დღიურები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
დღიური: ლუტეცია.
ისინი
===
ვინ არიან ისინი,
ჩვენი ოჯახის სამუდამო წევრები-
მიტოვებული ქალები,
დავიწყებული სიყვარულები,
რომ იციან ჩვენი სახლის ყველა კუნჭული,
ფუძე და ჭერი,
ღობე და ყორე...
სხედან ხოლმე,
ფეხი ფეხზე გადადებული,
გაუთლელ ვაშლს მხიარულად ახრამუნებენ
და გამჭოლ მზერით,
უხილავი სიღრმეებიდან,
ჩვენს თბილ, ოჯახურ იდილიებს,
დამცინავად აკვირდებიან.

ნანა ქელეხიძე.
ლუტეცია 2016-07-12 11:00:53

დღიური: ლუტეცია.
როგორ ძალიან მიყვარხარ
და როგორ ვერასოდეს მოვიტანე შენამდე
ჩემი სიყვარული.
...
ალბათ,
იმიტომ,
რომ ბუნებაში არსებული ათასობით სიყვარულიდან
არის ერთი,
რომელიც მხოლოდ გულით უნდა ატარო
და არასოდეს თქვა.

ნიკა ჩერქეზიშვილი.
ლუტეცია 2016-07-11 23:50:54

ncp.ge საგანმანათლებლო პროგრამები.ვიდეო გაკვეთილები

დღიური: მელ.ზ..
რა სასაცილოა ჩემი მცდელობა,
თავი მიწაზე შევიკავო.
რა არ მოვიგონე:
კარგი სამსახური, ნიჭი, ტკბილი ნამცხვრები…
პატარა ბავშვივით ვაჩეჩებ საკუთარ თავს შოკოლადებს –
აი, ნახე, ვინ გაჭმევს ამას საიქიოში,
ვინ მოგცემს ხელფასს,
იქ არ არის მაღაზიები, ახალი კაბის შესაძენად ვერ ჩამოუვლი,
მეგობრებთან ვერ გადარეკავ,
ვეღარ ჩახვალ ვეღარც შენს ზღვაზე,
წლების მერე სამშობლოს რომ დაგიბრუნებენ,
ვეღარც დაწერ, რაც დაწერე ეგღა იქნება…

ჩემი თავი კი, ჩემზე ბევრად ჭკვიანი და გატანჯული…
ჩემი სიშტერე არც კი ართობს.
როდის გახდა ასეთი შეუვალი?
რომელი ბრძოლიდან ვერ დაბრუნდა?
რომელი ჭრილობა გაუმიზეზდა ასე უსაშველოდ,
ბავშვობის, ომის, სიყვარულის?…
რომელს სდის დღემდე ჩირქი და სისხლი,
არ ხორცდება, თითქოს ყოველ მზის ჩასვლაზე,
ვიღაც მოდის და შხამს ასხავს,
ბლომად, დაუნდობლად.

მე კი ვდგავარ და ათას ბრჭყვიალა ნივთს ცხვირწინ ვუტრიალებ,
საიქიო რომ გადმოვწონო –
ნახე, ლამაზია, იქ არ გექნება, მაინც აქეთ სჯობს…
როდის გავხდი ასეთი მშიშარა?!
საკუთარ თავს ბოლო ბრძოლაში ვერ მივყვები.

