დღიურები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
დღიური: ნიიც.
მალე წავალ და ინანებთ ვიცი, რომ ვერა თქვით თუნდაც ერთი სიტყვა!
ნიიც 2016-09-09 23:18:02

გილოცავ ჩემო ფერია! ბედნიერი ქალი, დედა, ბებო ყოფილიყავი :* ჯანის სიმრთელე, ულევი სიხარული, ფინფნსური სიძლიერე, წარმატებები ყველგან და ყველაფერში   გკოცნი დედა

დღიური: თემური57.
გადავხედე ჩემს დღიურს, რაღაცეები არ მომეწონა, კიდეც გამიკვირდა,
ასე მკაცრი რატომ ვიყავი მაშინ.
არა! სხვის შეფასებებში ერთი ზედმეტი სიტყვაც არ მაქვს დაწერილი, ისე,  ,,ურაკის''
შესახებ მქონდა მძაფრი რეაქცია.
ალბათ იყო ამის მიზეზი, მაგრამ ამ გადმოსახედიდან  მცირედით მნიშვნელოვანი,
მართლაც ზოგ კარგ ლექსს, შემფასებელი არ ჰყავდა, თუმცა ,,კარგის'' სტატუსი
ჩემი პირადი მოსაზრება იყო და სხვა არაფერი ... ჰოდა, რატომ უნდა ჰყოლოდა?
თურმე საიტიდან წასვლაც კი გადამიწყვეტია , არ დაიღვრებიდა ,,ურაკი''  ცრემლად?
რა ტრაგედიას გადარჩენილან მისი წევრები? ...
ე.ი. ჩემშიც შემოუღწევია ამპარტავნებას, მაგრამ გადაჭრით შემიძლია  იმის თქმა,
რომ მან ფეხი ვერ მოიკიდა და დავძლიე ...
  დავძლიე?! ... რა ვიცი აპა?
 

თემური57 2016-09-08 20:18:30

მინდა ვიწვიმო შენს მინდორში
ხიდის ქვეშ..
სადაც..
გასხეპილია
ყოველივე
მსგავსი ბალახის,
სადაც სურნელი
წვიმის სურვილს
ყოველწამს ბადებს,
და საბადოებს
ააბოდებს
მეთუშალახი,
მე ღრუბელი ვარ,
უფრო სწორედ
ღრუბელი მფარავს,
გპარავ
სინაზეს
ზაფხულისას
და მაგარ მიწის,
იწვის,
სინათლე
დაშვებული
ღრუბლების
ბზარად,
არბილებს წვიმა
მიწის კორდებს,
ეცმება წიწვებს

დღიური: mrs.smith.



კაცმა არ იცის, რა არის სისულელე.
ის დღეები,
საათობით რომ ვისხედით ხოლმე
ამოჩემებულ ადგილას
და ათას სისულელეზე ვლაპარაკობდით,
თუ ის,
ერთ-ერთი ჩვენთაგანი ყოველდღიურად რომ მარტოვდება
და მეორე მოჩვენებითი თავისუფლებით ტკბება.

ნიკა ჩერქეზიშვილი
mrs.smith 2016-09-06 23:42:38

მინდა ვიწვიმო შენს მინდორში
ხიდის ქვეშ..
სადაც..
გასხეპილია
ყოველივე
მსგავსი ბალახის,
სადაც სურნელი
წვიმის სურვილს
ყოველწამს ბადებს,
და საბადოებს
ააბოდებს
მეთუშალახი,
მე ღრუბელი ვარ,
უფრო სწორედ
ღრუბელი მფარავს,
გპარავს,
სინაზეს
ზაფხულისას
და მაგარ მიწის,
იწვის,
სინათლე
დაშვებული
ღრუბლების
ბზარად,
წვიმა
არბილებს წვიმა
მიწის კორდებს,
ეცმება წიწვებს

https://www.youtube.com/watch?v=luM6oeCM7Yw

https://www.youtube.com/watch?v=XmSdTa9kaiQ

შენ ხარ მოლოდინი
წვიმისა..
როგორც გამშრალი მიწა 
წვავს შიშველ ფეხისგულებს,
მისი სიცხით კი
იკვრება მოლოდინის წვიმის ღრუბელი,
შენს თავს ზემოთ...
შენ დაგასველებს, უხვი წვიმა,
მაცოცხლებელი წყლისა,

