დღიურები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
დღიური: ფლორენცია.
რთულია აგროვო სევდა და თავადაც სევდად არ იქცე
ფლორენცია 2020-08-06 01:14:44

დღიური: ფლორენცია.
როცა სიცოცხლე აღარ მინდება, ვცდილობ სიკვდილი კიევ უფრო მეტად შევიძულო.
ფლორენცია 2020-08-02 01:59:00

დღიური: ნიიც.
ღალატი კლავს!... მე დღეს მოვკვდი!
ნიიც 2020-07-31 21:33:58

ბავშვობის ქუჩაზე ვიყავი.ოდესღაც ჩვენს სახლში.
ყველაფერი ისეთი ნაცნობი და ჩემია იქ.
ოღონდ ახლა უკვე სხვისი.
ბებიაჩემის დარგული,ყვითელი ყვავილები ჰყვავიან ძველებურად.
და ბაბუას ვენახი.
იმ კიბეზეც ალბათ აღარავინ ჯდება,ჩვენ რომ ღამით ვისხედით და ჩვენს გოგოურ ამბებზე უსასრულოდ ვლაპარაკობდით.
ჩემი ბავშვობის  ქუჩას პინკ ფლოიდის ხმა აქვს.
ჩემს ბავშვობის ქუჩაზე ახლა სხვა ბავშვები უსმენენ სულ სხვა სიმღერებს.
ჩვენ იქ აღარ ვართ.
-წეროები მიფრინავენ
-სად?
-შორს
.........................................

მიდი, გოგო,
მიდი, ჩაჭერი,
ყველა გზა და
ყველა ხიდი ჩატეხე,
სველიც, მშრალიც და საცალფეხოც.
განა მხოლოდ სავალი უნდა გაინადგურო,
თოკი გაწყვიტე,
„ტროსი“-
ხისტი გადასაბმელი,
ბაწარი, ძაფი...
რომ ვერ გიშველონ.
ჰოდა,
მაშველს რომ გაიწყვეტ,
ორმოს მიდექი,
ამოავსე, რომ არ ჩავარდე.
მთები გატკეპნე,
ყველა ბორცვი და ამაღლება,
რომ არ დაგორდე.
ოღონდ
ჭას მაინც ნუ შეეხები,
მითუფრო ფურთხით,
სანამ იქნები,
იქნებ მოგწყურდეს.

დღიური: ფლორენცია.
მომიტევე

კაცმა ოცნებები, შვილში უნდა ხატოს,
წლებიც გადიან და თმები მევერცხლება,
მე მზეს დაგიტოვებ ნათელს, უღალატოს,
მთვარეს, რომ დააბეს ტოტზე ნეკერჩხლებმა.

ჯაჭვს ნუ გამიწყვიტავ, ჯიში დააძველე,
ლეკვებს მოუარე, მგლური გახელებით,
და შინ, დედაბოძზე წერა გააგრძელე,
ჯარად აჩუქურთმე, შვილთა სახელები.

გულზე დაიწერე ჩემი სათხოვარი,
კარი არ დაკეტო, მადლი შეიყვარე
სახით, მათხოვარის, მოვა მაცხოვარი,
რწმენით მიიღე და სახლში შეიყვანე.

ენას გისახსოვრებ, სიტყვის სინატიფეს,
ბეთლემს, გადამალულს, გიმხელს მყინვარწვერი,
ფიქრთა სირთულე და გრძნობის სიმარტივე
ვეფხის ტყავზე არის, ღვთისგან მინაწერი.

მჯობნის მჯობს აჯობა, თავმდაბლობიდ ნიჭმა,
ქვაზე ღონიერი, მაინც ბალახია,
ნიშნად, ჯაჭვის პერანგს ვტოვებ, ერთმა ბიჭმა,
ხელი რომ გაჰკრა და შუა გადახია.

მრუდედ ვინც დაიწყო, დარჩნენ მრუდეები,
შენ კი ნუ აყვები, შვილო, ბავშვურ ვნებას,
სახლზე არ მოშალო მერცხლის ბუდეები,
ლოდინს გასწავლიან და შინ დაბრუნებას,

მწარე ცრემლის ფასი, ისევ შენ იცოდე,
სხვები, შურისგებას, ღამეს გაუთევენ,
როცა დაეცემა, მტერიც შეიცოდე
და თუ შეინანებს, მშვიდად განუტევე.

