი მოვიდა ერთხელ რო ყველა პოეტთან მიდის))
ანა სამხარაძე ქვია მისმა დამ გამაცნო ერთ ზაფხულს რომელმაც მერე მითხრა ეს ურთიერთობა ისე დამთავრდება შენ გახდები მონსტრი თორე ეგ ჩვეულებრივად გააგრძელებს ცხოვრებასო
შვილი ყავდა და ქმარი ამას ჩემს სიყვარულს
გამოუცდელი ვიყავი და ვერც ვხვდებოდი რა უნდოდა ჩემგან
მერე მივხვდი რო დამოკიდებული ვხდებოდი მასზე
დავვრუნდით თბილისში და გავაბით რომანი
მე მაშინ ეკა კვიციანის სახლში ვცხოვრობდი
რომელიც სამადლოდ დამიტოვა სვანეთში წასულმა
მოკლედ ეს ეკას ბინა იყო ჩვენი ბუდე
ანას ქმარი დებილია
ერთხელ ჩემს გვერდზე ურეკავს და ეკითხება სპონტანურად რას ნიშნავსო
მაშინ მივხვდი რო შარში ვიყავი
ერთხელ ხელზე ემთხვია თავის ქმარს ჩემ გვერდზე
ორჯერ როცა ჩემთან ერთად იყო და სახლში არაფერი ეეჭვათ ქმართან ერთად გადაღებული ფოტო დააყენა პროფილზე
მოთქვამდა სულ ვნანობო ბავშვთან რო დროს არ ვატარებო
ორი საათი იყო ყოველდღე ჩემთან
და გარბოდა
იმის მერე სულ შიში მქონდა რო სულ გაიქცეოდა ჩემგან
ეხლა მეუბნება უფრო ნაკლებ დროს ვატარებ ბავშვთან ვიდდრე მაშინ შენთან რო ვიყავიო
და დატუსოვკობს გოგო
ერთი წვეთი იმედი არ მოუცია მომავლის
მე ყველაფერი დავიკიდე და ორი წელი მისი რეჟიმით ვცხოვრობდი
მანამდე გერმანულში ვემზადებოდი უნდა წავსულიყავი და მივხვდი რო ვერ დავტოვებდი
გადის დრო და მეუბნება რო გერმანიაში უნდა წავიდეს
მედდაა და რაღაც პროგრამით
გამიხარდა მეთქი ერთად წავალთ
და ქმარიც მომყავსო)))))))))
ჩემმა დამ გიტარა მაჩუქა მეთქი გიო ლომიძე მასწავლისმეთქი ვუყვებოდი
მე ეგეც ვერ შევძელი მე ხო მარტო ანას სიყვარული შემეძლო
ეხლა თვითონ სწავლობს და ძაანაც ეძერსკება რო გიტარაზე უკრავს))
განა მთლად ანგელოზი ვარ ერთხელ ქუჩაში თმით ვათრიე ვალენტინობას რო ქმართან გარბოდა
ერთხელ ნაბოზვარი ვეძახე სახალხოდ იმიტო რო მატყუებდა აღარ ვთამაშობო
ერთხელ სახლში ავუვარდი
წუხელისაც ავუვარდი ჯერ ვიტირე და მერე მინდოდა დამეხრჩო
მისმა მამამთილმა გამომიყვანა გარეთ
ერთად დავლიეთ
მე ვუთხარი შენი შვილი ყლეამეთქი და ვიციო)
ერთხელ ძალიან ცუდად რომ ვიყავი ფსიქიატრიულიდან ახალი გამოსული
და რაღაც დამპალ წამლებს ვსვამდი
მძინარე დავდიოდი
