[url=http:// 
][/url] დიდი მადლობა, სოლე, მამა გაბრიელის რჩევების გახსენებისთვის. გილოცავთ თქვენს დღეს და შობა-ახალ წელს...
კორონა-ვირუსი მძიმედ გადავიტანე და საავადმყოფოდან სახლში გამოწერილს დამხვდა ,,კონსტანტინე სიმონოვის ლიტერატურულოი პრემიის" მესამე ადგილის დიპლომი და შესაბამისი პრიზები.
დაჯილდოების ცერემონია ,,კოვიდის" გამო წელს ბელორუსში აღარ გაიმართა. ,,ზოგი ჭირი მარგებელიაო"- ისე გამოვიდა, ავადმყოფობის გამო, მაინც ვერ წავიდოდი.
ჩემი შობის ღამეები ცხოვრების და ასაკის მიხედვით იცვლებოდა.
ღრმა ბავშვობის არ მახსოვს,იქნებოდა ალბათ ღვეზლები და ქართული სუფრა.მერე საკათედრო ტაძარში გათენებული ღამეები,როცა ვერც კი ვაცნობიერებდით ღამისთევის, წირვა-ლოცვის მადლს.მივდიოდით უფრო ერთმანეთის და შეყვარებულების სანახავად.მოკრავდი სადმე თვალს და მერე გათენებამდე ისევ მისი დანახვის,ახლოს მისვლის მცდელობაში გადიოდა დრო.ტაძრიდან სახლამდე რამდენიმე კილომეტრს ფეხით,შეუმჩნევლად გაივლიდი,დაქალებთან ერთად,სულ სიცილ-სიცილით,იმღამინდელ,გოგოურ ამბებზე ჭორაობით.სახლში მიდიოდი გათენებისას და გხვდებოდა დედის გამომცხვარი,ყველაზე გემრიელი ღვეზელი...
მერე იყო გურია.ანა და თათია სულ პატარები.სახლში,შეშის ღუმელში დამცხვარი გურული ღვეზლები,შინაური,ლამაზთვალება ძროხის ჭყინტი ყველით და სახლის ყვითელი,გემრიელი კვერცხით.
მერე ტაძარი.ჩვენი მამაო.ტაძრის კუთხეში მდგარი ჩვენ-მგალობლები.სულ წინ წითელ და ყვითელ ქურთუკებში ჩემი პაწუა შვილები.თავსაფრებით და სანთლებით ხელში.
იდგნენ ასე,მორჩილად და ელოდნენ ზიარებას.მერე გემრიელ სეფისკვერს,გელა სტიქაროსანი რომ ყველაზე დიდ ნატეხებს აძლევდა.
ახლა ყველა შობას ვერ მივდივარ ღამისთევაზე.უბრალოდ ვაღებ ფანჯარას,ვანთებ სანთელს,გავდივარ აივანზე და ვუყურებ,როგორ ინთება წინა კორპუსების ფანჯრებშიც ციმციმა სანთლები.იქაც ელიან პატარა მაცხოვრის დაბადებას და უხარიათ.იქაც,იმ ფანჯრებს იქეთ სახლებში დგას ფუმფულა,გემრიელი ღვეზლების სუნი და აუცილებლად,აუცილებლად მოვა ღვთისმშობელი,გულზე მიხუტებული პატარა შვილით....
მოვა და მოიტანს სიკეთეს და ბედნიერებას...
ყველაზე ლამაზ დღეს-
ქრისტეშობას გილოცავთ.
მიყვარხართ.
❤
პავლონას ვეძახდი.დიდი ბებია იყო და რომ გავიზარდე,მერე გავიგე,რომ სინამდვილეში ბაბილინა-ბაბინე ჰქვიოდა. მამა ჰყავდა პავლე,ამიტომაც პავლოვნას ეძახდნენ.
პატარა,ლამაზი,თეთრი ქალი იყო.
კეთილი და მშვიდი.
მამაჩემი სუსტი ბავშვი ყოფილა და როგორც ყველა ბებია,პავლონაც დარდობდა.მაგიდაზე დაწყობილ წიგნებს გადაუსვამდა ხელს და დარდიანად იტყოდაო,ამდენი რაფერ უნდა წეიკითხოს ბაღანამ,წავალ დირექტორს ვეტყვი,უძუძურად გაზრდილია,პაწა ხელი შუუწყოსო...