სისხლი არ იტვირთო, სულს ნუ დაიმძიმებ,
მკვლელზე ბედნიერი, ვიცი მოკლულია,
ცოდვით დაზაფრული ვეღარ დაიძინებ,
იმ გზას დაადგები, კაენს რომ უვლია.
...
ტვირთი დაგიმძიმე, ტანჯვა დაგიბედე,
რა ვქნა, რაც მებადა, შენთან იმას ვტოვებ.
და გთხოვ, მომიტევე თუ კი გაგიმეტე,
თან რომ დაგიტოვე, ჩემი სიმარტოვე.

საშა გველესიანი
ფლორენცია 2020-07-25 05:00:37

დღიური: ფლორენცია.
დიო არ მოკვდა, დიო ჩვენშია ძმებო და დებო ))))))))))
ფლორენცია 2020-07-25 02:24:17

დღიური: ფლორენცია.
რელიგია იმათთვისაა მოგონილი,ვის მორალისა თუ კანონების შიშის იმედად ვერ იქნები
ფლორენცია 2020-07-23 12:37:02

დღიური: ფლორენცია.
შენი ხილვა მხოლოდ მაშინ იქნება უფრო ნათელი, თუ შეძლებ ჩაიხედო საკუთარ გულში. ვინც გარეთ იყურება - ხედავს მხოლოდ სიზმრებს, ვინც საკუთარი თავში იხედება - იღვიძებს.
ფლორენცია 2020-07-23 02:55:07

დღიური: ფლორენცია.
" თუ შენს იმედებს ვერ ვუპასუხო,
ნუ დამივიწყებ, ნუ შემატოვებ უცხო კუნჭულებს!"
ფლორენცია 2020-07-02 19:44:11

დღიური: დევი.
სისხამის

ჩემო გალაქტიკავ,
მიყვარხარ
და მიყვარს ჩემი თავი შენში,
თუნდაც შენთვის,
ციცქნა დედამიწის,
ერთ ვიწრო ბილიკზე,
წვიმის გუბე ვიყო,
სადაც,
ვიღაც  ბოთე,
თავის გზაზე
სწრაფად მიმავალი ჩაატყაპუნებს
და გზას გააგრძელებს.
მაინც მეტკბილები
სულ რომ არ გიყვარდე.
არა გსიამოვნებს
მე რომ გაგაღმერთე,
ვიცი,
მაგრამ იცი?
ადამიანებმა ღმერთი მოიგონეს,
მერე რელიგია,
მერე ეკლესია და
მისი ბიზნესები.
ჰოდა, რას ვაშავებ?
განა არ არსებობ?
მხოლოდ გაგაღმერთე,
მერე რა რომ გუბედ,
მაგრამ,
მაინც თავს ვგრძნობ შენში.
ჩემო გალაკტიკავ,
როცა არ ვიქნები,
ქარი ამომაშრობს,
ან ამავსებს მიწით,
მაინც მეყვარები.
როგორ გამიგრძელდა
დილის მოსალმება,
ყველა სიკეთე და
ნუ დამიბნელდები.
დევი 2020-07-02 01:04:46

დღიური: ელისა მონე.
“ყველაფერი იცვლება. მე კი  უბრალოდ ვიღლები.”

