|
"ღმერთმა დამაფიცა ჩუმად იყავიო და ამ სიჩუმეს ვუფრთხილდები აწი!"
უსათაურო
დავიწყებულ ქალაქებს, მიტოვებულ ქალაქებს:
ამარნას და კაიროს, ქაბულსა თუ ბაგრამს,
ვესტუმრები, მოვივლი. საგზლად გვალაგს ვალაგებ.
გამოგყვები კვალდაკვალ, გამოგყვები , მაგრამ...
ბეწვის ხიდი იქნება, ქარტეხილი იქნება.
სადაც წყარო იწყება და ძალ-ღონეს იკრებს,
იქ გიპოვო იქნება, იქ მოგძებნო იქნება,
იქ გადამხვდე იქნება, იქ დამთავრდე იქნებ.
/თემურ ელიავა/
Я так один. Никто не понимает
молчанье: голос моих длинных дней
и ветра нет, который открывает
большие небеса моих очей.
Перед окном огромный день чужой
край города; какой-нибудь большой
лежит и ждет. Думаю: это я?
Чего я жду? И где моя душа?
В тот день, когда взойду одна на ложе смерти,
Склонись ко мне, молю, мой ласковый жених,
И поцелуем уст лишь для тебя отверстых
Возьми огонь любви и в сердце сохрани.
Что смерть? Подвластно ей лишь тело человечье.
Я возвращаю долг. И я в земле уже.
Я телом холодна. Но я огнем навечно
Останусь, чтоб сиять в твоей святой душе.
К Жизни
Как только друг любить умеет друга,
Так, жизнь, тебя люблю я и всерьез.
И горю я, и радости подруга,
Смеюсь ли я, иль бедствую до слез.
И если покидать тебя замыслю,
Я не предам святую нашу связь:
Ты остаешься жизнью, просто жизнью,
А я уйду, страдая и молясь.
Скорбь
Кто избежит твоих объятий, скорбь,
Когда твой взгляд все существо пронзает.
И гибнет все, и стынет в жилах кровь,
Когда с земли земное исчезает.
Но без тебя нет в жизни полноты.
Печаль трезва, а радость столь мгновенна.
Приди же, скорбь, сегодня только ты.
Будь проклята. И будь благословенна.
იყო შარლ ბოდლერი: “მწარე და ძვირფასი
თრობის საათია, ღვინის საათია!” -
ასე იძლეოდა ..............................
დიასახლისო და დედაო მოგონებათა,
ო,შენ ხარ ჩემი სიხარული!რაც სულს უყვარდა,
რის გახსენებაც დღევანდლამდე ჩემს სულს ემართა
კვლავ გამოიხმე,რომ საღამო თრთოდეს ბუხართან,
დიასახლისო და დედაო მოგონებათა.
საღამოების ნაკვერჩხლების შუქზე გიზგიზი
და სიზმარივით ვარდისფერი ნისლი აივნის.
გული კეთილი და შიშველი მკერდის კისკისი!
კიდევ სიტყვები,უგზო-უკვლოდ რომ არ ჩაივლის,
საღამოების ნაკვერჩხლების შუქზე გიზგიზი.
რა შეედრება მზის დაისებს,ასე ზღაპრულებს!
ცა რა ღრმა არის!შენ გეკუთვნის,არავისია!
შენსკენ გადმოხრილს,დედოფალო,მე რომ მაბრუებს
დამათრობელი სურნელებით,შენი სისხლია!
რა შეედრება მზის დაისებს,ასე ზღაპრულებს!
ირგვლივ წყვდიადი იდგა ღამის,როგორც ტიხარი,
გეძებდა თვალი,გაურბოდა მზერა ობლობას,
მე თითქოს ვსვამდი შენი სუნთქვის შხამს და სიხარულს,
ჩემი ხელები შენს ფეხებთან კვლავ მეგობრობდა
ირგვლივ წყვდიადი იდგა ღამის,როგორც ტიხარი.
მე შემიძლია აღვადგინო ის დრო თავიდან,
დღე ბედნიერი,რომ გართხმულა შენს თეთრ მუხლებთან,
მშვენიერების საძებნელად სადღა წავიდე,
ის შენს სულში და სხეულშია კვლავ ხელუხლებლად!