არადა იმ წიგნებს ხელს არ კიდებდა მამაშენი და ისეთივე ახალს ვაბარებდი,როგორსაც აძლევდნენო,ბებიაჩემი მიყვებოდა.
სტუდენტობაში სახლიდან გასულს,ქუჩაში დამეწეოდა და ორ მანეთს ჩამიდობდა ჯიბეში,პივა დალიე ამით ნენა,პაწა ხორცი მოგეკიდებაო,ჩუმად მეტყოდაო,მამაჩემმა.
ღრმად მოხუცებული ბაზართან ლიანდაგებზე წაიქცა,თავი დაარტყა და მას მერე გონება აერია.ზოგს გვცნობდა,ზოგს ვერ.თავის სოფელში მიდიოდა.გურიაში.ჩემოდანი დამრჩა და უნდა წამოვიღოო..ჩაკეტილი გვქონდა კარებიც,ჭიშკარიც.ზამთრობით პატარა ,,ჯორკოზე,, იჯდა კარებთან და ფანჯარაში იცქირებოდა.თავზე მუდამ ცახოცი ჰქონდა წაკრული.
ჩუმი იყო.თითქმის არ იცოდა ლაპარაკი.
ერთ დღეს მამაჩემმა მისი ბარგი ჩაალაგა ჩანთაში,გავიდა ჩუმად გარეთ და შემოვიდა.
ბებია,შენი ჩემოდანი ჩამოგიტანეო.
გაიხარა,ლოცავდა.დამშვიდდა.
დიდთოვლობას წავიდა.ჩუმად,მშვიდად.
დღეს გამახსენდა და ასეთ დროს რატომღაც სულ მგონია,რომ თუ დავწერ,იქ იგრძნობს,რომ მახსოვს და გაუხარდება.სანამ მახსოვს,ცოტათი ცოცხალია...ასე მგონია...
თუ ფუტკარი ხარ,
შენ პეპლისას ვერას გაიგებ,
თანაბრადაც რომ სარგებლობდეთ ერთნაირი ყვავილის ნექტრით,
ერთ მინდორზე,
ერთი ზაფხულის დინებისას,
ერთი ცის და ერთი მზის ქვეშ...
მაინც!
ხანდახან ფიქრები ისე ხმაურობენ რომ გაქრობის სურვილიღა მრჩება.
https://m.youtube.com/watch?feature=share&v=g5iSsAHLrQo
ეძღვნება კვესელავას
ნიკუშ, მეგობარო, არ გემშვიდობები! დროებით! მალე შევხვდებით!
მშვიდობით!
შენ ახლა იქ ხარ,საიდანაც,
გრძელდება უკუშხვარა,ლემწა,ბონდი,
ყვავილებს გაზრდიან და გაიტანენ,
ვაი თუ,აღარ მოგვაგონდე.
შენ ახლა იქ ხარ, საიდანაც...
გუშინ, 23 ნოემბერს გამოქვეყნდა ,,კონსტანტინე სიმონოვის სახელობის X საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის" შედეგები, რომელიც გაიმართა ბელორუსის რესპუბლიკაში. გავედი მესამე ადგილზე. შესაბამისი დიპლომი და ჯილდო უნდა გადმომცემოდა იქ, მაგრამ ვირუსის გამო დაჯილდოების ცერემონია გადაიდო.
სულ პატარები იყვნენ ანა და თათია.
ის დრო იყო,შუქი ღამით რომ მოდიოდა და ჩვენ მაგ დროს გვეძინა.
გურიაში ვცხოვრობდით მაშინ.აი იქ,ლელოს რომ თამაშობენ..
იმ ბნელ და სკვარამ დროში,ჩვენი ტაძარი იყო ერთადერთი სინათლე და ჩვენც ლამის ყველა მეორე დღეს დავდიოდით.
სანამ თათია ძალიან პატარა იყო,,კალიასკით,,მიგვყავდა და თუ ჩაეძინებოდა ან ეზოში,ან სატრაპეზო სახლის ოთახში ვტოვებდით..