ვუხსნიდი როგორ ცუდად ვიყავი და წინა დღით რო მთელი დღე დაქალთან იყო
ჩემთან ნახევარი საათის მოსულმა წასვლა დააპირა
მერე მე კონცერტი მოვუწყვე შუა თავისუფლებაზე
ძუძუზე მიჩქმეტია სიმწრისგან და ეხლაც მეუბნება ამას გამოვიკვლევ და დედას გიტირებო
მერე მე ერთი თვე ვთხოვდი მოსულიყო
დედაჩემიც თხოვდა
ჩემი დაც თხოვდა
არ მოვიდა
რაღაც დროის მერე ცოტა მოვკეთდი აღარ ვევედრებოდი
მერე წამლებს შევეშვი და დალევა დავიწყე
შეტევები დამეწყო საათობით ვითიშებოდი
ჰოდა მოვიდა
დამპატიჟა ყავაზე და მიყვებოდა როგორ დაწინაურდა სამსახურში
როგორ წფლირტავებოდა ვიღაც ტიპს
მერე წამოდი შენთან დავრჩეთო
ოღონდ შეყვარებულები აღარ ვართო დილით მითხრა
მე ფსიქიატრთან წავედი რო ახლიდან დამეწყო მკურნალობა
რამდენიმე დღეში ვაჟაზე ვიყავი და ვუთხარი სამსახურიდან რო გამოხვალ მითხარი და ერთად წავიდეთთქო
დამაგვიანდებაო დაგიცდიმეთქი
ოთხი საათის მერე ვურეკავ და სახლში ავდივარ უკვეო არ მეგონა ამდენ ხანს თუ დამიცდიდიო
მე რომელმაც ორი წელი მხოლოდ მის ლოდინში გავატარე
ჩემი თავი შემეცოდა და დილით მივწერე
შეცოდების გამო აღარ მოხვიდემეთქი
აღარ მოვიდა
სამ დღეში რაღაც აბებით გაბრუებულმა დავურეკე და ავუშარდი
დამიბლოკა ნომერი
და მისი ფეისბუქით მის ახლობლებს მივწერე ჩვენზე
მარტო იმ ბიჭს მივწერე ჩემი სახელით ვისზეც მითხრა ვეფლირტავებოდიო
მეორე დღეს დავურეკე და ვუთხარი რო მიყვარს
დამბლოკა
ერთი კვირა ყველა ნომერს მიბლოკავდა
მერე რო აღარ შევეშვი მიჩივლა))))
დედაჩემი დაიბარეს და იძულებითი მკურნალობა შეეფარდებაო
მოდით ბატონო მიმკურნალეთ))))))))))))
კიდე შევეშვი ერთ საღამოს ორი სამი კვირის წინ არაფხიზელმა მივწერე რაღაც ბანკეტის ფოტოზე პუტანკას დაემსგავსემეთქი
ღამის ოთხ საათზე დამირეკა და გამიყვანა
მთვრალი იყო ვიღაც ტიპთან ერთად
ჩამეხუტეო და მიყვარხარო ყურში მითხრა
მგონია რო ცხოვრებას ვცვლი დ აქრაფერი გამომდის უშენოდო
მერე აღარ მოუწერია და მას მერე ისევ ყველგან ვამხობ თავზე ყველაფერს
მე ორი თვეა ლამის მკურნალობას შევეშვი
სახლიც აღარ მაქვს
ბავშვობის მეგობრებს ვერიდები რო ასეთი არ მნახონ
ხან სად მძინავს ხან სად
ის კი გუშინ რო ავაკითხე თავისი ქმრის სახლში გამათბობელთან იჯდა)))))