მე შემიძლია აღვადგინო ის დრო თავიდან...
ო,ის სურნელი,ან ის ფიცი,ან ის ალერსი
ნუთუ ამოვა,ჩაძირული ფსკერზე ლოტივით,
როგორც ამოდის განბანილი ოკეანეში
მზე მორევიდან სიხარულით და მოლოდინით?
ო,ის სურნელი,ან ის ფიცი,ან ის ალერსი!...
გიო ლომიძე
დანაკარგი
ნეკის ხელა ამბები გროვდებიან გულში,
იწყებენ ხმაურს, აღმოცენებას.
ყურადღებით მოუვლი - სხვა ნაყოფს გაძლევს,
თუ არა და ისე ველურდება,
როგორც უნაბიჯო ნასახლარი.
ორივე შემთხვევაში ამას ღიღინებ:
რაც იყო და არ იყო,
ხმებს ვარჩევდი კარიდან.
შრიალებდა მოთმინება
იმ მესამე თვალიდან,
რომელიც არ განვითარდა,
რომლის გამოც ვიგემე
ამ ამბების გადაზიდვა
იმ ნავით და იმ გემით,
სხვას რომ ხშირად ჩაეძირა,
შენ რომ გეპატარავა.
4 სექტემბერი 2020 წლის
როცა მონატრება ისე შემომიტევს,
რომ ტკივილებად ჩამეღვრება ტანში
შენ არ გაგაღვიძებ, შენ არ შეგაშფოთებ,
შენს ხმოვან მესიჯებს მოვუსმენ ასჯერ.
ნ.ხ.
ნინო დარბაისელი
ათმარცვლიანი ტაეპის
ნაირსახეობანი
სამწუხაროდ, კონვენციური ლექსის აპოლოგეტები თითქმის არ იცნობენ თავისი დაცვის ობიექტს, მის შესაძლებლობებს. რაღაც რიტმული ინერციის წყალობით მათი უმრავლესობა
ათმარცვლიანი ქორე/დაქტილური რიტმული მონოტონიის ფარგლებშია დატყვევებული და ვერც რითმათა ორიგინალობით ან გამომსახველობითი შესაძლებლობებით გამოირჩევა ეს ლექსები.
არადა, ყველა სხვა საზომსა და რიტმულ ვარიაცებს რომ თავი დავანებოთ, თავად ათმარცვლედის ფარგლებში არაერთი რიტმული ქარგა მოიძევება.
ეს სახელდახელოდ შედგენილი მაგალითები სრული არაა, ნაკლულოვან ციტირებებსა და პირობით ტექსტებს იყენებს თვალსაჩინოების ნიმუშად, რომ ავტორებს რიტმის აღქმა გავუადვილოთ.
(5/5) ყველაზე ტრივილური, ძირითადად , ოთარ ჭილაძის წყალობით:
რა მოხდა, თუკი ვეღარ შევხვდებით,
ამქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით,
მარადიული ის არის მხოლოდ
4/4/2
ჩვენ კი ძვირფასს გადავკრავდით ღვინოს
და ხელგაშლით ვთამაშობდით ქაღალდს
3/3/3/1
ვიხსენებ ნოემბრის საღამოს მქრქალს,
ფოთლები, ფოთლები მისდევდნენ ქარს.
4/3/3
გამარჯობა პატარა ქალაქო,
გესალმები მოსული შორიდან,
მომეგებე, ბავშვობის ალაგო,
კვლავ გამართე მართლით და ჭორითა.
2/4/4
იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს,
ვისი ცხოვრების გზაც ეულია,
დიდი შეცდომების პატიება
ვისაც დიდსულოვნად შეუძლია.
3/4/3
გათენდა, აიკრიფა ნისლები,
განათდა მინდვრები და ველები,
ნაბიჯი უკან მრჩება მიმავალს,
მოვდივარ, ამ სანახებს ველევი.
