|
“ წერო გადამფრენი ფრინველია, რომელიც უკან ბრუნდება გაზაფხულის დადგომისთანავე. ის ადამიანის სიახლოვეს სახლდება და ზოგჯერ ადამიანის სახლის სახურავზე იკეთებს ბუდეს. საინტერესოა, რომ წერო ყოველთვის დაბალ წყალს ირჩევს საცხოვრებლად, საიდანაც ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირი ჩანს. ეს ძველ ადამიანთა რწმენა-წარმოდგენებში სააქაოსა და საიქიოს მიჯნად მოიაზრებოდა, წერო კი ამ ორ სივრცეს შორის შუამავლად ითვლებოდა.”
მე ჯანმრთელი ვარ
მე დღითიდღე უფრო ვჯანმრთელდები
მე სრულიად ჯანმრთელი ვარ
მე ვარ ფინანსურად შეძლებული და ფინანსურად დამოუკიდებელი
29 მაისი 2020 წელი
აღარაფრის ლექსად ჩამოწურვის
სურვილი არ მაქვს.
გამივლის?
როგორ მინდა რომ გამიაროს.
რა ჯანდაბაა,
როცა ცუდად ვარ არ მინდა სიკვდილი,
როცა კარგად ვარ, მუდამ.
არ გამომდის ეს გამამხნევებელი ვარჯიშები,
ვიცი რომ სისულელეა და ალბათ ამიტომ.
ერთადერთი რასაც სარკეს ვეუბნები არის:
არაფერი აღარ იქნება უკეთ,
ნინო,
მაგრამ არა უშავს.
იციან. ჩანს
ჩვეულებრივი წევრი, თეია...
მე ვარ შეძლებული
მე დღიღიდღე უფრო შეძლებული ვხსები ფინანსურად
მე სრულიად დამოუკიდებელი ვარ ფინანსურად
28 მაისი 2020
მე ვარ ჯანმრთელი.
მე დღითიდღე უფრო ჯანმრთელი ვხდები.
მე სრულიად ჯანმრთელი ვარ
28 მაისი, 2020
ასე შვიდი-რვა წლის ვიქნებოდი,მატარებლით მოსკოვში წავედით..დედაჩემი,ბებიაჩემი -ელეონორა და ბებიას და-ანგელინა..
ორი დღე ვიყავით გზაში და ამ ორი დღის მეტი ნაწილი გავატარე ვაგონის მეორე სართულის საწოლზე..მაშინ ძალიან პატარა ვიყავი,თორემ აუცილებლად თან მექნებოდა მოზრდილობაში უკვე ჩემი განუყრელი დღიური,სადაც უამრავ რამეს ვწერდი..მოკლედ მთელი ეს ორი დღე ვაგონის ფანჯარა ტელევიზორად მექცა,აი,როგორც რობინზონს ჰქონდა კუნძულზე.
ჰოდა ამდენი წლის მერეც რომ მახსოვს,იყო -უამრავი ნესვი და საზამთრო, ლიანდაგების გასწვრივ ბაღებში..უაამრავი...
და რაც ყველაზე შთამბეჭდავი იყო - ძალიან ბევრ გაჩერებაზე გვხვდებოდნენ ქალები სულ სხვადასხვა ზომის ,,ვედროებით,,რომლებიც სავსე იყო მზესუმზირით! იმ მზესუმზირით,რომელიც პატარა,არყის ჭიქით იყიდებოდა და მეტის მირთმევის უფლებას არ გვაძლევდნენ,ბრმა ნაწლავის აგატკივებსო(ისევე,როგორც გაუმდნარი ნაყინის,ყელს გაგიცივებსო) მერე მოზრდილობაში ჩვენ ბრმანაწლავის ჯავრი არ გვქონდა და აღარც არავინ გვიშლიდა...
არ იყიდეს დედაჩემმა და ჩემმა ბებიებმა ეს მზესუმზირით სავსე ,,ვედრო,, ..სამაგიეროდ არცერთი მაღაზია არ დატოვეს მოსკოვში,სადაც ქანცის გამოლევამდე არ მოიარეს ყველაფერი...მახსოვს ის ლეგენდარული რიგები ,,ცუმ,,-ში და ,,გუმ,,-ში..,ჩემების კმაყოფილი და დაღლილი სახეები...ისიც მახსოვს როგორ მეზარებოდა ყველა მორიგი ასეთი ,,პახოდი,, და ,,შოპინგი,, ჰოდა ამიტომაც სადმე ერთ ადგილას დამსვამდნენ და იქ ველოდებოდი...