მე ის მიყვარს ღმერთზე მეტად მიყვარს

ვისაც ჩემი მიღება არ შეგიძლიათ ამ ისტორიის მერე თქვენი ნებით დაახვიეთ ჩემი ცხოვრებიდან
მალე მაინც ვეღარ მნახავთ
მე არ ვარ ცხოვრების და მომავლის ადამიანი
ვერც საგიჟეთში გამომკეტავთ ვერც ვერსად
მე ვივლი სულ ვივლი
სანამ არ მოვკვდები და ეს არც ისე შორსაა
წიგნს სევდიანად აწერია ვუძღვნი ჩემს ერთადერთ სიყვარულს))
მაგის დედაც

მის მამამთილს ვაჩუქე წუხელ შენს რძალს ეძღვნება და გქონდეთ ოჯახშითქო)

ჩემზე გაბოროტებული ადამიანი ეხლა დედამიწაზე არ დადის არც გაბედოთ ჩემთან მოკარება
ან მორალის წაკითხვა
მე თქვენ არ მიყვარხართ
მე მარტო ანა მიყვარს))))
დევი 2019-12-05 13:15:51

21001034895

ასეთ ყიამეთში სულ მახსენდება ჩვენი სახლი.
შუა ოთახში იდგა ღუმელი და წვიმის დროს ოდნავ ბნელოდა,რადგან შუქი არ იყო და ნავთის ლაფას, რომ დაღამდებოდა მერე ვანთებდით.
ღუმელზე ყოველთვის იდგა წყლით სავსე ჩაიდანი,ვინ იცის როდის რაზე დაჭირდებოდა ბებიაჩემს..
შუადღეს შემოდგამდა ამ ღუმელზე ტაფას და დაყრიდა ზედ ბაბუაჩემის გამოზრდილი, დიდი და მსუქანი ღორის შაშხს,კარგად შეწვავდა და მერე კვერცხს დაახლიდა.
მეორე ტაფაზე დიდი,სქელი მჭადი იყო დაკრული.
ჩვენ,მე და ჩემი მამიდაშვილი. ტახტზე ფეხებმორთხმული ვისხედით წინ,დიდ,უფრო განათებულ ოთახში,ზალა რომ ჰქვია,ვჭირაობდით ჩვენს გოგოურ ამბებზე და წარმოდგენაც არ გვქონდა,რამდენიმე წლის შემდეგ,ასე თუ მოგვენატრებოდა ეს თითქოს უბრალო,წვიმიანი,მოქუფრული დღეები...

temurshvangiradze@gmail.

ვუყურებ ფურცელს და ვხვდები, ჩემი ხელწერა მამაჩემის კალიგრაფიას თუ როგორ დამსგავსებია.
თეთრ ფურცელზე ციფრებს ვინიშნავ და მათ შორის საკვანძო სიტყვებს ვუთითებ, ალბად რომ არ დამავიწყდეს...  ხშირად მინახავს მამა, როგორ წერს თავის წიგნაკში, რაღაც მნიშვნელოვანს... ადრე ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი ასეთი სერიოზული სახით  ქათქათა ფურცელს რისთვის აფუჭებდა. ამ ბოლო დროს კი, მათი მნიშვნელობა შევიცანი. უსულო თურმე არცერთი ყოფილა...
ეს ისე, უბრალოდ მომინდა მამა-შვილობის ანარეკლი დამეფიქსირებინა.
p.s. დღესაც ზუსტად მამასავით დავიანგარიშე რაღაც ჩემთვის მნიშვნელოვანი და გამეღიმა...
ბარნომუსია 2019-10-04 16:52:31

არაკლასიკური ჰაიკუ

* * *
ღრუბლები შეასკდნენ ერთმანეთს
და ყვითელ ფოთლებს
ნამად მოედო მათი ცრემლები…

დღიური: თემური57.
გამოიცა ჩემი წიგნი ,,ლაშა", რომელიც მიეძღვნა ლაშა ტალახაძეს. ქართველ მძლეოსანს, თვალსაჩინო სპორტსმენს. 16 სექტემბერი 2019 წელი. ეს ინფორმაცია არის ჩემი დღიურისთვის.
თემური57 2019-09-16 16:17:44

quji.martvili@gmail.com

ოზურგეთში არის ასეთი სოფელი - შრომა.ეს სახელი კომუნისტების დროს დაერქვა,მანამდე ,,მიქელ-გაბრიელი,,ერქვა თურმე.ბებიაჩემი- ქეთო კვაჭანტირაძე სწორედ შრომიდან ჩამოიყვანა ბაბუაჩემმა,შალიკო მიქაბერიძემ ბათუმში.ჰოდა ბებიაჩემს ყველა ზაფხულს მშობლებთან მიუწევდა გული და თავისთავად,ორი კეკალა შვილიშვილის გარეშე რავა წევიდოდა,ჰოდა მივყავდით, მე და ჩემსავით დედისერთა, ჩემი მამიდაშვილი.

ოლია,ბებიაჩემის დედა, პატარა და მოუსვენარი ქალი იყო,თავზე მუდამ ცახოცი ჰქონდა მოკრული. ჩვენთვის მუჭისტოლა ყველს იღებდა და ისე ჭყინტს გვაჭმევდა ბებიაჩემი..

