დღიურები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
დღიური: თემური57.
  დღეს მივიღე ელექტრონული შეტყობინება, როგორც
საერთაშორისო კონკურსის  ,,მეორე მსოფლიო ომის გმირები''-
ნახევარფინალისტი, ჩემი ნაწარმოები შევა სპეციალურად
ამ კონკურსისთვის გამოცემულ წიგნში.
წიგნის სასიგნალო ეგზემპლარი ძალიან მაგარია და ნაწარმოები
გამოქვეყნდება მე-5 გვერდზე.
გამიხარდა. ვთვლი, რომ ეს უკვე დიდი წარმატებაა.
თემური57 2017-05-24 19:24:49

დღიური: კეპლერ 452ბ.
როგორი ყალბია ყველაფერი,
როცა შორიდან უყურებ მღელვარებას
და როგორ ბრაზდები,
როცა მაინც ყველეფრი კარგად გახსენდება...
კეპლერ 452ბ 2017-05-19 14:52:45

დღიური: თიო.
პირიქით, მადლობა თქვენ ჩემო კარგო
ჰ ა ნ ა 2017-05-16 14:14:40

დღიური: თემური57.
ელ-ფოსტით მივიღე შეტყობინება, რომ დამაჯილდოვეს
საერთაშორისო ლიტ. კონკურსის ,,მეორე მსოფლიო ომის გმირები''-
სახელობითი მედლით, რომელიც გადმომეცა ნაწარმოებისთვის
,,სიკეთის მედროშე'' და შეეხებოდა მამაჩემის ,,ვია დოლოროსას''
მეორე მსოფლიო ომში.
ეს ორმაგად სასიხარულოა, რადგან პატივი მივაგე მამის ხსოვნას და
მივიღე ნახევარფინალისტის დიპლომი. კონკურსში დაახლოებით
ცხრაათასი შემოქმედი მონაწილეობდა  მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყნიდან. 
საერთაშორისო ასპარეზზე  ესუკვე ჩემი მეორე გამარჯვებაა. პირველი
იყო  ,,ლადა-ვესტას'' საავტომობილო ფირმის ლიტ. კონკურსის პირველი
ადგილი თავისუფალ თემაში და ფულადი ჯილდო. ასერ, რომ მე პროფესიონალი
მწერალი მეთქმის.
  არ მინდა ვინმემ იფიქროს, საკუთარ თავს ვიქებ, არა! ,,ურაკის''
დღიურში ვინახავ ყველა წარმატებას, რადგან  ,,ურაკში'' დაიწყო
ჩემი შემოქმედებითი გზა და სამ წელიწადში საერთაშორისო
აღიარებაც მხვდა წილად. დიდი მადლობა  ,,ურაკს.''

თემური57 2017-05-12 14:19:52

დღიური: ჰ ა ნ ა.
სული არ იღლებაო - ეს რომ არ დამეჯერებინა, დიდხანს ვერ გავძლებდი ამ ქვეყანაზე.. მადლობა მათ (და თქვენც) - ვისთანაც შემიძლია ასე შევეფარო..
თიო 2017-05-02 22:57:14

დღიური: ტენდი.
სოფელი

თუ შეგიყვაროს სოფელმა,
გულიც თავადვე გატკინოს,
ხან ჯვარს გაგაკრას მადლისთვის,
ხან ლიქნით მოგეხმატკბილოს,
ზურგში დანა გცეს და თანაც,
შემოგღიღინოს ოსანა,
სოფელი რის სოფელია,
თუ ლაფში არ ამოგსვარა?
რაც უნდა დიდხანს გაებას
სიცოცხლის სევდა-ლმობანი,
სულ ერთი მოთქმა დაიტევს
და ერთი შესანდობარი!

შატილიონი
ტენდი 2017-05-02 21:25:20

დღიური: მუხა.


