|
ახლაც ცოცხლები არიან,სადღაც,შორს
ამ,ბოროტებით სავსე სამყაროდან.
Two Feet - Love Is A Bitch
თვითონაც არ ვიცი რა მინდა. უბრალოდ გამოჩნდი, მოხვედი , შემოხვედი , ადგილი იპოვე და დარჩი ჩემს ცხოვრებაში.იცი? განსაკუთრებული ხარ . განსხვავებული ხარ ყველლასგან ვისაც ვიცნობ, შენ ის ხარ , ის ვინც ვერასოდეს წარმომედგინა , ვერც ოცნებებში , ვერც რეალობაში , შენს სახეს, შენს პიროვნებას ვერ დავხატავდი. ამოუცნობი ხარ, ყველაზე ამოუხსნელი ამოცანა რაც კი ოდესმე ამომიხსნია, ისეთი იდუმალი ხარ, ძნელად გასაგები, მაგრამ მე მაინც უსიტყვოდ მესმის შენი. არარეალური ხარ , შენნაირები არ არსებობენ, მხოლოდ შენ ხარ და შენც არ ხარ ხანდახან. ახლოს ხარ და მაინც ძალიან შორს ხარ . გიყურებ და სივრცეს ვხედავ , უკიდეგანო, უნაპირო, უსასრულო , აზრებით , სითბოთი სავსე სივრცეს. ეს შენ ხარ , მაგრამ შენ არ ხარ. ძალიან ახლობელი ხარ ჩემთვის და ძალიან უცხო. უზომოდ მიყვარხარ და თან არ ვიცი მიყვარხარ თუ არა . ისეთი რაღაცნაირი ხარ , ისეთი იდუმალი არც კი ვიცი საიდან უნდა წამოვიდე , რომ შენამდე მოვიდე.მე ბევრი რაღაც ვიცი შენზე და თან არაფერი არ ვიცი. ჩემ წინ ზიხარ და თემას ვერ ვპოულობ რაზე გელაპარაკო რომ შენში შემოვიდე, შენ დავინახო, შენ გავიცნო , შენ აგალაპარაკო. ვიწყებთ და ვჩუმდებით , ზოგადი საუბრები და თან კონკრეტული . მე მიყვარს ის მუსიკა რომელსაც შენი ცხოვრება ქმნის, მე ყველას მუსიკა მიყვარს მისიც, ამისიც , ჩემიც , მაგრამ შენი განსაკუთრებით, როცა შენ გისმენ მივფრინავ, ვიძირები, ვიკარგები უსასრულობაში , იდუმალებაში, ლანდებს შორის დავფრინავ და არ მინდა გამოფხიზლება, არ მინდა შენი მუსიკა შეწყდეს, არ მინდა შენ შეწყდე , არც ის მინდა მე შევწყდე, ჩემი მუსიკაც ლამაზია , მაგრამ შენი უფრო იდუმალია. როცა გხედავ ხმა მესმის, შორეული , მუსიკის ხმა, ეს შენი ხმაა შენი სულის იდუმალი ხმა.ამბობენ თვალებით ყველაფრის გაგება შეიძლებაო, რას მეუბნებიან შენი თვალები? როცა მათ ვუყურებ არაფრის დანახვა აგარ მინდა დედამიწაზე, მე მათში ყველაფერს ვხედავ რისი დანახვაც მახარებს
მუხა გამარჯობათ!
ვფიქრობ კარგად ხართ უფლის წყალობით და ასეც უნდა იყოს მუდამ.
გიგზავნით ამ მცირე მოსაკითხს:
მინდოდა, თქვნთვის მომეწერა უფრო რამ კარგი,
უფრო ამაყი, უფრო ნაზი, უფრო მწყაზარი.
მაგრამ ვერ ვნახე, ვერ ვიპოვე, ვერ მოვიძიე ,
მეგობრობაზე უკეთესი ან მის სადარი.
დავალ ქარებთან, მათი სწორი, მათი ამქარი.
ჭექა–ქუხილი, ელვა, დარი, დელგმა, ავდარი,
ზოგჯერ მეც ქარი, მეც გრიგალი,ან უფრო ჩქარი,
სევდით ავსილი, ძველისძველი ერთი ამბარი.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი,
ერთი დიდი მოლოდინია ჩვენი მე და შენ .
შენ მდინარე ხარ.
მე მე.
რამდენჯერაც სიღრმეში ჩამოვეშვი, ნაპირზე მაბრუნებ და მეუბნები,
ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ.
ერთი დიდი მოლოდინია ჩვენი მე და შენ.
შენ მდინარე ხარ.
ბორგავ.
კალაპოტს იცვლი.
ცდილობ მიზნამდე სწრაფად მიხვიდე.
იმტვრევ ნეკნებს ყველა წაბორძიკებაზე.