თ.თოფურია

მელ.ზ. 2016-07-09 01:10:37


ნეფრიტის ქალის სიმღერა
ქალი ვიყავი. მდინარის ქალი.
თმა მქონდა - მდინარის ჟანგისფერი,
თვალებში ხავსის სინოტივე
წყლიან სიმწვანედ მეშლებოდა.
მდინარეს, მარტოდ მიტოვებულს
ვარწევდი, ჩუმად ვუმღეროდი,
ვარწევდი, ჩუმად ვუმღეროდი
მდინარეს, მარტოდ მიტოვებულს.
სავსემთვარეობას მოვიდნენ ქალები.
ჭაობის გველებივით მოვიდნენ ქალები.
მოვიდნენ მაშხალებით ჭაობის ქალები,
მოვიდნენ გველები, ტანზე შემომევლნენ.
თმა გამიშალეს.
სავარცხელი ჩამოუსვეს.
ციცინათელები ჩამოყარეს.
შავ ფრჩხილზე დაისრისეს.
შემილოცეს:
-ისე გიყვარდეს,
თმა გაგიქვავდეს.
ტანი გაგიქვავდეს -
ისე გიყვარდეს.
ის კაცი იყოს.
შენ - ქვა.
ის კვდებოდეს.
შენ ვერ შველოდე -
ქვასხეული გქონდეს.
ქვად ვიქეცი. ნეფრიტად.
თვალი - მწვანე ნეფრიტისა.
თმა - წითელი ნეფრიტისა.
ტანი - თეთრი ნეფრიტისა. ლოტოსის ყვავილისფერი.
სული - ხელუკუღმა გადაგდებული.
ცხადი - წართმეული.
სიზმარი - დატოვებული.
მწვანე სიზმარი.
...ჩემო, ნეფრიტის სიზმარია.
მდინარის ფსკერზე დალექილი.
მდინარე - მდნარი სპილენძია
მდინარე - მდნარი მინერალი,
ნეფრიტის ნისლი მოსდებია ობად.
ნეფრიტის ბალახში მოსრიალებს,
ჭაობის გველის ჭარივით და
ჩემო, ჭვირული ორნამენტი,
ჩემო, გზისა და ბილიკისა
მოაქვს.
ამ გზას უჩემოდ ვერ გაივლი!
ორკაპ
ენას წააგავს - შხამით და გესლით სავსეს,
ნეფრიტის ქვებზე შენი სიკვდილი თველმს და
გველივით კრთება მრეში ცხენების ხმაზე.
წინ ბილიკია, შენი ცხადი და ბოლო,
უკან წახვალ და ხიდი იქცევა ხრამად,
უნდა მოვასწროთ!
სანამ მზე ტვიფრავს მთებს და
სანამ ხეებში მინანქრის ტიხარს ასხამს.
წყალი გავხსენი. ცა გავხსენი. მიწა გავხსენი.
ამოვედი. მოვედი. მოგყვები.
თმას ვიმსხვრევ - წითელ ნეფრიტს,
უკან ვყრი.
ბროწეული ამოვა.
სიკვდილს ხვითო ეგონება, მოინუსხება, დადგება.
თვალებს ვიმსხვრევ - მწვანე ნეფრიტს - უკან ვყრი.
გველის სურო ამოვა.
სიკვდილის წინ გაწვება, გააჩერებს.
ტანს ვიმსხვრევ - თეთრ ნეფრიტს.
უკან ვყრი.
არყი ამოვა.
კანს შემოიცლის.
კვალად გზაზე დაყრის.
ჩემს სულამდე მიგვიყვანს.
ჩემი სული გექნება.
ის გიშველის!
მთაზე ციხე-ზარდახშაა - ნეფრიტისა.
ზარდახშაში ზარნაშო ზის - ნეფრიტისა.
ზარნაშოში ზარდახშა დევს - ნეფრიტისა.
ზარდახშაში ზარნაშო ზის - ნეფრიტისა.
ზარნაშოში ზარდახშა დევს - ნეფრიტისა.
ზარდახშაში ზარნაშო ზის - ნეფრიტისა.
ზარნაშოში ზარდახშა დევს - ნეფრიტისა.
ზარდახშაში ზარნაშო ზის - ნეფრიტისა...
ზარნაშოში მწვანე კვერცხი - ნეფრიტისა,
კვერცხში სული - ჩემი სული,
აიღე!
ნეფრიტის ზარდახშა გახსენი,
ამხსენი გველების შელოცვა,
სიკვდილი ვერაფერს დაგაკლებს,
სულს გაძლევ, აიღე, შენია!
შემოვა სხეულში, ჩადგება,
ჩადგება დაღლილი ქარივით
და როცა მზე ჩავა, მუზარადს
მოსწყდება მზის ბოლო არილი,
შენ ისევ ცოცხალი იქნები!
შემეხე - დამსხვრეულ მინერალს,
ვიცოდე, ასეთიც გიყვარვარ -
ლოტოსის მიმქრალი სიგრილით.
...და როცა მდინარეს ჩაუვლი,
დარწეულს ნავივით, მდინარეს
ნეფრიტის ყრუ წკრიალს გაიგებ,
ყრუ წკრიალს - ნიავთან მინარევს:
შენ: ცოცხალი: ჩემი: სულით: შენ: მიწაზე:
მე: მწვანე: ქვა: ქვადქცეული: მდინარეში:
შენ: ცოცხალი: ჩემი: სულით: შენ: მიწაზე:
მე: მწვანე: ქვა: ქვადქცეული: მდინარეში:
მდინარეში:
მდინარეში:
მდინარეში:
ფსკერზე:
ვწევარ:
უსულო.
ლელა ცუცქირიძე