რა ღირს ბედნიერება?
-გავიგე,აქ ბედნიერება იყიდება.მითხარით, რა ღირს სამი დღე ბედნიერება?
-ნახევარი ცხოვრება.
-ძალიან ძვირია,სამი თვე ბედნიერება?
-მნიშვნელობა არ აქვს-ნახევარი ცხოვრება!
-ე.ი.მე შემიძლია ნახევარ ცხოვრების ფასად წავიღო რამდენი ბედნიერებაც მინდა?და თქვენ რა,ამით?
-არც არაფერი..რამდენსაც მოერევით წაიღეთ...
დასწყევლოს ღმერთმა რა მძიმეა..
-მძიმე არ არის, ძნელია..თუ მიუჩვეველი ხართ! თქვენც იმდენი წაიღეთ, რამდენსაც მოერევით.
-როგორ გავიგო რამდენს მოვერევი?
დაიწყეთ ხუთი წუთიდან,დაამატეთ ათი წუთი,სინჯეთ თუ დაძრავთ.
-და მერე კიდევ შემიძლია ავიღო?
-რა თქმა უნდა,ნუ აჩქარდებით.ხშირია,როცა იმდენი ვერ მიაქვთ,რამდენიც სურთ!
-ალბათ ვზიდავ,ვეცდები,მინდა ბედნიერება...მერე კიდევ მოვალ! და ერთი კითხვა კიდევ შეიძლება?
-რა თქმა, უნდა გისმენთ!
-რატომ აქვს ასეთი უცნაური ფასი-ნახევარი ცხოვრება?
-ეს ფასი არ არის,ეს თქვენივე თვითშეფასებაა...


რა ღირს ბედნიერება?
-გავიგე,აქ ბედნიერება იყიდება.მითხარით, რა ღირს სამი დღე ბედნიერება?
-ნახევარი ცხოვრება.
-ძალიან ძვირია,სამი თვე ბედნიერება?
-მნიშვნელობა არ აქვს-ნახევარი ცხოვრება!
-ე.ი.მე შემიძლია ნახევარ ცხოვრების ფასად წავიღო რამდენი ბედნიერებაც მინდა?და თქვენ რა,ამით?
-არც არაფერი..რამდენსაც მოერევით წაიღეთ...
დასწყევლოს ღმერთმა რა მძიმეა..
-მძიმე არ არის, ძნელია..თუ მიუჩვეველი ხართ! თქვენც იმდენი წაიღეთ, რამდენსაც მოერევით.
-როგორ გავიგო რამდენს მოვერევი?
დაიწყეთ ხუთი წუთიდან,დაამატეთ ათი წუთი,სინჯეთ თუ დაძრავთ.
-და მერე კიდევ შემიძლია ავიღო?
-რა თქმა უნდა,ნუ აჩქარდებით.ხშირია,როცა იმდენი ვერ მიაქვთ,რამდენიც სურთ!
-ალბათ ვზიდავ,ვეცდები,მინდა ბედნიერება...მერე კიდევ მოვალ! და ერთი კითხვა კიდევ შეიძლება?
-რა თქმა, უნდა გისმენთ!
-რატომ აქვს ასეთი უცნაური ფასი-ნახევარი ცხოვრება?
-ეს ფასი არ არის,ეს თქვენივე თვითშეფასებაა...

დღიური: ვიოლეტა.
"ისარი მიზანს ვერ მისწვდება, მშვილდში თუ დარჩა." ათას ერთი ღამე


სიყვარულის სკალპელმა უჩხვლიტა სულის ვენებს, მისგან გადმოვარდნილ სისხლის პირველ წვეთს წოდა-გული."  მაჯო ად-დინ ბაღდადი[color=#990099]
[/color]
ვიოლეტა 2017-04-17 19:40:54

დღიური: ცრემლი.
გილოცავ! მრავალს დაესწარი!

