დღიურები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
დღიური: ფუნიქს.
მოუსმინე წვიმას იგრძენი ყოველი მისი წვეთი ფაქიზ კანზე ჟრჟოლვამომგვრელი სიამოვნებით
შეადარე ყველაზე დიდ ეროტიკულ გრძნობას რომელიც გწვევია და მიხვდები
ის სიყვარული კი არ არის პირველი რომლისკენაც ეს წვეთები მიდის
არამედ ესაა პირველი ,რომლის სარკე სიყვარულია
მხოლოდ სარკე და არა რეალობა.
ფუნიქს 2016-11-06 08:13:36

ვახტანგ ჯავახაძე
ელეგია პირველი: ყელსაბამი
"ვეჩვევი უშენობას!"
მ უ რ მ ა ნ ლ ე ბ ა ნ ი ძ ე
დაცარიელდა კაბა, საწოლი, სარკე, სათვალე, ქოლგა ─ შენები
ყველაზე მეტად ყელსაბამს უჭირს, მაგრამ მე ვეღარ შევეშველები.
ყველგან შენ ხარ და შენ აღარა ხარ, ყველა ნივთი და ყველა საგანი ─
შენ მიიზიდე, შენ მიითვისე, შენ ამოავსე ჩვენი საკანი,
რომელიც თითქოს ცარიელია, საიდუმლოა თითქოს სერობა,
სადაც ერთმანეთს ედავებიან შენი შენობა და უშენობა.
ადრე დაღამდა, შენი სენაკი მიმწუხრის მთვარემ მოავარაყა,
გირეკავენ და სახლში არა ხარ და არამარტო სახლში არა ხარ.
მაინც ყველაფერს შენი სახელი ჰქვია და ჩემებს აღარც დავეძებ,
ადრე არასდროს არ მიფიქრია ჩემეულების სიცოტავეზე.
ქალი უფრო მეტ სამხილს სტოვებსო, ─ იუწყებიან ღვთისმოსავები,
ამიტომ კაცმა უნდა გაასწროს, უნდა ჩააცვას დროზე შავები.
შენ კი კედლებიც გამოგეტირა და ცრემლიც ისე გადმოგიღვარდა,
ნეგატივივით გამოამჟღავნა, რა გიყვარდა და რა არ გიყვარდა.
ფოტოსურათებს გადავამრავლებ, რომ ნაწილ-ნაწილ გადაგარჩინო,
გადავამრავლე და მომევლინე უფრო საჩინო და თვალსაჩინო.
ახლა ბევრი ხარ და მემუქრება ღამე ბნელი და ღამე ღარიბი,
ისე ბევრი ხარ, არ მეშინია, თუ რომელიმე გამეპარები.
იმდენი წყვილი თვალით მიყურებ, თვალებში თითქმის ვერ ვიხედები,
ენაცვლებიან სუფთა პროფილებს ─ პროფილის სამი მეოთხედები.
ლაშას ─ და არა ლაშარის ─ ჯვარმა დახატა შენი ფოტო-კოლაჟი
(ჯვარი ─ თაყვანის-საცემელია, როგორც წერია "სიტყვის კონაში).
სარკესთან, სადაც საკუთარ ანფასს ვეღარ და ვეღარ ესაბამები,
ახლა პიეტას ელოდებიან შენი ჯვარცმული ყელსაბამები,
რომლებსაც აქებს სალამური და აქებს ჩანგი და აქებს გიტარა,
ვეღარ შეიბი ერთი, რომელიც შენმა ირაკლიმ ჩამოგიტანა.
მოდი, კასეტას გადავახვევ და არ შეგაშინოს ჩემმა შექებამ,
მოვტეხავ მაგ შენს ყელსაბამებს და ხელსაბამებს და ისე შეგაბამ.
და, რაკი ქვეყნად კიდევ ვეთრევი, შევავედრებ და შევევედრები,
რათა ვარდების ლიტურგიაზე დაამწყალობნონ შენი თეთრები.
შენ ხომ იმ პირველ დაბადების დღეს არ მავიწყებდი არასდიდებით,
როცა წითლები ─ მოპარულივით ─ შემოგაჩეჩე ხელში ტიტები.
ნანები! ─ შენი იავნანები: ნანები! ─ შენ და ვარდონანები:
გინანე! ─ კვლავაც მაგ ჩანიშნული დედის ლოცვისთვის დამენანები.
დასანანია: ჩვენს ბედისწერას უსმი რადარი არადარებდა,
ჩვენ ვერ დავბერდით, გავითამაშეთ არჩევანი და არადანი და
ჩვენ არ დავბერდით, გზები გავიგნეთ შარავანდით და შარავანდედით,
ჩვენ ერთმანეთს და ერთიმეორეს შევაბერდით და გადავაბერდით
და გავიხსენეთ მოსკვა-რეკა და ჩვენი თაფლობის სამი დეკადა,
კრემლის საათი როცა ჩვენთვისაც რეკავდა, მაგრამ მშვიდად რეკავდა.
ვაქებდით არბატს, სადაც ქართული იყიდებოდა მაშინ ლავაში
და სადაც ახლა უპედესტალო ძეგლი დგას ბულატ ოკუჯავასი,
და გაგეხუმრე (თუმცა ხუმრობას ვერ მიგვიხვდება ზოგი პინგვინი):
დაბერებულიც ისე მომწონხარ, მოდი, მეორედ ვიფსკვნათ გვირგვინი.
მაგრამ სიმაღლე ვერ გადავლახეთ ─ გათელილი უხილავ თამასით ─
და ვეღარც ნიკო ლორთქიფანიძის ბებრები ვეღარ გავითამაშეთ.
ვერ გაგამდიდრე, ალმას-ლალებით ვერ დაგიმძიმე კაბა-კუბანი,
ჩვენ ვაჟკაცურად მოვიგერიეთ ცხრაასი მილიონი კუპონი
და მერე, როცა ავთანდილივით წამოგვეშველა ლარის ტირაჟი
მე შენ დოლარი გადაგიხადე "უცნობის" ყოველ კორექტურაში.
ახლა ბირჟაზე ავდარია და ისე უბერავს ევრო-მისტრალი,
არ ვიცი, როგორ მოვიგერიო, ჩემო ფინანსთა ნამინისტრალო,
მაგრამ მე უფრო მაინტერესებს გასაშიფრავი წლების ქაოსი:
აქედანა და შენამდე კიდევ რამდენი დამრჩა სააქაოსი.
ვინ იცის რამდენს გამოიმეტებს ჩემი გენების ენერგიები,
ანდა ─ რამდენჯერ გადამარჩენენ ეს ჩემი სისულელეგიები?
ცხრა წლის ვალი მაქვს, ჩემო მევალევ, ჩვენ გაგვიმეტა ჩემმა ასაკმაც:
აქეთ დამტოვა, აქეთ განმსაჯა, აქეთ გამსარჯა და დამასაქმა.
აქეთ ─ ბრინჯაოს ორი მხედარი ─ ვახტანგ (ელგუჯა) ─ დავით (მერაბი),
იქით ─ ბრინჯაოს ხელსაბამები ─ შენი ფერადი ეფემერები!
ისე დამძიმდა შენი ხელკავი, ვეღარ გავბედე ხელის გაშვება
და, თუმცა დათომ ხელები კიბის მოაჯირივით შემოგაშველა, ─
ჩვენი ზიარი ნაფეხურები კატაბალახამ ააბალახა:
გირეკავენ და სახლში არა ხარ და არამარტო სახლში არა ხარ.
ამიერიდან სალხინებელის ცალმხრივ ტრასაზე უნდა გეძიო
და, რაკი ვეღარ მომიბრუნდები, მე თვიტონ უნდა წამოგეწიო
და, ვინაიდან ჩემი მყობადი მოკლეა, ვიდრე შენი მერმისი,
ძალიან დიდხანს არ დამაყოვნებს ჩვენი ჰადესის ჩემი ჰერმესი,
არ დააყოვნა თურმეობითმაც, თურმე ნუ იტყვი, თურმე ძალიან ─
მხოლოდ შენთვის და შენთვის და შენთვის ─ აღარავისთვის აღარ მცალია.
უარი ნარდის მღერას და ბანქოს! ─ მარაოიან-მუარებიან
ვარჰალალოებს ვეუარები: აუარება უარებია.
─ ხმა ამაიღე! ─ ასე მღეროდნენ, ასეთი იყო ძველი ჰიტები,