მე ისევ მე ვარ.
ისევ ვეშვები სიღრმეში.
ისევ მაბრუნებ.
"ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ".
არ შეიძლება ყველაფერი ასე მარტივად დასრულდეს .
ადამიანებს სასწაულების სჯერათ.
მეც ალბათ ბოლოჯერ გადავიწერ პირჯვარს და ბოლოჯერ შემოვცურავ სიღრმეში ერთ დღესაც ბოლო იმედით.
ბოლოჯერ ჩავიგუბებ ფილტვებში ჰაერს.
- ერთ მდინარეში ორჯერ მართლა ვერ შევალ?
"დარჩი.. დარჩი... დააა... რჩიი..."
ერთი დიდი მოლოდინია ჩვენი მე და შენ.
ლიკა ჭელიძეს
შენ პოეტური გვარი გაქვს,
ხარ მოყვრის სულის ნაჟური,
მინდა გიმღერო ამრიგად
სიმღერა გარიჟრაჟული.
ვერ დაგივიწყებს-ვინც გნახა
ერთხელ მაინც და დაგლოცა,
დიდხანს სიცოცხლეს შენსას ვსთხოვ
ჩვენს ყველა წმინდა სალოცავს.
მეტი რა გითხრა დობილო,
მკერდს გული გიცემს ქართულად,
ორ ფეხზე შენი ძმობილი
ამაყად წამომართულა.
არ შემიძლია სხვაგვარად,
ხარ სულის ერთი ნაწილი,
მიყვარხარ, როგორც მთის მგოსნის-
ვაჟა-ფშაველას არწივი.
ოთარ რურუა
2017 წელი.
მე რომ გეტრფი,
შენ რომ არა,
გულს მიღონებს წარა-მარა.
კმარა ხვნეშა,
მეყო დარდი,
თითო ჰოზე - თითო არა!
მე უბედურს
შემიყვარდი!
შენ კი მგონი მიმზერ მრუდედ.
არ გინდა და
ვერას ხვდები!
მომკლავს შენი სიჯიუტე.
გვიან, მაგრამ
მაინც მივხვდი,
არ სწორდება მრუდე გზები.
რატომ?
აბა, მე რავიცი,
არ ითვლება მიზეზები!
მადლობა ნეტქარ ლამაზი ლექსისთვის
კახა აქ მიმაგრებული ფოტოს გამო გიტოვებთ ამ ექსპრომტს არსაწყენად,
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
შ ე ნ და შ ე მ ......
შემოდგომა დაცემულა შენს ფეხებთან,
სევდიანი, დრომოჭმული, მოტეხილი,
ჩაბნეულა ნარიჯისფერ ხმელ ფოთლებში
როგორც ქალის ჩაწყვეტილი ქარვის მძივი.
შემოგყურებს უიმედო, იმედებით
საშენოთი, შენი სევდის მოზიარე,
მიკვირს შენი, ფეხზე დგახარ, გიკიჟინებს,
გზა წინ არის, შეიცვალე, სხვად იარე.
წამოდგება, უძლურება დარევს ხელს და
დასანახად, გავლასაც კი შეეცდება,
ქარო მოდი, მომეხმარე გასჩურჩულებს
და სახეზე ფერი უფრო შეეცვლება.
დამჭკნარ ფოთლებს, ჩემი ტანი წარმოადგენს,
მოწყვეტილი, მივებარე ამბობს მიწას,
შენ კი, სწრაფად მიეძალე ამ ცხოვრებას,
განსხვავებით, ჩემგან, ღმერთი ვხედავ გიცავს,
მერე ციდან, წამოვიდა ნელი წვიმა,
როგორც, მზემო, ფრთხილად თვალი მოიფშნიტა.
არასოდეს არ დანებდე ამ ცხოვრებას,
განა შენთვის, არვის უთქვამს, მიგითითა.
მიდიოდა, შემოდგომა ფეხაკრეფით,
სადად, ისევ ფერმკრთალი და დაბნეული.
გიყურებდა და თვალებით გიამბობდა,
შენ რჩებოდი, აქ სამკალიც, ანეულიც.
შენთან ვარ... თუმცა
ვდუმვარ, რადგანაც,
ჯერ ისევ ვეძებ შესაფერ სიტყვებს...
ვრჩები!
შორს ყოფნის არ მაქვს ატანა,
ვრჩები და გული სიხარულს იწყებს
...
ისე მიცინის მიწის წვერიდან,
გადაპრანჭული,
კოხტა მაჩალო...
სულ მსურს დავკრიფო
და ფესვებიდან,
ჩემი ბავშვობა
გამოვაცალო...