უკაცრავად,მაგრამ ბევრი წლების მერე (ნუ,სადღაც 5-6-7) ჩვენს მიმოწერას გადავხედე (დღეს) - და მომესურვილა გკითხოთ: თავს კარგად გრძნობთ თუ გამოუჩავდით?
მე მომიტევეთ მოძალებული ცობოსმოყვარეობა(კოლხურად)
ლოლა 2017-04-12 02:49:33

დღიური: ელანპო.
ჯკჰჯბჰ
ელანპო 2017-04-07 19:59:17

დღიური: ცინდელა.
ისგუ მუსგვჯი მიჟ აბასდვ ლი
მიჟდ ანსგვეჯნე ადამ ევა
სი ხი მახშვი ამ აბსვადიშ[i][i][i]
ლიც ი კადარ სი ჯაბრევა

ალი ლირდე ქვასტ ლი კვარემ
ჟოხქეფნი ი დემე ხირდი
სი ჩათვფენი ლადი მარე
მხარ ისგუ ჟახე ირდი

ედოდ თერარშ ლირდეს ლიშდრედ
ეჩქად ლიმარს ჩუ ნომ ლიშდნედ
ლიმარნქა მა წვა იშგენ
იუალადღიშდ ლევიზდ გვიშგეშდ.
ცინდელა 2017-04-03 01:28:49

დღიური: მელ.ზ..
Oh! Je voudrais tant que tu te souviennes
des jours heureux où nous étions amis
En ce temps-là la vie était plus belle
et le soleil plus brûlant qu'aujourd'hui
Les feuilles mortes se ramassent à la pelle...
Tu vois je n'ai pas oublié
Les feuilles mortes se ramassent à la pelle
les souvenirs et les regrets aussi
et le vent du nord les emporte
dans la nuit froide de l'oubli
Tu vois je n'ai pas oublié
la chanson que tu me chantais.

C'est une chanson qui nous ressemble
Toi tu m'aimais
et je t'aimais
Et nous vivions tous deux ensemble
toi qui m'aimais
et que j'aimais
Mais la vie sépare ceux qui s'aiment
tout doucement
sans faire de bruit
et la mer efface sur la sable
les pas des amants désunis
Les feuilles mortes se ramassent à la pelle
les souvenirs et les regrets aussi
Mais mon amour silencieux et fidèle
sourit toujours et remercie la vie
Je t'aimais tant tu étais si jolie
Comment veux-tu que je t'oublie
En ce temps-là la vie était plus belle
et le soleil plus brûlant qu'aujourd'hui
Tu étais ma plus douce amie...
Mais je n'ai que faire des regrets
Et la chanson que tu chantais
toujours toujours je l'entendrai

C'est une chanson qui nous ressemble
Toi tu m'aimais
et je t'aimais
Et nous vivions tous deux ensemble
toi qui m'aimais
et que j'aimais
Mais la vie sépare ceux qui s'aiment
tout doucement
sans faire de bruit
et la mer efface sur la sable
les pas des amants désunis.

Jacques Prévert

https://youtu.be/ZCToiC9GJsQ
მელ.ზ. 2017-03-22 20:46:34

დღიური: ინი.
შენ ქარში მიდიოდი,
ცა თავზე ჩამომექცა
ცას ვერ შევაშველე მხარი-
მე როგორც იდიოტი,
გრძნობების იდიოტი-
გზირი დაგლოცე და
თავი-
იმით ვინუგეშე,
მე ხომ მიყვარდა თქო
ჩემი უმადური ქმარი..
შენ ქარში დამეკარგე,
უსიტყვოდ გამეცალე
სიტყვა ვერ დაგაწიე მიმავალს,
ვეღარ გაყოფილი ჩვენი სარეცელის-
ახლა შენი მხარე მიყვარს და..
ერთ ადგილს შევეყინე,
ერთ ადგილს მიმატოვე-
და გზა გააგრძელე ლოტივით-
რა ვუთხრა მერე შვილებს,
რა ვუთხრა ჩემს თავს კიდევ-
რა ვერ გამყოფინე-
მყოფნიდი..
შენ ქარში მიდიოდი,
გზა იყო არსაითკენ,
ხმა ვერ მოგაწვდინე მიმავალს-
ფრთხილად იარე თქო,
ფეხი არ დაგიცდეს. .
რაღა დაგიმალოთ-
მიყვარდა..
შენ ქარში მიდიოდი..
ინი 2017-03-22 11:29:44

დღიური: თ.კომლაძე.
დაქვიანდა ვერ მიხვდი რა არის?

