დღიურები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
შვიდი

შვიდ ნოტს სწავლობს შვიდი დღეა
პაწაწინა ენოტი.
რა ქნას? ვერ დაიმახსოვრა
ზუსტი თანმიმდევრობით.

დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი! დო... –
ნოტებს სწავლობს ირემიც.
ენოტი კი - დო, მი, ფა, სოლ...
სოლ, სი, ლა, დო... მი, რე, მი!


რვა

მოუქსოვა ობობამ
რვა-რვა წინდა რვა შვილს,
კმაყოფილი მობობღავს,
დარდი არ აქვს ზამთრის.

თბილ ჩექმებსაც მოარგებს
რვავე ფეხზე ყველას,
პალტოებსაც - ღუნღულას
რვავეს შეუკერავს.


ცხრა

ცხრა მთის და ცხრა ზღვის გადაღმა,
დევი მიჰყვება თავდაღმართს.

წინდა აცვია ცალ-ცალი,
ქუდი ახურავს ცხრა ცალი.

მიდის ცხრა თავის კანტურით,
ხელში უჭირავს ფანდური.

ღიღინებს: დელი, დელაო,
შორს - ჭირი, დევებს - ლხენაო!


ათი

ათი წლის გახდა მელია,
ოდელი, დელა, დელია.

ცეცხლზე შეუდგამს საცივი,
ჩოხა ჩაუცვამს კაცივით.

გაუწკეპია ულვაში,
ათ კეცს ახურებს ბუხარში.

შეწვავს ათ მსუქან ვარიას,
ვაი, იმათი ბრალია!

როგორ გიკითხოთ?

დღიური: სესილიი.
)

დღიური: ემილი.
როგორ ხარ?

დღიური: თთ.
https://www.youtube.com/watch?v=d_0CVKYCoZI
თთ 2017-01-28 18:19:57

ერთი

ერთ ფერმაში ერთმა ცხვარმა
ერთი ბოთლი რძე დაცალა.

დააყოლა ერთი ჯამი
ქერის ფაფა, ერთიც - ჭვავის.

ბოლოს - ერთი ფუნთუშა.
ცხვარი იყო ხუჭუჭა.

არ მინახავს არსად მე
ცხვარი ბალახს არ ჭამდეს.


ორი

ორი ბელი ჰყავს მურა დათვს,
ორი ბობმორა ბელი.
ორივე ავად გაუხდა,
სიცხემ დარია ხელი.

მიქსტურები და აბები
სულ არ სჭირდებათ დათვებს,
ორივე ბელი ილოკავს
თაფლში ამოსვრილ თათებს.


სამი

სათევზაოდ მიდის წერო,
ამბობს: სამ თევზს დავიჭერო.

ერთი თევზი დათვის მმართებს,
ერთი თევზი - კატისაო,
ერთსაც სახლში წამოვიღებ,
მოვამზადებ სადილსაო.


ოთხი

კურდღლის ოთხი ბაჭია
შეიპარა ბოსტანში,
ოთხი კვალი სტაფილო
გადაჭამეს ოთხ წამში.

დააყოლეს ჭარხალი,
ნიახურის ძირები,
სახლში გვიან დაბრუნდნენ
მუცელგაპეყილები.


ხუთი

ხუთ გოჭს ჰქონდა ხუთი კივი,
გაუმართავთ მუშტი-კრივი.

თითოეულს სურდა ხუთი,
იჭყვიტინეს ხუთი წუთი.

ბოლოს მორჩა კამათი,
ითათბირეს საათი

და დაასკვნეს ამაყად:
არ იყოფა თანაბრად!


ექვსი

ექვსი წლის გახდა მელია,
ოდელი დელა დელია!

ექვსი საქათმის ცოდვა აქვს,
ბევრია, განა ცოტაა?!

ექვსი მელიის ვალი აქვს -
ექვსი მსუქანი ვალია.

დარდი არა აქვს სრულიად,
ტორტს აცხობს ექვსართულიანს.