იყო კარგიც ამ მოგზაურობაში-ცივი წყლის ჩამოსასხმელი აპარატები-აი,ხუთ კაპიკს რომ ჩააგდებდი და ლიმონათს ჩამოგისხამდა..მოსკოვური ,,პლომბირი,, მწვანე ბანანი,ანუ ჯერკიდევ დასამწიფებელი,რომელიც საქართველოში რატომღაც არ იყიდებოდა..,,ძეცკი მირ,,-ი და უამრავი სათამაშო..ახლა არ მახსოვს,მაგრამ მიყიდდნენ ალბათ რამეს..თუმცა რომ არ მახსოვს,ესეიგი,ძალიან აღფრთოვანებული არ ვყოფილვარ...ისე,არც მაგას ვიდარდებდი,იმიტომ,რომ სახლში ბაბუას ნაყიდი უამრავი გერმანული თოჯინა მქონდა,რომელიც გათხოვებამდე ჩემს საძინებელში იყო დასკუპული,სანამ მამაჩემმა მეზობლის ბავშვებს არ აჩუქა.
მადლობა ღმერთს,,მავზოლეუმში,,არ ვყოფილვართ,ალბათ ლენინის გამო რიგში დგომა დაეზარათ და კიდევ კარგიც!
ბევრი რამე მართალია არ მახსოვს,მაგრამ მაინც საინტერესო იყო იმ ჩემს,,კომუნისტურ,,ბავშვობაში დაბრუნება სულ ცოტა ხნით.
და მაინც,მოსკოვში ბაბუასთან ერთად უნდა წავსულიყავი..აი,ეგ იქნებოდა ყველაზე საინტერესო მოგზაურობა!
აი, გავიდა ეს წელიწადიც ..
აი, გავიდა ეს წელიწადიც
და ამჟამადაც დავრჩი უცვლელი:
კვლავ იმას ვიცავ, რასაც ვიცავდი,
კვლავ თავგზას მიბნევს სუფთა ფურცელი.
თუმცა ასეა, ასეა ყველა,
ვისაც ჯერ გული ხალისით უცემს.
მე მომემატა დღეს ერთი წელი
და ამდენივე მომაკლდა უცებ.
გარეთ კი ხმელი ფოთოლი ცვივა
და უფრო ადრე ბნელდება…(ბნელა).
ასე მგონია, შენსავით ცივად,
შენსავით მკაცრად მიმიღებს ყველა.
გწყალობდეს ღმერთი, ვით დღემდე გწყალობს.
ზემდეტს და უხამსს არაფერს გკადრებ.
მე ახლა შენგან სიძულვილს ვსწავლობ,
როგორც სიყვარულს ვსწავლობდი ადრე.
ასეა, თუკი რაღაცას ელი,
თუ იმ რაღაცას იმედით უცქერ…
მე მომემატა დღეს ერთი წლი
და იმდენივე მომაკლდა უცებ.
ოთარ ჭილაძე
ამ სუნამოს ფოტომ გამახსენა...
პატარა ვიყავი,მაგრამ ეტყობა არც ისეთი,რომ არ დამმახსოვრებოდა...
მე,დედა,დეიდა,ბებია და ბებიას და ვყავდით ბაბუს.ხუთი ქალი.
ჰოდა რვა მარტის დილას,ძალიან ადრე წავიდოდა ჩემი ბაბუკა და ცოტა ხანში მოვიდოდა დიდი პარკით ხელში.ამოალაგებდა სუნამოებს,თითოს თითოსთვის კიარა,ორ-ორს ან სამს.
ასე იყო ყოველთვის,სანამ ჩვენთან იყო.