დღიური: ჭა.
ფლე-ში...
ჭა 2016-08-20 22:24:49

სამჯერ სამი თუ ცხრა არის,
ორჯერ ორი ოთხია.
ჩემს ეზოში ყანა გახმა
მოიმარჯვე თოხია.
ხაჭაპურებს დაგიცხელებ
ყავას, ალბათ რძიანსა
შევრიგდეთ და დამიზავდი.
გულს გაჩუქებ მზიანსა

დღიური: ვანო.გლ.
მეორე ფოტო: ელენე და ანა.

შენ მეკითხები: ''რა მოხდება, როგორ ვიქნებით,
უკვე დამთავრდა თუ მთლიანად ამოვითხრებით?''.
არა! დღეს ბედი სხვას გვიმზადებს ძნელს და საოცარს,
ვეღარასოდეს წავიკითხავთ ''ვეფხისტყაოსანს.''

შენც გადარჩები, შენი შვილიც და შვილიშვილიც,
აღარც ნაღმები, არც მხუთავი ყულფი შიმშილის,
ოღონდ დათანხმდი, საბოლოოდ მტერს და მაოხარს,
რომ არასოდეს წიაკითხავ ''ვეფხისტყაოსანს.''

ვთქვათ არც კითხულობ, გარიგება არის მთავარი,
სულ ცოტა ხნის წინ ასე ჰკლავდნენ ნათავადარებს,
ასე იდალგოს მორჯულებას ცდილობს კარასკო,
სინედრიონიც ასე აწყობს წითელ პარასკევს.

და რადგან მკითხე, მოისმინე ჩემი პასუხიც:
შხამგარეულით ნუ გაძღები ტკბილი ნაზუქით,
არ დათმო შვილო, არ შეპირდე მტერს და მაოხარს,
რომ არასოდეს წაიკითხავ ''ვეფხისტყაოსანს.''

მალხაზ კვანჭილაშვილი
ვანო.გლ 2016-08-19 12:11:03

I ადგილი – 1000 ლარი;

II ადგილი – 700 ლარი;

III ადგილი – 500 ლარი.

ლიტერატურული ნაწარმოებები მიიღება 2016 წლის 20 სექტემბრამდე, ელექტრონულ ფოსტაზე: tpdc.georgia@gmail.com გზავნილში მითითებული უნდა იყოს ავტორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია. საუკეთესო მოთხრობები გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ზე.


https://www.youtube.com/watch?v=Ly2Z43WP4jE

რა შორს წასული მოხვედი რა ახლოს,
უშენოდ არცერთი სეზონი არ მახლავს,
სულ სხვა სამყაროდან შენს გულში ვესახლე,
ჩემი გუთანი შენს ეზოს გადახნავს



მიყვარხარ
ვაყოლებ სიტყვებს
და ჩურჩულებს,
შენს ყურებს ავავსებ ენით და ტუჩებით
ბუნება არაა ისეთი ურჯულო
ჩვენს ალერსს,
მოარტყას ჭორი და ქუჩები
შენი ვარდი გაუშლელი,
ლელოს ვიტან,
ვატან ლალებს,
უშლელი და დაუშლელი,
ყელზე ვიხვევ შენს დალალებს
შენს კალთაზე მიდევს თავი,
სახეს ვუმზერ ძუძუთ შორის,
ხელი გარბის დასჭერად
როგოროც წიწილებზე ქორი,
ჩამომყურებ
ზემოდან და,
ჩამოდინდა თვალზე ცრემლი,
ნეტავ ადრე გამეცანი,
შენს სიყვარულს
ვსვამ, კვლავ დავლევ
ასე შორს რომ არ იყო და ცხოვრობდე აქვე ახლოს,
ნუთუ ასე სიყვარულით
გავბედავდით მიახლებას?