ეტალონიგანათლება@ეტალონი,გე

დღიური: ანნა ოქსა.
იდეალურ მამაკაცს

ოდესღაც
ოდესღაც, მე შენზე ვოცნებობდი
ოდესღაც, შენზე ფიქრში ვიძინებდი და ვიღვიძებდი!
შენს სახებას ვეფერებოდი ძილის წინ და
როგორც იქნა გაგიცანი, შეგიცანი და შეგიყვარე უფრო მეტად,
უფრო ძლიერ ვიდრე ეს ოდესმე შემძლებია!
შენსს  ალერსს ვგრძნობდი ღაწვებზე ჯერ თვალდახუჭულ ღვიძილში!
შენთვის ვიკეთებდი თმას, შენთვის ვლამაზდებოდი და ვკოხტავდებოდი ნებისმიერ პრიალა ზედაპირთან,
სარკესთან თუ ვიტრინებთან, მანქანის მინებში თუ მზიან შუშებში...
შენს ხელს ვეძებდი, როცა წავბორძიკდებოდი,
შენს მხარს ვადებდი თავს დაღლილი...
შენთან ერთად ვსეირნობდი, შეგნატროდი...
გელოდი...
შენი მხარდაჭერის იმედი მქონდა უარყოფილსა და განადგურებულს...
შენ მატანინებდი გრძელ მარტოობას,
შენ მიჭერდი მხარს როცა ახლობელი ადამიანები მეცლებოდნენ ხელიდან მიყოლებით, კვალდაკვალ ერთმანეთისა...
შენ გიყვარდი ისეთი, როგორიც ვარ,
ისეთი ადამიანური, ადამიანური ნაკლითა და მისწრაფებებით,
შეცდომებითა და კოჭგადატრიალებებით,
უმაკიაჟო და მაკიაჟიანი
შემოსილი და შიშველი,
დაღლილი და დასვენებული,
განრისხებული და დამშვიდებული,
ნაწყენი და მომცინარი,
მოწყენილი და მხიარული,
ბეჯითი და ზარმაცი,
შემცდარი და შეუცდომელი...
შენ ერთს გიყვარდი ასე ძლიერად, ასე მტკიცედ,ასე თავდადებით...
შენ ერთი იგებდი ყოველ ჩემს სიტყვას, ყოველ ჩემს ნაფიქრსა და ნაოცნებარს,
შენ მიკოცნიდი თვალებს, სველ თვალებს და ბეჯითად მიშრობდი საბნის კუთხეს, რომლითაც ბავშვობიდან მიყვარს ცრემლების მოწმენდა!
მე კი...
მე კი გიღალატე, უარგყავი, არ დაგელოდე...
გავთხოვდი!
კარგა ხანი ვიტანდი მას მერე უშენობას!
თავიდან არც კი მახსენდებოდი!
ახლა კი...
ახლა კი, კვლავ ჩემთან ხარ, რთულ წუთებში კვლავ ვგრძნობ შენს მხარდაჭერას, შენს ალერსს ჩემს ღაწვებზე...
შენს ხელებს ჩემს თმებში, ახლობელი ადამიანის ხელით რომ მეფერები და მამშვიდებ : ყველაფერი კარგად იქნებაო!
მხოლოდ შენს გამო მიხარია დაღამება!
ვიცი, არ მიმატოვებ და ყოველ ღამე მომევლინები სიზმრად, მამოგზაურებ ჯერ კიდევ სხვების მიერ შეუსწავლელ კუნძულებზე, შეუბილწავ თოვლში, მიუდგომელ ნაპირებზე, უკიდეგანო უდაბნოში, ანკარა ოკეანეში, უცხოვრებელ სახლებში, ედემის ბაღებში, ბუნებრივ ნაკრძალებში...
მეც მოგყვები ნდობითა და მთელი არსებით!
და ბედნიერი ვარ, რომ გიცნობ, იდეალურ მამაკაცს, რომელიც არასდროს მიმატოვებს,
რომელიც არასდროს მეტყვის საყვედურს ჩემი ადამიანური ნაკლოვანებებისა და ფეხისგადაბრუნებების გამო!
...
დავიძინებ რომ კვლავ გნახო!      "ფლორენცია"
ანნა ოქსა 2017-01-20 23:40:58

ნუ მიმატოვებ.
ჰო, საჭიროა
თავდავიწყება
და ყველაფერი
წამს დამიწდება
აწ გარდასული.
ჰო, დაივიწყე
დრო – დაკარგული.
გადაივიწყე
საათი, წამი,
რომელიც, ზოგჯერ,
შეკითხვით,- რატომ?-
ჰკლავს, ერთი დარტყმით,
ბედნიერ გულებს –
ანაზდეულად!
ნუ მიმატოვებ,
ნუ მიმატოვებ.
მე შენ გთავაზობ
წვიმის მარგალიტს,-
მოსულს ქვეყნიდან,
სადაც არა წვიმს.
ჩემს სიკვდილამდე,
სიკვდილის მერეც,
უნდა მოვთხარო
პეშვებით მიწა,
შენი სხეული
რომ ოქროთი და
შუქით დავიცვა.
შევქმნი სამეფოს,
სადაც ამური იქნება
მეფე.
სადაც ამური
იქნება მეფე,
შენ -იდედოფლებ.
ნუ მიმატოვებ,
ნუ მიმატოვებ.
გამოვიგონებ,-
მხოლოდ შენთვის,-
ჯერ ართქმულ სიტყვებს,
რათა შეიტყო,
იქ, მიჯნურებმა
სხეული სხეულს
როგორ ჩააწნეს
სულ ორად ორჯერ.
მე მოგიყვები
ერთ ისტორიას
მეფეზე, ვისაც
ქვეყნად სიკვდილი
არა ჰქონია.
ვისაც შენსავე
სულში შეხვდები,
ასე მგონია.
ნუ მიმატოვებ,
ნუ მიმატოვებ,
ნუ მიმატოვებ.
ხშირად უხილავთ
ცეცხლისმფრქვეველი
ვულკანი ცხელი,
როგორც ფიქრობენ,
ძალიან ძველი.
ეს უნდა იყოს
დამწვარი მიწა,
ხვავი ხორბლისა,
რომელმაც უფრო
უმეტეს მისცა,
ვიდრე აპრილმა-
საუკეთესომ.
მოდის საღამო,
რომ ცა აანთოს.
შავი წითელ ფერს
არ შესთავაზებს
ჯვრისწერის ლოცვებს,
ნუ მიმატოვებ,
ნუ მიმატოვებ,
ნუ მიმატოვებ.
ამიერიდან
არ მსურს ტირილი,
აღარ ვიტირებ.
დავდუმდები და
შევიმალები
იმ სამეფოში,
მე რომ შევქმენი, –
გართულს ცეკვასა
და სიმღერაში
მინდა გიცქირო
სახემცინარეს.
უმორჩილესად
გთხოვ, მომცე ნება,
რომ ვიქცე მონად
შენი ხელისა,
რადგან
ერთგული ძაღლის
ჩრდილის
ბედი მეღირსა.
ნუ მიმატოვებ!
ნუ მიმატოვებ!
ნუ მიმატოვებ!
ნუ მიმატოვებ!