კიდე დიდი ჩანთა ჰქონდა,ყავისფერი,დიდი ,,რემნიანი,,-ბაზრისთვის.მოვიდოდა ბაზრიდან,დადებდა ამ ჩანთას სამზარეულოში და გახსნიდა.არ ვიცი ყოველთვის ასე იყო თუ არა,მაგრამ მე სულ ის მახსოვს,რომ სულ ზემოთ მუდამ იდო ქიშმიშა ყურძენი-ჩემი საყვარელი.ჩავიცუცქებდი ამ დიდ ჩანთასთან და ვუყურებდი როგორ ალაგებდა იქედან გემრიელობებს.
ისიც იყო,ავტობუსში რუს ტურისტ ქალებს თვალს რომ უკრავდა და მერე მაფრთხილებდა,ბებიას არ უთხრაო.
მულწიკებს რომ ვუყურებდით ერთად და მასაც უხაროდა პატარა ბავშვივით..
სათამაშო ქვაბებში ,,კომპოტებს,, რომ ვაკეთებდი და მართლა სვამდა,მე რომ გამხარებოდა..
მოსკოვში წასულ ძმაკაცებს ან მათ ცოლებს,ჩემთვის ლამაზ კაბებს რომ აბარებდა და მერე მე რომ იმ კაბებით ვიპრანჭებოდი..
უთენია რომ გადმოარბენინებდა იქვე,უნივერსიტეტის სასადილოდან ბუთქუნა ოთარის გამომცხვარ ბუთქუნა და უგემრიელეს,ცხელ-ცხელ აჭარულ ხაჭაპურებს...
ზღვა უყვარდა და მთელი ცხოვრება მახსოვს,მხარზე პირსახოცგადაკიდებული,მოკლე, საცურაო ტრუსით ეზოდან ზღვისკენ მიმავალი...
ჩემი ბაბუკა..
ჩემი ნამდვილი ბათუმელი....
ნუთუ...
https://youtu.be/M1asNvuuDEE
ნიკას ლექსი
სულერთია ვინ იქნება,
ანა, ნინო ჟენია,
ხელქვეითს უნდა ახსოვდეს:
- „რაც შენია-შენია!“
შეახსენო უნდა მუდამ,
კაფე, ერთიც და მეორეც,
და კაფეში ყველა ნივთი,
ისევ გავიმეორებ,
რაც ითქმის და რაც არ ითქმის,
ისიც მხოლოდ ჩემია.
განა ეს ყველამ არ იცის?
ქეთომ , ცირამ , ჟენიამ?
მაგრამ უნდა შეახსენო,
რაც შენია შენია!
მაცივარი, ცოცხი, ტაფა,
მწვანილის საჭრელი დაფა,
თაროებზე რაც აწყვია,
ისიც მხოლოდ ჩემია,
ეს ლამაზი ცოლუკაც და
ეს ბიჭებიც ჩემია,
რომ არავის დაავიწყდეს,
ქვეყანას მირჩევნია,
კარაქი, თუ კარტოფილი,
სკამი, ჭაღი, მაგიდა,
მეტი რაღა ჩამოვთვალო,
ან ჩამოთვლა რად გინდათ?
მაგრამ რადგან შეხსენება
ცოდნის დედა ყოფილა,
დაწყებული ქალაქიდან,
დაწყებული სოფლიდან,
ყველაფერი, რაც კი ქვეყნად,
ჩემ სახელ-გვარს ატარებს,
გიხსნით ყველას ყოველდღე და,
გიხსნით, როგორც პატარებს.
სხვა რა გზა მაქვს, გიმეოროთ,
მეტი რა დამრჩენია,
ნუ ივიწყებთ შეგონებას:
რაც ჩემია, ჩემია!
ჩვენი დალეწვის ამბის მომტანს
ჩვენვე დავლეწავთ,
სარკეს კი არა,
დროს რა ვუყოთ,
მკვლელს და გარეწარს?!
*
ზაფხულის ექოდ მიჰყვება,
ქალაქს დაყოფილს უბნებად,
ოქტომბრის თბილი ამინდი
და შენზე მესაუბრება.
*
ვერ დააკავებ დღეებს ქარიანს,
ვით გაზაფხული მზიან ნარცისებს,
შარშან ვიტყოდი - ძალიან კარგი!
წელს მეფიქრება - მგონი არც ისე.
გულწრფელობისთვის ისჯებიან,
სიყვარულისთვის - უფრო.
მე კი, ვარჩიე ვიყო დასჯილი,
ვიდრე ვიცოცხლო უფრთომ.