დღიური: რენუარი.
გაგრძელება იქნება

           

,,დამშვიდდით, სამუდამოდ კი არ ვაპირებ აქ დარჩენას“ - ვთქვი გალიაში მყოფთა გასაგონად. თოკზე დაკიდებულ ბორბალზე შემომჯდარმა მამალმა ბაბუინმა მოქანავე საბურავიდან ისკუპა, გაავებული მომვარდა და კბილები დამიღრჭიალა. გავიქეცი და იმ საბურავზე შევხტი, რომლიდანაც  ჩამოხტა.  გამხმარ ხეზე თავმოყრილი დანარჩენი ბაბუინები აჭყივლდნენ და სწრაფად დაიწყეს ადგილების გაუთავებელი ცვლა. მამალი ბაბუინი ისევ აპირებდა შემოტევას, თოკი ჩამოწყდა. დამესივნენ წინაპრები. რომელსაც მივწვდი, ყველას ვუკბინე.
ასე მოვხვდი საგიჟეთში.
,,დამშვიდდით, სამუდამოდ კი არ ვაპირებ აქ დარჩენას“ - ვუთხარი ფოიეში მყოფებს. ერთი ფანჯარასთან იდგა, მინაზე აფურთხებდა და ნერწყვით ველოსიპედებს ხატავდა. მეორე წიგნიდან ჩუმ-ჩუმად ფურცლებს ხევდა და ილუკმებოდა. მესამე იყო სკამი, რომელზეც მეოთხე იჯდა და ძუაზე ღილებს ასხამდა. ყურადღება  მეოთხემ მომაქცია. მოვიდა, შარვალზე ღილები დამაწყვიტა და  თავის ,,სავარძელს“ დაუბრუნდა. შარვლის ხელით დაკავებით რომ დავიღალე, კედლის საათი ჩამოვხსენი, მეოთხეს უკნიდან მივეპარე და თავზე გადავამტვრიე. როცა სანიტრები მიმათრევდნენ, შევხედე, როგორ ბედნიერი ცდილობდა მესამე მეოთხის თავში ჩარჭობილი საათის ბზრიალას დაბზრიალებას… ერთი თვე ვმალავდი ენის ქვეშ საძილე აბებს და  გამორღვეულ ბალიშში ვინახავდი.
თვის ბოლოს ყველა ერთად დავლიე.
ასე მოვხვდი მორგში.
,,დამშვიდდით, სამუდამოდ კი არ ვაპირებ აქ დარჩენას“  ამაოდ ვცადე დაძაბული სიჩუმის დარღვევა. გვამი N14 არც განძრეულა. ქალის გვამს,  რომლის ტერფსაც ვერ ვხედავდი, რომ ნომერი გამერკვია, მხოლოდ ხელი გადმოუვარდა. გვამი N5  გაზებისგან დაიცალა. მე ნომერი არ მეკეთა.
ასე მოვხვდი საარჩევნო სიაში.
,,დამშვიდდით... „

სანდრო უგლავა
რენუარი 2016-08-15 17:18:32

დღიური: ჰოჰ.

სიგარეტი გამითავდა.
ბერეტი დავიხურე
კარი გავიხურე და
მაღაზიისკენ გავეშურე.
ჰოჰ 2016-08-06 05:21:30

დღიური: ჰოჰ.
ძნელია დაწერო ისეთი ლექსები
ხალხი რომ შეიყვარებს, ხალხი რომ ტაშს დაუკრავს
ძნელია, გამოთქვა სწორად ის აზრები
შენ რომ გაიფიქრებ და ტანში რომ დაგბურძგლავს!
ძნელია შეიგრძნო სხვისი ის ტკივილი,
რომლის მსგავსიც დღემდე  არვის განუცდია,
ძნელია ითვალო შენი შეცდომები,
სხვისი შეცდომების თვლა კი ადვილია.