─ ხმა ამოიღე! ─ ამჯერად მიქელ-ანჯელოსავით აგიხირდები.
შენ კი სდუმხარ და ასე მგონია, შვიდივე სიმი გაწყდა გიტარის,
ასე მგონია, მხოლოდ და მხოლოდ მე მომიკვდი და სხვებმა გიტირეს.
იცრემლებიან ჩვენი ფანჯრები და მე ფიქრებში ჩავიძირები,
მაგრამ არავის აინტერესებს ჩემი და შენი ჭრელი წვიმები.
ცა ტირის, როგორც ბავშვი (ტირიფი), რომელიც დედამ (ქარმა) გალახა:
გირეკავენ და სახლში არა ხარ და არამარტო სახლში არა ხარ.
ბედმა ქვრივობა არ გაღირსა და შენი ვარსკვლავი აღარ აანთო,
გადაგავიწყდა ტკბილი სიტყვა და სიტყვები, ჩემო ოთარაანთო,
რას აშავებდი? რა იქნებოდა, მაგ შენი ვითომ-ბრილიანტებით ─
შენც გებაჩუნა ამ პლანეტაზე ამ რამდენიმე მილიარდივით?!
ერთი პლიუსი! ─ მსოფლიო ბალანსს რას დააკლებდა ერთი პლიუსი, ─
აჯასა ამას დასტურს დასცემდა მარკუს (ბაჩანა) ავრელიუსიც,
თავს არც იოჰან (დავით) გოეთე (წერედიანი) შეიკავებდა
და აღარც სულხან (ეზოპე) საბა ─ მესაიდუმლე მეიგავეთა,
ახირებული ჟინი ამიტანს და შერეკილი ვნება წამიტანს:
─ იქნებ შეჩერდე, კაცობრიობავ, თუნდაც ამ ერთადერთი წამითაც! ─
რა ვქნა, მე თვითონ მეხამუშება ჩემი მაზალო სენტიმენტები,
შინაურები შემინდობენ და მაპატიებენ, შენ თუ მენდობი.
თუმცა, შენ ვერც კი წარმოიდგენდი, ჩემო ურწმუნო თომას დაიკო,
და ვერც ვერავინ დაგარწმუნებდა, ფიანდაზიც რომ ფეხქვეშ დაეგო:
ერთბაშად გატყდა ნავსი ხანგრძლივი ურწმუნოება-უიმედობის:
მოგიხსენიეს და შენს სახელზე ხატი აკურთხეს ნანა დედოფლის,
და ახლა ესე ჩვენი სიმართლე ღმერთმა უწყის და არა ალახმა,
გირეკავენ და სახლში არა ხარ და არამარტო სახლში არა ხარ.
ადრე დაბერდი: შენ წაიკითხე წარსული, როგორც ძველი აფიშა,
შენ მოესწარი მეგობრის ღალატს, რომელმაც მირონს გადააბიჯა,
მაგრამ გწყალობდა ზარი ანასი და საღარაძის შანდორ პეტეფი
და კიდევ ─ დავით კაკაბაძის და შენი ბავშვობის იმერეთები.
შენ არ გახსოვდა მამა, გახსოვდა თბილისის ბნელი ქუჩა წვიმაში
და სამი სოკო: წითელქუდასი, ნაგასაკის და ხიროსიმასი.
გახსოვს: უცნობი ჩამოასვენეს ქერჩიდან, დრამა გაითამაშეს,
და ჩვენ ვარდები მივართვით ─ როგორც ჩვენი შვილების პაპას ─ მამაშენს.
შენ მობილური ჩაგიწერია ჩვენი დედების სასაფლაოსი,
შენ სვანეთიდან ჩამოყვანილი არ მოგეწონა სანტა-კლაუსი,
შენ ბიჭვინთაში (აფსუს აფსუას!) სააგარაკო ნერგს დაეძებდი,
შენ თიანეთში ბესიკის დედამ ჩაგაწერინა ხინკლის რეცეპტი.
შენ შვილიშვილი განუგეშებდა შენი მამისძმის ─ ალექსანდრესი,
შენ ანგელოზმა დაგიდასტურა უკანასკნელი შენი ადრესი.
ხოლო ვინც შენი თავი წამგვარა და მომანიჭა ურვა ასმაგი,
ვახო მომგვარა თექვსმეტისა და გადამავიწყდა ვახოს ასაკი,
რომელმაც ჩვენი გაითავისა ყველა უჯრა და ყველა განჯინა
და აიპედში გადარჩენილი შენი რეპლიკა აღმოაჩინა:
─ ბიჭო, გაჩერდი! ─ არ გაჩერდა და, რაკიღა მაცხოვარი წყალობდა,
შენი ალუბლის სამი კუნძულა ჩამოგიტანა მუხათწყაროდან.
ჩემი უდაბნოს ეფემერამ კი ფოთლების მადლი მალე მოისხა:
ოაზისივით შემომაშველა ლოცვანი დილა-საღამოისა.
მავანთ წყურვილი უნდა მოიკლან და სიამენი უნდა მოიკლონ,
ხოლო რომელნი ცრემლით თესვიდენ, მათ სიხარულით უნდა მოიმკონ.
როგორც პლატონი (ბაჩანა) ბრძანებს, სხეული სულის საპყრობილეა:
სულს აღსარება გადაარჩენსო, ─ დასძენს მამაი ჩვენი ილია.
ამიტომ სმენას ვათვინიერებ წმინდა წიგნების კილოკავებთან
და ნერვიული ტელეფონები გირეკავენ და გირეკავენ და...
შენმა გრანიტმაც გამოიღვიძა: სიტყვა სდუმდა და ქვა ღაღადებდა,
ხელი ჩამჭიდე, აღარ გამიშვი და მიმიყვანე ნაცნობ ხატებთან
და მიმატოვე და შემატოვე ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი,
თან უმოკლესი გზები მასწავლე სამებისა და სიონისანი.
შენ შემატოვე ჩემი ვინსენტიც: ორნი დავრჩით და ჩვენმა მესამემ
შენთვის ─ მოცარტის "რეკვიემივით" ─ წამომაშველა ბახის "მესა" მე.
ხოლო კეთილმა ჩვენმა მზახალმა ─ "მთვარის სონატის" ფრაზა პატარა ─
სიმძიმილივით გაიხსენა და სამძიმარივით გამომატანა.
ქრის რი კი თვითონ ამოარჩიე: "გზა შავეთისა", ─ რატომ შავეთი? ─
სახიფათოა, როგორც ცამეტი ან კიდევ ─ როგორც ოცდაცამეტი,
და რატომ ქრის რი? ─ და რატომ ოთხ მარტს დაბადებული უფლის სეხნია? ─
მელომანები იკითხავენ და შვილიშვილები დაიკვეხნიან.
შენს ფოტოებთან მოვისაკლისებ, მოვიპატიჟებ მოტივს მოტივად,
ანთებულ სანთელს დაველოდები და მერე შენგან შენთან მოვდივარ,
სადაც, ვიდრემდის ტანს აიყრიდნენ კიპარისები ─ ჩვენზე მაღლები,
შენ შემირჩიე, შენ მომიზომე ადგილი, სადაც დავიმარხები:
დაჯავშნილია სამარადისოდ, ვერ გადაჯავშნის სამი სამიტიც:
ჩვენი სასტუმრო-სასუფეველის ნომერიც ვიცი: 413! ─
და მე ადვილად ამომიცნობენ ამდენ უნომრო მობინადრეში,
თუკი შემთხვევით მიქელ-გაბრიელს არ დაავიწყდა ჩემი ადრესი.
ამ წუთისოფლის ანი და ბანი ─ ჯერ ოცნება და მერე ჟინია:
რა შეიცვალა ბოლოს და ბოლოს? ─ შენს მაგივრადაც მე მეშინია:
თითქოს სიზმარში თითქოს ხანძარი თითქოს გაჩნდა და თითქოს ტაძარი
დაწვეს და თითქოს რაღაცა უნდა მეთქვა შენთვის და ვერ მოვასწარი.
ვერ დავამსგავსე სიტყვა და სიტყვა ერთმანეთს, როგორც ლებანს ლებანი,
ვეღარ და ვეღარ დავამუღამე უშენობათა განტოლებანი.
ვერ მოვტვინე და ვერ მოვიპოვე სხვა მისანი და სხვა სპირიტი და
უშენოდ ვეღარ გამოვაღწიე შენი დოზების ლაბირინთიდან.
