დღიურები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
დღიური: ფლორენცია.

ფლორენცია 2020-08-25 20:18:18

დღიური: ფლორენცია.

ავტორი: უმა თურმანი
ჟანრი: პოეზია
ჩემი შეფასება: 5

18 ივნისი, 2011

სონეტი 

                                                             
დღეს მდუმარებამ მტვერის თხელი კარი შეაღო,
საოცარია ახლა მასთან მარტო დარჩენა.
და ცისარტყელამ ზეცას ხელი ისევ შეახო –
რა იოლია შენი თვალის ფერის გარჩევა.

რად არ მოხვედი? რად გატეხე ფიცი მიჯნურის?
როგორც ნესტანი, შენ – ტარიელს ისე გელოდი.
ვარდებს აგლეჯდნენ ეკლებს, იდგა ჟამი მიმწუხრის...
ლომი გალიას აწყდებოდა...ათასფერობდი...

როგორ მინდოდი, ო, იმ ღამით მე როგორ მსურდი!
ვით დაჭრილ ძუ ლომს ელანდება ხვადი თავისი.
ო, დამიჯერე, სულ ტყუილად მე მაშინ გძულდი.
თუ არ ვიყავი შენი, ვიყავ არც არავისი.

მაგრამ გვიანი არის ახლა მოთქმა–გოდება,
რადგან იმ კარის მიღმა უკვე სხვა მელოდება.
                                                      28.04.11

ფლორენცია 2020-08-25 12:12:06

დღიური: ფლორენცია.
დილა მშვიდობის,ფლორენცია! ჩემი ნახატები მინდა დაგიდო სახსოვრად და არ ვიცი როგორ უნდა გავაკეთო,ასეც ვცადე,ისეც,მაგრამ არაფერი გამომდის
პეგასი 2020-08-25 08:46:57

დღიური: ბუდო.
The memory without an emotional charge is called wisdom
ბუდო 2020-08-24 21:44:43

დღიური: მაკიაველი.
წუხელ მოვიკალი თავი
და ძლივს შევიცანი ის ხმა
რითაც გამაღვიძა ღამით
ჩემმა საკუთარმა სისხლმა.
ზეზე წამომაგდო წუხელ
გულის სარქველებზე ცემით,
რადგან მეწამული, მწუთხე
სითხე ტუსაღია ჩემი.
ახლავ გავუღებდი კარებს,
მაგრამ დასსაღვრელი სისხლის
ადრე გამოშვება გარეთ
გამათავისუფლებს?! მიხსნის?!
მაკიაველი 2020-08-23 00:41:34

დღიური: ფლორენცია.
დროს აყოლილი ქარს გაყოლილი ხმელი ფოთოლი მეგონა თავი. ყველა ცვლადობის წერტილიდან წერტილამდე სახეს ვიცვლიდი და გიცვლიდი ყოველთვის ამ ცვალებადობის პოსტულს. სამყაროს ცენტრივით იყავი ყოველთვის, სადღაც, რომელიღაც სამყაროს კიდეზე და ავდიოდი მილიარდობით წლების ევოლუციის კიბეზე წამიდან წამამდე შენთან სიახლოვის უხსოვარ ხანიდან. როგორც კუდიანი კომეტა, მარადიულად მიზიდავ და მარადიულად გშორდები ისევ, სანამ მთლიანად არ დავიწვები

კ.ბ.
ფლორენცია 2020-08-21 23:20:36

დღიური: ფლორენცია.
""ვიცინი, მაგრამ...
ცოტა ღრმად  რომ ჩამხედო სულში,
  კედელზე  აკრულ ცრემლს დაინახავ...
          თავს,    ძლივს, იმაგრებს,
რომ არ დაგორდეს ...  ""

კრავაი ზვერელი
ფლორენცია 2020-08-21 16:02:23

დღიური: ფლორენცია.
"ზოგჯერ დადადებისთვის სიკვდილი გარდაუვალია!"
"„ახალგაზრდის გახრწნის ყველაზე იოლი გზაა ასწავლო მეტი პატივი სცენ მათ, ვინც მასავით ფიქრობს, ვიდრე მათ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს.“"
„მეგობრად ის მიიჩნიე, ვისაც იგივე ადამიანები სძულს, ვინც შენ.“
„ცხოვრებას იმით იწყებ ხოლმე, რომ სხვის შეყვარებაზე უარის თქმას სწავლობ. დასასრულს კი, საკუთარ თავში ვერ პოულობ ვერაფერს ისეთს, შეყვარების ღირსად რომ ჩათვალო.“