დაინახავდა მამაო დაძინებულს და
-ცა,აი ბაღანე მღვდელი გამოვა
-მამაო,გოგოა მაი,ვეტყოდი და მეცინებოდა
-უი,ხო ცა,მაი კი არ გამახსენდა,იტყოდა და გადასახავდა პირჯვარს.
ერთხელ მითხრა,
-ცა,საკურთხევლის კარს რომ გავაღებ და წითელ და ყვითელ კურტკებს დევინახავ(ანას და თათიას ჰქონდათ) რომ იცოდე,რაფერ მიხარია,ვიცი რომ აქ ხართ მთელი ოჯახიო.
დრო მალე გავიდა და მერე უკვე ერთად იდგნენ საკურთხევლის წინ,წირვა-ლოცვაზე და მშვიდად ისმენდნენ ლიტურღიას..მერე ეზიარებოდნენ და სეფისკვერებით დასაჩუქრებულები ეზოში გემრიელად ილუკმებოდნენ. პაწუკა ხელებში ფრთხილად ჰქონდათ მომწყვდეული სეფისკვერები,რომ ნაფცქვენები ძირს არ დაჰყროდათ.
ვგალობდი მაშინ.
და ახლა,როცა ჩემს ტაძარში შევდივარ,განსაკუთრებულად მიყვარს ის ადგილი,სადაც მგალობლები ვიდექით.
ჩვენ ვიყავით ერთი დიდი,თბილი და ტკბილი ოჯახი,რომელიც ძალიან მენატრება და მაკლია.
ჩემი მამაო,ჩემი მარიამი,ნინელიკა, გელაი,გიორგი მგალობელი,ლალი და თინიკო,მერიკო და გულიკო დეიდა,მარინა და ანუშკა...ბევრი,ბევრი..
და ყველა გიორგობას,ეზოში იშლებოდა დიდი სუფრა,მიგვქონდა ბევრი გემრიელობა და ყველა ერთად,ჩვენი დიდი ოჯახი ვხვდებოდით დღესასწაულს,წმინდა გიორგის ტაძრის ეზოში...
ადამიანის სიძლიერე ისაა, ქარიშხლებსაც სასარგებლოდ რომ შემოიტრიალებს, კომპლექსებს სიძლიერედ აქცევს და დეპრესიაშიც სასარგებლო იქნება 
როცა ვიღაცის გაშლილი ფეხების დაგვიანებული ალერსის ხურუში
დაემსგავსება იმ მოყირჭებულ სიბრძნეს,
როცა ამბობენ: მოიჭრება დედამიწაზე ბოლო ხეც,
იმედით – იქნებ მივხვდეთ,
რომ არ იჭმევა სიყვარული
და არიჭმევა ფული,
როგორც დამძაღებული კარაქი,
ან დაობებული არაქისი,
რომელშიც გამწარდა ყველა სასარგებლო ცხიმი, ნახევრად გაჯერებული.
რომ სხვა ორის სიყვარულს – ნესტიანი სიბინძურის უცხო სუნი სდის,
ნახმარი ჩვრის,
დიდხანს რომ ეგდო ფანჯრის რაფაზე.
ზიზღით რომ იღებ, ხარბად ისუნთქავ გაწებილი ნაჭრის სიმყრალეს,
უცნაურად მოტკბოსა და გულის ამრევს.
გრძნობ:
ეს სხვა, ორის სიყვარულის მძიმე სუნია,
ცხელ მუცელს რომ ამოგიმღვრევს
და დგახარ მიწისკენ თავწახრილი, რწყევისგან კვდები:
ამოდი,
ამოდი ჩემგან, ჩემო დანესტილო მევ,
გულის კუთხეში მიკუჭულო, შეშინებულო.
ჩემო დაბნელებულო მზეო, რომ აღმოჩნდი ყველა მზეზე
შავი და ცივი,
აღარსად ვარ. ჩამოგეხსენი.
ცხელი სისხლით გაჟღენთილო და დამძიმებულო ჩემო სხეულო,
როცა უკანასკნელი სიყვარული მოიჭრება დედამიწაზე
და უკანასკნელი შიმშილი გაბოროტდება დედამიწაზე,
მიხვდები, რომ შენღა იჭმევი,
უკარება მხეცის ხორცი.
ნანა ქელეხიძე.
მოგესალმებით.