ძნელია სიტყვებში ჩადო  ის ემოცია,
ასე რომ უფრთხილდები, ასე რომ დაჰფოფინებ !
ძნელია იყო კეთილი და მშვიდი,
მაშინ, როცა სიბოროტის ჭაობს გადმოჰყურებ!
ძნელია იყო სავსე სითბოთი და ზრუნვით,
როცა ყოველ ზრუნვას ფარ-ხმალს უხვედრებენ.
ძნელია უანგაროდ შეიყვარო ვინმე, 
როცა შენს სულს ჭუჭყიანი ხელით ამოწმებენ!
ძნელია თქვა ის , რაც ყველას ეამება,
რადგან სიმართლეა თავად ძალზედ მწარე!
ძნელია სწორედ იმ ბავშვად დარჩენა,
შენ რომ გენატრება და სხვები რომ კიცხავენ!
ძნელია იყო ქალი_სუსტი, ნაზიც, ქორფაც,
მაშინ როცა გიწევს ზურგით ბევრის ზიდვა,
ძნელია გაშალო ფრთები ისე ფართოდ,
ფრენა რომ შეძლო და არ დაენარცხო მიწას,
ძნელია არწივივით ირაო შემოჰკრა, 
ისე რომ  ჟანგბადისგან თავბრუ არ დაგეხვას.
ძნელია იდგე მყარად, მტკიცედ, დედაბოძად,
როცა ყველა იბრძვის შენ ერთის წინააღმდეგ!

ავტორი - ფლორენცია.
ჰოჰ 2016-08-06 04:39:17

დღიური: თთ.
ყოველ ძილს ვატან ჩემ წილ ტკივილებს.
ვიღვიძებ,სიზმარს მიაქვს არც ერთი...
თთ 2016-08-02 09:39:51

სავსე დარბაზი, პრინცესებით,
მსუბუქი ტანსაცმლით,
ცხელი სისხლით და
გატეხილი გულით,
ცხოვრების ჭრილობებით რომლებიც
არ ხორცდება,
მე კი ვზივარ
ცარიელი ჭიქის წინ,
მას სათქმელი არაფერი აქვს
როგორც ამ ლამაზმანების თვალებს,
ისინი მხოლოდ ტირიან
ტირიან არაფერზე.
მეღიმება,
მე ნებისმიერის ტირილს ავიტან
ყოველთვის როცა, ეს შენ არ იქნები.

გიო (ჩრდილი)