4/2/4
ჩიხტიკოპი შველით ბანოვანებს,
აივნიდან მზერა ეპარებათ.
საჯინიბოს კარი აჭრიალდა,
ბედაური მოდის ნება-ნებად.
3/3/4
როდესაც წამოსვლას დააპირებ,
გახსოვდეს კეთილი მასპინძელი.
- - - -
P.S.
ვგრძნობ, რომ უკეთესი მაგალითებია აქ საჭირო. ქართულ პოეტურ კრებულებში, მჯერა, ცოტა არ იქნება. იქიდან შერჩევა აჯობებდა, მაგრამ მე თან ხომ ვერ წამოვიღებდი ამდენს!
თუმცა თავი ხომ აქა მაქვს, “რაზომცა დავეტარები”!
საერთო კედელზე სტატია ვიპოვე იმაზე, თუ როგორი ძნელია მშრომელი ემიგრანტებისთვის საქართველოში დაბრუნება და ადგილის პოვნა და ამ სქემების მიხედვით, იმედი მაქვს, ამ დღეებში გავლექსავ თანდათან. ორი სქემა უკვე დავდე დაბლა.
/
ეს ისტორია - საერთო კედლიდან ავიღე. შინდაბრუნებული ემიგრანტის მწარე გამოცდილებას შეეხებოდა. ათმარცვლიანის ვარიაციებს ვაკეთებ. რაღაცაში მჭირდება და ახლა რამე ორიგინალურის მოიფიქრების თავი არა მაქვს.
ვიზიტი
- - -
ეტიუდი 4/3/3
თვითმფრინავი თანდათან ეშვება,
აიკრძალა გასვლა და შეშვება.
აგროვებენ დარჩენილ სასმელებს,
მოფხიზლდება, ვინც თვალებს ასვენებს.
ზოგს კვლავ სძინავს, დაეცა რა ბანგი!
(მთავარია, არ დამრჩეს ხელ ბარგი)
ბედნიერი დღე არის, რა კარგი,
ვიღას ახსოვს ნატკენი, ნაკარგი!
მოსაცდელში შესული საშვებით
ჩამეკვრიან ბავშვების ბავშვები,
მოვიკითხავ:- როგორ ხართ, რას შვებით?
და ვისუნთქავ რა ლაღად, რა შვებით!
მშობლიური მომელის ცხოვრება,
ძველი დარდი არც მემახსოვრება.
უკან დარჩეს, რაც რომ მიწამია.
რაღა დარჩა, მიწამდე წამია!
ფანჯრებიდან მზე გვეთამაშება,
რა კარგია მშვიდობით დაშვება!
ვიზიტი
- - -
ეტიუდი (3/3/4)
არ უთხრეს, ნუ წახვალ, აქ დარჩიო,
გულშიაც არავინ ჩაიხუტა,
მოგვისწარ უდროო ავდარშიო,
უთხრეს. შინ - ჰაერი ჩაიხუთა.
არადა, შორიდან ჩამოსული
ელოდა შვილებთან ჩაკონებას,
ყველასგან სიცივე დახვდა სრული,
არ სურდათ სახელის გაგონებაც.
ჩამოსვლით - ერთი დღით გაიხარეს.
მას შემდეგ - სიცივე, - დიახ, არა!
ვინც გაქრა, ვინც კარი გაიხურა,
ვინც მისკენ წამით არ დაიხარა,
უჩუმრად წასულმა იმავ მხარეს,
თავისი გაპარვით გაახარა.
ვიზიტი
- - -
ეტიუდი (3:3:3:1)
დაბრუნდა, მიადგა საყვარელ კარს,
ჩამოსულს ოჯახი ეხვია გარს,
ასე გაილია პირველი დღე,
მეორე დღიდან კი შეიქნა ტყვე.
ნაჯაფარ ხელებში აღარა დევს,
სტომაქს ვინ გაუვსებს პირღია დევს,
- ცხოვრება აქ ისე ძნელია, - თქვეს, -
არ არჩევს კორონა ჩვენსას და თქვენს.
როგორ შეგინახოთ, ვინ მოგვცემს ჩირს
საღირლად შრომაში? ლუკმაც კი ჭირს.