Jacques Brel

https://www.youtube.com/watch?v=XmV1fL7yl_c

რ_____ო_____ი

საუბრები გამთენიისას 


ისევ ღვივდება მთვარის
მარცვალი
და ღამის ორთქლი გააქვს
სამოვარს,
მე ვამბობ - ერთ დღეს ქოლგებს
დაწვავენ,
შენ ამბობ - წვიმა მაინც წამოვა.
შემდეგ კამათი ლაპარაკს მალავს,
ოთახში წყენა დგება ირიბი,
მე ვამბობ - გრანელს ჯობია გალა,
და შენ იგივეს ამბობ პირიქით.
ასე მივყვებით ფიქრის ობობებს
და იბლანდება მრავალი ჭორი,
შემდეგ შენ მიხსნი რა სხვაობაა,
ღმერთის და ნიცშეს სიკვდილებს შორის
და სულს მიბრუებს შენი ცხელი ხმა,
ჩურჩულით ყვები ამბებს, იგავებს,
მე კიდევ ვფიქრობ რა სულელი ხარ,
და შენ პირიქით ფიქრობ იმავეს.
ასე იხსნება ყველა
ნიღაბი,
ფანჯრიდან მოჩანს დილის
ბილიკი,
შემდეგ მე ვამბობ - „მე შენ
მიყვარხარს“
და შენ იგივეს სტყუი
პირიქით...

https://www.youtube.com/watch?v=hbe3CQamF8k

უკვე შობაა. შობამდე კი როგორ ვფხიზლობდი,
როცა ტაძარში ირგვლივ მყოფებს ჩამოეძინათ,
ეს შემთხვევითი არ ყოფილა, უფრო მიზნობრივ
სახეს იძენდა და ვიფიქრე, რომ მე მეტწილად -
ვაცალკევებდი მოგონებებს, მტერთა, მოყვასთა,
შემდეგ კი როცა სახარებამ ღამე გარინდა,
ტაძრიდან შენი საგალობლის ხმა გამომყავდა,
როგორც იესო გამოჰყავდა დედას ბაგიდან.
და სანამ მკერდზე, ფრესკასავით ამოგკაწრავდე,
საკუთარ თავში გავერკვიო უნდა სრულებით,
ჩემი ყველა გზა დღეს იმიტომ მოდის ტაძრამდე,
რადგან ტაძარში, ფერფლისფერო, შენ მეგულები.
არ მიპოვნიხარ, შენ ყოველთვის ჩემში იყავი,
რას მომისჯიან ძილისპირზე ნეტავ ღმერთები?
საკმარისია თვალი მოგკრა და შემიყვარდე.
წვიმიან ღამით, ელვის შუქზე როცა ენთები...
ხოლო ეს ღამე, ტკივილების შავი მამონტი,
მემილიონედ იცვლის პოზას, კბილებს სარძევეს,
მე ისე მინდა შენთან ყოფნა და არ გამომდის,
როგორც სიზმარში გვინდა ყველას თავის დაღწევა -
როცა მოგვსდევენ, ანდა კიდევ როცა ვვარდებით
უფსკრულებისკენ, სიმაღლიდან, შენ კი უბიწო
თეთრი ტაძრიდან გამოდიხარ, ტაძრის ფარდები,
დაშვებულია და მე მინდა გამოვუღვიძო -
საკუთარ სხეულს, საკუთარი ძილის ეტაპი,
სანამ სიკვდილის ქარიშხლები დამიბერავდნენ,
მოვიდე შენთან და მაგ გულის სათუთ ზედაპირს,
მოვხსნა თავი და ჩავიძირო შენში ფსკერამდე.