╭╮╱╱╭━━┳╮╭━┳━━━╮
┃┃╱╱╰┫┣┫┃┃╭┫╭━━╯
┃┃╱╱╱┃┃┃╰╯╯┃╰━━╮
┃┃╱╭╮┃┃┃╭╮┃┃╭━━╯
┃╰━╯┣┫┣┫┃┃╰┫╰━━╮
╰━━━┻━━┻╯╰━┻━━━╯
╭━━┳━━━╮
╰┫┣┫╭━━╯
╱┃┃┃╰━━╮
╱┃┃┃╭━━╯
╭┫┣┫┃
╰━━┻╯
╭╮╱╭╮
┃┃╱┃┃
┃┃╱┃┃
┃┃╱┃┃
┃╰━╯┃
╰━━━╯
╭━━━┳━━━┳━━━╮
┃╭━╮┃╭━╮┃╭━━╯
┃┃╱┃┃╰━╯┃╰━━╮
┃╰━╯┃╭╮╭┫╭━━╯
┃╭━╮┃┃┃╰┫╰━━╮
╰╯╱╰┻╯╰━┻━━━╯
╭╮╭╮╭┳━━━┳━━━━┳━━━┳╮╱╭┳━━┳━╮╱╭┳━━━╮
┃┃┃┃┃┃╭━╮┃╭╮╭╮┃╭━╮┃┃╱┃┣┫┣┫┃╰╮┃┃╭━╮┃
┃┃┃┃┃┃┃╱┃┣╯┃┃╰┫┃╱╰┫╰━╯┃┃┃┃╭╮╰╯┃┃╱╰╯
┃╰╯╰╯┃╰━╯┃╱┃┃╱┃┃╱╭┫╭━╮┃┃┃┃┃╰╮┃┃┃╭━╮
╰╮╭╮╭┫╭━╮┃╱┃┃╱┃╰━╯┃┃╱┃┣┫┣┫┃╱┃┃┃╰┻━┃
╱╰╯╰╯╰╯╱╰╯╱╰╯╱╰━━━┻╯╱╰┻━━┻╯╱╰━┻━━━╯
╭━━┳━╮╱╭╮
╰┫┣┫┃╰╮┃┃
╱┃┃┃╭╮╰╯┃
╱┃┃┃┃╰╮┃┃
╭┫┣┫┃╱┃┃┃
╰━━┻╯╱╰━╯
╭━━━┳━━━╮╭╮╭━━━╮
┃╭━╮┃╭━╮┣╯┃┃╭━━╯
╰╯╭╯┃┃┃┃┣╮┃┃╰━━╮
╭━╯╭┫┃┃┃┃┃┃  I    (----)    I
┃┃╰━┫╰━╯┣╯╰--I    (----)    I
╰━━━┻━━━┻━━┻━━━╯

დღიური: ფუნიქს.
სად ხარ ჩემო სიყვარულო
სად გითენდება და გიღამდება
როგორი ქალი გეთამაშება და ეთამაშები
კეთილია თუ ბოროტი,გამცემი თუ მუხდალი
განერვიულებს თუ გამშვიდებს
სიმართლეს გიყვება თუ ტყუილებს
სად ხარ ჩემო სიყვარულო -
როგორი მთვარის სინათლე გაქვს თვალებში
სავსე თუ ჩამქვრალის
რომელ გზებზე გინათებს ის, რომელზეც მშვენიერებაა
თუ მარტოობა , სინათლე თუ სიბნელე
სად ხარ ჩემო სიყვარულო სად
იქ სადაც ყველაფერია
თუ არაფერი...
იქ სადაც მშვიდობაა თუ ბრძოლა
სად ხარ ჩემო სიყვარულო
ვინ გიყვარს ჩემო სიყვარულო
ვის ეტრფი ჩემო სიყვარულო
ისეთი ხარ როგორიც ხარ თუ
მასთან სხვაგვარი ?
სადა ხარ ჩემო სიყვარულო
როგორია ეს სიყვარული
გაშორებს თუ გაახლოებს მასთან
გკლავს თუ გაცოცხლებს
გაშორებს თუ გაახლოებს
ჩემგან
გკლავს თუ გაცოცხლებს. ..
ფუნიქს 2016-07-28 01:38:12