ვაანონსებთ ახალ ლიტ მოვლენას, რომლის იდეაც ეკუთვნის ჩვენი საიტის აქტიურ წევრს,ლაშას.
სახელი: გამოიწვიე პოზიტივი (ლაშას იდეას შეგიძლიათ გაეცნოთ http://www.urakparaki.com/?m=13&Theme=1524 ამ ლინქზე.)
შინაარსი: თითოეული წევრი (წევრობა სავალდებულოა, ასე რომ თუ გარეშე პირს ექნება სურვილი, აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს ჩვენს გვერდზე)წერს ლექსს და აქვეყნებს ურაკზე, პარალელურ რეჟიმში კი დებს ფორუმის შესაბამის განყოფილებაში :http://www.urakparaki.com/?m=13&AddNewTheme
ურაკზე ატვირთვისას და თემაში განთავსებისას, აუცილებლად უნდა მიეთითოს სათაურის ველში რომ ეს ლექსი არის გამოიწვიე პოზიტივისათვის. გამოქვეყნებისას კომენტარში, ხოლო თემაში დადებისას - ბოლოში აუცილებლად უნდა დაწეროთ იმ სამი წევრის ვინაობა, ვისაც იწვევთ.
ლექსის ატვირთვისა და თემაში განთავსების ბოლო ვადაა 7 თებერვლის ღამის 12 საათი.
ლექსი შეფასდება ჟიურის წევრების მიერ და აირჩევა საუკეთესო ათეული. შემდეგი ეტაპი კი ჯერ გვინდა დავტოვოთ საიდუმლოდ.
მთავარი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც შეფასდება ლექსი არის შემდეგი სამი:
1. ლექსი უნდა იყოს სიმღერისთვის გათვლილი
2. ლექსი უნდა იყოს პოზიტიური და ოპტიმისტური
3. ლექსი უნდა იყის მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 7 სტროფიანი.
წარმატებას გისურვებთ ყველას და მოდი, გამოვიწვიოთ ერთმანეთი პოზიტივში! 
მოგესალმებით,
რომანი ჩაუქრობელი იმედის სასახლე ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში სახლეწოდებით "ულევი იმედის სასახლე".
მადლობა.
ათოვდა ივრის ჭალებს
მიჰქონდათ შავი კუბო
ხიდისთვის სულერთია
ზაფხულების წყალთხელობაც
და გაზაფხულის წყალდიდობებიც,
თუ წელში არ გატეხა სტიქიამ
და თან არ გაიყოლა...
და თუ გაიყოლა,
მხოლოდ მაშინ ხვდება,
რა მოსაწყენია
მონოტონური, მშვიდი დუდუნი,
ერთი ლოდი,
ერთი მორევი,
ერთი ნაპირი.
8.11.19
შემოვიტან აქ ჩემს პირველ ნაბიჯებს - იმედია ფეხბედნიერი ვიქნები 
შიში მრავალმხრივი, მრავალფერადი და მრავალსახოვანია. ჩემი შიში კი ატმის ყვავილს ჰგავს, პატარა ნიავიც რომ იოლად ერევა. რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს კი არადა, რაც ვერ გვაშინებს, ის გვაძლიერებს ჩვენ!
" და ვეფიცხები უხსოვარ დროს ალქაჯების დანთებულ კოცონს, თუ არ გამათბობს, არ დამწვავს მაინც, როგორც გრძნობები"
ბედნიერება გარშემოა - უნდა დავინახოთ და შევამჩნიოთ!
მიღწეულია ორმხრივი შეთანხმება-
უსიტყვო შეთანხმება.
გადაწყვეტილება მიღებულია
განაჩენის სისრულეში მოყვანის:
რომ ყველა უნდა გახდეს უცხო
და ყველაფერი გახდეს სულერთი.
დილით ამოვა მზე.
ან არ ამოვა.
წავალთ სამსახურებში,
ან არ წავალთ.
ვისხდებით ჩაბნელებულ ოთახებში,
ნესტიან ოთახებში.
პრაგმატული გულებით,
ამღვრეული თვალებით
და ვიფიქრებთ საკუთარი უფლებების დაცვაზე.
რომ გვაქვს ხელშეუხებლობის იმუნიტეტი,
ერთმანეთთან არმიახლოვების მიზანი.