მიშა ბაბუა კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო და როგორც ამბობდნენ,ქალების დიდი მუსუსიც,იუმორიც გურულს რომ ეკადრება,ისეთი ჰქონდა. შესახედად მაღალი და სიმპატიური იყო,დიდი თვალებით. მის შვილიშვილ-შვილთაშვილებს თითქმის ყველას დაგვყვა ეს თვალები.

დიდი სახლი აეშენებინა მიშა ბაბუას,როგორც მიღებული იყო გურიაში. თუმცა,როგორც ყველა მეორე სახლი, მხოლოდ პირველი იყო ათვისებული საცხოვრებლად.მეორეზე კიდეე..მეორეზე იყო ჩვენი ბავშვური სიხარული-თხილი! ბეეევრი,ბევრი თხილი...ბებიაჩემი დაგვსდევდა,-არ ჭამოთ ბაღნებო,გაწყენთ მაი ახალი თხილო,მარა ვის ესმოდა.მშვენივრადაც ვირგებდით.

ჩვენ რომ ჩავდიოდით,მაშინ იყო თხილის კრეფა,მოიტანდნენ ტომრებით,დაყრიდნენ და შეესეოდნენ მეზობლები და შინაურები

-ბაბუა,რამდენსაც გაარჩევთ,ყველას გაგატანთ ბათუმში, გვეტყოდა მიშა ბაბუა და ჩვენც დიდი მონდომებით ვარჩევდით,მაგრამ ბათუმში მაინც იმაზე ბეევრჯერ მეტს გვატანდა, თხილსაც და ჩურჩხელებსაც...

მსხლის ბაღი ჰქონდა ბაბუას,სახლის გადაღმა,ბევრი მსხალი იყო,მაგრამ ყველაზე გამორჩეული და გემრიელი იყო ,,ნიკადო,,იმისთანა გემრიელი მსხალი არასდროს მიჭამია მას მერე..ის გზაც კარგად მახსოვს ამ ხეხილის ბაღში რომ მივყავდით,ოღრო-ჩოღრო,დაღმართი...სახლის უკან ბევრი სიმინდი იყო და ერთი სიამოვნება იყო ჩვენთვის ჩვენი ხელით რომ ვტეხავდით ტაროს და მერე ერთი სული რომ გვქონდა იმის მოხარშვამდე...

ჭა არ ჰქონდათ მიშას და ოლიას..,,საცივის წყალი,,იყო ეზოს ბოლოში,მარტოს არ გვიშვებდა ბებიაჩემი,,არ ჩავარდეთ და არ დეიხჩვათო,,

ოთხმოცის იქნებოდა მიშა,ოლია რომ გარდაიცვალა...ცოტა ხანში ბაბუამ ბეკინა სამანიშვილივით, ცოლი მოითხოვა.გადირიენ შვილები,დეიხოკა სახე ბებიაჩემმა მარა,ვინ ისმინა?გუუგონარი კაძახი იყო მიშა.ვერაფერს რომ ვერ გახდნენ, ეძებეს მიშას შესაფერი ქალი და მოუყვანეს ნადია,.კაი ხანს იცხოვრეს კიდევ ნადიამ და მიშამ ერთად..ოღონდ ჩვენ მერე გავიზარდეთ და იშვიათად ჩავდიოდით სოფელში.ბებიასაც ძველებურად აღარ მიუწევდა გული,დედის გარდაცვალების მერე დედინაცვლიან სახლში.

ცოტა მოზრდილები ნინოშვილში ვიყავით წასულები,პირველად ცხოვრებაში იქ დავლიეთ სანთლის არაყი მე და ჩემმა მამიდაშვილმა...ბებიაჩემს რომ გაეგო,ინფარქტი არა,მარა ერთი გულზეწასვლა კი ჰქონდა გარანტირებული,აი ჩაბარებული ბაღნები არაყს რომ ვსვამდით ჩუმ-ჩუმად.

ამ ყველაფერის მერე კია გასული ბარე ოცდაათი წელი.აღარც დიდი ბებია-ბაბუები არიან,აღარც ბებია-ბაბუები..ნათელში ამყოფოს ყველა უფალმა.