"ჩვენ ისეთი ზარმაცი ხალხი ვართ, თოვლში ერთი კაცი რომ გაკვალავს გზას ყველა მის გაკვალულში ვაბიჯებთ, არცერთი სანტიმეტრით წინ, ან უკან და ასე, ათასმა კაცმა რომ გაიაროს იმ გზაზე ვერ შეატყობ, იფიქრებ ერთ კაცს გაუვლიაო..."

"დუმილში, როგორც მოგეხსენებათ, ძირითადად საგნები და ნევროზებია განტოტვილი, სოფლის თუ ქალაქის კარიბჭესთან მჯდომი ყველა ე. წ. ბრძენი საშინელი ფსიქოზით იტანჯება."

"წერა მაშინაც შესაძლებელია, როცა ხელები დაკავებული გაქვს!"

ოთარ ჯირკვალიშვილი – ბეკეტი

უფროსი არ ვიცი ვის გავს და პატარა დახატული მამაა :დდდ გ აგიზარდოს  ღმერთმა სასახელოდ და ჯანმრთელად

დღიური: თიო.
Estas Tonne. The Song of the Golden Dragon. Live in Odeon. Vienna.2011

https://www.youtube.com/watch?v=7O7Jeei6wv0
თიო 2017-03-12 18:50:33

არ მომწონს რომ შემიძლია ვხედავდე დასასრულს იმის, რასაც ვერც საწყისი ექნება და არც განვითარება, სწორედ იმიტომ რომ არ მსურს დაშვება არასასუსველი ფინალის...
თან ვწუხდე ამის გამო და მაინც არხეინად ვიყო, თითქოს არაფერს ვაფუჭებდე...
სძინებოდა ლოგიკას და ანალიზის უნარს, ან მძინებოდა მე.

ДАВИД САМОЙЛОВ
* * *
Мы не меняемся совсем.
Мы те же, что и в детстве раннем.
Мы лишь живем. И только тем
Кору грубеющую раним.
Живем взахлеб, живем вовсю,
Не зная, где поставим точку.
И все хоронимся в свою
Ветшающую оболочку.