პირადი საზღვრების მკვეთრი ხაზი.
არგახსენება. მავთულხლართები.
ერთმანეთის ნდობა სახიფათოა,
ვიღაც ყოველთვის ეძებს სხვა მიწას,
უკეთესი ინფრასტრუქტურით,
უკეთესი გარანტიებით.
რომ გუშინდელი მეკავშირე გადაიქცა ძველ, ფიცრულ ქოხად,
დგას ქათმის ფეხზე და წასვლისას
უპრიანიც კი იქნება, თავს თუ წააცლით.
რადგან ყოველთვის არის რისკი,
რომ ხის ქოხი ხტუნვა-ხტუნვით გამოგეკიდოთ,
შემოიჭრას თქვენს საზღვრებში
დაგირღვიოთ კომფორტი და თავისუფლება.
წამოსკუპდეს მაგიდასთან,
სადაც უკვე რა ხანია,
ბჭობენ სულ სხვა ქვეყნის წევრები
და ახალი შეთანხმებაც მიღწეულია.
რა ლამაზია, ან საამაყო,
ვის რად უნდა ეს უაზრო სენტიმენტები?-
ზის თქვენი ქოხი უხერხულად, თვალს არ გაშორებთ,
მის კედელზე ცრემლი მოგორავს-
წვიმის დიდი, მლაშე წვეთი.
ნანა ქელეხიძე
მიხარია, რომ ჩემი ლექსები არსებობს.
განა რა, არაფერი, უბრალოდ, ვზივარ და ვკითხულობ.
ეს არ არის მუზებით შეკოწიწებული ნაწერები, ეს ჩემი ცხოვრებაა, ეს ვარ მე.
ლაშა მარგიანი.
*
განა მე ვხარობ,
ვზივარ,
ვკითხულობ,
მიკვირს...
რომ ისინი არსებობენ
არც მუზით ნაკმევნი,
არც შეკოწიწებულნი,
მაგრამ არსებობენ...
და რომ ეს მე ვარ.
სამურაი.
სამურაი დაბრმავდა,
მაგრამ გზა გააგრძელა,
დღე მოკლე გამოდგა,
კლდე მაღალი...
ვინც ხმამაღლა ყვირის,
ყელის ჩახლეჩის გარდა,.
საკუთარი ყურის ბარაბნებსაც წყვეტს,
ქანცზე რომ არაფერი ვთქვა.
სიმშვიდე წვეთს ჰგავს
კლდეს რომ ხეთქავს,
თუ გარეთ უშვებ
და სტალაქტიდებს ემსგავსება
თუ შენში ტოვებ.
ხეები სდუმან, ხელები ხმებიან მიქრიან ვაგონები.
ტყეებში ისვრიან - თოფების ხმებია...
მაგონდები.
მე უნდა მოგიკვდე, მე უნდა მოგიკვდე,
მე უნდა მოგიკვდე, ანუკია.
დავთქვათ და მოვრიგდეთ. ფარაჯა მოვირგე,
თავი დავიხრჩო ანაკლიას!
დღეები გადიან, დღეები გადიან,
ყოველი გადიარს - გზა და ია.
ქარებმა იმღერონ „ბებერი გადია“.
ყოველი გადიარს, გადაიარს.
სარეცხი მოგიგდე, ლექსები მოგიგდე -
მთელი ცხოვრების აპათია.
მე უნდა მოგიკვდე, მე უნდა მოგიკვდე,
მე უნდა მოგიკვდე.
მაპატიე.
ელიავა.