გვერჩია, როდესაც იყავი შორს,
გვარჩენდი, ვისმენდით მართალს და ჭორს,
იმაზე, თუ რასაც სარჩოსთვის იქმ,
როგორ განადგურებს. ძნელია იქ,
მაგრამ აქ იმდენი გვჭირდება რამ,
ვალებში ჩაგვაგდო ფულების ყრამ.
გაჭირდა ამქვეყნად სიცოცხლეც და
სიკვდილიც ძნელია, რა გვრჩება? ცდა!
ვინ მოგვცემს დღეიდან სიკეთეს მზას?
უჩუმრად წავიდა, გაუყვა გზას.
მიდის და სინანულს ცრემლებში რთავს:
- სხვა რა ვქნა, რარიგად გარიდოთ ავს!
განა სხვას მოუკვდა, მოუკვდა თავს.
მის სავალს უფალი ვარდებით რთავს.
ვიზიტი
ეტიუდი (3/4/3)
მოდიხარ, გადაღლილი ბრუნდები,
გხვდებიან ნათესავთა გუნდები,
იცლება ჩემოდნები, ჩანთები,
შიგნიდან აგახურებს შანთები, -
სუყველას ყველაფერი ერგება?
- ეს სცადე, ჩაგეტიოს ეგება,
შეურჩევ წყვილ ფეხსაცმელს და კაბას,
ეგ - მომწონს! - გაღიმებით დაგაბას,
ცდილობს შვილიშვილი პატარა.
შენ გქონდეს, - ხომ უშენოდ ატარა
ბავშვობა, ყმაწვილობა და უკვე
გაზრდილა. გენატრება, დაუყვე
ფოტოებს, მოგონებებს, ეფერო,
ყოფა აფერადდა უფერო!
როდესაც ჟრიამული ნელდება,
ფიქრები ნაღვლიანი გედება.
თანდათან საყვედურებს მოისმენ:
თითქოს-და აწყენინე როდისმე,
თითქოს-და სხვებმა მეტი იშოვეს,
თითქოს-და შეაჩვიე სიშორეს
და ახლა კისერზეც კი აწვები,
და გიხურს ჩამომჭკნარი ღაწვები,
რა ნახო საგზაო თუ სახიდე,
არ იცი, იქ დარჩე თუ წახვიდე!
არავინ გელოდება აღარსად,
გზა არ ჩანს აღარც მიწად, აღარც ცად!
ლოცულობ დაუცველი, უფარო;
- მოგელი, გადმომხედე, უფალო!
ვიზიტი
- - -
ეტიუდი (4/2/4)
დავიღალე, როგორ დავიღალე,
რას მომელის ახლა ანდა ხვალე?
რახანია, ცოცხლად დავიმარხე,
არ მიხილავს არ ცა, არ მზე, არ ხე!
ჩაკეტილმა სადღაც, ოთხ კედელში
გამოვლიე წლები, ძირს დავეშვი,
რომ ეფრინათ ლაღად, ვინც მიყვარდა,
ჩასაკრავი გულში ვინც კი მყავდა.
დავიღალე, როგორ დავიღალე,
დავიმარხე, მიწაც დავიყარე.
ვინ რა იცის, როგორ ფუჭად შვრება!
არ მოყვება ტანჯვას ჩვენთვის შვება!
აღარ დავრჩი ქალად, მოვიხარე,
გატკეცილი შუბლი დავიღარე,
ვერც ვიხარე, ვერც სხვა გავახარე.
დავიღალე, როგორ დავიღალე,
მერჩის შინაური, და ვით გარე
ცივად ზედ დამყურებს მოხარხარე.
რაც ვიშოვე, მე რა მოვიხმარე!
დედამიწას ჩვენთვის ერთი მხარე
უნდა ჰქონდეს სადმე, მსხმოიარე,
ვერსად ვნახე, თუმცა მოვიარე.
ვზივარ ჩემთვის, გულით მგლოვიარე,
მგლოვიარემ წასვლა დავიხანე,
ვერც რა შევსვი, ვერც რა დავიხალე...