"მე გავიცანი მეგობარი, ახალგაზრდა არწივის მსგავსი, რომელიც თანახმაა ჩემთან ერთად მოკვდეს"
ჰაინრიხ ფონ კლაისტ
დღეს დილით მივიღე სასიამოვნო ინფორმაცია, რომელმაც COVID 19-იც კი დროებით დამავიწყა. მე გავხდი მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი მეოთხე საერთაშორისო ლიტ.პრემიის ,,გული არ დაზოგო პოეტო 2020"-ის ვერცხლის პრიზიორი, ნომინაციაში პუბლიცისტიკა (ლიტპრემიის სათაური აღებულია, ცნობილი პოეტის, საბჭოთა კავშირის გმირის ლექსიდან).
ნაწარმოები მივუძღვენი მამის ნათელ ხსოვნას, რომელიც სამხედრო ექიმი იყო, სევასტოპოლთან დაჭრილების ,,ნეიტრალური ზონიდან" გამოყვანის დროს ტყვედ ჩავარდა და ,,ვია დოლოროსა" გაიარა სამხედრო ბანაკებში - გერმანია, ფინეთი, ნორვეგიის კუნძული გოსენი. სახლში დაბრუნების შემდეგ კი კაგებემ დააპატიმრა. მერე გადაასახლა, მაგრამ მან მაინც შეძლო პრობლემებთან გამკლავება, ოჯახის შექმნა და სიკვდილამდე თავისი პროფესიით მუშაობა.
კალინინგრადში (კენიგსბერგში) უნდა მიმეღო მონაწილეობა დაჯილდოების ცერემონიაზე, მაგრამ ვირუსის გადამკიდე, აბა სად წავალ (ეს ინფორმაციაც ჩემი დღიურისთვისაა)?
კატები
როცა ირგვლივ ყველა კედელი ჩამოდნება,
ადამიანები მიხვდებიან, რომ გასაყოფი უკვე გაიყვეს.
მიხვდებიან, რომ ცხოვრება სადენზე სულის მოსათქმელად
შესვენებული საფოსტო მტრედია,
ხოლო სიკვდილი - შინ დაბრუნება.
მიხვდებიან, რომ სიცოცხლე ვიღაცისთვის გაგზავნილი წერილია
და ისწავლიან ერთმანეთის წაკითხვას.
როცა ადამიანები ამას ისწავლიან,
ღრუბლები გაქრებიან და იწვიმებს მოწმენდილ ციდან.
წვიმა ჩარეცხავს ჭუჭყს,
წვიმა ჩააქრობს ხანძრებს,
წვიმა გააქრობს წყურვილს
და წვიმას ექნება შინ დაბრუნებული ადამიანების სუნი.
მაშინ ჩვენ ბოლოჯერ გავათევთ ღამეს თუნუქის სახურავებზე,
გამთენიისას გავუყვებით
ცისკრის ლურჯ მინდვრებს, იმ პლანეტისკენ,
საიდანაც ოდესღაც მოვედით
და თუ იქაც ადამიანები დაგვხვდებიან,
ჩვენ მათ კვლავ მოვიშინაურებთ.
უგლავა ალექსანდრე
“ და გრძნობს, რომ სისხლი თვალებიდან აღარ იღვრება.
აღარც ცრემლები. მხოლოდ შიში, დაღლა და შიში..”
მიყვარხარ მიყვარხარ,ჩემო გულწითელა...

ერთი ხელოვნება
ფლობდე დაკარგვის ხელოვნებას, – არ მეგულება
რთულ საქმედ, რადგან თავად ფლობა არის შემცველი
დაკარგვის ცნების; ეს არ არის უბედურება.
ყოველდღიურად კარგე რამე, ნელა, უვნებლად –
უბრალოდ – დრო, ან გასაღები; ნუ მიეცემი
წუხილს; ამაზე მარტივი რამ არ მეგულება.
განაგრძე კარგვა უფრო სწრაფად, მოხერხებულად:
ადგილების და სახელების, მათი შემცვლელი
ოცნებებისაც. ეს არ არის უბედურება.
დედის საათი დამეკარგა, ნახე, თუ გნებავს –
ძვირფასი სახლის დაკარგვაც რა მშვიდად შევძელი!