„ორი უდიდესი ევროპული ნარკოტიკი: ალკოჰოლი და ქრისტიანობა.“
„მე ვერ ვიწამებ ღმერთს, რომელსაც გამუდმებით თაყვანისცემა სურს.“
„სამოთხეში ვერცერთი საინტერესო ადამიანი ვერ მოხვდება.“

„ორი რამ ენატრება ნამდვილ მამაკაცს: ხიფათი და თამაში. ამიტომ სჭირდება ქალი – ყველაზე სახიფათო სათამაშო.“

„ქალი მამაკაცზე უკეთ უგებს ბავშვებს, მაგრამ მამაკაცი ქალზე უფრო ბავშვია.“

„ურჩხულებთან მებრძოლს მართებს ფიქრი იმაზე, რომ თავად არ იქცეს ურჩხულად.“

„კარგი ქორწინება მეგობრობის ნიჭს ეფუძნება.“
„მეუღლეები ცალ-ცალკე რომ ცხოვრობდნენ, იღბლიანი ქორწინებები უფრო ხშირად შეგვხვდებოდა.

„გულმავიწყობის ყველაზე დადებითი მხარე ის არის, რომ ერთი და იგივე რამისგან შეიგიძლია სიამოვნება ბევრჯერ მიიღო.“

„საკმარისია ერთი უბრალო გასეირნება ფსიქიატრიულ კლინიკში, რათა დარწმუნდე, რომ ძალა არაფერს ნიშნავს.“
„მუსიკის გარეშე ცხოვრება ერთი დიდი შეცდომა იქნებოდა.“

„სრულყოფილი ქალი ბევრად უფრო მაღალი არსებაა, ვიდრე სრულყოფილი კაცი, მაგრამ ამავდროულად ძალზედ იშვიათი.“

„მეოცნებე საკუთარ თავს ატყუებს, მატყუარა კი მხოლოდ სხვებს.“
„რა არის სიყვარული, თუ არა გაგება და ბედნიერება იმისა, რომ მეორე ადამიანი ცხოვრობს, მოქმედებს და განიცდის ჩვენგან განსხვავებულად.“

„სულში ქაოსის შექმნა გჭირდება, რომ დაბადო ახალი მოკაშკაშე ვარსკვლავი.“
„კარგი მწერალი, როგორც თავის სულს, ისევე მისი მეგობრის სულსაც ადვილად ეუფლება.“
„მორალი – დიდი ინსტიქტია, რომელიც ნამდვილ ინდივიდებს გააჩნიათ.“
„თუ ბევრს ლაპარაკობ ვინმეზე, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ შენ მის ნამდვილ სახეს მალავ.“

„არ არსებობს ფაქტები, აქ მხოლოდ ინტერპრეტაციებია.“

„არ არსებობს სამარადისო ფაქტები, აქ მხოლოდ აბსოლუტური სიმართლეა.“

„საკუთარი თავის ფლობის პრივილეგიაზე მაღალი ჯილდო არ არსებობს.“
„მუდამ მეტად გიყვარდეთ,ვიდრე უყვარხართ. ნურასოდეს იქნებით მეორე სიყვარულში.“

„მე ვირწმუნებდი ისეთ ღმერთს, რომელსაც ცეკვა ძალუძს.“

„რაც ჩვენ არ გვკლავს, ის გვაძლიერებს.“

„ქალი ღმერთის მეორე შეცდომა იყო.“
„რაც უფრო მაღლა ავფრინდებით ხოლმე, მით უფრო პატარები ვჩანვართ მათთვის, ვისაც ფრენა არ შეუძლიათ.“

„უბოროტესი მტერი, რომელსაც გადაეყრები, თავად შენ ხარ.“

„სიმართლე რომ ვთქვა, მსოფლიოში მხოლოდ ერთადერთი ქრისტიანი იყო და ისიც ჯვარზე გააკრეს.“

„ადამიანი ყველაზე ბოროტი ცხოველია.“
„მე ნაწყენი ვარ არა იმიტომ, რომ მიღალატე, არამედ იმიტომ, რომ აღარ შემიძლია გენდო.“

„ვარსკვლავო, რა იქნებოდა შენი სიცოცხლე, რომ არ გყოლოდა ის, ვისთვისაც ანათებ.“
„ცხოვრება ტანჯვაა. გადარჩენის გზა კი მდგომარეობს იმაში, რომ ვიპოვოთ აზრი ამ ტანჯვაში.“
ფლორენცია 2020-08-20 21:34:12

დღიური: ფლორენცია.
პარადოქსია-რაც არ უნდა ბევრი იარო ადამიანისკენ,ვერასდროს მიხვალ მასთან თუ მანაც არ გადმოდგა ნაბიჯი შენსკენ.
ფლორენცია 2020-08-20 00:22:29

დღიური: მაკიაველი.