ალქაჯის თავის ნისლეული
"და უბრძანა ალქაჯ გრისიას მთავარმა ღვთაებამ ხვეთ: არ უნდა იხილოს მაფშალიმ ზღვა, მას თავისი ღმერთი მიუძღვის, უნდა გააჩერო. არ უნდა იხილოს მაფშალიმ ზღვა!"
ამ გზებს არ უკვირთ სიმსუბუქე იოლი მგზავრის,
მძიმე სუნთქვა თუ აკვირვებთ ქარებს,
და ვაფერადებ გასულ დღეებს, ქვებივით ჩავლილს,
ჩვენი საერთო წარსულის გარეთ.
შენი ცრემლები რომ ჩამოწყდა სამყაროს სევდას,
დედა–მზის სითბო დაიწყო მათით,
როცა პატარა ნიჟარებს ვგავდით...
ვხედავ ბავშვობას და მის მიღმა ნისლებსაც ვხედავ.
ღრუბლები ჩემთვის ამოკლებენ ნაწვიმარ მინდვრებს,
მერე იწყება მომდევნო თაღი,
თუ უშენობა სიკვდილით დამღლის,
შენს თმებში მხოლოდ გაზაფხულის ყვავილად ვწვიმდე.
და მხოლოდ შენთვის არსებობა თუ არ მეყოფა,
ცის სარკის ხილვა გაამართლებს ჩემს არსებობას,
და ავა ლოცვა, მაგრამ სული ცაში არ ავა,
შეეხავსება კადას გალავანს.
მე ვმღერი შენთვის, როცა სუნთქვაც არ შემიძლია,
ხის ძირას ვწევარ,
ირგვლივ ნისლია და ნისლებზე სქელი ნისლია.
გეძახი, როგორც დამარხული დედის აჩრდილი,
ჩემს პეშვში შენი სული ინთება,
და ეს რუხი თმა, დალექილი თაღის მიწასთან,
საზღვარს დაგიდებს, და ნათელი, შენ რომ გიცავდა, –
ნათელი, როგორც გაზაფხული, ცამდე აწვდილი, –
საღამოსავით დაიბინდება.
წყვილი ვარსკვლავის მირაჟია ჩემი სიცხადე,
ზღვა თუა – ჩემი წყრომის ტალღები,
ფსკერზე რამდენი ნამსხვრევი და აფრა მიწყვია,
რამდენი მზეა ჩასული და ვერ ამოსული.
თვალდახუჭულმა, სიბნელეში, დიდხანს გიცადე,
ვიწექი, როგორც ტყუპზე ორსული
რაღაც დიადის მოლოდინში. მთები იძვრიან
და აჩრდილივით უკან დაგყვები,
მხოლოდ იმიტომ, რომ გიყურო, ვიდრე გაგწირავ,
და ვიდრე დაგშლი
ფერად სიტყვებად, ბგერებად და ათას ნაწილად.
გამდნარი მზეა და დამშრალი უდაბნოები,
მომაქვს სიკვდილი – კრაზანის ბუდე,
ვფშვნი, ქვიშასავით, აგურის წუთებს,
სიკომორი ვარ, ოაზისთან, განმარტოებით.
არ მითხრა შიშის ჭიანჭველას არ მიმალავდე,
დედალს რომ ეძებს დასაწყვილებლად,
გზა შენზე გადის სასუფევლის ღია კარამდე,
და მეც მივაღწევ, მან თუ ინება.
სისხლის და ხორცის ნამცეცები კლდეს დაარბილებს,
ქვას დამირბილებს, ფეხის მოსადებს,
და ახდენილი სიზმრის ლოცვამდე,
ამოვისუნთქავ აფეთქების ფერად ყვავილებს,
წამით დედა–მზე შეიკვრება ნამსხვრევებიდან,
და მეც სამოთხის კარიბჭიდან მოვბრუნდები და
დაჭრილებს შორის მომაკვდავი შვილის გახელილ
თვალს დაგიხუჭავ, ღმერთის სახელით.

ბექა ახალაია

ცას აუწითლდება ლოყები,
იქნება სითბო და გზნება...
- მიდიხარ? - მე უკან მოგყვები.
- მივდივარ... - მომყვები გზებად.
ბრმად ავედევნებით ხეტიალს,
მივყვებით ბილიკებს სოფლის...
- გიყვარვარ? - ეს უფრო მეტია.
- მიყვარხარ! - ეს უკვე მყოფნის...
ფიქრები იშლება ზვინებად,
მუცლები ეშლებათ ზვინებს.
- ამაღამ? - არ დაგეძინება.
- ამაღამ? - რა დაგვაძინებს?!...