უფრო მარტივი ხელოვნება არ მეგულება.
ორი ქალაქი დამეკარგა და დაბრუნება
არ უწერია ერთ კონტინენტს, ვეღარ შევცქერი
ჩემს ორ მდინარეს. არც ეს არის უბედურება.
შენც რომ დაგკარგო (ეგ ღიმილი, ასე რომ მიყვარს!)
ვერ მოგატყუებ, პირფერივით ვერ მოგექცევი;
უფრო მარტივი ხელოვნება არ მეგულება,
თუმცა… (ამოვთქვამ!) ეს იქნება უბედურება.
ელიზაბეთ ბიშოპი

დღეები
ასანთის ღერებივით იწვიან.
მიწვდი ხელს - მე ნახშირს გიდებ;
შენს ხელთაა მორიგი ღამე -
ჯერ კიდევ ცხელი და წითელი;
ცივდება...
შენია ჩემი სიზმარი, უძილობა -
რომლებშიც დაბინავდი;
სადაც უკვე აღარ ვარსებობ
ბექა ლონდარიძე
გუნდში ყველაზე თეთრი მტრედი აფრინდა: მყავხარ.
ჩუმად იღება ფანჯარა და კარსაც ათრთოლებს.
ტყე დააბიჯებს ფეხაკრეფით ოთახში ახლა.
ისე ახლოს ხარ, თითქოს დამტოვე.
ჩემი ხელიდან მაინც იღებ ვეება ყვავილს:
ის არც თეთრია, არც ცისფერი, და მაინც იღებ.
არც ყოფილა და არც ახლაა იქ, სადაც ყვავის.
არც ჩვენ ვიყავით, მაგრამ ნატვრამ აჯობა იღბალს.
პაულ ცელანი

ამოუშვა სიგარეტის კვამლი
და თან გაჰყვე მას;
იყო მდუმარე, როგორც ყოველთვის, მაგრამ
ისე მდუმარე - როგორც არასდროს;
იწვე და ვეღარ უყვარდე:
იქ, სადაც მარტო ხარ -
მაშინ, როცა მარტო ხარ;
ვერაფრით გადაიზარდო
რაღაც გაუგებარ სიბერეში...
ასეთი -
მხოლოდ სიკვდილია.
მოწყვიტონ, როგორც ყვავილი
და ჩადონ თვალების წყალში;
ვიდრე ჭკნება -
პოეზია ყვავის...
ბექა ლონდარიძე


მიდი, შეკარი მუშტი - მაგრამ
ღამეს ვერ დაიჭერ.
გული, როგორც ნაკვერჩხალი,
ჯერ კიდევ ანთია -
ის შენშია მომწყვდეული.
ქარის ეშინოდეს
მას, ვისგანაც ფერფლი-ღა დარჩა,
და ელოდეს მეწყვილეს -
რომლისგანაც ცეცხლი გაღვივდება.
ბედნიერება როდია მზის ამოსვლა;
თუ ყოველივეს
ნათელი მოიცავს და სითბო,
აღარც გული ჩანს მაშინ..