If I accept you as you are, I will make you worse; however, if I treat you as though you are what you are capable of becoming, I help you become that - Goethe
ფლორენცია 2020-08-19 02:00:19

დღიური: მუხა.
მუხა
(რადგან ფლორენციას ლექსები ვერ ეკერკება, გალაკტიონის ლექსს ვტოვებ აქ საჩუქრად, ფერიცვალებაა ხვალ და გილოცავთ!)

მუხა პირველი იგრძნობს ალიონს
და პირველ სალამს განთიადისას,
ამაყად გასცქერს მთას კავკასიონს,
მეფურ დუმილით დაჰყურებს მიწას.

მუხა პირველი მეხს ეგებება,
შეუშფოთებელ და მძლავრ რტოებით,
შეუშფოთებლად და მძლავრად კვდება,
ველზე მდგომარე განმარტოებით.

ყანებში სადღაც ატირდა ღალღა...
ძირს, ძირს ეშვება მოხუცი მუხა,
ნაკადს დაეცა, ნაკადმაც ტალღა
აამღელვარა, ააჩუხჩუხა.

წაიღებს ხსოვნას ჟამი პირქუში,
გასცდება დღეებს, განაპირდება;
მარტოდენ ჭოტი მუხის ძველ ღრუში
დაისადგურებს და ატირდება!..
ფლორენცია 2020-08-18 21:04:34

დღიური: ფლორენცია.
"არაფერია იმაზე მტკივნეული, ვიდრე იმის გაცნობიერება, რომ შენს სიყვარულს არასდროს გაეცემა პასუხი"
ფლორენცია 2020-08-18 18:10:24

დღიური: ფლორენცია.
"შენი სიძლიერე ვერც მორევს შევადარე - ის გითრევს და კარგი არაფერი გემართება, ვერც შავ ხვრელს - რადგან იქ გაურკვევლობა, უწონობა და უდროობაა (ასე ამბობენ). ვერც მაგნიტს, რომელიც უპირობოდ იზიდავს მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ ნივთიერებებს.
შენი სიძლიერე არის ყველა ხელოვნების ნიმუშზე უფრო საინტერესო, მიმზიდველი, მომნუსხველი, მათრობელი...
შენი სიძლიერე გახდქა ჩემთვის ყველაფერი"
ფლორენცია 2020-08-18 14:09:13

დღიური: ფლორენცია.
არახდენილი ოცნებების სასაფლაო,მე შენში სიკვდილი შემიყვარდა
ფლორენცია 2020-08-16 21:50:32

დღიური: ფლორენცია.
მშვიდობა არ მოგკლებოდეს პეგას!-როგორ მიყვარს დღიურში რომ სიურპრიზი მხვდება!❤
ფლორენცია 2020-08-16 09:08:40

დღიური: ფლორენცია.
დილა მშვიდობის ფლორენცია.ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებ!<3
პეგასი 2020-08-16 08:36:58

დღიური: პეგასი.
მომენატრეთ,რა კარგი ადამიანები ხართ ...
პეგასი 2020-08-15 11:30:17

დღიური: ფლორენცია.
And the waitress is practicing politics
As the businessmen slowly get stoned
Yes, they're sharing a drink they call loneliness
But it's better than drinkin' alone
ფლორენცია 2020-08-15 05:22:45

დღიური: ფლორენცია.
ქარების დაქროლვას ვითვლი კანით, სმენით...
გულში გამიყვანეს ელექტრული დენი.
ჩარჭობილ ლურსმნებს დააძვრეს თავები-
მე არ მეგონა თუ შეგიყვარებდი!

ღამე, მთვარე, ღვინო -სცენა ბანალური...
ყავა, სიგარეტი -ნეტარ არს სიხარული!
როცა ომებია დიდი მოსაგები,
ჩემს სანაპიროსთანაც მოვა გემი.