როი

იღვრება ცეცხლი ფიალიდან,
ვისვრი აკორდებს
წელსაც ისევ ის  შარშანდელი
ფიქრი მაისობს
და სადაც უნდა, როგორც უნდა
რასაც ვამბობდე,
სულ ერთი არის
მთავარია, შემეხალისო...
რომ ბოლო ვალსი
აღარ ჰგავდეს ფარისევლობას
უსმინეთ გუგუნს
გაჰკივიან ლიანაგები
დეკემბერია ოცდახუთი, თოვლია გარეთ
და ღამემ ისევ უძილობის
მახე დამიგო.

მახსოვს აპრილი უჩვეულო
ნისლით ვთვრებოდით,
აკაციებიც  _
დედამიწას თმებში რომ აქსოვს
არც ისე ბევრი მოგონება
შემომრჩენია
თუმცა სულ ყველა გუშინდელი
ქარივით მახსოვს!

დენთის სუნია
ნაავდრალი სიჩუმის ფონზე...

დღიური: მელ.ზ..
ფესვი გაიდგი ჩემს დუმილში და მიმატოვე...
ნუ გააღვიძებ მიწას, ეძინოს;
ბალახივით ამოსულ სიზმარს
მალე ფხიზელი წუთი მოცელავს.
ზოგჯერ, ცხადშიც გაიელვებს
ხილვის ფრაგმენტი,
როცა ნესტოებს
გამზეურებულ ქვეშაგების სუნი მოწვდება:
ღია ფანჯარა და კოინდარი
ამოსული დიდედაჩემის ზურმუხტის თვლიდან
და ის ფარდაგი, მოაჯირზე რომ გადაფენდნენ
და მთელი ქუჩა შემოჰყურებდა...
დღემდე მიკვირს,
როგორ შეეძლო მხიარულ ფარდაგს
მოჟამულ დღის გახალისება
და უნაბისფერ ინიციალში
ჩაკარგულ უცნობს უსახელობა არ ანაღვლებდა,
რადგან აქ იყო, ამ ფერებში და ფერებაში
და აქ რომ იყო, არც კი იცოდა...
აქ ყველა დრო მიდი-მოდის
და კვალს ტოვებს მხოლოდ ჩვენში
და სხვაგან არსად.
უდროობა
აღარაფერს ახლაც ირეკლავს
და მომავალში იგულისხმება...
ნუ გააღვიძებ მიწას, ეძინოს,
აღარ უნდა მიწას მიწაზე სიარული,
თავისთავის ტკეპნა მობეზრდა;
სამოსელივით გაცვდა იგი
და მიიწურა ზაფხულივით,
...თავს აფარებს მარჩენალ მიწას...
ეძინოს მიწას, იძილღვიძილოს,
ჩვენ მუდამ მიწის სიზმარ_ცხადს ვიმკით
და უხალისოდ ვეძებთ სამოთხეს,
რასაც მიაგნებს არქეოლოგი,
მაგრამ სულიდან როგორ ამოთხრის?!


.გ.ა.

მელ.ზ. 2016-12-23 16:41:22

დღიური: ლუტეცია.
მე გწერ სიჩუმეს, რადგან სიტყვებს აზრი აღარ აქვთ,
სხვა გზაც არაა _ შენს აჩრდილთან თამაშს მოვეშვი,
გიხსენებ _ ჰგავდი მიუდგომელ, მწვანე აგარაკს,
ზაფხულის გრძელ და უსაშველო საღამოებში.
მე გწერ სიჩუმეს, რადგან როცა ავლაპარაკდით,
ეს ცა და მიწა ვეღარაფრით ვერ გავიყავით,
და ყველაფერი დარჩეს ისე, როგორც მანამდე,
ჩვენც, ერთმანეთთან შეხვედრამდე როგორც ვიყავით,
ისე ვიცხოვროთ. პატარაა ჩემი ნაჭუჭი,
ვერ ჩაგატიე, ვერ მიგიხვდი, მაინც ვინა ხარ,
შენ ჩაიარე, მე, უბრალოდ, თვალებს დავხუჭავ
და ვეღარასდროს, ვეღარასდროს ვერ დაგინახავ.
როდესაც მივხვდი, რომ ქუჩები შენით აივსო,
როგორც ფოთლებით, როგორც ქარით, როგორც ხმაურით,
როდესაც მივხვდი, რომ სიყვარულს გზა აქვს თავისი,
მოულოდნელი, ოღრო-ჩოღრო და უცნაური,
როდესაც მივხვდი, შენი ნახვა როგორ ვინანე,
ჩამოვაფარე დარაბები, კარიც ჩავრაზე,
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იყო გვიანი _
შენს ასე მარტივ სახელს ვწერდი სველ ფანჯარაზე.
ვწერდი და ვშლიდი. წვიმდა ცხარედ და ხელაღებით,
ქუჩა, სახლები მიყურებდნენ ნიშნისმოგებით,
და დავინახე, შემოდგომამ ამ ნიაღვრებით
როგორ წაიღო ჩვენი ძველი დიალოგები.
და გწერ სიჩუმეს, რადგან სიტყვებს ვეღარ ვუშველე,
სიტყვებს გასროლილს აღარა აქვთ რადგან მიზანი,
ასე გროვდება რვეულები გადაუშლელი,
რომლებსაც, ვიცი, არასოდეს გამოგიგზავნი.
ნუღარ შემხვდები _ დასასრული იყოს იოლი,
რომ დაივიწყონ ტკივილებმა მალე სხეული,
ასე მთავრდება ეს ბარათი, პრიმიტიული,
ჩემი ფერადი რევულიდან ამოხეული.
სალომე ბენიძე.
ლუტეცია 2016-12-23 12:38:58