ბექა ლონდარიძე
როდესაც ვფიქრობ სამყაროს არსებობის დანიშნულებაზე,ფიქრს მივყავარ ადამიანების ფიქრებთან,აზრებთან და დამოკიდებულებებთან.დიახ,სწორედ ამ სამი რამისგან იქმნება ყველაფერი სამყაროში.თუ ამ აზრს გავყვებით,წარმოიდგინეთ,წამში რამდენჯერ ცვლის სამყარო მიმართულებას.ამ ცვლილებების ფონზე კი, კიდევ უფრო ისტერიული სიჩქარით იწყებს განვითარებას,როცა ერთმანეთს ვუსმენთ,ჯანსაღად ვმსჯელობთ თუ ვჩხუბობთ.რომელია ჩვენი რეალური ბუნება?ის,რაც ბავშვობიდან შემოგვრჩა,თუ ის,რაც მივიღეთ ბოლოს,სოციალური ზემოქმედების ფონზე.პირველს თუ დავუჯერებთ,ყველაზე მორიდებული და გულწრფელები უნდა ვიყოთ,რაც საეჭვოა ამ შემთხვევაში.ჩვენ რომ ბავშვობიდან რაიმე შემოგვრჩენოდა,სხვისი თვისებების და წესების გამეორებას კი არა,საკუთარის შექმნას შევეცდებოდით,თბილ და მოსიყვარულე ოჯახს ვინატრებდით.მაგრამ ასე ხომ უამრავ პრობლემას წავაწყდებოდით,თუ არ დავმალეთ ის რასაც რეალურად განვიცდით,სიკეთეზე არავინ ილაპარაკებდა,სოციალურ ქსელში ამდენი კეთილი და პოზიტიური სტატუსი ვერ დაიწერებოდა და აღმოვჩნდებოდით პირდაპირობის უსასტიკეს სამყაროში.ნეტავ ერთი დღით დამანახა ფეისბუქი მაშინ ,როცა ტყუილებს ვერავინ იტყვის. ეგ არაფერი,კიდევ კარგი ადამიანის გონება ისე განვითარდა,რომ ამ ყველაფრის ლოკალურად შენიღბვას მაინც ახერხებს.ცოტა შორიდან თუ შევხედავთ,ყველაფერი ჩანს,მაგრამ ნუ შეხედავთ შორიდან,იყავით კეთილები და გულუბრყვილოები.აურა-დიდი რამეა,სარკისებური ატმოსფერო აქვს,რომელსაც ვერ მოიშორებ სანამ არ ისწავლი ბავშბობასთან ერთად თანაარსებობას.დააკვირდით,როგორ იცვლება ადამიანი,როცა წარსულს იხსენებს.დიდსულოვანია ადამიანი,რომელიც ბავშვობას და წარსულს,მიუხედავად იმისა რომ მაშინაც უჭირდა,მაინც სასიამოვნოდ იხსენებს.იმიტომ რომ თუ გაქვს იმის ძალა რომ სამყროს აპატიო შენს მიმართ დაშვებული ყველა უსამართლობა,მაშინ სხვასაც აპატიებ და ისევ შეიყვარებ.ამიტომ მიყვარს ბავშვები,სხვა მიზეზებთან ერთად ისინი წარსულში,საკუთარ ბავშვობასთან გვაბრუნებენ,თუ გიყვარს საკუთარი თავი ბავშვობაში,ესე იგი სწორად და კარგად გაზრდილხარ.
რეალურად,იცით როგორ არის? უარყოფითი ენერგია სიყვარულის ნაკლებობიდან მოდის,უსიყვარულოდ სიკეთეც არ არსებობს.შური სიკეთის მიმართ ჩნდება,ყველამ იცის რომ ყველაზე დიდი მოთხოვნილება სიკეთის მიმართ ჩნდება სამყაროში.ზოგჯერ იმაშიც კი გვამტყუნებენ რატომ ვართ კეთილები და შემწყნარებლები,რატომ ვუყვარვართ სხვებს,რატომ გვეცოდება საბრალო ადამიანები,რატომ არ ვიცინით ყველა ხუმრობაზე,რატომ გვინდა მარტო ყოფნა,რატომ არ ვლანძღავთ არავის და რატომ არ ვინტერესდებით სხვების ცხოვრებით.თითქოს ყველაფერი ძალიან მარტივია,შენ ხომ მართალი ხარ,შენ ხომ ცდილობ სამართლიანი იყო,მარამ ეს არ კმარა. არ არსებობს ადამიანი,რომელსაც არ ეშინია სიცხადის,არ ეშინია დაფარულის,ეს შიში ადამინების მიმართ კი არა,სიმართლის მიმართ ჩნდება,ადამიანები ერთმანეთს თვალებში ვეღარ შეხედავენ(თუმცა ისედაც ვერ უყურებენ). დიახ,ეს ბრძოლაა,მუდმივი ბრძოლა პრივილეგირებულ,ხელუხლებელ,სარკასტულ და დაუნდობელ სიმართლესთან.
მუხას ეს ექსპრომტი, მეგობრობისა არსანიშნავად და გაზაფხულის მილოცვის ნიშნად:
ქ უ ჩ ა შ ი ისევ
ავტ: ნექტარი
ქუჩაში ახლად დაგებულ ფილებს
ვეღარ ვაშორებ მზერას ამწუთას,
მარტის თვე დადგა თბილისში თუმცა
უმოქმედობა სულს ისევ ხუთავს.