თ.
ელისა მონე 2020-07-01 16:09:33

დღიური: ცარიელი.
ჩემს სურვილებს არასდროს ავყოლივარ
და შესაბამისად,
არსად არავინ მიძებნია.
მაშინაც კი, როცა მიყვარდა.
არც მას ვუძებნივარ,
ვინც
ჩემ გულამდე თავისით მოვიდა.
მხოლოდ დრო და გარემოება
იწვევს დამთხვევებს.
არც საძებნი ვყოფილვარ ოდესმე,
მაგრამ არც დასაკარგავი მგონია თავი.
ყველა საკუთარ ნაჭუჭში
მწიფდება,
მათ შორის მეც,
ნაჭუჭი კი
ისე მერქანდება დროში,
ატომური ბომბის აფეთქებას შეიძლება დაემსგავსოს
მისი დარღვევა.
წლების მატებას ვერსად წაუვალთ.
არავის უნდა  თავის ტკივილი,
არც მე,
ამიტომაა, რომ ჩვენ,
სიცოცხლის
მხოლოდ ნიშანწყალიღა გვეტყობა:
დავდივართ,
ვსუნთქავთ...
სხვა მხრივ მკვდრები ვართ.
ეჰ, სითამამევ!
ისევ საკუთარს ვამჯობინებ,
ახლა, ამჯერად,
ვიდრე პირიქით,
რადგან,
ნაჭუჭიც არ მეყოფა დასამალად, სხვა შემთხვევაში.
იმდენს ვიზამ,
მოხარშული კვერცხივით გადავაგორებ,
ყველაზე ღრმა უფსკრულის პირზე დავიყვან
და ზედ ლოდსაც გადავაფარებ.
რყევები რა მოსატანია!
იცი?
ბედნიერების არსს ჩავწვდი მოულოდნელად.
ბედნიერება არის ხვდებოდე
ყველა არსებულ მიზეზს
და ობიექტურად აფასებდე ყველაფერს,
ობიექტურს ამ პროექციისთვის.
ვერც წარმოვიდგენდი
ამ კონდიციას თუ მივაღწევდი ოდესმე.
შენ ეს შემაძლებინე.
შენი ცივი,
თუ ცხელი შხაპებით,
ემპათიით,
თმენით,
გულისხმიერებით.
ნაწილობრივ საკუთარი თავიც კი შემაყვარე
და სანამ სარკეში ჩავიხედავ
თითქმის ასე ვარ.
სარკეში კი აშკარად ჩანს
ყველა აცდენა.
ჰოდა, არ დამეზარება არასოდეს გითხრა:
მ ა დ ლ ო ბ ა.
შენ უდაბნოში ერთ პეშვ წყალად გამომეცხადე
და გადამარჩინე.
თუმც ვისურვებდი შენს,
პერანგით შემოსილ გულისპირს ვეხუტებოდე
და გულისცემას  მშვიდად ვუსმენდე,
რაც წარმოსახვით მეხატება მუდამ, როცა გამიჭირდება.
მერე რა, რომ სიცხადეში ვერ შემეძლება, მაინც!
ასე მსუბუქად,
ასე ნელთბილად ყოფნა მინდა,
უკუნისამდე.
ცარიელი 2020-06-30 18:39:48

დღიური: ფლორენცია.
შიში...
გთხოვ, ყველა ოცნებას თავშივე ნუ მოკლავ,...
ჩემს ფიქრს არ წაართვა შენს გულში სამყოფი.
..........................................
არ მინდა,ყოველღამ,მუხლების კანკალით
მიწევდეს სხეულის სხვა კაცთან გაყოფა ...

ავტ. თეკლაკო
ფლორენცია 2020-06-27 22:13:55

დღიური: ფლორენცია.
იცი ახლა რას ვნატრობ?

იცი ახლა რას ვნატრობ? რას განვიცდი? რამინდა?
ამ ფურცელზე
გრძნობები,
დავანთხიო კალმიდან...
შევერიო ჭაღარად,
წლებს უმიზნო წამებზე,
შენი წმინდა თვალებით, ვიპაექრო ღამეზე...
სისხლის წვეთად დავიქცე,
გადაჭრილი ვენიდან,
სუნთქვა ქარს გავატანო,
ჩაძირული გემიდან...
მოგიპარო სამყაროს,
გადამტვრეულ ღერძიდან,
ვიცი გულის სიღრმეში,
ეს სიგიჟე შენც  გინდა...
მზის მცხუნვარე სხივებით,
შენს აივანს  დავხედო,
მოისვენე,ნუ ბორგავ,
რა გჭირს გულო თავხედო...
ოცნებები გავქურდოთ,
შევიშალოთ ორთავე,
ცაში ღმერთი ჯვარს
დაგვწერს,
ვარსკვლავებით
მოგვრთავენ...
გულში შემოგიერთებ,
თეთრ ღრუბლებში გაგახვევ,
ამ გულს ამოვიგლეჯ და როგორ ფეთქავს
განახებ...
გალაკტიონს წავართმევ, შექმნილ მითებს მერიდან,
ლეგენდები ივლიან, ჩვენზე ამიერიდან...
დაგიტოვებ სამოთხეს, ირგვლივ შავთეთრ ზეფირებს,
სულში შემოგისუნთქავ,
კოცნად დაგიზეპირებ...
მერე განერვიულებ, ნერვებადაც დაგწყდები,
მზერად შემოგიჩემებ, ღიმილით რომ გაცვდები...
წუთებს შეგისისხლხორცებ,
დაგთენდე და დაგღამდე,
გიერთგულებ უმიზნოდ,
სხეულს სულის
დაღლამდე...
იცი?როგორ მწყურიხარ?როგორ მინდა დაგლიო,
ვნებებს სილა გავაწნათ,
შევაბერდეთ ალიონს...
კმარა, დარდზე წუწუნი,
მონატრებას გავექცეთ,
უკვდავების ძებნაში, გაგითბობდი სარეცელს...
დაგიკოცნი სიმორცხვეს,
ქალოვ შენი კვნესამე,
თორმეტ მოციქულთაგან,
ვიქნებოდი მესამე...
რატომ?! შენ რომ გესწავლა,
მზერა ამპარტავნული,
შენი უცოდინრობით, ვიქნებოდი სწავლული...
გავტკეპნიდით საფლავებს,
სადაც ზიზღი მარხია,
რადგან ეს სიყვარული ყველას დასანახია...
შევძრათ ღამის სისველე,
დრამატიზმის,ტრაგიკის,
ასე შემომჩემდი და
გიჟი, რომ ვარ რა გიკვირს...
ჩავკლათ დროის
შეგრძნება,
საათებს რომ გვითვლიან
მერე მარტო დაგტოვებ, სიმარტოვეც მითია...
თვალებით რომ მეძებო,
მზერით გაეჭვიანო,
მზე რომ მათბობს
გეწყინოს,
უჩემობა ინანო...
შემოგაცმევ სიყვარულს,
შვლის ნუკრივით  გათოშილს,
გაბუტული ტუჩებით, შემოგიდნობ ტანგოში...
წრფელი ფანტაზიებით, ხედავ სად ვარ სადამდე?!
ამ ოცნების თუ გჯერა,
ახდა მაშასადამე!...
იცი ახლა რას ვნატრობ?რას განვიცდი?რა მინდა?
ეს ნაწერი ძვირფასო წაგიკითხო თავიდან...