დავიღალე, როგორ დავიღალე!
ვიზიტი
- - - - -
ეტიუდი (2/4/4)
გახსოვს კოცნაობა მაყვლოვანში?
გახსოვს? - გვეძებეს და ვერ გვიპოვეს.
განა ვიფიქრებდით ორნი მაშინ,
ცალკე გავუძლებდით სიმარტოვეს.
რა ვქნა! მოგანატრე შენი თავი,
გმადლობ, რომ სიშორეს გაუძელი,
მელი, სხვა ლამაზის არშემრთავი,
ჩემი უღალატო მასპინძელი.
მჯერა, სისულელეს მიყვებიან,
თითქოს ვიღაც ნახე შვილისკბილა,
ირგვლივ - ბრიყვები და ბრიყვებია,
მათმა ჭორაობამ გამაკვირა.
შენ, ჩემო მალამოვ უებარო,
გვეყო თავგანწირვა სხვების სარგოდ,
მოდი, ძველებურად გავიპაროთ,
ისევ მაყვლოვანში დავიკარგოთ!
ვიზიტი
ეტიუდი (4/4/2)
- - -
დედას ნატრობს დღეს რამდენი შვილი,
რამდენ კიდევ - დღეს სჭირდება შველა
და რამდენი დადის ფეხშიშველი
და დამფრთხლი ვით უდედო შველი.
რამდენი დგას გარეთ - ხელგაწვდილი,
რამდენისთვის - უმზეოა დილა,
საქართველოვ, გმირო უწინდელო,
შენი ცრემლი ვეღარ მოწმენდილა.
რა ქნას კაცმა, თუ საშველი არ ჩანს!
ქალი შრომობს და და შორიდან არჩენს,
ტკივილებსაც უექიმოდ ირჩენს,
ქმარს და შვილებს შეავედრებს გამჩენს
და ითვლება, რომ უღიმის ბედი,
თუ შორიდან გამოათბო ბუდე,
ტყვეა. როგორ გაარღვიოს ბადე,
დაგიბრუნდეს შენთვის დანაბადი!
სხვებისთვისაც გზა გამოვჭრა უნდა,
უსამშობლოდ როგორ მოვილხენდი?
საბოლოოდ მაინც დაგიბრუნდა,
ვისაც ერის გადარჩენა ანდე!
***
ათმარცვლიანებისა ხომ ვნახეთ მაგალითები, მოცალეობისას ერთ თემატურ რკალადაც შევკარი. (დაბლა დევს)
ახლა შევთხზათ
ცხრამარცვლიანის ძირითადი სქემების ნიმუშები ( არ მგონია, ვინმეს შეხსენება უნდოდეს, რომ ეს - ციფრებით გამოსახული სქემების “ გამაცოცხლებელი”, პირობითი ტექსტებია
და მხატვრულობის კრიტერიუმებით არ უნდა მივუდგეთ)
3/3/3
ფიფქები, ფიფქები, გუნდები.
სოფელში ღამდება თანდათან.
დაღლილი შორიდან ვბრუნდები
და მჯერა, სახლამდე მივატან.
5/4
ცელი ვლესე და ვერ გავლესე.
ბალახი რით-ღა მოიცელოს.
დავეცი, როდი დავიკვნესე,
უფალო, ძალი მოვიცე როს?
4/5
გაიხაროს ურმის მომგონმა,
დატვირთავ და კართან მიიტან.
დაგიხვდება გზაზე გოგონა,
ლამაზია, შვენის ღიმი თან.
4/4/1
შემოდგომა მომდგარია კარს,
და ფოთლები მიჰყვებიან ქარს.
ამ ნეკერჩხალს, მოშორებით მდგარს
მორიდებით რად უვლიან გარს?
1/4/4
ცას ღრუბლეული ეძალება,
მზეც ჩაიწვერა მეწამული.
შენ სად წასულხარ, ჭრელთვალებავ,
გულს განმიგმირავს მეც ამური.
3/5/1
ძოწეულს, ცრემლ-მარგალიტებს როს
შესწირავ სწრაფად წარმავალ დროს,
მიხვდები, არ ღირს წვალებად ის,
იტანჯე მისაწვდომადაც რის.