კვდომა
ღია თვალები დამანახე, ზღვის სიბრწყინვალე
და მასში სისხლი ღამ-ღამობით როგორ ირევა,
მე, ეკლიანი მავთული ვარ-საზღვრად ცხინვალის
და უპატრონოდ დარჩენილი ოჩამჩირე ვარ.
აჰა, ეს თქვენი მონასტრები, ზურგი ვუქციოთ
და გზაც, რომელიც არსად მიდის უფრო მოკლე ჩანს,
თუ ქართველობის ინსტრუქცია გვაქვს უფუნქციოდ,
თუ ერთადერთი ფუნქციაა თავი მოგვეჭრას.
ჩვენ ჩამოვსხდებით, ვისაუბრებთ და გამოვხშირავთ
ომგამოვლილი, დალეწილი ძვლებიდან ვარგისს
და ახალ-ახალ ჭრილობებზე ასულ ოხშივარს,
ჩავალბობთ დილით ამოწვერილ ბალახის ცვარში,
რადგან ბალახზე ფეხშიშველამ თუ არ ვიარეთ,
რაა მამული, რაა ენა, რაა პარტია,
წესი იქნება, წესი იყო და წესი არის,
რომ შვილებს, თქვენი ტყემლის ჭამა არ გვეპატია
და მოგვეკვეთა კბილებივით ყველა ოცნება,
თავისუფლება აღარ ნიშნავს თავი განაგო,
რომ რუსთაველის პროსპექტიდან გვმოძღვრონ მგოსნებმა
მჭერმეტყველებით, ყურმოკრულ და სადღაც განაგონ
აფორიზმებით, რომ, ხელი ხელს ბანდა, კვიცი კი
გვარზე დახტოდა, ხარი ხართან უნდა დაგვება,
ქალაქში, რომლის სახელია ბოშათა ცირკი,
ჩვენ ვიზრდებოდით სახაფანგედ, მშიერ თაგვებად.
რადგან გამხმარი ნამცეცებით გაზრდილ თაობას,
გამხმარი პურიც სანატრელი გვქონდა მეტწილად.
დიახ, ეს დიდი ცირკი არის,
სანახაობაც,
უკვე რამდენი ეპოქაა აღარ შეცვლილა.
უბრალოდ ვლპებით ისტორიის გალერეაში,
პერსპექტივებით, წითელ წიგნის მორიგ წევრებად,
მე მახსოვს ცრემლი საქართველოს როგორ შეაშრეს
და თქვეს: მკვდრებისთვის დიაგნოზიც არ იწერება.
და ვეძებ თვალებს, სანუგეშოდ, ზღვის სიბრწყინვალით,
ჩავხედო, სისხლი ღამ-ღამობით როგორ ირევა,
რადგან მე ეკლის მავთული ვარ საზღვრად ცხინვალის
და უპატრონოდ დარჩენილი ოჩამჩირე ვარ.
ლაშა ბიბიჩაძე

დღიური: ნინინო.
ასეთ დროს, ხანდახან,
ფიქრები წასვლაზე
გაწვება, გიჭერენ -
უაზროდ მარწუხებს.
ნაბიჯებს აყოვნებ
და სისხლის დაცლამდე
გამშრალი ცხოვრება
სიჩუმით გაწუხებს...
ნინინო 2016-07-25 19:31:11

შენ არ წახვიდე გაუფრთხილებლად
გთხოვ არ წახვიდე
შენზე ფიქრები მიწვავს გულმუცელს
და ყოველი  დღე
დამიმოკლდება, ჩამიქრება სხივი ნათელი,
სიზმრის მაგვარი
ლაბირინთიდან ვერ გამოვაღწევ,
თავბრუდასხმული.
შენ არ წახვიდე, გამაფრთხილე.
რომ მზეს ვესესხო
და თუ არ მომცემს, ძალით წავგლიჯო
ცეცხლის ალები
სიცოცხლისათვის არ მეყოფა მაინც ძალები.




დღიური: ფუნიქს.



ბგერებით გაჭედილ ჰაერს მოძრაობასა და მანერებს
დროს ,ჩვეულებასა და ხასიათს მიღმა
გვათრევენ ,უნაგირიდან გვაგდებენ
არ გვინდობენ ვნების რაშები
და ირწევიან
და ბორგავენ
დაჭიმული ვიოლინოზე ,როგორც ნერვზე
ჩვენი სხეულის მოუსვენარი რითმები
ვენადასერილი ტუჩებით,
უხერხული დასაწყისით-
ჩვენი ცხოვრების ღამის რაშები
დამწვარი ფრთებით ,მძლავრი თეძოებით
ერთმანეთში  შესადუღებლად მძიმედ
ან ნაზად ,ფერებით..
უბის ჭუჭრუტანებში ჩატანებულ-
ჩაქარგულები ვარდისფერი ვნების რაშები
და ცეკვავენ
და ეწებებიან
და იფრქვევიან
და იქერცლებიან
იკოცნებიან
იღგზნებიან...
მოძრაობას იმეორებენ
აგრძელებენ
და გვეძახიან..
გადმოდიან
და იღვრებიან ..
ბგერებიდან
თვალებიდან
მაერებიდან
სუნთქვის გახშირებამდე
დროის გადაწევით -მიზნამდე
კვნესის შიშით, დასაბადებლად, სიცოცხლით-
უსირცხვილო მარადისობისთვის
ვნების რაშები..
ფუნიქს 2016-07-19 23:37:56