ეკა კვიციანი
·
*
რომ არ გამიქრე,
უხილავად ყველგან რომ ჩანდე -
შენი თვალების შუქს იხორცებს ჩემი სიბრმავე,
გახსნილი ციდან
გრილ სხეულში მზის წვეთი ჩამდის,
და სისხლის ხმაურს -
შეუნდობელ ცოდვას ვიბრალებ..
სუყველა სიზმარს,
ყველა სიზმრის ძილს და სიცხადეს
მუჭებში ვამწყდევ,
სამივე დროს ერთად ვადედებ.
ყველგან შენ იდგე, მდუმარებდე, უხმოდ მკიცხავდე,
რომ ვერ გიცანი, ვერ შევძელი და ვერ გავბედე...
ფრთებს ვიტკიებდი,
ვიდრე მტვერი ჩამოვიფერთხე,
ვქაფდებოდი და არაფერი დავრჩი ქაფიდან,
მახსოვს, შეცდომით
დავისიზმრე ცა და იმ ერთხელ,
დაიწყო ჩემში შენი ცისფრად აქათქათება...
ბრმა თვალებიდან ახლა მხოლოდ შეგრძებებს ვსწავლობ,
და ღამეს ვადნობ, ცას ვახორცებ,
ტკივილებს ვრითმავ,
იდუმალებით შემოსილო, შემთვრალო წამო,
ვგროვდები ,ბოლოს ღიღინით რომ სიჩუმე გითხრა...
შენი ლანდია -
ჩემს სიზმარში ჩრდილივით გაწვეს.
შენი შუქია,
სივრცეებში მზედ რომ ნაზდება...
სულში გაბლანტდა
და ტალღებზე მსუბუქად მარწევს,
მარადიული სიყვარულის შემონაზვნება....

დღიური: დაკარგული.
მუხა, დიდი მადლობა!
დაკარგული 2016-12-14 14:31:22

***
ხეები ზეცას
აჩნია შავად.
მდუმარებაა
თეთრი და შავი...
და
თითქოს კელნერს
დაექცა ყავა _
თოვლზე დაფრინდა
ცაცხვიდან
ყვავი.
მდუმარებაა
თეთრი და შავი...
საქართველოდან
მოველი წერილს...
გაცივებულა
ფინჯანში ყავა
და გუნდაობენ
ყვავებით ხენი.
მუხრანი

ხმამაღლა საკითხავი

მე სიტყვა-სიტყვა ჩამოვთვლი:
სიკეთე!
სითბო!
სინაზე!
მზის,  გახარებდეს ამოსვლა!
ყოველდღე,
დარდის ჯინაზე!
შრომას მოჰქონდეს შედეგი,
ხვავი!
დოვლათი!
ბარაქა!
არასდროს გამოგლეოდეს
ნუგბარით სავსე კალათა!
ჯანის და სულის სიმრთელე!
ძალა და ღონე ხელებში!
სევდა ნუ გაგეკარება,
შენც ნუ ეხები, შეეშვი!
მშვიდი დილა და საღამო!
დაფასებული ამაგი!
ოჯახით, შვილით, და-ძმებით
წელგამართული,
ამაყი!
ურყევი რწმენა!
იმედი!
სათნო მოყვასის სიმრავლე!
ნურც გაგთქვეფია მიწასთან
ჯილაგი,
დაე!
იმრავლე!
გეგრძნოს სამშობლოს გულისთქმა:
ერთობა!
შრომა!
შენება!
მეგობრის გვერდში დადგომა
და მტრების გადაშენება!

ვიცი, რომ ჩუმად წაკითხულს
ვერ დაუდგება ამინდი,
ხმამაღლა გადაიკითხე
და ჩამოივლის ამინი!

7.12.16.