მანამ კი, ვიდრე გამოვაღწევდე გამოდევნებულ შიშებს მაშინდელს,
შენი ნახევრად ცარიელი და ნახევრად სავსე ჭიქა მამშვიდებს.
ვიხსენებ, რათა წამოვაშველო ჩემს გაწბილებულ იმედს ამაოს ─
დოჩანაშვილის ნაჩუქარ ჯვარს და გურამის მიერ მოგვრილ მამაოს.
ერთი ნუგეშიც შევაკოწიწე რამოდენიმე აქსიომიდან:
ჩემი ირინას ნათლია მოვა და უშენობის წამალს მომიტანს.
ხანხადან, როცა გამინაპირებს ჩემი ერთგული მელანქოლია,
უცებ შემაკრთობს ზარი ქუჩისა, შენი სასთუმლის ზარი მგონია.
ძილშიც ჩამესმის შენი "ვახტი" და ─ შენსავით ─ შენზე ჩუმად მეძახის
და, როგორც დედაჩემი იტყოდა, ვებღაუჭები იმედს ერცახეს:
ასე მგონია, მეორდებიან სამზადისები საკაიფონი:
დეზერტირების ბაზარში ისევ დამეკარგე და მალე გიპოვნი.
ანდა ─ ქვიშხეთში გახიზნული ხარ ─ ბავშვებთან ერთად ─ და მელოდებით,
მე კი თბილისში ბერბიჭასავით ვცხოვრობ და თავი მომაქვს ლორდივით.
ან კიდევ ─ ერთი ყელსამკაული, რომელსაც გულთან ახლოს მიიტან,
ჩამოვაბრძანე სიცილიიდან, მაშასადამე ─ იტალიიდან.
შენ დაბერდი და კარგად დაბერდი, მაგრამ ფორტუნამ გვიალმაცერა,
ვერ მოვასწარით სვეტიცხოველში ჩაფიქრებული ჯვარის დაწერა:
ვერ დაიკიდე... ვერც დაიკიდე, ვერც დაიკიდებ ამიერიდან,
თვალი თანდათან მომარიდე და გვერდი თანდათან ამიარე და
ათწლეულების გადასახვევთან ერთი ნაბიჯით გადამასწარი,
მიტევებათა საზეპიროებს აღარასოდეს გადამასწავლი:
ისევ შენსავით ვიმეზობლებ და ვიმასპინძლებ და ვინათესავებ
და ─ შენი ხათრით ─ ასაკის გამო ─ ხელს არ დავიბან პილატესავით,
აქ შედარებამ მოიკოჭლა და განსაწმენდელში გამოვატარე,
რადგან სხვაგვარად არ შემიძლია: მანამ ვარსებობ, ვიდრე ვადარებ:
ნეტარ ─ ბაჩანა ─ მთაწმინდელივით, მიგელ ─ ბაჩანა ─ ლამანჩელივით
და სენტ ─ ბაჩანა ─ უფლისწულივით ბევრჯერ ბეწვზე ვარ გადარჩენილი,
მაგრამ ამჯერად ვეღარ გადავრჩი: უკანასკნელი მატარებლიდან
საყვედურივით გადმომხედე და უკანასკნელმა შენმა რეპლიკამ
ღიად დარჩენილ კარადის კართან დამიმონტაჟა შენი ვიდეო-
თვალი, რომელიც მაშანტაჟებს და მაფრთხილებს: ახლოს არ მოხვიდეო.
მას შემდეგ ჩვენი ოთხი კედელი უფრო და უფრო მეპატარავა
და იდუმალი ახლა ამაოდ მარწმუნებს, თითქოს მარტო არა ვარ.
ვარ და ამიტომ შემოგთავაზე სკაიპი ანუ გასაუბრება,
შენ კი ორივე გამოიყენე: დუმილისა და ვეტოს უფლება:
გირეკავენ და სახლში არა ხარ და არამარტო სახლში არა ხარ,
ხარ ოდენ ცისა და ოდენ ღვთისა ანაბარა და ანაბარაღა.
დაინომრა და გადაინომრა წელიწადების გრძელი აღალი:
უკანასკნელი მიდის შენი და მალე უშენო მოვა ახალი.
მზე ამოვა და მთვარე ჩავა და დააბალანსებს ხარვეზს ხარვეზთან,
მე კი რა ვუყო უშენო წამს და წუთს და საათს და დღეს და ღამეს და
უშენოდ დროს ვინ გამაყვანინებს ან გულს რომელი მომაყვანინებს,
მესიჯი მაინც გამომიგზავნე, როდის დავუსხა წყალი ყვავილებს.
ერთმა ძალიან მაეჭვიანა: გიერთგულა და ვერ ამიტანა:
ნეტავ რომელი მუხლით ისჯება ბეგონიაზე ეჭვის მიტანა?
ერთიც აყვავდა აგარაკზე და ყოველთა მფარველია სამება,
მაგრამ მე ვისღა ჩამოვუტანო შენი ბუთხუზა იასამნები?
ხედავ, რამდენი კითხვის ნიშანი გაათამაშა გამოსარჩლებამ? ─
ჩვენ ყველას ერთად მოვიგერიებთ და, რაც ჩვენს შორის დარჩა, დარჩება.
ჩემო შეთქმულო, რომელ მესამეს ეთანხმები და ეთავადები
და, რომ გიტოვებ, რას გაუწყებენ ეგ შენი თეთრზე თეთრი ვარდები? ─
რომლებიც უკან მეზიდებიან, მაგრამ მე აღარ ვზივარ საჭესთან,
კიდევ და კიდევ დამენანები, ჩვენ ერთმანეთი მოგვისაჯეს და
სხვა არჩევანი არ დაგვიტოვეს: დანაღმულია სამი კედარი,
სიზმარში მაინც გამომეცხადე, რომ შეგადარო და შეგედარო:
რაკიღა შენი კერა ჩამიქრა და შენი კელაპტარი ჩამიქრა
და, რაკი გულში ვეღარ ჩამიკრავ, იქნება თვალი მაინც ჩამიკრა,
რათა ავკინძო ალმასებივით გადაღებული წვიმის წვეთები
და კვლავ შეგაბა ყელსაბამივით, თუკი შეძლებ და გამიჩერდები
და უკანასკნელ საბედისწერო მერიდიანსაც თუ გადალახავ...
გირეკავენ და სახლში არა ხარ და არა მარტო სახლში არა ხარ.
*
გასრულდა ესე ელეგია და ტრიალი ცალფა რითმის ჯარასი
და, როცა ბოლო წერტილი დავსვი, მოულოდნელად შენს ფანჯარაში
ცისფერი მტრედი გამომეცხადა, ღუღუნა მარცვლებს ანამცეცებდა
და ამ სტრიქონებს ისე დახედა, თითქოს საკუთარ სახელს ეძებდა.
საოცარია: ჩვენი ცისფერი განმეორებით გამომეცხადა
და ფრთები ისე მძიმედ აზიდა, თითქოს გაფრენა აღარ ეწადა,
თითქოს შენსავით გამომესალმა ─ უმშვიდესი და უსათნოესი ─
პაბლო პიკასოს არჩევანი და კიდობანელთა ელჩი ნოესი.
ფანჯარა აღარ დავხურე, თუმცა სასწაულების არა გჯეროდა,
მტრედივით შეკრთა შენი ლანდი და გამოიხედა ღამის ჩეროდან.
აქ იყო შენი სალოდინო და სამლოცველო და სამეტანიო,
აქ ბედისწერა აუტანელი გეძალებოდა ─ ამიტანეო.
ეს იყო შენი გადასახედი, შენ ამ ვიდეო-მართკუთხედიდან
გვაცილებდი და გვაფრთხილებდი და გვავედრებდი და გვაკურთეხბდი და
აქვე გველოდი, ვიდრე უეცრად არ გავითიშეთ ზედა-ქვედანი
და აქვე, როგორც დაბარებული, არ მომევლინა მტრედი-ქედანი.
ჩამოიმარცვლა წელიწადების კრიალოსანი ანუ ქარასტა,
ეს ნახევარი საუკუნეა, მტრედი არ მახსოვს ამ ფანჯარასთან,
დღეს კი ცა უფრო მტრედისფერია და ჩიორების კოსმოდრომიდან
კვლავ ─ არა მარტო მოფრინდება და კვლავ ─ არა მარტო ამბავს მომიტანს.