ჩემთვის უდაბნოს ოაზისი და ცეცხლში წყალი ხარ
თუმცა ცეცხლის ალი და წყარო შენში დგას
მწვავ, ფერფლად მაქცევ, რომ თავიდან წამომაყენო
გამიგრილო გული დამწვარი
და აღმადგინო ნაცრად ქცეული
შენი ტუჩები ნამიანი მკერდზე შემახო
მარადიულ ბედნიერებას მაზიარო ქალი ეული..



შენ ხარ მოლოდინი
წვიმისა
როგორც გამშრალი მიწა,
გიწვავს შიშველ ფეხისგულებს,
მისი სიცხე და იკვრება მოლოდინის წვიმის ღრუბელი,
შენს თავს ზემოთ, შენ დაგასველებს, უხვი წვიმა,
მაცოცხლებელი წყლისა,
ინანავ, სატრფოვ მწყემსისაო, შენს ნაყოფიერ მიწებს უხვი წვიმა ასველებს

უდაბნოში ჩემი ოაზისი და ცეცხლში წყალი ხარ
თუმცა ცეცხლის წყარო შენიდან მოდის
მწვავ, ფერფლად მაქცევ, რომ თავიდან წამომაყენო
და აღმადგინო ნაცრად ქცეული
შენი ტუჩები ნამიანი მკერდზე შემახო
მარადიულ ბედნიერებას მაზიარო ქალი ეული

დღიური: ფუნიქს.
შენ ხარ სიყვარული ჩემი
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
დღეებს შიგან მანათობელი
მომცემელი სიცოცხლის და განახლებისა
შენ ხარ სიყვარული ჩემი
გულსა შიგან დანერგილი ვაზი სრულყოფილებისა
და სადაც არ ვიყო და როგორადაც ვამბობ:
ძლიერებანი ამაქვეყნისანი დაიფანტება
სიტვები გაუქმდებიან, ფრაზები, მოწოდებები..
ცისა და მიწის ზღაპარი შეიცვლება
დღე და ღამე ერთად გატეხენ სამხარს
ბოროტების და სიკეთის ზღაპარიც მოსაყოლი
ეგრერიგად - დაივანებს სამოთხეში და სამოთხე კი შენთან
და შენ გაანათებ მუდმივად
როგორც ვარსკვლავი მუდმივი
ციხესიმაგრედ ახლოდ და შორეულად
შეურყევლად და გახსილად
და მოვლიან მომნახულეები და გაუკვირდებათ
სიდიდე შენი და უბრალოება. უცვლელობა და
ცნობა შენი ოდითგანვე ,დიდებულება და სინათლე
დაჰყრიან იარაღს მგზავრები და იტირებენ
და შეიგრძნობენ ცრემლების ბედნიერებას ყველანი
რადგან ვერ იპოვიან სხვას
ვერსად ხსნას
შენზე ნამდვილს
შეზე უკეთესს
და იტყვიან :
შენ ხარ სიყვარული ჩემი
სიკვდილითა სიკვდილისა დამთგუნველი
დღეებს შიგან მანათობელი ,
როგორც ვარსკვლავი
მომცემელი სიცოცხლის და განახლებისა...
ფუნიქს 2016-07-14 23:29:01

დღიური: თთ.
https://www.youtube.com/watch?v=-1BnU470lIQ
თთ 2016-07-14 19:09:37


1 2 3 ... 22 23 24 ... 1398 1399 1400