დღიური: ფუნიქს.
კაშკაშა,ფერადი  დღეები სიყვარულის (ნაწყვეტი )

და ..მას  ეგონა, რომ ეს არ მოხდებოდა და მაინც ოცნებობდა ..
სიზმრებში კი ხელებგაშლილი ეხვეწებოდა ღმერთს მას , რასაც
ზოგიერთი ჩაფლული ყოველდღიურობის ამაოებაში ეძახის- დღეს,
ზოგი კი ღამეს მოწმენდილს ვარსკვლავებით ძილისთვის..
ზოგიც, მშიერი თბილ და ტკბილ სურნელოვან საკვებს,
ზოგიც კი გზაზე გამდგარი საშოვრისთვის ფულს,
ავადმყოფი ჯანმრთელობას ,
მტკივნეული გაყუჩებას , უსასოო დამშვიდებას და მეოცნებე ასრულებას..
და ზოგიც კი უბრალოდ  რიგით ბედნიერებას
და მოევლინა მის გამოზომილ ცხოვრებაში, არც ერთი ის ბედნიერება-
რაც  ეკუთვნოდა სხვას ,არამედ მხოლოდ ..მას,  მისივე ცხოვრების მიხედვით ,ოცნების მიხედვით -  კაშკაშა ფერადი დღეები- სიყვარულის.
ამბობენ ასეთ დღეებში ყველაფერი უცნაურია და მშვიდი, გამოზომილია ამისთვის ადგილი და დრო
ყოველი საათი თუ მოვლენა ,რადგან ეს დრო ,როგორც დღე,როგორც ღამე
როგორც საკვები ,როგორც წამალი ,როგორც სასწაული თუ როგორც ცხოვრება ისეთივე მოვლენაა მისეული ,საკუთრეული,რომლის დროსაც  დროც შეჩერებულია, მხოლოდ ხანგრძლივობა
იწურება ესაა და ეს..
და აღმოჩნდა გოგონა ამ სითბოსა და "დროში" და
იგრძნო მისი საჩუქარი რა პატარაც არ უნდა ყოფილიყო ის თუ უზომოდ დიდი -
იგრძნო მისი სრულყოფილება,აღქმის ბედნიერება და
გაზომა თითებით მისივე ცხოვრება აქამდე- ამის მერე,
ამის ძალიან -მერე თუ ძალიან- აქამდე
იგრძნო ,რომ მტვერსაც აქვს მისი დრო ქარში ბორიალის
ფოთლებსაც ,ყვავილებსაც და ყოველ ცხოვრებისეულ მოძრაობას მისი სიდიადე :
დასამახსოვრებლად ყოველი წამის
დასამახსოვრებლად ყოველი ფორმის
დასამახსოვრებლად ყოველი მოცემულობის
დასამახსოვრებლად ამ დღეების ფერადი დღეების,
რომელელთა ფერიც განსაკუთრებულია და კაშკაშა
რომელიც ამ დროს მთელ სამყაროს გავს და ასე ახლოსაა
იგრძნო რომ აღემატებოდა ეს ყოველივე ნახულს თუ გაგონილს  და ატირდა
მაგრამ აღარ იცოდა რა ექნა ,რადგან არ იყო მარტო და ბავშვობაში დახატული მრგვალი დედამიწა ,რომელზეც ერთი სახლი და ორი ადამიანიღა ეტეოდა - გაზრდილიყო.
გაზრდილიყო დედამიწა და  დაპატარავებულიყო თავად
დაპატარავებულიყო ასევე  ყოველი ის ,რაც ასე აუცილებელი იყო ამ  კაშკაშა დრეებისთვის  სიყვარულის..
გადახედა ხალხსაც მის ირგვლივ ,რომელთა შუაგულში იდგა,
როგორც მემილიარდედი და კიდევ უფრო მეტი... და მიხვდა,რომ
ზოგისთვის ეს კაშკაშა დღეები სიყვარულის იყო უბრალო ვნება ,ზოგისთვის ადამიანის პოვნა, ზოგისთვის სიბინძურე, ,ზოგისთვის სისპეტაკე ,ზოგისთვის სექსი, ზოგისთვის რომანტიზმი,  ზოგისთვის დროის ტყუილად ხარჯვა,ზოგისთვის შეცდომა,ზოგისთვის ჩვეულებრვობა და  ზოგისთვის რა ზოგისთვის კიდევ რა
გადახედა ,მოიჭირა ხელი ყურებზე და თვალებზე
და გაიღიმა,
რადგან ასეც უყურებდა მას- ამ კაშკაშა ფერად დღეებს სიყვარულის.
და ამ დროს,დახუჭული მარადისობაში- როგორც ყველაფერი განუმეორებელი ეს გრძნობაც გადაიქცა
იმად, რადაც სურდა- ფერად კაშკაშა დღეებად სიყვარულის .
და დაიმახსოვრა დრომ
დაიმახსოვრა მოცემულობებმა,
დაიმახსოვრეს მათ, სხვებმაც მათსავე ცხოვრების გზაზე - სიბერემდე ,როგორც ცისარტყელა  დღეებმა
მიღო ფორმა მოცემულობა, გადმოვიდა ფერებად ქუჩებში,ფანჯრებზე ტუჩებზე ,თვალებზე
დაიმახსოვრა ბუნებამ ,
დაიმახსოვრა და დარჩა
დარჩა დარჩა დარჩა
და დადგა დადგა  დადგა...
კაშკაშა ფერადი დღეები სიყვარულის...
პ. ს;
ეძღვნება სიყვარულის ,როგორც მოვლენის აღმოჩენას და აღიარების აუცილებლობას  <3
ფუნიქს 2016-12-08 17:01:23