რა სამწუხაროა, რომ ხშირად არ ვარ ისეთ განწყობაზე, ვწერო. ეს ძალიან მასევდიანებს. და სევდიანი რომ არის ყველაფერი უკანასკნელი და ყველაფერი პირველი - ამაღელვებელი, ეს პირველად ბანაობის დროს აღმოვაჩინე, შარშან. მაგრამ ეს აღმოჩენა თავისით მოვიდა, არსაიდან... ვიფიქრე, ეს ფრაზა სადმე კარგ მომენტზე მიმება, მაგრამ სად ველოდო ახლა მაგ კარგ მომენტს, რომელიც შეიძლება არც დადგეს... თან თუ წერის განწყობაც იშვითად მოგდის... და კიდევ, ამასწინ ერთ-ერთი კლიპის ყურების დროს აღმოვაჩინე, რომ ქალი, რომელიც იცვამს უფრო სექსუალური შეიძლება იყოს, ვიდრე, რომელიც იხდის... მაგრამ ასე რადიკალურადაც არა... აკადემიაში რომ ავდიოდი ერთმა არაბმა ქალმა ჩამიარა, მხოლოდ თვალები უჩანდა და ძალიან შავი ფერის სამოსიდან ძალიან სექსუალურად გამო“იყურებოდა“... ხდება ხოლმე ხანდახან ასეთი უნებლიე აღმოჩენები და გეწერინება, რომ არ დაკარგო...
 ....
15 ივლისს მოვიდა ელფოსტა, ჩემი ნაწარმოები, რომელმაც გაიარა
საკონკურსო ეტაპები, ნომინირებული იქნა პრესტიჟულ საერთაშორისო
ლიტერატურულ პრემიაზე. დასკვნითი ეტაპი გაიმართება ნოემბერში.
გამოიცემა წიგნი, რომელშიც შევა ჩემი ნაწარმოები. ვინ იცის, შეიძლება
მთავარი პრიზიც ავიღო. მიწვევა მივიღე.
ნაწარმოები ეხება საოცარ ქველმოქმერდ ქალს - ელისაბედ წერეთელს.
"თუ შეგიძლიათ,ნუ დაწერთ."-პუშკინი
პაემანი ჭადართან!
ათი წლის შემდეგ, მეფის ქალაქში,
ხნიერ ჭადართან დაგელოდები,
შენ დამინახავ ნაოჭით თვალთან
და ისევ ისე დამიღონდები –
ვით მაშინ, გრძნობა უარვყავ როცა,
როცა გითხარი ცივად უარი,
შენ ვაჟკაცურად ჩაიკლავ სათქმელს,
არ მეტყვი, რომ ვარ შენთან მტყუანი.
ქარი შეუტევს ასწლოვან ჭადარს,
წლები ფიფქებად გემჩნევა თმაში,
და ჩვენ მოვუსმენთ ბრძენი ხის ზღაპარს,
მაშინდელს, როცა ვიყავით ბავშვნი.
მას ახსოვს ჩვენი ახალგაზრდობა,
როს გაზაფხული ჰყვაოდა სულში,
და სიყვარული – გრძნობა გიჟმაჟი,
ჩუმად ცელქობდა ორივეს გულში!
ათი წლის შემდეგ მეფის ქალაქში
მოხუც ჭადართან დაგელოდები,
როს წლები ვერცხლად გაკრთება თმაში,
შენ კი ბავშვივით დამიღონდები!...
ნინო მღებრიშვილი
[url= 
][/url]
მოლოდინის ქვეყანა!
მე მოლოდინის ქვეყანაში ვცხოვრობ!
ყოველ დილას მზის ამოსვლას ველოდები,
ველოდები:
წვიმიანში – როდის გამოიდარებს,
როდის შემიყვარებს,
როდის შემხვდება,
როდის გაზაფხულდება,
როდის დაიბადება...
მე პირველ თოვლსაც სულმოუთქმელად ველოდები,
რადგან მინდა ვიარო თეთრ ტაძარში, თოვაში ხომ სამყარო თეთრ მოლოდინის ტაძრად იქცევა – ხოლმე...
მთელი ცხოვრება ველოდები:
სიხარულს,
მწუხარებას,
დაბადებას,
ზოგჯერ გარდაცვალებასაც კი...
ალბათ მეც ვიღაც სადღაც მელოდებოდა, მელოდება და დამელოდება...
მე მოლოდინის სამყაროში ვცხოვრობ...
ყურადღებით ვაკვირდები ქუჩაში შემხვედრ ადამიანებს, ისინიც მოლოდინის ქვეყანაში ცხოვრობენ...
29 მაისი 2017
მე ვიცი რა არის სულის ტკივილი,აი ,მაშინ როცა მარტოობას განიცდის,კედლებს რომ ეხლება,ხან ერთს,ხან მეორეს...არა,ოთახის კელდებს კი არა,შიგნიდან სხეულის კელდებს და მერე, ასე გაბზარული და მრავალჯერ შეწეპებული ნივთივით დავდივარ...