მსურს რომ გამოვთქვა ტკივილი ჩემი, თუმცა ირგვლივ არავინ არის მსმენელი ჩემი.. და გულში ვიკლავ ყოველ სიტყვას ან ცრემლებით ვსველებ თვალებს.

და აი გამოჩნდა იალქანი, რომელიც ზღვაში ოდესღაც ჩაძირულიყო.

https://www.youtube.com/watch?v=aX9LPbAxcl4

https://www.youtube.com/watch?v=7hx_zwg5Ebg

დღიური: ნიიც.
გმადლობთ უფალოოოოო!......
ნიიც 2016-06-29 16:13:01

დღიური: ფუნიქს.
“პირამიდები”

იქ, სადაც დუმან პირამიდები,
მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე…
იქ, სადაც დუმან პირამიდები,
შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,
თველებდანაბული.
საყვარელ ხელებს მივეცემი, როგორც ნაზ საწოლს,
და შენ დამკოცნი როგორც დედოფალს, ვით მხევალს და ცოლს,
ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში,
მზიურებს მაშინ არაფერი მოგვაგონდება…
პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში.
ლურჯ სფინქსთან მივა, უცქერს დიდხანს და დაღონდება.
სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით,
მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ღელვას ალურს.
გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,
დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.
ფუნიქს 2016-06-29 08:38:50

https://www.youtube.com/watch?v=YU30UxC25Gk&list=RDYU30UxC25Gk

სამსჭუალები ფასიანეს ტაძრის მუხაზე
.........
უკეთესმკვდარო, მისჯილივით, შენს წყევლას ვუსმენ,
გველივით მცოცავს,
უკეთესმკვდარო, თავჩახრილი, შენს წყევლას ვუსმენ,
მიმსუბუქდება ტვირთი მცირედით,
დედამუხაზე შენი ხელით ჩაჭედილ ლურსმნებს
რომ ამოვაძრობ ბასრი კბილებით.
წყალმერჩხას შენი გალობა და შენი თვალები,
უკეთესმკვდარო,
წყალმერჩხას შენი გალობა და შენი თვალები,
დაე, მშიერმა თევზებმა ჭამონ,
სული რომ მქონდეს, მთელ სამყაროს შევიბრალებდი
შენი მიწის და ჰაერის გამო.
ხე–ქვა–ბორიოს მოტორტმანე შენი გულ–მკერდი,
უკეთესმკვდარო,
ხე–ქვა–ბორიოს მოტორტმანე შენი გულ–მკერდი,
დაე, გაჭეჭყონ მწიფე მსხლებივით,
მახსოვს, მათ გამო, მზეჩამდგარი ვის არ ვურქენდი,
გამინგრევია შუბლით ჯებირი.
ასი მთის იქით შენი თმა და შენი სურნელი,
უკეთესმკვდარო,
თავბრუდამხვევი შენი თმა და შენი სურნელი,
დაე, ისუნთქონ ცალრქა დევებმა,
ასი დღის მერე, დაე, ის დღე, მე რომ სულ ველი,
რომ შენთვის დევკაცს შუბით შევება.
მაშინ ჩემს სუნთქვას მოხტუნავე გული ჩამოკრავს,
შევზანზარდები,
ზარის თოკივით ჩემს სუნთქვას რომ გული ჩამოკრავს,
აგუგუნდება მთელი ჰაერი,
მიწას, ცრემლღელით რომ გავყავი, გაღმა–გამოღმა
ზათქი შეარხევს ათასნაირი.
ცას დასცვივდება ფრინველები მწიფე ხილივით,
მზეს გააჟრჟოლებს,
ჩამოწყდებიან ფრინველები მწიფე ხილივით,
და დასცვივდებათ ხეებს ფოთლები,
მე – ყველა სიტყვა, სათითაოდ და ყრუ ტკივილით
და საუკუნო დუმილს მოვდგები.