სხივებს ფოტონები მზემაც დააყვედრა...
ბევრი ვირბინე და ისევ ვდგავარ შენთან.
ლამის მარტოობამ სული განმიტევოს.
აფსუს, დამენანა -იტყვი ჩემზე ერთ დროს!
ფლორენცია 2020-08-15 01:08:17

დღიური: მაკიაველი.

“Everyone sees what you appear to be, few experience what you really are.”

“The first method for estimating the intelligence of a ruler is to look at the men he has around him.”

“There is no other way to guard yourself against flattery than by making men understand that telling you the truth will not offend you.”

“Never was anything great achieved without danger.”

“Men are driven by two principal impulses, either by love or by fear.”
"it is much safer to be feared than loved because ...love is preserved by the link of obligation which, owing to the baseness of men, is broken at every opportunity for their advantage; but fear preserves you by a dread of punishment which never fails.”
ფლორენცია 2020-08-13 19:11:44

დღიური: ფლორენცია.
მხოლოდ ნამდვილ რისკს შეუძლია შეამოწმოს რწმენის სინამდვილე ;P
მაკიაველი 2020-08-13 01:06:26

დღიური: ფლორენცია.

ჟანრი:  პოეზია
სათაური:
გამიშვი
ნაწარმოები:

-მადლობა,ცრემლები არ გვინდა!
გამიშვი, ტყუილად მაკავებ!
თუ შეგხვდე , იცოდე არ მითხრა,
"მომენატრეო" ან "ხვალამდე"!

-მშვიდობით, იყავი სულ კარგად!
გრძნობები ტყუილად გაგანდე,
სიყვარულს ძალები სჭირდება,
მინდა დაგივიწყო, მაცალე!

-წავედი, არ მომყვე კარამდე!
გზებს აწი თავადვე გავიკვლევ!
დრო კურნავს ყველაფერს იცოდი?
-ვიცოდი, არ ვღირვარ ამად მე!

-ვილოცებ შენთვისაც, ჩემთვისაც,
გგონია გატყუებ?-გემჩნევა!
ცრემლს ნუ მწმენდ, ეს ცრემლი კი არა,
რაღაც ჩამივარდა, გეშლება!

-გშორდები, ნურაფერს მპირდები!
ჩვენს ამბავს ვერ დავწერთ ახლიდან,
ზოგი იბადება რომ უყვარდეთ,
ზოგისთვის დაბადებაც არ ღირდა!
ფლორენცია 2020-08-12 17:22:00

დღიური: მაკიაველი.
მადლობა ფლორენცია ჭილაძე გენიალურია
მაკიაველი 2020-08-12 08:28:09

დღიური: მაკიაველი.
არაფრით არ ჰგავს ეს დღე გუშინდელს,
თუმცა ქუჩებში ისევ ქარია,
ისევ არ ვიცი რას შევუშინდე,
რა მტკივა, ანდა რა მიხარია.

და როგორც სანთლის შუქზე ლანდები,
დაბარბაცებენ თავში ფიქრები,
ხვალაც ამ მწარე დღეში ვიქნები
და ზეგაც, ვიდრე არ დავმთავრდები…

ოთარ ჭილაძე
ფლორენცია 2020-08-12 03:05:36

დღიური: ფლორენცია.
12 აგვისტო, 12 და არა ცამეტი
12 აგვისტო, ცრემლებით გიხსენებ
იმედებს გამოცლილ მარცვლებით ერთ პეშვში გიგროვებ
გატყუებ, მეპნევა , ვერ ვიჭერ.
12 აგვისტო, ტკივილი, სიცივე, ამაოდ
ვცდილობ მოგონებების აღდგენას
კომოდის უჯრაში შენი ნივთები მიწყვია
მეშინია იმ უჯრის გახსნა და შენი სურნელის გაქრობა.
12 აგვისტოა მამი და, ნუთუ გავძელი ამდენ ხანს?!
მინდა მომხვიო ხელები და ... არ მიმატოვო ამჯერად!
ყველაფერს მივცემდი ოღონდაც, კიდევ ცოტა ხანს გეცოცხლა
ყველაფერს გავცვლიდი შენს ხმაში, მამი როგორ ხარ? - რომ გეთქვა.
12 აგვისტოა და ამდენი დღეა უშენოდ!
მომნატრებიხარ? არა, ამას მონატრებაც უკვე არ ქვია!
უშენობისგან ნაშობი სიცარიელე მტკივა ყოველ დღე!
მინდოდა უკეთესი ცხოვრება გენახა! მინდა გებედნიერა!
შენ კი... შენ კი ის თქვი "თქვენი ჭირის სანაცვლო ვიყოვო" და ამით კიდევ უფრო გააღრმავე სიცარიელე, ამით უფრო ამატკიე სიცარიელე... ამით უფრო გამიმძაფრე მარტოობა - მე ხომ მარტო დავრჩი ამ ტკივილთან, სრულიდან მარტო და სრულიად უსუსური.
ვერავინ გამიგო, არავინ მაცალა, არაფერმა გამიყუჩა, ვერსად დავემალე, ვერვის ვუთხარი... დავრჩი მარტო და ტკივილმა გამომაწრთო!
12 აგვისტოა და დავარიგებ ტკბილეულს ბავშვებში, მოხუცებში და უქონლებში! დავარიგებ და დავარიგებ რომ მოგიხსენიონ გულში:მისავალი იყოსო!
ფლორენცია 2020-08-12 00:31:43