მე შენთან მოვალ.
ჩვეულებრივ, როგორც ყოველთვის,
წვიმის მერე რომ თოლიები ზღვასთან მიდიან.

მე შენთნ მოვალ.
ისე როგორც შარშანწინდელი
ნოემბერი რომ მოგვეპარა შუაღამისას.

მე შენთან მოვალ.
გეფიცები ღმერთებს რომელთაც
იქნებ მოსვლაზე საერთოდაც არ უფიქრიათ.

მე შენთან მოვალ.

ხანდახან ასეც ხდება_
კითხვაზე როგორა ხარ?
ნაცვლად, ვამბობდე - ვკვდები!
ისევ ვიძახი - კარგად.

დღიური: ფუნიქს.
კანონებს მიღმა-
შენი მზერა ზემოთ მარსისკენ
ჰგავს მზისკენ აწურული ყვავილის ფოტოსინთეზს
და რომ სიკვდილი განიჭებდეს გზას-
მასზე გაჩენისა,
ისე მოკვდებოდი-
როგორც პეპელა.
გზაზე ,სადაც მივდივართ -ომი აკრძალულია
ჩვენ მხოლოდ წინა ხაზზე უნდა ვიდგეთ
და გადავრჩეთ- აქამდე მოსულები-
ბრმა ტყვიის წუილით ყურებში...
მე არ ვიცი- რატომ
და როგორაა დამოკიდებული-
ჩემსაზე შენი ამინდები,
რადგან გთხოვ იყო- ათასი წლის მერეც იგივე ტექსტით.
მაშინაც კი-
როცა აღარ ვართ.

ჩვენ მოსულები აქამდე გადარჩენილები ტალღებს
ბინიდან ბინაში სიყვარულიდან სიყვარულში
ტკივილიდან ტკივილში
ბრმა ტყვიების წუილით ყურებში
ჩვენი არავის ეშინია-
მაგრამ იციან
რომ ვართ
მხოლოდ წინა ხაზზე...
და არ ვკვდებით-
ნიშნად საზღვრების უცველობისა...

I remember that I was so happy that I remembered.
I looked around ,left and right ,
And my days looked around inside ,
looked far and wide and those far places came closer,
Came closer like the continuance of those happy days ,
Forgotten somewhere far behind .
Starting from the first rays of the sun,
Music and laughter in my eyes
The melody renewed itself
The first ,the second and followed like that
Fit and chained ,sub ducted
All Years will fit in one fist
The Whole biography of me ,with me inside .
And it glittered with the clarity of those minutes
Reflecting all the goodness and bliss .
And that's when I felt the glory of those moments ,
My heart stumbled,energy was rushing through
I couldn't hide ,but I couldn't show it ether
It was too awesome to display
Just looked around ,left and right ,right and left
Remembered all the details
But time was running by ,slowly but still ...
Walls were running ,blue birds were flying
In slightly gloomy sky
With the mountains standing high ,
It was unreal inside me and real outside
Like those rails which seemed were coming closer
But i didn't know if it passed me or not .
I followed it ,chased ,it despaired
Mixed ,blended in time
I couldn't tell if it passed me
or I was passing out in its hands .
Picked me up ,fused with time
Like this happiness was his not mine ,
The joyful happiness of this time.
Seems like it's stood there
Like a Marvelous deer
Stood by my legs and left with pride
I am left speechless
With whom I could share this story or why ?
Will anyone believe it, or why?
May it's just a moment which meant to happen
I think and go by ,remember and let it fly
Remember ,look around ,left and right
Tranquility is smoothing my mind
Think ,no regret , knowing this moment is a rubicon
After which the search will seize
and the quest itself
will stop
პ.ს
ჩვენი მზერა ზემოთ მარსისკენ
ჰგავს მზისკენ აწურული ყვავილის ფოტოსინთეზს
და
და რომ სიკვდილი გვანიჭებდეს გზას-
მასზე გაჩენისა ,
ისე მოკვდებოდით-
როგორც
პეპელა