ზაზა სუყაშვილი

თითქოს მზე იწყებს დაბნელებას, როცა შენ ტირი,
ნუ ტირი, ყველა განსაცდელი კვამლივით წავა,
ყველა მითიურ სასწაულის მთავარი გმირი,
და ამავე დროს შემოქმედიც შენა ხარ თავად!
იცვლება ირგვლივ ყველაფერი, დრო დადგა ყალბი,
შენ კვლავ იგი ხარ, ვინც იყავი ბევრი წლის წინათ -
-პატარა გოგო, აბრეშუმის ცისფერი კაბით,
და შენს საწოლთან ღმერთის კეთილ ანგელოზს სძინავს.
და შენს სიზმრებში ცას ფერი აქვს ხასხასა ლურჯი,
და ირწევიან ხორბლისფერი ყანები ზანტად,
შენ დგახარ შენი მოლბერტით და ჯადოსნურ ფუნჯით,
და შენს გარშემო მოყვავილე გაზაფხულს ხატავ.
ნუ ტირი, შენ ხარ სილამაზის უშრეტი წყარო,
შენს დიდრონ თვალებს არ უხდება ამდენი სევდა,
მერე რა, თუკი ახლა გტკივა... ჩადგება ქარი,
და როგორც ზღაპრებს გიყვებოდა ძილის წინ დედა,
კვლავ დაინახავ მოსაუბრე კენკროვან ხეებს,
სხვენში მოფრენილ ფერიების მომღერალ კრებას,
მაგრამ არ მისცე უიმედოდ მოშხამულ დღეებს,
შენს შეუცნობელ სამყაროში შემოსვლის ნება.
არ დაუჯერო, სისუსტეში ვინც დაგდო ბრალი,
მოიგებ შენს ომს და იპოვი მას, რასაც ეძებ,
შენშია სხვისთვის უხილავი, ღვთიური ძალა,
მე შენი მჯერა, შეუძლებელს ვიცი, რომ შეძლებ.
შენშია, რაც კი მშვენიერი არსებობს ცნება,
წამით დახუჭე თვალები და თავადვე ნახავ,
შენ კვლავ ის ურჩი გოგონა ხარ, გაჩეჩილ თმებით,
მზის ათინათში ასკინკილით რომ მორბის ლაღად.
რომ ავსებს მზისებრ დიდი შუქით გარშემო ყოველს,
ეს შენეული ზღაპარია, ნუ აქცევ დრამად,
მერე რა, თუკი სასწაული ჯერ ვერსად ჰპოვე,
ყველაზე დიდი სასწაული შენშია თავად.
ნუ ტირი... რამაც დაგისველა ცრემლებით თვალი,
გადაივიწყე, უსახური სიზმარი როგორც,
შენ შეძლებ იყო გასაოცრად ძლიერი ქალი,
და მაინც ცისფერკაბიანი, პატარა გოგო...

ქეთევან ნათელაძე.

დღიური: მუხა.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
მ უ ხ ა, ჩემო კარგო, სიტყვას ვწყვეტ, მაგრამ მიგრძელდება, მაინც ამ ექსპრომტად თქვენთვის :

ჩემთან მოთოვა ისევ,
ეს ფიფქვა ფიქრებს მისევს,
თითქოს ჩვენს ყოფნას ჰგვანან,
თითქოს მოჰგვანან ნისლებს.
სევდით ვიხსენებ აპრილს,
თეთრად დაფართლულ ტყემლებს,
იმედს რა ვუყო ნამდვილს,
იმედს, სუსტსა და დაღლილს,
ის არასოდეს კვდება,
ვხედავ ხელზეცით აწვდილს.
თოვლი დადნება მალე,
ჩვენ კი, სულ ცოტა გვიან.
თოვლი ქათქათებს მუდამ,
სევდა ვითომდა მიაქვს,
მერე მზე გვაფენს სხივებს,
აკრეფს, მიგვანდობს ნიავს,
ჩვენ თუ, არ მოგვწონს რამე,
წამს დუშმანივით გვიავს.
მოვა აპრილი, მაინც
ფერად ხავერდად დიად.
რაც უნდა ვიყოთ მწყრალად,
გული დაგვიწყებს ფრიალს,
რადგან აპრილი არის,
მოაქვს სურნელი ნიავს.
მუდამც, აპრილში მწვანედ,
ფოთლები იწყებს შრიალს,
დროს ვერაფერი შველის,
ვერც ვინ აბრუნებს ტიალს.
ეს ყველაფერი მომწონს
და არაფერი მიავს.