შეუცნობელ სამყაროში ფარფატით,
ფეხს შემოვდგამთ სიყვარულით, სათუთად,
ცოდნის წყარო, ანთებული ლამპარი,
დედა ენა არის ჩვენი სარანგი
თავისუფალ საქართველოს ვუმღერით,
შრომით, სწავლით ვასახელოთ მთა-ბარი,
ერთა შორის სიყვარული სუფევდეს,
ჩვენი გული ეს სიკეთის ზღვა არის
სკოლა, სკოლა,
ვარდისფერი ოცნებების ზღვა ხარო,
სკოლა, სკოლა,
შენ კედლებში ვფრთიანდებით, ვმაღლდებით,
მზის სხივებით გაგვინათე სავალი,
საქართველოს მომავალი აქ არი

ცა გაბრწყინდება, როცა
გავხსნით ლომისის დროშას
თვალში სიხარული მოსჩანს
მედლები ჭკვიანს და ყოჩაღს.
სამშობლოს დავუდოთ ფიცი
წინ წავალთ ცოდნით და ნიჭით
არ გვინდა ამდენი სისხლი
სამშობლოს ფასი ჩვენ ვიცით.
გათენდა დრო არ გვაქვს ფიქრის
ლომისის სკოლა წინ მიჰქრის
მოვიდა დრო წიგნის კითხვის
ლომისის სკოლა წინ მიჰქრის

მზე ამოდის, დღე იწყება ნათელი,
მზის სხივებზე ივლის ყველა ქართველი,
მზის ნათელში ბრწყინავს ცოდნის ტაძარი
მუდამ რეკდეს, გუგუნებდეს აქ ზარი.
მზის ნათელში ბრწყინავს ცოდნის ტაძარი,
მუდამ რეკდეს, გუგუნებდეს აქ ზარი.

გაანათე, მზეო მრავალჟამიერ,
გაანათე, მრავალჟამიერ!
გაანათე, მზეო მრავალჟამიერ,
გაანათე, მრავალჟამიერ!
მრავალჟამიერ!

ჩვენ ვართ თაობა – ქვეყნის იმედი,
გვაქვს “განათლება”, ცოდნა ულევი,
ყველა განსაცდელს ცოდნით ვამარცხებთ,
ჩვენ გვაქვს “იმედი” – ცოდნის ტაძარი
რწმენის სანთლები გვინათებს გზა-კვალს
გვაქვს “განათლება”, სკოლა “იმედი”
თამამად ვადგამთ მტკიცე ნაბიჯებს
და სიყვარულით გვიძგერს გულები.
გვჯერა, რომ ლამაზ მომავალს შევქმნით,
ოცნებას ცისკენ ავუშვებთ აფრად,
ჩვენ სასოება გვქვია სახელად,
ქვეყნის იმედი და აღმაფრენა.

დღიური: საბა93.
ცხოვრება რომ მარტივი იყოს "შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა" კი არა "შვიდი სიყვარულის წესი" იარსებებდა...
საბა93 2016-11-19 02:13:20

შენ არ შეცდები, როცა იფიქრებ რომ დამავიწყდი...
ნუ გაიკვირვებ
მე ხომ ჩემი ცხოვრებაც დამავიწყდა
როგორ ვსუნთქავდი, რა მიხაროდა
და ბანალური აზრები საიდან მომდიოდა...
ერთადერთი, რაც არ დამავიწყდება
ის სითბოა, შენგან რომ მოდიოდა და
გარს ატმოსფეროსავით მეკვროდა
მამსუბუქებდა
ჰაერში მწევდა
მიზიდულობას
მიძლიერებდა.