ახალაია

დღიური: ნიიც.
სამყარო მშვენიერია ყოველგვარი გამოგონილი სიყვარულის გარეშე!...... დავტკბეთ უბრალოდ და მივყვეთ დინებას
ნიიც 2016-06-27 13:57:43

643021

დღიური: ნიიც.
ხო ვიცი სიყვარული არ არსებობს, მას ჩვენ ვიგონებთ რათა ყოველი ჩადენილი სისულელე გავამართლოთ...... მაგრამ სითბოს, სიკეთის და გაგების უნარიც რომ დაკარგული გვაქვს ეს რით აიხსნება ნეტა?..... ღმერთო მომეცი ძალა რომ ტკივილი არ მივაყენო სხვას.
ნიიც 2016-06-25 00:00:07

http://tpdc.ge/essentials/

დღიური: ნიიც.
"როდესაც რეალობა ოცნებაზე უკეთესია".   
მთვარე 2016-06-24 14:42:55

დღიური: ნიიც.
თანამედროვე სიყვარულის განმარტებას ვეძებ....... დამეხმარეეეეთ!....
ნიიც 2016-06-22 11:37:55

დღიური: ლუტეცია.
არ დაიჯერო, პოეტო,
არ ითარგმნება ტკივილი.

ვახტანგ ჯავახაძე.
ლუტეცია 2016-06-22 01:08:59

დღიური: ნიიც.
ღმერთო დაიფარე ყველა
ნიიც 2016-06-21 23:55:32

იმედები და ...ჰო იმედები სადღაც გამექცნენ
ჰორიზონტს ვეღარ  მოვინიშნავ, რომ არ წავექცე...
მოლოდინები...(როგორ არ მიყვარს სიტყვა ნუგეში)
უცებ მომინდა  სურვილებით სავსე ბალიში .

არც მომავალში მისრულდება ჩემი ფიქრთაზღვა,
ან  მხოლოდ სიტყვა და ოცნება როგორ მომარჩენს?
თოვლიანია ეს დეკემბერიც , წინანდელივით,
რამდენ წელს ველი, გველისაა, თხისა თუ ვერძის
რომ გულისცემა გამითბო და გხედავდე ჩემში.
პესიმისტური გამომივიდა ახლა ეს ლექსიც...

დო დო რე მი ფა , დო რე მი ფა , სოლ ლა მი ფა რე
და საჩუქარიც შენ იყავი , მინდა გიყვარდე.
გულზე მკიდია ყველა ნოტი, ყველა დიეზი,
ვიღას ჭირდება ჩემი ლექსი და რექვიემი.
ბუდულა 2016-06-20 22:29:11

მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას,რაც ჩემი ნებით არ დამითმია...