ჰოდა ასე მიმოვდივარ აჭარა-გურიას შორის მთელი ცხოვრება და ორივე ერთნაირად მიყვარს...

წლევანდელი კონკურსის თემაა:

„ძილში კი სიზმრებად
მოდიან ბავშვები,
მოდიან ბავშვები და ნიშნებს მიწერენ.“

ირაკლი კაკაბაძე

საკონკურსო მასალა 3 გამოუქვეყნებლი ლექსი უნდა გამოაგზავნოთ მისამართზე khvaramze.khvaramze@gmail.com 2019 წლის 1 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით.

ზოგჯერ რა ცოტა ყოფნის ადამიანს სიხარულისთვის...
მნიშვნელოვანია ამ პატარ-პატარა სიხარულების დამახსოვრება.

მაშინ სად იყავ, მზე რომ ამოქრა,
როცა სიცოცხლე მომცეს ნისიად,
როცა კოცონზე,როგორც ჯადოქარს
მწვავდა ოცნების ინკვიზიცია,
როდესაც სიტყვის შანთებით ამცრეს
ამხადეს ზეცა მიწებით უძლურს,
როდესაც ქარით წადრეკილ ნაძვებს
უჩანდათ გირჩის მთრთოლვარე ძუძუ,
როცა სადგომი ვიყავ გრიგალთა
და მოზიარე არ მყავდა არვინ,
უკანასკნელად რომ ვთქვი,,მიყვარდა,,..
და წამჩურჩულა უფალმა ,,ამინ!,,
..სად იყავ,როცა ყველგან გეძებდი
იმ რწმენით ,რითაც დღესაც გული თრთის,
როგორ იფიქრე,რომ ვერ შევძლებდი
ათ სიკვდილს ერთი სიყვარულისთვის..
ლოცვებმა ისე ამომიწყევლეს
ირგვლივ სინათლეც ,რომ ვერ მეფრქვია,
ახლა ეს ლექსი,თვალს რომ გიცრემლებს,
ჩემი დამწვარი სულის ფერფლია...

ზეინაბ მეტრეველი

* * *
რატომ არ მშორდები დასასრულო,
რით მოგაწონე თავი ნეტავ?..
მოდი დედაჩემო, ხელი ჩამკიდე და
ერთად წავიდეთ ღმერთთნ...

მოდი დედაჩემო, გულში ჩამიკარი
და თვალებით მომწმინდე ცრემლი...
შენი ნაშობი ვარ, შენი ნაჭედი ვარ,
შენ იყავ, ხარ და იქნები ჩემი გრდემლი...

რატომ, რატომ დასასრულო?
რით შეგაყვარე ასე თავი?..
მე ხმო არვის ვუყვარ, დედის მეტს?..
ნუთუ მართლა ვარ ასეთი ავი?...

მოდი დედაჩემო, მოდი...
ერთად დავასრულოთ დასასრული...
დაუსრულებელი არფერი არის,
ღმერთია მხოლოდ სრული!..

მოდი ჩემთან დედავ,
ხელი ჩამკიდე და გულში ჩამიკარი,
თავი დამანებე დასასრულო,
დედავ, ჩაუკეტე კარი!..

რატომ არ მშორდები დასასრულო,
რით მოგაწონე თავი ნეტავ?..
მოდი დედაჩემო, ხელი ჩამკიდე და
ერთად წავიდეთ ღმერთთნ...

2019

აი რომ დათბებოდა კარგად და მოკლემკლავიანი საზაფხულო სარაფნის ჩაცმის დღე დადგებოდა...რაღაც სხვანაირი დღე იყო..არდადეგების დაწყების სიხარულის,ბასანოშკების ჩაცმის..ნაყინების ჭამის..ეზოში მთელიდღე თამაშის...
რა შორს მეჩვენება ის დრო...
"მაააროოჟნიიი მაააროჟნიიიიიი!!!!!".......ისმოდა შორიდან ველოსიპედზე შემომჯდარი ყველაზე კეთილი,შავი კაცის ხმა,რომელიც ზაფხულს და სიტკბოს დაატარებდა ქუჩებში ...

ღმერთმა ადამიანს მისცა თავისუფლება თავში სახლელად
ხარანაული.


1 2 3 ... 13 14 15 ... 1398 1399 1400