არა
ნუ გაიკვირვებ
რადგან
არასდროს
არაფრით
არ მავიწყდები........
აზრები კი ისეთი ურთიერთგამომრიცხავია
როგორც მე და ჩემი სახე

დღიური: მუხა.
ღვთისო მადლობა ყურადღებისთვის ახლა შემოვიხედე  დღიურში და გამიხარდა თქვენი  ლექსი და ყურადღება.
თავად კეთილი ადამიანი ხართ და ამიტომ სხვისასაც ხედავთ.
მუხა 2016-11-14 01:54:55

სიყვარულის ახსნა
.
სათიბში მიჯნური მთვარე დაბანცალებს.
იციან _ იწვიან ვარსკვლავთა ნარგისნი.
მსურხარ და მაძალებ _ სულ ცოტა მაცალე _
სული თუ მოვითქვი _ სიყვარულს აგიხსნი.
გეტყვი, რა სახმილმა ეს გული დაფლითა
ან მთვარე რად ვიძმე _ ღამეთა პოეტი.
გეტყვი, რომ ცასავით შორეულ ზღაპრიდან
სულ შენთან მოვდივარ და ვეღარ მოვედი;
მერანს შევაცვითე ფერდებზე დეზები,
ვაწბილე ეშმა და ჭინკა და მაცილი,
ამდენი გეძებე _ რამდენი გეძებე!
და დაუძლეველი ვიპოვე მანძილი.
და თუმცა თითებში შენი თმის ლანდია,
თითები თვრებიან მთენთავი ბანგის სმით, _
ნარგისის თვალები ისე შორს ანთია,
ვით ღამის სათიბში ვარსკვლავთა ნარგისნი.
გეტყვი, რომ სიზმრები ქარებმა მირწიეს,
შლეგი იკაროსის ელდით ვარ ნასეტყვი...
და ასე სასურველს
და ასე მიწიერს,
უკვე აღარ ვიცი, გეტყვი თუ არ გეტყვი! _
რომ, თუნდაც მერანმა არსად გადამჩეხოს,
ბედი იქირქილებს, ბილწი და ბოროტი,
რადგან ეს ბილიკი, ასე საცალფეხო,
მკაცრად საცალფეხო იქნება ბოლომდის;
რომ მთვარე მარტოა და მწირის თმა-წვერით
სხვადასხვა სცენაზე ჩვენ ერთი როლი გვაქვს;
და უსასრულოა
და სისხლით ნაწერი
ჩემი ქრონიკული ტრფიალის ქრონიკა;
რომ შემომჩვევია სევდა გაბასრული,
კაეშნის მგეშავი, ავი და გულზვავი,
ჩემი მარტოსული პატარა წარსული
ზურგზე რომ ამკიდა ამხელა კუზივით;
ათასჯერ სიკვდილით თვალები დავიწვი,
სული აქილევსის ვეება ქუსლია...
და ალბათ, არ გეტყვი, რადგან თუ რამ ვიცი,
ვიცი, რომ სიყვარულს ასე არ უხსნიან!
და სწორედ ამიტომ შენი თმის თავთავებს
მდუმარედ მოვისთვლი დამთვრალი ბანგის სმით,
და სწორედ ამიტომ მთვარეს ვუთვალთვალებ,
და სწორედ ამიტომ
სიყვარულს არ გიხსნი.
Zaza Bibilashvili

                  დღეს ექვს საათზე ლექციაზე მივდიოდი. მეტრო მოულოდნელად გაჩერდა. სამი წუთის შემდეგაც რომ არ დაიძრა პანიკა ატყდა. გამახსენდა, რომ სახლიდან ცუდი წინათგრძნობით გამოვედი, რომ გული რაღაცას მიგრძნობდა. და აი, ხომ ვამბობდი... ვნანობ, რატომ არავის არ ვუთხარი სახლიდან გამოსვლის წინ ეს?! რომ ის ვაგონი ლუწი რიცხვის იყო, მე კი კენტ რიცხვებზე მიმართლებდა... წარმოვიდგინე, რომ უკვე გამოსული მატარებელი, სულ მალე დაგვეჯახება,როგორც ამერიკულ ფილმებში, რომ ეს ჩემი უკანასკნელი წუთებია. თუმცა მახსენდება, რომ ბეტმენები და სუპერმენები არ არსებობენ, მით უფრო, რომ ჩემს უკან სამი მთვრალი ახალგაზრდა დგას და ზომბებზე საუბრობს. წარმოვიდგინე - აკადემიის ლექტორი ოდესმე გაიგებს მის ლექციაზე რომ არასდროს ყოფილა, ის გოგო გარდაიცვალა, რომ სკოლის თანამშრომლები დილით ისაუბრებენ, როგორი მონდომებით ავსებდა ხელოვნების მასწავლებელი სკოლის გეგმებს და ვერ მოასწრო დასრულება, რომ სახლიდან ფაცხა-ფუცხით გავიქეცი ლექციაზე, და მე ვნანობ, დილით გასაგზავნი მესიჯი რომ არ გავგზავნე. და გული მწყდება ასეთ ფორმაში რომ უნდა გარდავიცვალო უცხოებში, მატარებლის ვაგონში, მთვრალი კაცების გარემოცვაში წითელი დუტით, უძინარი თვალებით.... ამის გაფიქრება მოვასწარი მხოლოდ , იმ სამ წუთში ზოგმა ალბათ უფრო მეტიც მოასწრო, მეტი და ნაყოფიერი გაფიქრებები


1 2 3 ... 20 21 22 ... 1398 1399 1400