დღიური: ფუნიქს.
არაჩვეულებრივი არაჩვეულებრივი
შენ იყავი არაჩვეულებრივი
მე ვიყავი პათეტიკური
ჩვენ ვიყავით არაჩვეულებრივი
არაჩვეულებრივი
ეი ბავშვო
-უპს- ქალიშვილო
ნუ გეშინია არ გაბამ,გეფიცები
თავისუფალი ვარ ისე მაგრამ
ბავშვი არ მინდა ,ნუ რა შუაშია
დაბრუნდი
ხუთი წუთით რა -არ შეგაწუხებ
ნასვამი ვარ რა
და ისეთ ტიპს როგორიც მე ვარ სხვა საქმე აქვს,ვიდრე
ვინმე შეაწუხოს.
არაჩვეულებრივი უბრალოდ არაჩვეულებრივი
შენ იყავი არაჩვეულებრივი
მე ვიყავი პათეტიკური
ჩვენ ვიყავით არაჩვეულებრივი
ეი შენ მაგარ
შეხედე, შენ გგონია მაგარი ხარ ხომ?
რადგან ოჯახი გყავს და ცოლშვილი?
კარგად შეხედე ეს უბრალო ბეჭედია
არ მოტყუვდე ,როგორც ყველგან ისე მთავრდება
და იმ გოგოს შესახებ მოუყევი? თუ გინდა მე ვეტყვი
და ბავშვზე ? ჰაჰ
ვეტყვი და ასე მოგვარებულია საკითხი
სამი წელი მოიგე
თუ არა და ელოდე და დაინახავ-თუა არაჩვეულებრივი .
არაჩვეულებრივი არაჩვეულებრივი
შენ იყავი არაჩვეულებრივი
მე ვიყავი პათეტიკური
ჩვენ ვიყავით არაჩვეულებრივი
არაჩვეულებრივი
ეი პატარავ
იცი რომ ცხოვრებაში არც ბოროტია და არც კეთილი?
თუ დედა ყვირის ,რადგან სიბერის ეშინია
მამა თუ დედას ღალატობს ,რადგან დედაშენი დაბერდა
რატომ გარბიხარ ,დაბრუნდი ეეე
და რატომ მიყურებთ როგორც მაიმუნს
თქვენ ყველანი წმინდანები ხართ არა მაიმუნების ბანდავ ?
მომეცით მაიმუნის შვილი ის იქნება არაჩვეულებრივი
ა რ ა ჩ ვ ე უ ლ ე ბ რ ი ვ ი
არაჩვეულებრივი არაჩვეულებრივი
შენ იყავი არაჩვეულებრივი
მე ვიყავი პათეტიკური
ჩვენ ვიყავით არაჩვეულებრივი
არაჩვეულებრივი




ფუნიქს 2016-06-16 21:19:26

დღიური: ფუნიქს.
Formidable, formidable
Tu étais formidable, j'étais fort minable
Nous étions formidables
Formidable
Tu étais formidable, j'étais fort minable
Nous étions formidables

Oh bébé - oups ! - mademoiselle
J'vais pas vous draguer, promis juré
J'suis célibataire, depuis hier putain !
J'peux pas faire d'enfant et bon c'est pas - Eh reviens !
Cinq minutes quoi ! J't'ai pas insultée
J'suis poli, courtois, et un peu fort bourré
Et pour les mecs comme moi, vous avez autre chose à faire hein
Vous m'auriez vu hier...
J'étais...

Formidable, formidable
Tu étais formidable, j'étais fort minable
Nous étions formidables
Formidable
Tu étais formidable, j'étais fort minable
Nous étions formidables

Eh tu t'es regardé, tu t'crois beau
Parce que tu t'es marié, mais c'est qu'un anneau
Mec, t'emballe pas, elle va t'larguer comme elles le font chaque fois
Et puis l'autre fille, tu lui en as parlé ?
Si tu veux je lui dis, comme ça c'est réglé
Et au p'tit aussi, enfin si vous en avez
Attends trois ans, sept ans, et là vous verrez
Si c'est...