რა მჭირდება მე,ჩემნაირ ადამიანს სრული ბედნიერებისთვის? ალბათ სხვების სიყვარულში დარწმუნება...ღმერთო,მაპატიე...ორი სიცოცხლე რომ გვქონოდა ჩვენ,ადამიანებს,ერთს აუცილებლად თვითმკვლელობით დავასრულებდი...
ეხლა კი,ძალაგამოცლილი ნაჭრის თოჯინასავით მიგდებული ვარ,აი თვალების ნაცვლად რომ ღილები აქვს მიკერებული...
სიზმრის ზმანებავ, ან შემიყვარე,ანდა დამტოვე:
როგორ ხარ? ... სად ხარ?  ................
..................  <3
“რა გაწუხებს? სიღარიბე, გაჭირვება? მაგრამ სწორედ სიღარიბე და გაჭირვებაა რომ წარმოშობს ხელოვნებას, დასაწყისისათვის ეს გარდაუვალიცაა.
ჯერ არავის არ სჭირდები, ცნობაც კი არავის სურს შენი. ასეა მოწყობილი ეს ქვეყანა. ჯერ სადა ხარ, როცა შენი ნიჭის ამბავს შეიტყობენ უარესიც იქნება.
შური, ფლიდობა, ყველაზე მძიმედ კი, გაჭირვებაზე უფრო მძიმედაც, უვიცობა დაგაწვება. ნიჭს თანაგრძნობა ჭირდება, გაგება,
შენ კი ნახავ, თუ მიზანს მიაღწიე, როგორი სახით შემოგეხვევიან გარს, არარად ჩაგაგდებენ.
ყოველივე იმას, რაც შენ მძიმე შრომის შედეგად შექმენი, სიღატაკეში, შიმშილში, უძილო ღამეების ხარჯზე, ზიზღით შეხედავენ.
ისინი, მომავალი შენი ამხანაგები, არ გაგამხნევებენ, არ დაგამშვიდებენ, არ გიჩვენებენ რა გაქვს კარგი და ჭეშმარიტი,
მაგრამ ღვარძლიანი სიხარულით წამოსწევენ წინ თითოეულ შენს შეცდომას, მიგითითებენ სწორედ იმაზე, რაც ცუდი გაქვს,
რაშიც ცდები და გარეგნული სიმშვიდითა და შინაგანის ზიზღის გრძნობით იზეიმებენ ყოველ შენს შეცდომას.
შენ მარტო დარჩები, ისინი კი ბევრნი იქნებიან.
მაშ, გამხნევდი!“
ბოლო წრე (ეკა ქევანიშვილი)
...................................
ჩემი კაცი სოფლელია.
კილოკავზე კონწილობს მისი სიტყვები -
რაც იცის და რაც გაუგია, რაც აქამდე დაიმახსოვრა:
ჩემო სიცოცხლე, ჩემო ქალო, ჩემო გოგონა.
მისი ხელები ფართოა და მიწისსუნიანი,
მისი ტვინი ცარიელია და მსუბუქი.
მასთან ადვილია და უინტერესო
მისთვის ამის თქმა სულაც არ არის სავალდებულო. მე ის გავსინჯე,
გავიხედოთ და, ჩემი კაცი მზეჭაბუკია,
თავზე ცეცხლი უკიდია, მკერდზე აგვისტო უბრიალებს,
თვალებში მგელი ჰყავს დამწყვდეული, სხეულში - ეშმაკი.
ტანს ზოგჯერ ანაფორაში მალავს და ზედმეტი წარმოსახვისგან
ღამ-ღამობით ესიზმრება, თითქოს მირონი წამოუვიდა.
ეს ჩემი კაცი ამაყია და ამპარტავანი,
მისი ტორსი დაჭიმულია, ტერფები თხელი,
მასთან წოლა ჰგავს შუაღამისას შემთხვევითი სტუმრებისთვის სუფრის გაშლას და ალაგებას.
მან ეს ყველაფერი იცის, მაგრამ არასოდეს აღიარებს.
მე ის მიყვარდა.
ჩემი კაცი, პედანტია და ინტელექტუალი,
შუა თითით გამუდმებით აბალანსებს ცხვირზე სათვალეს,
როცა ვუყვარვარ, და თუ საერთოდ ვუყვარვარ,
წინასწარ ლოცულობს.
ამ დროს ვარსკვლავიან ჭერს ვათვალიერებ,
ეს კაცი, ჯერ იხდის და წვება, შემდეგ მეძახის,
ის ღარიბია და აუტანელი,
მასთან ყოფნა ჰგავს ნახევარ განაკვეთზე მუშაობას,
დაღლაც ცოტა, და შემოსავალიც.
მისთვის ყველაფერი სულერთია და ადვილად ინელებს,
მე ის.. არ ვიტყვი.