კვესელავა
ფლორენცია 2020-06-23 17:10:09

где ты, и с кем
Если б так поэта измучило, он
Любимую на деньги б и славу выменял
А мне ни один не радостен звон
Кроме звона твоего любимого имени
И в пролет не брошусь, и не выпью яда
И курок не смогу над виском нажать
Надо мною, кроме твоего взгляда
Не властно лезвие ни одного ножа
Завтра забудешь, что тебя короновал
Что душу цветущую любовью выжег
И суетных дней взметенный карнавал
Растреплет страницы моих книжек...
Слов моих сухие листья ли
Заставят остановиться, жадно дыша?
Дай хоть последней нежностью выстелить
Твой уходящий шаг

Дым табачный воздух выел
Комната - глава в крученыховском аде
Вспомни - за этим окном впервые
Руки твои исступленно гладил
Сегодня сидим вот, сердце в железе
День еще - выгонишь, может быть, изругав
В мутной передней долго не влезет
Сломанная дрожью рука в рукав
Выбегу, тело в улицу брошу я
Дикий, обезумлюсь, отчаяньем иссечась
Не надо этого, дорогая, хорошая
Дай простимся сейчас
Все равно любовь моя - тяжкая гиря ведь
Висит на тебе, куда ни бежала б
Дай хоть в последнем крике выреветь
Горечь обиженных жалоб
Если быка трудом уморят - он уйдет
Разляжется в холодных водах
Кроме любви твоей, мне нету моря
А у любви твоей и плачем не вымолишь отдых
Захочет покоя уставший слон
Царственно ляжет в опожаренном песке
Кроме любви твоей, мне нету солнца
А я и не знаю, где…

ძმაო მკითხველო! ძმობას გაფიცებ,

კაცი რომ ნახო შენ დაცემული,

თუ რად დაეცა მიზეზს ნუ ეძებ!

შენი ვალია, შეგტკივდეს გული!


შეგტკივდეს, მაგრამ ესეც უნდა სცნა,

რომ დაცემული არის ორგვარი:

ერთს ჰსურს ადგომა, უნდა თავის ხსნა,

და მეორე კი გდია, ვით მკვდარი!


ერთი მოელის კაცთაგან შველას:

ებრძვის თვის დამცემს, რაც შეიძლება;

მეორე ვერ გრძნობს ამაებს ყველას

და მტერს პირუტყვებრ ემორჩილება!


პირველს თუ შეხვდე, შრომა უკურთხე,

ხელი მიეცი, წამოაყენე,

და მეორეს კი ზედ დააფურთხე!

იტირე, მაგრამ ზურგი უჩვენე!