آرزو
كاش بر ساحل رودی خاموش
عطر مرموز گیاهی بودم
چو بر آنجا گذرت می افتاد
به سرا پای تو لب می سودم
كاش چون نای شبان می خواندم
بنوای دل دیوانه تو
خفته بر هودج
مواج نسیم
میگذشتم ز در خانه تو
كاش چون پرتو خورشید بهار
سحر از پنجره می تابیدم
از پس پرده لرزان حریر
رنگ چشمان ترا میدیدم
كاش در بزم فروزنده تو
خنده جام شرابی بودم
كاش در نیمه شبی درد آلود
سستی و مستی خوابی بودم
كاش چون آینه روشن میشد
دلم از
نقش تو و خنده تو
صبحگاهان به تنم می لغزید
گرمی دست نوازنده تو
كاش چون برگ خزان رقص مرا
نیمه شب ماه تماشا میكرد
در دل باغچه خانه تو
شور من ...ولوله برپا میكرد
كاش چون یاد دل انگیز زنی
می خزیدم به دلت پر تشویش
ناگهان چشم ترا میدیدم
خیره بر جلوه
زیبایی خویش
كاش در بستر تنهایی تو
پیكرم شمع گنه می افروخت
ریشه زهد و تو حسرت من
زین گنه كاری شیرین می سوخت
كاش از شاخه سر سبز حیات
گل اندوه مرا میچیدی
كاش در شعر من ای مایه عمر
شعله راز مرا میدیدی
უცნაურია, დიდი ხნის შემდეგ წერა მომინდა... რას დავწერ? ჯერ აარ ვიცი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სურვილი კვლავ განახლდა. ალბად სულ ერთი იქნება რითი დავიწყებ, რომელ აზრს მოვიყრი თავს. მჯერა, ყველაფერი დალაგდება და ისევ ის ბარნო ვიქნები 
უცნაურია, დიდი ხნის შემდეგ წერა მომინდა... რას დავწერ? ჯერ აარ ვიცი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სურვილი კვლავ განახლდა. ალბად სულ ერთი იქნება რითი დავიწყებ, რომელ აზრს მოვიყრი თავს. მჯერა, ყველაფერი დალაგდება და ისევ ის ბარნო ვიქნები 
ა - ს
არ გჭირდება არაფერში კაცის
არაფრისკენ გაყოლა და მისდევ
და თავს თითქოს ბოლო ძალას აცლი
კაცს მიყვები გეგონება ქრისტეს
მაგრამ თითქოს უნდა გაყვე უნდა
შეასრულო უთარგმანო როლი
ყველაფერი არის ძლიერ ცუდად
სიგარეტის რამდენიმე რგოლი
და ვიცინი რამდენიმე ბავშვის
სიცილით და რამდენიმე მკვლელის
მე არავინ მელოდება სახლში
და თვითონაც აღარავის ველი
და ვიცინი მეცინება თანაც
შიში თითქოს სულ გამიქრა უფლის
ვფიქრობ უნდა მიაცილოს ქალმა
ქალმა უნდა დაუჭიროს შუბლი
თუ დაჭირდა კაცს ყველაფრით დაღლილს
კაცს სუსტსა და სასაცილოდ ძლიერს
არ მაქვს ქოთნის ყვავილები ძაღლის
კატის ყოლაც კი არ შემიძლია
ახლა წელზე გადარტყმაა ქამრის
სიფხიზლე და ხედი აგურების
სახლში უნდა მიაცილო მამრი
თორემ სადმე გაანადგურებენ
იქნებ უფრო ძმაკაცებზე ვდარდობ
იქნებ მამა მეცოდება მარა
მე არა ვარ კაცებივით სანდო
შეიძლება სულ უბრალო ქარმა
ტკივილები ამიტეხოს ძვლების
სამყაროსთან გამამხილოს მყუდრო
მაგრამ ყველა ნემსის ყუნწში ვძვრები
ჩემმა თავმა რომ არ შემისრუტოს
ასე იყო ასეა და რადგან
ასეც უნდა იყოს კაცებს უვლი
ყველაფერი არის ძლიერ კარგად
მთას რომ ასწევ ნაინფარქტალ გულით
მენანები მეცოდები გიხმობ
თითქოს შენი გადარჩენა მინდა
შენმა ვიწრო ეკლიანმა ჩიხმა
ყველაფერი წამიშალა წმინდა