ჩემი კაცი მდიდარია და დიდი.
თითზე გასაღებს ატრიალებს, არ ვიცი რისას,
მთავარია, რომ ატრიალებს,
ჩემი ეს კაცი ჭკვიანია და ცინიკოსი,
მისი ტანი ათასქალგამოვლილია. მაგრამ სუფთა,
მისი სული თავისუფალი, მაგრამ დაღლილი,
გადაწერილ-გადმოწერილი.
ჩემი ეს კაცი რუკაა და თითს ვაყოლებ,
მისი ასო ცოცხლდება როცა მუხლით ვეხები,
მუცლით ვეხები,
მოკლედ, ვეხები.
მასთან ყოფნა ჰგავს ჰამაკში ნაყინის ლოკვას,
მასთან ყოფნა ჰგავს მის ქვეშ ყოფნას.
მას ჰგონია, რომ ის წყვეტს, ეგონოს - მაწყობს,
მე მასთან მივხვდი, როგორ მიყვარდეს.
დღეს, ყველა ჩემი კაცი მოვა და ბოლო წრეს დამარტყამს,
დღეს, ყველა ჩემი კაცი სხვისია.
მშვიდობაში მოიხმარეთ,
მიყვარს თავისუფლება.
დრო მხოლოდ საკუთარ თავს დაინდობს...
არასოდეს გაშალო მეგობარო ხელები,
ეგონებათ რომ შენ ნებდები!
ამდენი ხანია დავდივარ ველზე
აგერ ეს ოც და სამი წელია
მაგრამ ძვირფასი მშობელო შენზე
ერთი სიტყვაც არ დამიწერია
ეს იმიტომ რომ მიყვარდი ძლიერ
დამქონდი როგორც საუნჯე გულით
ნაწყვეტი ლადო ასათიანის ლექსიდან
ავტორის თქმით დედაზე წერას გაურბოდა რადან ის მისთვის სისპეტაკის და სიყვარულის განსახიერება იყო და მისი თუნდაც დიადი მაგრამ ამქვეყნიური სიტყვებით არ სურდა ზიანი მიეყენებია მისდამი ღვრთაებრივი სიყვარულისთვის. მე არც ლადო ასათიანი ვარ და არც რომელიმე გამოჩენილი სიტყვაწყლიანი პიროვნება, უბრალოდ მინდა შენზე ვთქვა ორიოდ სიტყვა და დიდი ხანია მეშინია ამის. რაიმე პატრიოტული რომ ვთქვა და შემეშალოს უცოდინრობაშჳ ჩამითვლიან, სიყვარულზე რო მვისაუბრო დილეტანტადაც შეიძლება მიიღონ, სიმამაცეზე ვერ ვიტყვი რომ შევცდები მაგრამ შეიძლება ვერ გაიგონ და მაინც საყვედური მივიღო. ყველაფერს თავის ფასი აქვს, ზოგჯერ დიდი სიმდიდრის მატარებელი, ზოგჯერაც ინფლაციაში წასული კუპიურა. როცა შენზე ვისაუბრებდი მინდოდა ყველა სიტყვა სისპეტაკით, ნაზი გრძნობით და სიყვარულის გადამეტებული შეგრძნებით ამერჩია. ამ საქმესაც შევეჭიდე
ნათესავმა მძღოლად წაყოლა მთხოვა დასავლეთ საქართველოში, მეუღლის ნათესავის ქორწილში. ისე გამოოვიდა რომ ეს მისია დავიკისრე. წინა ღამით ჩემს დარდის გამქარვებელ ქალბატონს შევხვდი და თითქოს სტრესი მოვიხსენი მისთვის ვნებიანი და ჩემთვის უემოციო საქციელით. გამოუცდელი მძღოლის სამ საათიანი მართვის შედეგად სასეირნოდ გამოსულ ახალდაქორწინებულებს და მათ თანმხლებთ შევხვდით. ტრადიციული მილოცვის შემდეგ თვალი მოვკარი ერთ გოგონას რომელიც ჩემზე ძალიან უფროს, დინჯ და ჩამოყალიბებულ ადამიაანდ აღვიქვი. სიტუაციაში სწრაფად გარკვევის და კონტაქტში შესვლის უნარი ყოველთვის მაკლდა.თან ვინ დამაჯერებს ქორწილში მყოფ მეჯვარეს უცებ მანქანიდან გადმოსული მძღოლის მიმართ რაიმე ინტერესი გაუჩნდება. უპირველეს ყოვლისა ყოველთვის ყველა ცუდ ვარიანტ განვიხილავდი და შემდეგ შევდიოდი კონტაქტში. სუფრაზე დავსხედით და მეგრული, ჩემთის გაუგებარი სიტყვების მეტი არაფერი მესმოდა. თუმცა რაღა მეგრულს დავაბრალოთ მისი ცქერით ამ სამყაროს მოწყვეტილს ჩემი მასპინძლის ქართული გადმოძახილიც კი არ მესმოდა რომელიც გზაში ვნახე და ახლა პატარძალს გვერდს უმშვენებდა. დიდხანს ვუცქერდი და ბოლოს შემახსენეს რომ დრო იყო სუფრას გავცლოდით. სადღაც დამაბინავეს... ერთი საათი გოგოს ვესაუბრე ტელეფონში, გოგოს რომელსაც შეყვარებულს ვუწოდებდი მაგრამ თვითონაც არ ვიცოდი რატომ.