5/3/1
მან დაინახა ბილიკი სხვა.
დაადგა მარტო, იხილა ზღვა.
ზღვამ შეიტყუა, წაიღო ძირს,
თევზების კერძი მიეცა ძილს.
2/2/2/2/1
მიდის გოგო, მისდევს ბიჭი მას,
სიტყვის ერთის ჯერ ვერ ბედავს თქმას.
გოგოს ელის ქუჩის ბოლოს ის,
ვისაც ერგო სმენა მისი ხმის.
1/2/2/2/2
მე - ჩემი წილი დარდი ვნახე,
შენ - შენი წილი ნახე შვება.
მე - შენზე ფიქრით მიხურს სახე,
შენ - სხვაზე ფიქრი არ გეშვება.
გარეთ ყინვაა და უარესი
ის, რომ საკუთარ თავთან ვსაუბრობ,
როცა არავის შენი არ ესმის,
და შენ კი ყველას უნდა გაუგო.
და ეს დღე-ღამეც იქნებ გასწორდეს,
უძილობა მჭირს ისევ წყეული,
ყველა რატომღაც უნდა გახსოვდეს,
მაგრამ შენ რჩები დავიწყებული.
მინდა სულ ყველა მდიდარ მათხოვარს,
მოვუჯახუნო მთავარი კარი,
თუ საჭირო ხარ ყველას ახსოვხარ,
თუ შენ გჭირდება არავინ არის.
დრო დაივიწყე, თავისით გავა,
თვალებში მაინც არავინ გიმზერს,
უნდა უსმინო სულ ყველას თავად,
მაგრამ შენ მაინც არავინ გისმენს.
ისევ არასდროს არ ვითხოვ შველას,
თივის ზვინშიც რომ დავკარგო ნემსი,
რადგან მე უნდა გავუგო ყველას,
და ჩემი მაინც არავის ესმის.
შმაგი წიკლაური
იცი? უშენობას ისე მივეჩვიე...
შენი მონატრება მექცა პროფესიად.
ღმერთიც მივატოვე,ახლა მირჩევნია
ეს ნაცრისფერი ცა,ყველა კონფესიას.
/სანტიბო/
გილოცავ ნეკერ❤❤❤❤❤❤
დღეს ჩემი ფრედის დააბადების დღეა. ნათელი მის ლამაზ სულს !
ნუ! არ ვიზომები!
"არის ასაკი, როდესაც ქალი
ლამაზი უნდა იყოს,
რათა იგი უყვარდეთ,
შემდეგ კი დგება დრო,
როდესაც ქალი უნდა უყვარდეთ,
რათა იგი ლამაზი იყოს"
ფრანსუაზა საგანი.
არასდროს ვყოფილვაორ ლამაზი,
მაგრამ განა ამიტომ ვამბობ:
მგონია რომ არც ქალს
და არც კაცს,
არ სჭირდება სილამაზე ვიწრო გაგებით,
არამედ, მხოლოდ ადამიანობა (ფართოდ)
სიყვარული კი
უპირობო უნდა იყოს,
ისევე როგორც მზის ამოსვლა ცის კამარაზე.
ეჭვის შეტანა ყველაფერში შეიძლება,
რას მიქვია ჩემი ნათქვამი?!
ჩვენს პროექციას ვეხმიანები :
-არსაიდანაც არ ამოდის მზე!
ეს ჩვენ დავარქვით
მისი დილის სამყოფელს აღმოსავლეთი.
ჩვენ გადავწყვიტეთ,
წყვილ კიდურთა,
წყვილ თვალთა და
ღიმილთა შორის ამოგვერჩია
და გვეთქვა "ლამაზი".
დიდი ხანია ყველა მიყვარს
და ყველაზე მეტად
მეტროში მიმძაფრდება ეს სიყვარული.