მაგრამ შენი ფოტო ამაცალეს
დამიტოვეს ღვთიშობელის ხატი
ჩემში ცხოვრობს კაციცა და ქალიც
შენ კი შეგიყვარდა ფსიქოპათი
მოდიხარ და მიდიხარ და ასე
მიჩენ გულში უზარმაზარ რგოლებს
მაგრამ მაინც ამ არაფრით მავსებ
მაგრამ ამ დროს რა გადააგორებს
სანამ ისევ მოხვალ შენივ მკვლელთან
გეფიცები თუ ვლოცულობ გხედავ
ვერაფერი რომ ვერ გაგიკეთა
სწორედ შენ ის შეიყვარე დედამ
და დედებმაც ალბათ ასე მკრთალი
შეყვარება იცით უკვე სხვების
და ჩემივე სისხლში მაყვინთავებ
მერე ყველა ჯოჯოხეთში მყვები
შენს სუნს ვერ ვგრძნობ შენს ხმას ვერ ვგრძნობ დილის
ნიავია შენზე ვფიქრობ მღვიძავს
დედასავით თუკი ვერ მომივლი
ისევ ისე მოდი ხოლმე ძიძად
თორემ აჰა დავუშვათ და მოვკვდი
დავუშვათ და დამავიწყდა ხოხვა
იქაც ისევ შენ დაგიწყებ ლოდინს
შენ დედა ხარ და იქ როდის მოხვალ
ასე უნდა გაილიოს ნუთუ
ჩემი ყოფნა მოლოდინი აბი
ნეტავ სუმთლად მივყვებოდე თუთუნს
ნეტავ ერთხელ გაწყდებოდეს ძაფი
აღტყინებულს წერისათვის მომტყდეს
ხელიცა და დამებინდოს ტვინი
შენ ასწავლე ამ დამქანცველ ლოდინს
რომ არ გიყვარს სხვანაირი ნინი
მე რომ სადილს გიმზადებდი მე რომ
ვუხამებდი შენს ზედას და ქვედას
ის ვარ მაგრამ შენ ხომ აღარ გჯერა
აღარ გჯერა რადგან შენ ხარ დედა
ცას ვუყურებ და ფრთაგაშლილ ფრინველს
ყველაფერი სევდიანი არი
როცა არ ხარ ანუ როცა ვინმე
მეკარება ანუ როცა მკვდარი
ვარ უყურე მალე ზამთრის ქარებს
ჩვენ ორივე მარტო ვეყოლებით
სულ ღიაა ეს ოხერი კარი
ეს ოხერი მუდამ მეყვარები
და ყველაზე ძალიან რომ გიჭირს
ნაძვებზე და ბეღურებზე წერე
სხვას ვისა აქვს ჩვენნაირი ნიჭი
დახოცონ და შეიყვარონ მერე
მოკლედ სადმე პლეხანოვზე ისევ
ამ სახლიდან რადგან მასახლებენ
გელოდები გიყურებ და გისმენ
მთელი ჩემი დამტვრეული ძვლებით
ნინი ელიაშვილი
***
ვეღარ ვისწავლე
ღიმილის ისე მიმაგრება ლექსებზე,
თითქოს კანალიზაციის მილებს
ბაფთებით ვრთავდე.
მკითხველს კი სიხარული უნდა,
მარტივი ამბები.
უნდათ ვირთხები ჟოლოსფრად გადაიღებო
და მათი ნაკბენები ტყის თაფლით ამოივსო.
უნდათ, სადაც სიგიჟე იკუზება,
აითალო ფერდი
და მოასწორო სათქმელი ასფალტივით.
უნდათ ყეფა კალიებად დაიქუცმაცო
და სხვადასხვა მხარეს აუქშიო,
რომ ვეღარ შეაკოწიწონ და ვეღარ გაიგონ
სინამდვილეში რა თქვი.
უნდათ ფეხზე დამდგარმა წაიკითხო ლექსები,
რომ სიტყვებმა იოლად ამოირბინონ
ტერფებიდან ხორხამდე
და გზის გამრუდება აღარ დასჭირდეთ
მოხრილ მუხლებთან და წელთან.
მერე კი მოვა ფარჩის მშვიდი არაფერი,
გაწვები შენი სკივრის გვერდით,
რომელშიც ნისლი გაქვს გამოკეტილი
შავი დღისთვის,
საშიშად მკაფიო დღისთვის.
რომ ამოუშვა და ჩააყენო
შენსა და ნივთებს შორის,
შენსა და კეთილმოსურნეთა შორის,
შენსა და ბუნებას შორის
და აღარ გეძებონ შვილებმა, რადგან
ეგონოთ რომ აქვე ხარ,
ნისლს მიღმა სილუეტით გიცნონ,
და მართლა ეგონოთ რომ იქვე ხარ
და სინამდვილეში არ იყო იქვე.
მაია სარიშვილი.
|