მეორე დღეს ადრე გავიღვიძე და სამზარეულოში ის გოგო ტრიალებს რომელზეც მთელი ღამე ვფიქრობდი... ისეთი დიდის შეხედულებაც აღარ ჰქონდა თითქოს, შეკრული თმებით და საშინაო ჩაცმულობით მიუწვდომელ ოცნებას აღარ ჰგავდა მაგრამ უფრო მიმზიდველი და სანატრელი ანგელოზი მევლინებოდა. მისით დავინტერესდი მაგრამ არ გამოდიოდა და წამოსვლაც კი ვიჩქარე. საღამოს სოფელში ჩემს სახლში დავრჩი. ჩემმა დამ შეპარვით მითხრა: ,,შენ სამეგრელოდან შეყვარებული ხარ ჩამოსული'' დამალვას აზრი არ ჰქონდა მითუმეტეს მასთან და ვუთხარი რომ გოგო გავიცანი რომელიც გულში ჩამივარდა და მე ვისურვებდი ჩემს გვერდით მისნაირი გოგო ყოფილიყო. ვუთხარი რომ გოგოა რომლისთვისაც მგონი გული არასოდეს არავის უტკენიონებია სიყყვარულის გამო და მე ის შემიყვარდა თქო. -რა პრობლემაა, შენ ატკენ რამდენიმე დღეში... - მწარედ მითხრა ჩემმა დამ და ჰაერიდან ნამდვილად არ მოუწყვეტია ეს სიტყვები. რამდენიმე დღეში სიყვარულში გამოვუტყდი... სულ სხვანაირად ვგრძნობდი თავს, თითქოს სიმშვიდის მხარე არსებობდა ჩემში და იარსებებდა მარად.
დავშორდით. თან ისე რომ თითქმის სამი წელი გავიდა. შემთხვევით დაგვაკავშირეს ერთმანეთს და ჩვენი გაღვივებული გრძნობის გამო თითქოს ბევრჯერაც ინანეს თავიანთი საქციელი. რაღა დავმალო და მისი წვიმიან ღამეში შინ გაცილება ორ კვირიან ავადმყოფობად დაგვიჯდა ორთავეს. ოდესღაც თუ მისმა გაცნობამ გაურკვევლობაში ჩამაგდო ამჯერად დიდი გაურკვევლობიდან გამოსვლის გზა დამანახა. იმ პერიოდში ცა ქუდად არ მიმაჩნდა და დეამიწა ქალამნად. ვერ ვიტყვი რომ ახლა მთლად დალაგებული ვარ მაგრამ ვინც მაშინ მიცნობდა შეუძლია დამემოწმოს რომ 180 თუ არა 150 გრადუსით მაინც შემოვბრუნდი. თითქოს დილამ მადლი დაიბრუნა, თითქოს ღამეში წყვდიადის გარდა სხვა რამის დანახვაც შეიძლებოდა, თითქოს ყველაფერი უკან დარჩა და მე ახალო ცხოვრებას ვიწყებდი. დრესაც მახსოვს მისი იმედით აღსავსე თვალები, თითქოს მთელს ცხოვრებას ჩემში ხედავდა, თითქოს ჩემით იწყებოდა და მთავრდებოდა სამყარო და ყოველი ფილისოფია. მის მოხვეულ ხელებში გარდა სითბოსა ვხედავდი რომ ის მთელი არსებით მენდობოდა, რომ არ არსებობდა ამქვეყნიური თუ ზღაპრის ბოროტ პერსონაჯად გამოგონილი საფრთხე რომლისგანაც ვერ დავიცავდი. მიმენდო როგორც ბავშვი მის დამცველ უფროს მეგობარს. ზრდასრულის როლის მოთამაშემ სწორედ მისის ბავშვობა ვერ ავიტანე და კვლავ აირია ყველაფერი. იმდენად დაპირისპირებული ცხოვრება გვქონდა ხშირად მიფიქრია მაინც რატომ ვართ ერტად.... ბევრთან მქონია ურთიერთობა და არავის წასვლა თუ მოსვლა არ მაინტერესებდა და თავსაც სწორედ ამით ვიმშვიდებდი რომ მხოლოდ დიდ სიყვარულს ჩვევია ასე. მიხვვდით რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და ერთ ძალიან ლამაზ დღეს "ლომებრ ბრჭყალი დავადე,, . ჩემი სახელი დავარქვი და როგორც მჩვევია მოულოდნელობა შევიტანე ყველა კეთილის მსურველის ცხოვრებაში. ვერასოდეს წარმოვიდგენდ ითუ გული ასე ამჳჩქარდებოდა მასთან მარტო დარჩენისას. ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ შიში ჩხუბის გარდა სხვა დროსაც არსებობდა. ფანჯარასთან დავდექი და სიგარეტი გავაბოლე. ერთი სული მქონდა როდის შემოვბრუნდებოდი თან არაამქვეყნური შიშჳთ ვიყავი შებყრობილი. ძალა მოვიკრიბე და საწოლზე ჩამოვჯექი, თმაზე მოვეფერე, გაუღიმე და რამდენიმე წუთი ვესაუბრე, დღესაც არ ვიცი რას ვამბობდი მხოლოდ მის თვალებს ვაკვირდებოდი და ცოტა ხანში ისევ იმედით აღსავსე თვალების ნაპერწკალი დავინახე. თვალები დავხუჭე და ღმერთს ვთხოვდი ღამე გაუთენებლად დარჩენილიყო. გავიდა თვეები, წელიწადზე მეტი და ჩვენში არსება ცხოვრობდა რომლის ქვეყნად მოვლენას აჩქარებული გულით ველოდით. სახლში სწრაფი ნაბიჯით მოვდიოდი და წასვლა ჭირივით მეზარებოდა. თუმცა რას გაიგებ. სამყაროს უსრულო სივრცეში დაწერილი ბედის გრაგნილზე ყველაფერი სხვაგვარად ეწერა. სამსახურში მესიჯი მივიღე... "დეიდამს ავარია მოუვიდა, მეც მანქანაში ვიჯექი, ახლა საავადმყოფოში ვარ. მჭირდები. სამსახურიდან თავპირის მტვრევით დავეშვი, ტაქსი გავაჩერე და უკანა სავარძელზე მოწყვეტით დავეცი. ათასი აზრი ტრიალებდა თავში. რომელი გადარჩება? როგორ არიან? ნუთუ ოცნებები წყალში იძირება? არჩევანის წინაშე რომ დამაყენონ რა ვქნა? რომ ვერ გადარჩეს რა ვუთხრა? როგორ ვუთხრა რომ ვერაფერი გავაკეთე? ის რო მდავკარგო? შვილს როგორ ავუხსნა დედა რატომ არ ყავს? ყველაფრის დედაც... ჩემს თავს რა ვუთრა? -ბოლო სიტყვები ისე ხმამაღლა წამოვიყვირე ტაქსის მძღოლმა გადმომხედა და მითხრა: შენს თავზე კარგი ამბავი არაა მგონი. გულში ავიფიქრე ესღა მაკლდა თქო და ვუსაყვედურე შორი, საცობიანო გზა რატომ აირჩია როცა შეეძლო ორიოდ კილომეტრის მეტის გავლით რამდენიმე წუთით ადრე მიმიყვანდა. საფულე გავხსენი და გაურმაგებული თანხა ვესროლე. თავ დავაყოლე რომ თუ 15 წუთში არ მიმიყვანდა კარგი დღე არ დაადგებოდა (იმას რაღას ვერჩოდი). სავადმყოფოში მისული სრულად გავერკვიე ჯერაც გაურკვეველ ვითარებაში. გავიარე დერეფანში და კედელზე სარკეში ჩემს თავს მოვკარი თვალი. შემეშინდა ჩემ ითავის დანახვის. საპირფარეშოშჳ შევედი და ცივ წყალს ტავით შევეყუდე. ტითქოს ცოტა დავმშვიდდი. სავარძელზე დავჯექი და შორიდან მესმის ახლობლების საუბარი რომლებიც ზოგი შემთხვევით ზოგიც განგებაა მოსული. ერთი ამბობს: ჩემს ყვავს, ჩხიკვის მამიდან ასეთი რამ შეემთხვა და გადარჩა მაგრამ ბავშვი დარჩა ავადმყოფი, მეორე ამბობს: ერთს ვიცნობ ასე დაემართა დედა გადაყვა. მესამე ამბობს დედა გადარჩა შვილი ვერა. მივხვდი ვირაცის ცოდვას დავიდებდი და გარეთ გავვარდი. ჩემი ძმა შემხვდა და გადამეხვია. არავის არ შეუძლია ისე კაცურად ჩახუთება და სიმშვიდის მომგვრელი ხელის მოხვევა როგორც ჩემს ძმას. სიგარეტს სიგარეტზე ვეწეოდი და ასე გავიყვანე რამდენიმე საათი. 4 საათიანი ლოდინის შემდეგ გაისმა სიტყვები რომელსაც აღარ ველოდი... ბიჭია... დედა კარგადაა. და თითქოს წუთით გაჩერდა სამყარო. ვიგრძენი როგორ აკანკალდა სახის მიმიკები, როგორ დამიარა ტანში ჟრუანტელმა, თითქოს ახალშობილზე მოხვედრილი ცივი ჰაერი ჩემს ტანზე ვიგრძენი. მხოლოდ მოლოცვებმა გამომაფხიზლა.