დღიური: ფლორენცია.
ადამიანი ტილო - გამოიყენებენ და მეერე მისი გამოყენებული მდგომარეობა არ მოსწონთ და აგდებენ
ადამიანი სკამი - მხოლოდ ზედ დაჯდომის მდგომარეობაში განიხილება
ადამიანი საწოლი - ....
ადამიანი რადიო - მისგან მხოლოდ ჭკვიანი აზრების მოსასმენად ვარგა, ან მოწყენილობის გასფქანტად
ადამიანი ...
ფლორენცია 2020-08-11 23:25:01

დღიური: ფლორენცია.
ადამიანი ვარდი - ყველა ეტრფის, დასაკუთრება ტკივილთან ასოცირდება
ადამიანი სახლი - მასთან მყუდროება და სითბოა, მაგრამ ოდესღაც მასაც ტოვებენ
....
ფლორენცია 2020-08-11 23:21:16

დღიური: თეია.
ყველაფერი რომ ჩანდეს რაც ვიცით
თეია 2020-08-11 02:27:09

დღიური: ფლორენცია.
"არ დაქორწინდეთ, სანამ არ მიხვდებით რომ იმ საქმეს აკეთებთ, რასაც შეგიძლიათ მთელი ცხოვრება მიუძღვნათ.
დარჩით მარტო,რაც შეგიძლიათ მეტი ხნით დარჩით მარტო.
ნუ დარჩებით იქ, სადაც საჭმელს გიმზადებენ, ოთახს გვიან და სარეცხს გირეცხავენ.
უარი უთხარით მშობლებს ძვირფას საჩუქრებზე, ფულსა და მანქანაზე, მამის მეგობრების მიერ შემოთავაზებულ სამსახურზე.
იმისათვის რომ შეძლო საყვარელი საქმის კეთება, ყველაფერი რაც გაქვს, შენით უნდა მოიპოვო,
შენით უნდა დაკარგო,
შენით უნდა შეძლო პრიორიტებების დალაგება.
წადით საკუთარი ქალაქიდან. ჯობს უცხო ქალაქში მარტომ ისწავლო ცუდ უნივერსიტეტში, ვიდრე მშობლების გარემოცვაში, საკუთარ ქალაქში, სადაც ყველაფერი ნაცნობია და კომფორტული.
ესაა მთავარი.
ჩვენ ზრდასრული ადამიანების ნაკლებობა გვაქვს.
ჩვენთან დედები შვილებს აბსურდულ ასაკამდე აჭმევენ, აცმევენ და უვლიან, შემდეგ კი დედებს ცოლები ცვლიან.
ამიტომ ჩვენ გვყვავს ხელმოცარული, ინფანტილური და ზრდასრულობა ვერ მიღწეული მოხუცები, რომლებიც მომავალ თაობას წამლავენ საკუთარი არასრულფასოვნებით.
სანამ ასეა, სულ უფრო ცოტა ადამიანი შეძლებს საკუთარი გზის პოვნას და სულ უფრო მეტი ტანჯვა იქნება ჩვენ გარშემო და ეს ყველაფერი დაბრალდება ცხოვრებას, რომელიც სინამდვილეში ისეთია, როგორც ჩვენ გადავწყვეტთ რომ იყოს და ამ ყველაფერში არანაირი სხვა საიდუმლო არ არის."

რემარკი
ფლორენცია 2020-08-08 00:55:32

დღიური: ფლორენცია.
ბეწვის ხიდზე გადებული თოკი
ფლორენცია 2020-08-07 01:44:14


1 2 3 ... 10 11 12 ... 1398 1399 1400