ფუნიქს 2016-10-31 18:36:34

დღიური: ფუნიქს.
სკამზე იჯდა
იჯდა
იჯდა გვერდულად
მერე ჩამოვარდა,როგორც-ქვა
სკამის გვერდით ფოთლებმა დახედეს,
მერე ცამ
მერე სივრცემ.
.გაქრა..
ისე უნდა მოკვდე,რომ არავის ენატრებოდე,არავის ტკენდე
და თქვან წავიდა
წავიდა იქ,სადაც მიდიან დიდები
სხვისი ცხოვრების მეთვალყურე მოხუცები-
მოურიდებელი ფანჯრიდან
ან რაზეც წერენ გენიოსები და
თვლემენ
ისე უნდა მოკვდე,
რომ არავის წყენდე,
არავის ტკენდე,
არავის აკლდებოდე
ისე უნდა მოკვდე,
რომ არავის ენატრებოდე
კეთილი სიკვდილით
როგორც მუსიკა
ფუნიქს 2016-10-31 14:42:28

დღიური: ფუნიქს.
-შენ!როცა ტერფების თბილ წყალში დათბობა აღარ მოგინდება
და აღარც ნარცისები დაგესევიან -ლურჯად სხეულზე.
როცა აღარ იოცნებებ  და გადახვალ ჭკუიდან
ისევე ,როგორც საკუთარი კარიდან-დაინახავ საკუთარ თავს
რომელიც მოგიყვება თუ როგორ არ არსებობს
ცუდი ფერი ,ისევე როგორც ყველაფერი
რომელიც მოაქვს ერთხელ ცხოვრების "კონსტიტუციას",
რომელიც  სრულდება მტვრით.
შენ-შემთხვევით გადარჩენილს დაგისკდება ტუჩები-
რათა გეთქვა რამე "ისეთი"
და გახდები ერთი ვინმე-დაღლილი და დაუცველი.
გზაზე ,სადაც ბევრია კანონები,რეჟიმები,მანიფესტები
და განვითარებადი შიში სიკვდილისკენ...
შენ,ისევე როგორც სხვა მიიღებ ღარებს,ნაოჭებს ჩაცვენილ თვალებს
,რომელიც მიუხედავად ყველაფრისა მაინც,
მაინც მაინც მაინც
მხოლოდ ერთხელ გაყურებინებს ფილმს-"ბესთსელერს"
გმირების ან ვამპირების ,სულელების ან ჭკვიანების ცხოვრებას.
რომელთაც წააგეს - ტირილის , კვნესის,ტკივილის
და რაც მთავარია სიკვდილის უფლება
და მოწყინდათ .
და ისე მოწყინდათ -
რომ გადაშალეს ფურცელი...
და კიდევ და კიდევ
და...
ფუნიქს 2016-10-31 14:39:48

1 შედევრი და სინგულარი-346

მიეფიქრე უმქრალ და უფითრეს ერას
მიემზირე უფიქრს შეაფინე მზერა

რომ დაისზე დასხა ალნი ღამის ღველფთა
ცის ალნაღამ სვეთა უთვლელ საზვერეთა

რომ მისტიურ გრძნებით ეხსნა მზის სპათ ისრე
ირისიულ მიღმადს შეამუსრო მყისვე...

რომ უქნელმა განცდამ გცნოს ქურუმად გაცის
რიტუალურ ვნებათ თუმცა ერთხელ  გაგცეს

ვიცი უღვთო ღამეთ ვერ გავათევ ვითომ
ელეგიურ ტოტემს თუ მომართმევს რითმა

ცეცხლს შენაფიც შორ ტბებს თუ შევასხამ ხოტბას
თუ დაცისკრულ ოდებს მთელ სამყაროს მოვდებ

მაგრამ ახლა ყველამ იყუჩეთ რომ დავტკბე
ალქიმიურ ჭვრეტით მივწვდე უსპეტაკესს

რომ დაფნანი ვთელო  უსასრულო ველობს
ლექსიც უმანკოეს სხივით შეიქეროს

კახა

დღიური: ფუნიქს.
ჩვენ არა პატარები
და არც ძალიან დიდები-
"დიდი ნანგრევების თაობა"
ჩამუქებული გუგებით და ლურჯი ტუჩებით
შრამიანი ფეხებით და ჩექმებით
ვუერთდებით მკაცრ არქიტექტურას და
გვაქვს მასთან სექსი ...
ტუჩებიდან  გამოსული ბოლით,
ერთმანეთზე მინდობილი ჩახუტებით
სიცივეში მინაზე დაორთქლებით
ჩვენი თმები ურბანისტულად გავს კიბეებს ,
სადაც -
მოკლე კაბებით ვაბიჯებთ მინებს
ბინებს ომებს , მიტინგებს
ტკივილს
წმინდანის სინათლით თავზე
მარადიული ოცნებებით
და მინაგადამსხვრეული ხელებით ვეძებთ ბედნიერებას
თავისუფლებას
ერთმანეთს
და
ეროგენული შეფეთქებებით ,
ვნებიანი ტუჩებით ,მკაცრი გამოხედვით
ვიცავთ ომისგან,მონობისგან
ჯაჭვებისგან და საუკუნისგან
საუკუნისგან -ჩვენ
დიდი ნანგრევების თაობას - ერთნაირი კოდით
გვაქვს მკაცრი
სექსი სამყაროსთან,
ჩვენ
არასოდეს მოვკვდებით!



ფუნიქს 2016-10-29 22:20:16


შენი ფიქრები მოიხსენი და
მოისროლე სადმე შორს
რომ ვერ მოგაგნოს ძვირფასო!
ეს რომ მომწერე, გიბრუნებ

ფიქრები, შენი არსებობით არეული
გულისთქმა, ტკივილივით მომერია
იცოდე, რამდენი მაქვს მოსაყოლი
ცხოვრება, წინარე და მომავალი

დამიშლი  თმის კულულებს, ნამიანებს
ამიშლი ვნებას, სურვილს წამიანებს
მოგენდე,  სინანული გადავღვარე
მწვერვალე  სიყვარულის ამიყვანე!!!,

დღიური: მუხა.








კარგი დღიური გაქვთ, თბილი, მეგობრული, გრძნობებით სავსე ...
....
  დღიური...

დღიური სულის სარკეა,
ფიქრების საბუდარაო,
ის  ჩვენგან, თითქოს ცალკეა,
ვით ცეცხლს ამცდარი ალაო...
ვით  ყუნწს  მომწყდარი ფოთოლი,
ვით უმთოდ,  ცხვრების ფარაო,
ზოგჯერ ჩვენთვისვე გოდოლი
და  უთავთაო  ყანაო...
მასში სულსაც კი ვატევთ და
მერე ვუმალავთ სულს, მასვე,
ხმელ ხეს ტოტებს, რომ ვატეხავთ,
დავტოვოთ, შეჰმატებს  რასმეს?!...
. . .
                                      (მაპატიეთ)

                               
ღვთისო 2016-10-19 14:54:55

დღიური: თთ.
https://www.youtube.com/watch?v=1UighpHtEYo&sns=fb
თთ 2016-10-18 11:44:17

დღიური: ნიიც.
წასვლა მინდა და რაღაც მაკავებს!....... სიკვდილის არა უფრო გადარჩენის მეშინია!.....თვითმკვლელობა ძლიერთა ხვედრია მე კი სუსტივარ!.....
ნიიც 2016-10-16 23:35:32