ბავშვი ვნახე და შუა ღამით შინ წავედით. მე ჩემი ძმა და უაზლოესი ძმაკაცი ჩემთან წავედით. არ მახსოვს იმდენი ოდესმე დამელიოს... და თუ დამილევია უგონოდ დამჳძინია. მაშინ კი ყველაფერი მახსოვდა. აზრზე ვიყავი და ნინოს ტელეფონით ვესაუბრებოდი ყოველ 10-15 წუთში. ვეკითებოდი როგორ იყო ბავშვი, ვის გავდა, რას აკეთებდა, ყოველ წამს ვეუბენბოდი რო მმენატრებოდა და მათ გარეშე ვერ ვიცოვრებდი. უკვე თენდებოდა როცა დავწექით. ვიცოდი ორ საათშჳ უნდა ავმდგარიყავი და დაძინებაზეც უარი ვთქვი. ფიქრებში გადავეშვი. თვალი გადავავლე მთელს ცხოვრებას. ჩვენს გაცნობას, შეყვარებას, დაოჯახებას. ვფიქრობდი და სულელივით მეღიმებოდა. თავს უბედნიერეს ადამიანად ვთვლიდი და ვიცოდი რომ გვერდით მყავდა ქალი გმირობის განსახიერება, ადამიან ირომელიც არასოდეს იტყოდა უარს ოჯახზე, ქმარზე და შვილზეე. ადამიანის რომელიც იქ ვიპოვე სადაც არ ველოდი და ცხოვრება სხვა თვალით დამანახა. მივხვდი რომ მე ვიპოვე ადამიანი რომელზეც ნებისმიერი იოცნებებდა. ასევე გულს მიხარებდა ის ფაქტი რომ უკვე გვერდით პატარა კაცი მყავდა რომელიც ამდვილ ვეფხვად უნდა გამეზარდა. ვიცოდი მთავარი სირთულეები აწი იწყებოდა, შეიძლება ბევრი უთანხმოება მომხდარიყო ჩვენს შორის, შეიძლება უხეში სიტყვებით მიგვემართა ერთმანეთისთვის, ჯერ გაუტეხელი ატირებულიც ვენახე ვინმეს მაგრამ არა დაცემული. იმ წამს ფიცი დავდე, დავიფიცე რომ შეიძლება დადგეს დღე როცა უკან დავიხევ ბრძოლაში, შეიძლება დადგეს დღე როცა აღარ მეცოდინება ვინ ვარ და საიდან მოვდივარ, შეიძლება დადგეს დღე როცა აღარ იფეთქებს ჩემი გული ქვეყნად და აღარავის ვახსოვდე. მაგრამ არასოდეს დადგება დღე, არასოდეს სანამ პირში სული მიდგას, როცა მე შენზე უარს ვიტყვი, რომ მოგცემ ნებას არ იყო ჩემს გვერდით და ჩემს თავს არასოდეს მივცემ ნებას არ მიყვარდე. როგორც სამხედრო სამსახურში იტყვიან: ვფიცავ ამ ფიცის ერთგული ვიქნები სიცოცლის ბოლომდე. შეეგუე ჩემო დედოფალო. მე შენ ამ ქვეყნად გიპოვე და იმ ქვეყნისკენ გზა მასწავლე. და როცა იქ მივალ ღმერთს ვერ შევკადრებ რომ გვერდით არ მყავდა ის ადამიანი რომელიც ჩემთვის შექმნა. მიყვარხარ.
მაგრამ გრძნობები მეგობრების მიმართ დარჩა უცვლელი 
...ეს ყველაზე აბსურდული სიყვარულია, რომლის წარმოდგენასაც გონება შეძლებს.
ის ცეცხლის ალთან მოფარფატე ფარვანას შეედრება მხოლოდ.
შენთვის ის კალენდრის გადაფურცვლის წამია,
ჩემთვის - სიზმარი, რომლიდანაც თავის დაღწევას ვცდილობ, მაგრამ მიუხედავად მონდომებისა ერთ ადგილს ვტკეპნი.
ეს საშინელი სიყვარულია, ხორცშესხმის, განვითარების და მომავლის არმქონეც კი - დამანგრეველი!
|