Formidable, formidable
Tu étais formidable, j'étais fort minable
Nous étions formidables
Formidable
Tu étais formidable, j'étais fort minable
Nous étions formidables

Et petite - oh pardon ! - petit
Tu sais dans la vie y'a ni méchant ni gentil
Si Maman est chiante, c'est qu'elle a peur d'être mamie
Si Papa trompe Maman, c'est parce que Maman vieillit, tiens
Pourquoi t'es tout rouge ? Ben reviens gamin !
Et qu'est-ce que vous avez tous, à me regarder comme un singe, vous ?
Ah oui vous êtes saints, vous !
Bande de macaques !
Donnez-moi un bébé singe, il sera...

Formidable, formidable
Tu étais formidable, j'étais fort minable
Nous étions formidables
Formidable
Tu étais formidable, j'étais fort minable
Nous étions formidables
ფუნიქს 2016-06-16 20:48:29

დღიური: ფუნიქს.
ვის მოვუყვე ჩემი გულის ტკივილი-
არავინ არ ჩანს.
წასულან , უქცევიათ ზურგი
სახეში კი მიყურებენ
ამომიკემსე გული ჩემო სულის შეყვარებულო
ასე ჯობია,
აღარც სათქმელი მექნება რამე , დავასვენებ ქვეყანას.
და მე რომ მტკივა-
შენ შეხედავ-აბა ნეტა ვინ რა გაიგოს
ისედაც მკვდარს გავს ჩემი გული
ან რად გაიგოს
ზედმეტია სხვისი ტვირთი გულისტკივილი,
თუ საკუთარი გაიგონა ვინმემ იტირებს აბა
მისი გულის შეყვარებულს
ან არ იტირებს -მოეფერება
-ამ ამბავში მე რას გავიგებ..
შენ რა შუაში ხარ ჩემო გულის შეყვარებულო-
გიყვარვარ ალბათ
-ვიყურებოდი ასე, როგორც ეხლა, უბრალოდ და მოხდა
შემიყვარდი
არ შეგეშინდეს -ჩემო სულის შეყვარებულო
აგერაა ჩემი გული და ჯიბით დამაქვს ,
ამომიკემსე გული ჩემო სულის შეყვარებულო,
ამომიკემსე...
ვის მოვუყვე ჩემი გასაჭირი, არავინ არ ჩანს
სხვისი ხმები ესმით ტალღებს და
გუგუნებენ
ლამაზია სხვისი ხმები და ჩემსას არ გავს ,
მისი ხმის გაგონება ჯობია ალბათ ...
ნუ რას გაიგებ.

ლამაზია ჩემი სულის შეყვარებული-
ახლოში არ ჩანს ,არც შორს არ ჩანს და მის იქეთ..
არ ვიცი აბა..
რას გაიგონებს
ფუნიქს 2016-06-16 14:13:04

დღიური: მელ.ზ..
.
მელ.ზ. 2016-06-07 17:23:06

დღიური: ლუტეცია.
https://www.youtube.com/watch?v=1D8AFww44qw
ლუტეცია 2016-06-07 13:39:36

დღიური: მაჩ...
კარგი იქნებოდა ეგ ბედნიერება დიდხანს გაგრძელებულიყო,
მადლობა.
მაჩ.. 2016-06-06 17:44:34

დღიური: კაი ტიპი.
გადასალახი დიდი ხნის წინ გადაილახა,
მზით გამჟღავნებულ მთვარის ფირზე გადადის კადრი,
ყლე უნდა იყო, ადამიანს უთხრა- მიყვარხარ,
და მერე უცებ ერთ-ორ თვეში - გადამიყვარდი!!..
კაი ტიპი 2016-06-02 16:15:42


1 2 3 ... 23 24 25 ... 1398 1399 1400