ანდრეი დემენტიევი

***
ჩვენ წლები კი არა, უბედურებები გვაბერებს,
და მოულოდნელი დანაკარგებისგან ტკივილი,
და მე, უფსკრულიდან  ვარ ამოღწეული, მთა-ველებს
გავცქერი და უკან მიხედვით შემკრთალი წინ ვივლი.
ღმერთი  თუ ბედია, მშველიან მე რაღაც ძალები,
როდი მიმატოვეს, ამ სულში იმედი მისახეს.
და ყოველ ციცაბოს ვაბიჯებ, არას ვეკრძალები,
მედგრად მივუყვები ჩემსას უკანასკნელ მოსახვევს.
არც ტკივილს შევიგრძნობ, აღარც არაფერი მაშინებს,
ვერც შფოთი, ვერც წყენა უკვე ვეღარაფერს დამამჩნევს,
ყოფა რომ სამსხვერპლო ქვად  მექცა,  ვიგრძენი მაშინ მე,
რომ არ ამაცდენდა თავის საბოლოო განაჩენს.
მაგრამ არ ნდობოდა არაფერს,  ამ  სულმა  ისურვა
და წინმიმავალმა ნაბიჯი როდი შევიშალე
და მე მარტოოდენ გავჩერდი ხსნის კართან. მისულმა
აღმოვთქვი ხმადაბლა სიტყვა ერთადერთი: ,,მიშველე!
და თვალწინ  მდგომარემ  მოგაპყარ ხელები მუდარით,
მე , ძალდალეული სიკვდილის პირას რომ მივედი,
ის წამი  ღვთიური, არ ვიცი, რას უნდა ვუდარო,
მე მივხვდი, სულს ჩვენსას საიდან ეძლევა იმედი.

( ლეილა ჩანგელიასთვის Leila Changelia  თარგმნა ნინო დარბაისელმა)
Нас старят не годы , а  беды,
И боль от нежданных утрат-
И я выбираюсь из бедны,
Боясь оглянуться назад.
Господь иль судьба- я не знаю
Вернули надежды в душе-
Иду я по самому краю
В последнем своем вираже.
И нету ни боли, ни страха,
Ни прошлых обид и ни ссор,
Хот жизнь, как нежданная плаха,
Означила свой приговор!
Но я ничему не поверил
И даже не сбивал шаги...
И лишь у спасательной двери
Я тихо сказал: ,, помоги!"
И руки к глазам твоим поднял,
Почти умирая уже...
И в то мгновенье понял -
Откуда надежда в душе!
            Андрей  Дементиев
ქალბატონო ნინო, სათარგმნად  გთავაზობთ!

დღიური: ქეთიკა.
შევყევი მწერლობას და შემოვყევი ამ საიტს. არა და ვიცი ეს ყველაფერი შემთხვევითია და ეს გატაცებაც მალე გამივლის.
გამივლის ისევე, როგორც სხვა ბევრმა გატაცებამ გამიარა.
წერა ბავშვობიდან მიყვარდა, პირველად მეექვსე კლასში დავწერე "ზოგიერთი დღე ჩემი ცხოვრებიდან", ასე ერქვა.
მას მერეც ვწერდი, ხშირად დღიურებს, ჩემს თავგადასავლებს ვიწერდი რვეულში. იშვიათად კი პატარა ჩანახატებს. უაზრო ლაყბობას ყოველთვის წერა მერჩია. ასე შემომეწერა ბევრი რამ. ესეების და მოთხრობების წერას ხომ ცალკე ისტორია აქვს. ამაზე მერე.
ბავშვობიდანვე ვიცოდი ერთ წიგნს მაინც დავწერდი და მთელი ეს დრო სიუჟეტს ვარჩევდი გონებაში, სათაურზეც ბევრი მიფიქრია. მაგრამ რაც უფრო ვიზრდებოდი ვხვდებოდი ეს არ იყო მარტივი საქმე. ბოლოს გადავწყვიტე რომ დამეცადა, სანამ ასაკი სიბრძნეს არ მოიტანდა, იმიტომ რომ ვფიქრობდი წიგნის დასაწერად ასაკიც და გამოცდილებაც ისევე იყო საჭირო, როგორც ფანტაზია და ფიქრის დაუშრეტელი უნარი.
ასე შემთხვევით და არც თუ ისე უადგილოდ მოვხვდი მე აქ და ...
რავიცი...


მე.
:-) :-) :-D :-D
ქეთიკა 2016-10-13 22:47:36

უკვე წავშალე ყველა წერილი
დღისაც და ღამის.
მტკენდნენ
მიწვავდნენ გულსა და მუცელს
ცვიოდა დარდი
თვალების ხარკი.
უკვე  ავშალე ჩემი კარავი
მოვასუფთავე ნაფეხურები
ავკეცე ცამდის...
ვეღარ მიპოვი
ვერსად მნახავ
თუმცა  ატყვია ცრემლი უპესაც
თვალების ხარკი.

GE64LB0711134386904000

დღიური: ვამპირი.
ყველა რაღაც ისეთს წერთ დღიურში მაგრამ მე მხოლოდ კითხვა მაქვს, აქედან ვინმეს თუ გამოუქვეყნებია წიგნი? მინდა რომ შემეხმიანოს.
ვამპირი 2016-10-01 14:37:57

დღიური: ფუნიქს.
იცოცხლო ეს იმას ნიშნავს რომ ეცადო გაზარდო შენი ბედნიერების დღეების რაოდენობა
და ხარისხი ,იმის გათვალისწინებით ,რომ მხოლოდ მათი სისავსე და მიშვნელობა ნიშნავს დღეებს
ფერადი ანუ ბედნიერი დღეები კი მხოლოდ იქ იწყება სადაც მისი შესაბამისი ნიადაგი არ არის, და გრძელდება ნიადაგის შექმნის
შემთხვევაში თორემ თუ ეს ვერ მოვახერხეთ დაერქმევა შეცდომა.
ეს დღეები თითქოს იყოს კარი გამოსავალი, რის გამოც მისი გაზრდისთვის და დაკანონებისთვის ბრძოლა
თავად ამ დღეების მომყოლი აუცილებლობაა.
ნუ გარდავქმნით შეცდომებად დღეებს, რომლებსაც ჩვენი შეცდომის გამოსწორება ევალება.

ფუნიქს 2016-10-01 12:56:38

დღიური: ანნა ოქსა.
ცივი საწოლი, სამოვარი, ძველი მრიცხველი,
აკვარიუმი, კენტი თევზი, - ცისფერლაყუჩა.
მე მაგ თვალების უფსკრულებში გადავიმსხვრევი,
თუ არ დახუჭავ.

გახსოვს თამაში? რომ ვუძლებდით თვალის ხამხამებს,
ოთახიდან რომ მივფრინავდით ფიქრის ჩემოდნით,
რომ მოვდიოდი შენს ხელებთან, თმებთან, ღამ-ღამე,
და ვთენდებოდით...

მე მომენატრა წვიმისფერი შენი თითებიც,
სანთლებივით რომ ლიცლიცებდნენ უწინ ხატებთან,
რას ვიფიქრებდი, - სამუდამო ცეცხლს თუ მინთებდი,
მაშინ არ მწვავდა, გზას მინათებდა.

ახლა, თუ ხედავ, ჩემს სიზმრებში როგორ შემოდის, -
მოგონებები, ტკივილები, ბოლო ღამიდან?
შენ, ჩაიფიქრე, - სამუდამოდ რომ გყვარებოდი...
და... მე ამიხდა... 