ნ ე ქ ტ ა რ ი საგან საჩუქრად მ უ ხ ა ს თოვაში დღეს. 14 თებერვალს, 2017წელს
თბილისში..


ცა, თოვა, ფიქრი მყისე
გრძნობას სხვა მადლიც მივსებს
2017-02-
ნექტარი 2017-02-14 12:28:31

ასე ძალიან თუ შემაყვარებთ თავს, ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ო , მაშინ კეთილი ინებეთ და ნუ მომიკვდებით.

Сегодня опять перепутал и сел в трамвай до работы, а не бросился под него.
ესაა ბიჯო ხეში წყალი ჩადგაო? - ვერაა ეს თებერვალი სრულ ჭკუაზე...
დათო მდივანი 

დღიური: მუხა.
სწორედ  ისა  ხართ,  ვინც  მეგონეთ,
ვრწმუნდები  დიახ,
რა  იქნებოდა  ჩემი  ყოფნა,
სიტყვა  ქარს,  ნიავს,
თქენ  რომ  არა  აქ,  სხვა  აქ  ვინ  რა,   
ჩემი  გზა  მიავს,
გმადლობთ,  ჩემიდან ქარს  თქვენამდე,
აპრილი  მოაქვს.     
ნექტარი 2017-02-10 21:52:22

https://www.youtube.com/watch?v=tnzrTCIiqeg

ჰო!...
ისეთია ჩამონათვალი
რომ ყველა მიხვდეს -
ეს არ არის  პანაცეა -
ყველა ტკივილის უტყვი წამალი,
არც უკვდავების ელექსირია,
არც ზიარჭურჭელის ნელსაცხებელი
სიყვარულით სავსე გულისთვის,
ან თბილი მალამო -
უსიყვარულოდ დატანჯულთათვის.

სავარაუდოდ არის ნამცხვარი...

...და სამწუხაროდ უსახელო,
ანუ არაფრისმთქმელი,
ვითარცა მე
შემადგენლობით -
ორი ხელი,
ორი ფეხი,
თავი,
თვალები...

სავარაუდოდ ადამიანი...

დედა,
ბებია,
ქალი -
სხვა არაფერი!



აი ასე დავბოდიალობ ზოგჯერ საჯარო დღიურებში. მოგიკითხე მარიკუნა!  :*

ინგრედიენტები:
შაქარი 400 გ
კაკაო 80 გ
კეფირი 700 მლ
კვერცხი 5
სოდა 1.5 ჩ.კ
ფქვილი 3 ჭიქა
გამდნარი კარაქი 150 გ
ვანილი
ლიქიორი
კრემი
დარბილებული კარაქი 250 გ
მოხარშული შესქელებული რძე 2 ქილა
ტაბულა
შეურიეთ  შაქარი და კაკაო, დაამატეთ კვერცხები და კარგად ათქვიფეთ.  შეურიეთ გამდნარი, შეგრილებული კარაქი, შემდეგ ვანილი, სოდა  და კეფირი. ბოლოს დაამატეთ ფქვილი.  უნდა მიიღოთ სქელი არაჟნის სისქის ცომი.

ამ ცომით გამოაცხეთ სამი ფირფიტა 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. ფირფიტებს უსწორმასწორო ადგილები ააჭერით და დაფხვენით მოსართავად. გაციებული ფირფიტები დანამეთ ლიქიორით.

კრემისთვის ათქვიფეთ დარბილებული კარაქი და  ნაწილ-ნაწილ შეათქვიფეთ  შესქელებული რძე.  წაუსვით ფირფიტებს კრემი, მათ შორის გვერდებზეც და მოაყარეთ შემონახული ნაფხვენები. ტორტი გააჩერეთ მაცივარში რამდენიმე საათი, უმჯობესია მთელი ღამით.


ნათია ჯანაშია


1 2 3 ... 19 20 21 ... 1398 1399 1400