იქ ყველაზე მეტად,
სევდიანი,
ნაშრომ-ნაჯაფი,
დაუბანელიც,
მოუვლელიც,
მგონი მშიერიც,
(აღარ ვიცი ჩემი სავსე ტანი სად გადავმალო)
ჰოდა გამოგიტყდებით,
(თქვენი შოკში ჩაგდება სულაც არ მინდა)
სურვილი გამიჩნდება ხოლმე,
ყველაზე გატანჯულს,
შეუხედავს (თქვენი გაგებით),
და მოუვლელს,
მიკლედ, მივიდე და...
მაინც ვერ ვამბობ...
თუმცა თქმასაც განა აზრი აქვს?!
იქნებ მგონია,
რომ მას ყველაზე მეტად სითბო სჭირდება,
რადგან ვიცი, ხელის ჭუჭყი არაფერს მისცემს.
კოცნით კი რას გამომრჩება,
ისე ღრმად ძინავს,
გაღვიძებას არც კი აპირებს.
ოღონდ ნუ მზომავთ,
გევედრებით,
თქვენი საზომით არ ვიზომები...
რაც მეტ სიყვარულს და სითბოს გავცემ,
მით უფრო მეტად მევსება გული,
თითქოს ერთი თევზით და პურით დამპურებლის
კალათა ვიყო.
თავს არავის ვადრი,
ყველა მთხოვნელის საამებლად
ვერ გამოვდგები.
უფრო ხეს ვგავარ,
ძლიერ ქარში რომ წელში იხრება,
ყოველთვის იმ მიმართულებით,
საითაც ქარი...
ერთი ნაბიჯით საკუთარ თავს რომ ვერ გავექეცი
და მაინც დაუძლეველ ამბებს ვეჭიდავები,
ეს მე ვარ,
ჰოდა, აბა საიდან უნდა ვიცოდე ჭეშმარიტება,
ერთი სახლის წინ,
ერთ კვადრატულს ჩაბღაუჭებულმა,
მე მხოლოდ ვწუხვარ
და ფრასუაზას განა არ ვეთანხმები,
ფაქტს ვაპროტესტებ!
ნინა გორდაძე
მადლობა სამურაი
ეს კი ჩემი ძველი ლექსი
მხრებჩამოყრილი და ფრთებმომხმარი ადამინის ლექსი
დავიხურავ ქუდს _ გადატანით
მოვიხურავ კარს _ მეასედაც
წავალ იქ სადაც მიმიღებენ
ასეთს, ამრიგს
სადაც დამაცლიან სუნთქვას, წერას
წავალ ფართო გზების შესაყრელთან
სადაც ხელგაშლილიც შევძლებ სირბილს
გავშლი გამხმარ ფრთებს და თუნდაც მეასეჯერ,
ასე, ამ გზით
დამთხვეული ვისაზრდოებ ტირიფებით.
ბავშვობიდან მიყვარს ტირიფები
მასთან ჩახუტება ადვილია
დღეს კი დაღლილს, დამშვრალს
ყველაფერით
კვლავაც ტირიფები მენატრება.
ასეთ განწყობაზე ვარ კვლავ 
content://com.android.chrome.FileProvider/images/screenshot/1599148777240-1489893889.jpg
მადლობა,ფლორენცია! <3
სულ არ მჭირდება სინათლე, იმისათვის რომ დავინახო.
სულ არ მჭირდება მგერები იმისათვის რომ გავიგონო.
სულ არ მჭირდება სიტყვები იმისთვის, რომ მესმოდეს შენი.
And those who were seen dancing were thought to be insane by those who could not hear the music .
Nietzche
“I am not who you think I am; I am not who I think I am; I am who I think you think I am ”
კეთილი იყოს, ფლორენცია, შენი ფეხი ჩემსა  შემობრწყინდი, კი არ შემოხვედი. მადლობა
მოკლედ, სალამი ვისაც არ გძინავთ  გამეღვიძა, წერა მომინდა და.. რატომღაც ვერ ვანთავსებ. მგონი ურაკპარაკი გამებუტა... დიდი ხანია მივატოვე...
[url=https://c.radikal.ru/c30/2008/c6/0f133232a364.jpg][/url]
[url=http://https://c.radikal.ru/c40/2008/54/c1fc87843d3d.jpg][/url]
|