როი
ანნა ოქსა 2016-09-30 15:37:25

ახლა ჩემს  ნებისყოფას დიდი გამოცდის  დრო დაუდგა...
დრო, რომლისაც მწამდა, აღარ  იქნება
ვერ მეტყვი, როგორ დავლიო წამალი, რომელიც  უკვე წყალს შეერია...
რომელმაც მიწა გაანოყიერა
რომელმაც ხის ძირს ფერი შეუცვალა.
არც ხელი დამისერია
არც მინანია
უხერხემლოდ დავღვარე ...შუბლიც არ დამცვარია ოფლით...
არადა, ამ წამლისთვის ერთად ვიარეთ,
მე დავდიოდი, შენ მამხნევებდი...
მერე ერთად შევულოცეთ და მოსამწიფებლად დავდგი.
გული და სული ჩავაყოლე.
ჰო
გული და სული....გავაყოლე უშენობას.

სხეული იმისთვის მაქვს, რომ სული დაიმალოს მასში
ატკიებული სული
სული ტკივილს ვერ გრძნობსო...
მე ვიგრძენი
ავდექი და მოვიშუშე
ქრისტესისხლათი მოვიწვი,
წვენით ტუჩი მოვითხვარე
მერე  კლდესთან მივედი და
ყველა  ფიქრი გადავღვარე
გავატანე ქარს
გავატანე ქვიშას
გავატანე თოლიას...

ნებისყოფას ჯვალო ჩამოვაცვი და  გავკოჭე

ახლა ჩემი ნებისყოფას დიდი გამოცდის  დრო დაუდგა...
დრო, რომლისაც მწამდა, აღარ  იქნება
ვერ მეტყვი, როგორ დავლიო წამალი, რომელიც  უკვე წყალს შეერია...
რომელმაც მიწა გაანოყიერა
რომელმაც ხის ძირს ფერი შეუცვალა.
არც ხელი დამისერია
არც მინანია
უხერხემლოდ დავღვარე ...შუბლიც არ დამცვარია ოფლით...
არადა, ამ წამლისთვის ერთად ვიარეთ,
მე დავდიოდი, შენ მამხნევებდი...
მერე ერთად შევულოცეთ და მოსამწიფებლად დავდგი.
გული და სული ჩავაყოლე.
ჰო
გული და სული....გავაყოლე უშენობას.

სხეული იმისთვის მაქვს, რომ სული დაიმალოს მასში
ატკიებული სული
სული ტკივილს ვერ გრძნობსო...
მე ვიგრძენი
ავდექი და მოვიშუშე
ქრისტესისხლათი მოვიწვი,
წვენით ტუჩი მოვითხვარე
მერე  კლდესთან მივედი და
ყველა  ფიქრი გადავღვარე
გავატანე ქარს
გავატანე ქვიშას
გავატანე თოლიას...

ნებისყოფას ჯვალო ჩამოვაცვი და  გავკოჭე


მერე რა რომ შენზე დიდი ვარ და ერთმანეთს არანაირად არ შევეფერებით.
ყოველთვის ვგრძნობდი რომ მფარველობდა შენი ეგო.
წიგნების შემოთავაზება არანირად არ მახსოვს.თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს.
მე შეცდომა არ დამიშვია, ამას განგებ ვაკეთებდი და  შენს ენერგიას ვიყენებდი.
ძაღლების კი ისე მაგრად მეშინია, რომ აუცილებლად მიკბენს ერთხელაც იქნება.

დღიური: დაკარგული.
ჩემო ლამაზო, დაკარგულოო ჩემო კარგოო,
მადლობა ყველაფრისათვის.  გულით და სულით მოგიკითხავ და საუკეთესო სურვილებს  გიგზავნი.მომენატრა შენი ინტელექტუალური ნაწარმოებები.
პატივისცემით  "მუხა"
მუხა 2016-09-27 17:34:06

დღიური: საბა93.
ყველაფერს აქვს დასასრული... სიცოცხლეც დასრულდება და მერე სიკვდილი დაიწყება... ალბათ სიკვდილსაც აქვს დასასრული თორემ ისე რა მუღამი აქვს სიცოცხლეს თუნდაც სიკვილისთვის?!
საბა93 2016-09-22 02:51:49

დღიური: ფუნიქს.
მე არ მინდა დავწერო იმაზე ,თუ როგორი ფერისაა შიში
რომელიც კუნჭულებიდან შემოდის დაუხუჭავი თვალებივით და
საფეთქელში გიჭერს ხელებს ,ცხვირში გთხრის თითებს
გაგდებს იატაკზე და გხმარობს.
მე არ მინდა დავწერო ,თუ როგორია სუნთქვა და რამდენი
ჰაერი ეტევა ფილტვებში, როდესაც აღარ არის
არც ის თუ როგორ ეხება ხორხი სასულეს და იხრჩობი
როგორც გასრესილი დენის ხაზი რომლიდანაც ტვინს
მხოლოდ მულტფილმები მიეწოდება
სანამ გაითიშება
ისინი კი ფერადია მულტფილმები და სასაცილო
უცნაური ფიგურები გიყოფენ ენას ,თუ სენ უყოფ ვეღარ გებულობ..
მერე მიდიხარ მინდორში
და გგონია რომ გაცოცხლდი ,ოღონდ როგორც
თეთრი ცხენი ,სუულ თეთრი
თავისუფალი და უბელო-გგონია გაცოცხლდი
წამოდგები და გაირბენ
წამოდგები და გაირბენ და თურმე სადღა გაირბენ
სინამდვილეში  კვდები უბრალოდ და გელანდება..
მე არ მინდა დავწერო ,როგორ გიყვარს სიცოცხლე სიკვდილის წინ
არც ის თუ როგორ გენატრება სიყვარული თავად
-არ დავწერ..არც იმას, თუ როგორ გინდა
და გააღვიძო სიმშვიდე  მიშველეთ თქო და
ხმა ვეღარ ამოგდის. , აღარა გაქვს მიდის მისთვის
როგორც სინათლე თვალებიდან..
მე არ მინდა დავწერო ,როგორ მიყვები სიკვდილს
რომ არ გატკინოს  და
თუ გამოგედო უბრალოდ ერთი ნერვი რაღაც სხვას
ამ ომში ,ორომტრიალში და საბოლოო განწირულობაში
მე აღარ დავწერ ,როგორ შეიზლება გადარჩე,რადგან ეს
ისეთივე შემთხვევითია როგორც მე ან შენ
მე არ მინდა დავწერო და არ დავწერ
როგორი ფერისაა  სპირტში ჩადებული იასამანი....
ფუნიქს 2016-09-18 19:22:22

დღიური: ლუტეცია.
კინაღამ დამცდა - მენატრები. მერე უცებ თვალი დავმუწე - წამწამი წამწამს დავაჭირე - და მომდგარი ცრემლი ჩავიგუბე. ენამ სხვა გითხრა, ენა სხვაა, სიტყვებს მხოლოდ თვალიდან გავთქვამ.