აკაკი
ფლორენცია 2020-06-20 20:10:56

დღიური: ფლორენცია.
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს უსათუთეს ლიანებს,
სიყვარული რიგდებოდა და მე დავაგვიანე.
რიგში იდგნენ ჭაბუკები თუმც უმეტეს ქალები,
შეჰყურებდნენ წიგნის თაროს მომღიმარი თვალებით.
სევდა მწვავდა თვალთა უპეს, სევდა გაურიყავი,
სიყვარულის რიგში ღმერთო აქაც ბოლო ვიყავი.
რომ მეთხოვა იქნებ ვინმეს ჩემთვის რიგიც დაეთმო
რომელიმე ღვთისმადლიანს იქნებ მსხვერპლიც გაეღო.
მაგრამ სხვისი სიხარული ხელში როგორ ამეღო
სხვისი წილი სიყვარული სახლში როგორ წამეღო.
სიყვარული დამითმეო ვისთვის მეკადრებინა,
სხვისი წილი გრძნობა გულით როგორ მეტარებინა.
სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში,
ის დღე იყო იღვიძებდა გაზაფხული იაში.
სევდა მწვავდა თვალთა უპეს სევდა გაურიყავი,
სიყვარულის რიგში ღმერთო აქაც ბოლო ვიყავი.
და როდესაც მივეახლე კითხვიანი თვალებით,
სიყვარულით ხელში ლაჟვარდს შეუერთდნენ ქალები.
შერჩენოდა წიგნის თაროს ერთადერთი კრებული,
ციცქნა გოგოს ისიც მისთვის ჰქონდა გადადებული.
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს ულამაზეს ლიანებს,
სიყვარული რიგდებოდა და მე დავაგვიანე.

ჟუჟუნა შაინიძე
ფლორენცია 2020-06-19 15:58:33

თუ საკუთარ თავში ღმერთს აღმოაჩენ, სიკვდილისგანაც კი შეგიძლია იხსნა სხვა, რითაც მისცემ შესაძლებლობას, ღმერთი იპოვოს საუთარ თავში ამ უკანასკნელმა, აპოვნინოს სხვასაც და ასე უსასრულოდო, სტაინბეკმა - ირიბად.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
Но и все ж вовек благословенны
На земле сиреневые ночи.

С.Е

"მთავარია იყო მთვრალი!"
ბოდლერი

დღიური: ნაია.
ნაი, ესეც შენ ჩემგან სასიამოვნო ზაფხულის გატარების სურვილით... [url=http://

][/url]

დღიური: ჯინა.
ჯინა, ვეღარ მოგაქციე ყურადღება. არ ვიცოდი ატვირთვა... ზაფხული მომილოცნია და კარგი დასვენება და კორონას დამთავრება... [url=http://

][/url]

დღიური: პეგასი.
ჩემო პეგას, ზაფხულის შემოსვლას გილოცავ და კარგ დასვენებას გისურვებ! მონატრებული უმა... ნეტა, კიდევ თუ შემოდიხარ? ოდესმე ხომ მაინც ნახავ? [url=http://

][/url]

აბა, ვცადოთ...

უკაცრავად, მინდოდა, ლამაზი პეიზაჟი დამედო, მაგრამ არ ვიცი

[url=http://https://www.google.com/search?q=summer+photos&sxsrf=ALeKk01UcNa9NjMH1WiIiGmP_aeTiXU1zw:1591100544462&tbm=isch&source=iu&ictx=1&fir=ipSr4CnaJUAs7M%253A%252CMF1RWfQ1pq4ynM%252C_&vet=1&usg=AI4_-kQiGoiHgn7Gtq-Zr_aIpd_QPByD_w&sa=X&ved=2ahUKEwjWooS2j-PpAhW0o3EKHd8bAP4Q9QEwCnoECAoQMA#imgrc=GjPZpXeM9R9ABM ][/url]

ქალბატონო მანანა, როგორ გიკითხოთ? საუკუნეა, არ შემოვულვარ აქ და მომენატრეთ, განსაკუთრებით, ძველები... ზაფხულის მოსვლა მომილოცავს... მისურვებია ჯანმრთელობა და კარგი ამბები...


დღიური: დევი.
სამურაი დაბრმავდა,
მაგრამ გზა გააგრძელა,
დღე მოკლე გამოდგა,
კლდე მაღალი...

ყველა,
ვინც ხმამაღლა ყვირის,
ყელის ჩახლეჩის გარდა,.
საკუთარი ყურის ბარაბნებს წყვეტს,
ქანცზე რომ არაფერი ვთქვა.

სიმშვიდე წვეთს ჰგავს კლდეს რომ გახეთქავს,
თუ გარეთ უშვებ.
და სტალაქტიდებს ემსგავსება
თუ უკან იბრუნებ.
დევი 2020-06-02 00:57:01


1 2 3 ... 11 12 13 ... 1398 1399 1400