უფრთო ფრინველებს ვამსგავსებ ირგვლივ
უიმედობით დათრგუნვილ ხეებს,
არ ვიცი მართლა თუ მეჩვენება
აქ უხილავი აგებს მახეებს.
ველი აპრილს და ფრთათეთრ მაისსღა
ყვავილწნულებით მორთულ სახეებს,
თორემ ამგვარი უფერულობა
სუნთქვას აძნელებს ლამის ახევებს.
ვხარობ იმ ლამაზ ერთი მაისით
ალუბლებმა რომ თოვლი დაისხა,
ახლა ის მინდამითხრათ ნუშებმა
თქვენთან როდისმე თუ იმაისა.
როგორც ქალაქში დილაადრიან შემოჭრილი
მატარებლის გუგუნი -
გიახლოვდება მოგონება;
თვალწინ ჩაგივლის...
შეამტვრიე სიჩუმის კარი,
რაც ხმაურიანი ამბავია,
და გაემგზავრე იქ,
სადაც არავინ ცოცხლობს.
სარკმელიდან გამოხედე აწმყოს -
რა უსწრაფესად ჩნდებიან და იკარგებიან
მისი ბინადრები - თითქოს
მოგონების აჩრდილებად ქცეულან.
აი, სახლი, სადაც ცხოვრობდი;
ნაცნობი ხეები ნაძვის, -
მარადიულად ერთფეროვანი...
აი, ქალაქი, რომელიც აღარ ჩანს;
ბექა ლონდარიძე

ძაღლად ჩამაგდე
მგზავრო, მიამბე ჩემი პატრონის,
სოფლად ამოსვლას რად აგვიანებს?
ხავსი მოედო ჭიშკარს და ცის კარს!
წვიმებმა სახლი დააზიანეს!
ეს პური იმან გამომიგზავნა?
გემრიელია, მისი სუნი აქვს!
რამეს უჩივის? მალე ჩამოვა?
რას ჩამოყვება, ქარებს თუ ნიავს?
ეზოში ბალახს თათებით ვთელავ,
რომ დაემგვანოს ეზო ნაფერებს,
კრამიტი ასძვრა გუშინწინ ოდას,
ღობეც იქცევა, ვინ გაამთელებს?
ვუცდი და ვიცი, იმან ეს იცის,
შორს ყოფნით ალბათ როგორ წუხდება!
მე კი ვყეფ, ყეფა უხდება ეზოს,
მაგრამ კაცის ხმა უფრო უხდება.
მაგრამ ვაი თუ აღარ ვახსოვარ,
არც ეზო ახსოვს და აღარც სახლი,
და არც სიზმარში არ ესიზმრება,
მარტოობაზე მყეფარე ძაღლი!
დღეს მიხარია, მის ძმაკაცს ვხედავ!
მწყინს, ისიც ლურსმავს სახლის დარაბებს.
,,ლომავ, როგორ ხარ? - მე მეუბნება.
- არ გინდა პატრონს გალაპარაკებ?“
ტელეფონსა რთავს, მისი ხმა მესმის,
ხმა, რასაც თურმე როგორ ვნატრულობ!
,,ლომავ, სადა ხარ? - ტირის და ყვირის,
- ერთი სული მაქვს რომ გინახულო!“
ნაწყენი ჩუმად ვუსმენ, ის ყვირის: .
,,ლომო, როგორ ხარ, რამე გადარდებს?!“
მე ვუღრენ, ვბრაზობ: ძაღლი ვარ ძაღლი,
ლომი არა ვარ, ძაღლად ჩამაგდე!
არ დაამგვანო სახლი ნასახლარს,
ეზოში უცხომ არ იბატონოს!
თუ შენ წახვედი, თუ სხვა წავიდა,
ამ მიწას მაშინ ვინ უპატრონოს?!
მე ვუყეფ, ის კი ყვირის და ტირის,
ახლა, მეც ვტირი, ბრაზი განვაგდე.
,,მალე ჩამოვალ, ჩემო ლომოო!“
კვლავ ვუღრენ: ,,კაცო, ძაღლად ჩამაგდე!“
ლევან ლორია
|