გიორგი კეკელიძე.
ლუტეცია 2016-09-14 11:14:36

დღიური: ნუციკო.
ცხოვრება როგორც სისტემა
რა არის ცხოვრება ? ცხოვრება ჩვენს მიერ შექმნილი კარგად გაწერილი წესების ერთობლიობა. ესაა სისტემა ორი კარით - შემოსასვლელით და გასასვლელით. შემოსასვლელი კარი ეს დაბადებაა, რომელიც დამოკიდებულია არა დაბადებულ ინდივიდზე არამედ ამ სისტემაში არსებულ ადამიანებზე, ხოლო გასასვლელი კარი ეს არის სიკვდილი. იმისთვის რომ ეს სისტემა შენარჩუნდეს და მუდმივად არსებობდეს, ამიტომ ჩვენ ადამიანები ვქმნით ჩვენივე მსგავს არსებას, რომელიც გააგრძელებს იმავე გზას, რომელსაც გავდივართ ჩვენ.  როცა შემოდის ინდივიდი ამ სისტემაში, რომელიც მე ცხოვრებას ვუწოდე, მაშინ ის ვალდებულია ჩაერთოს ამ სისტემის მუშაობაში, აიღოს თავისი წილი ვალდებულება მისი გამართულად მუშაობისთვის. წარმოვიდგინოთ, რომ რამდენიმე ადამიანი ერთად აშენებს სახლს, ყველა მათგანი თითო აგურს დებს აგურზე, ასე ერთობლივი და გუნდური მუშაობით ისინი შეძლებენ სახლის აშენებას, მაგრამ დავუშვათ ამ გუნდიდან ერთი მათგანი აგურს კი არ დებს აგურზე სახლის ასაშენებლად, არამედ თავისი თანაგუნდელების მიერ კედლის ამოსაყვანად დამაგრებულ  აგურებს უკან იღებს, გამოდის რომ მის თანაგუნდელებს მოუწევთ ყოველ დღე ერთი და იმავე აგურის ერთი და იმავე აგურზე დამაგრება და, რა თქმა უნდა, ასე სახლი ვერასდროს აშენდება. აი რატომაა რომ ჩვენ სისტემასაც უჭირს გამართულად მუშაობა. ყველა ინდივიდი, რომელიც ამ სისტემაში შემოდის, არ არის მისი გამართულად და მისი გაუმჯობესების მიზნისკენ  მომართული. ვიღაცას სურს მისი დანგრევა და არა შენება. პრობლემა იმაშია, რომ ადამიანს არა აქვს გააზრებული მიზანი და პასუხისმგებლობა, რომელიც უდავოდ ერთია ყველასთვის - ამ სისტემის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა. არა აქვს მნიშვნელობა ვინ რას აკეთებს. ადამიანთა ერთი ჯგუფი ასუფთავებს ქუჩებს - ეს ერთი მცირე ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს სისტემის გამართულ მუშაობას, იმიტომ რომ სხვა დანარჩენ ადამიანებს ეხსნებათ ამ საქმის კეთების პასუხისმგებლობა და შეუძლიათ თავიანთი რესურსი მიმართონ სხვა საქმის კეთებისკენ. თუნდაც ოჯახის დიასახლისი, რომელიც ზრუნავს ოჯახზე და ამყარებს წესრიგს. ამით იგი თავისი ოჯახის წევრებს ათავისუფლებს ამ პასუხისმგებლობისგან და თავის მხრივ მისი ოჯახის წევრები სხვა პასუხისმგებლობით არიან დაკავებულნი. ადამიანი რომელიც ამ ფერხულში არ არის ჩაბმული, ის ართულებს ამ სისტემის მუშაობას, რადგან თავისი თვისთვის პრობლემებისა და უსიამოვნებების შექმნით, ის აზარალებს სხვა ადამიანებსაც, რომელთაც თავიანთი შესასრულებელი პასუხისმგებლობის გარდა კიდევ ემატებათ სხვა საზრუნავი.  ადამიანს, რომელიც არ იღებს თავის თავის თავზე თავის წილ პასუხისმგებლობას, ექმნება სხვადასხვა პრობლემები, მათ შორის ფსიქოლოგიური ანდა ფინანსური  და ის სხვა ადამიანებსაც ითრევს ამ მორევში. შეიძლება გამუდმებულ სმას მიჰყოს ხელი. ალკოჰოლის დიდი დოზა ვნებს როგორც ორგანიზმს, ასევე ფსიქიკას. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ადამიანმა შეიძლება სხვებს მიაყენოს ფსიქოლოგიური ანდა ფიზიკური ტრავმა, რაც თავის მხრივ აფერხებს სხვა ადამიანების უნარებსა და რესურს იმუშაონ ამ სისტემისთვის ნაყოფიერად. აი რატომაა ამ სისტემაში ყოფნა ასე რთული. ჩვენ ადამიანები ერთმანეთს ვუქმნით პრობლემას. ამიტომაც ჩვენ ყრმობიდანვე უნდა ჩავუნერგოთ ამ სისტემაში შემომავალ ადამიანს  ამ სისტემის გამართულად მუშაობის ვალდებულების შეგრძნება. აი რა არის მთავარი. ადამიანს ბავშვობიდანვე უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის დაიბადა იმისთვის რომ შექმნას რაღაც.  ამიტომაცაა მნიშვნელოვანი გავუფრთხილდეთ ჩვენს ჯანმრთელობას, რათა ვიცხოვრობთ უფრო დიდხანს და ვიზრუნოთ უკეთესი გარემოს შექმნაზე.
მეორე საკითხია ღირს თუ არა ამ სისტემის შენარჩუნება? მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვამართლებ ბძროლას მისთვის. თუ ჩვენ ამ სისტემაში მყოფი ადამიანები შევძლებთ ახალბედებს და არა მარტო მათ, ამ სისტემაში უკვე მყოფ ადამიანებსაც, გავააზრებინოთ ის, რომ ისინი მოდიან ამ სისტემაში და არსბეობენ აქ იმისთვის, რომ შექმანან უკეთესი სისტემა, გააუმჯობესონ იგი. მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს აზრი ამ ჩვენს ცხოვრებას.
ნუციკო 2016-09-11 05:29:42

დღიური: mrs.smith.
ქინძისთავით მიმაგრებული თვალები

რამდენი შრომა უწევს სიკვდილს.
არავინ იცის, როგორი გრძელი
და დამღლელი დღეები აქვს, ახალგაზრდა
ცოლი სახლში მარტოა
და აუთოვებს სიკვდილის საცვლებს,
მშვენიერი ქალიშვილები
ამზადებენ სიკვდილის ვახშამს,
მეზობლები სხედან ეზოში
და მთელი დღე კარტს თამაშობენ
ან სხედან კიბის საფეხურებზე
და ლუდს წრუპავენ. ხოლო სიკვდილი
ქალაქის მათთვის უცნობ ნაწილში
დაძრწის, ყველა კართან აყურადებს
და ეძებს ვინმეს, ვინც ბოლო დროს ცუდად ახველებს.

ან გზა აებნა, ან შეცდომით დაიმახსოვრა
მისამართი. სიკვდილსაც კი არ შეუძლია
შეაღოს კარი, თუკი ჯვარი არ აქვს დასმული
განგებისგან. წინ კი ღამეა.
ქარიანი და გრძელი ღამე. წვიმაც მატულობს
და მას გაზეთიც კი არა აქვს, რომ წაიფაროს;
ძილმორეული, მილასლასებს შორი სახლისკენ,
თუმც შეუძლია ნებისმიერ საწოლში მიწვეს,
სიკვდილს ხომ ყველა საწოლი იტევს.

ჩარლზ სიმიკი

mrs.smith 2016-09-11 01:54:44

დღიური: mrs.smith.
ერთი ამბობდა
თუ როგორ ფარავენ ჩრდილები მინდორს, თუ როგორი
წარმავალია ყველაფერი, თუ როგორ სძინავს გამთენიისას
ვიღაცას, დილა კი მოდის.

მარკ სტრენდი
mrs.smith 2016-09-11 01:34:01


1 2 3 ... 21 22 23 ... 1398 1399 1400