|
საერთაშორისო ლიტ.კონკურსის ფარგლებში ,,წლის მწერალი 2017"
გამოიცა ფინალისტთა ალმანახი, რომელშიც დაიბჭდა ჩემს მიერ
საკონკურსოდ წარდგენილი ნოველა ,ჩემი წიგნიდან - ,,ცხოვნების ფილოსოფია."
სულ ციცქნა ქალი ხარ და უკვე
ციმციმებ, ვარსკვლავთა სადარო!
სცენასაც იხდენ და თან ფრინავ,
შენს ირგვლივ ტრიალებს სამყარო.
გამარჯობათ უკარგესო ადამიანო მუხა.
გიგზავნით ამ ახალ ლექს გადასაკითხად ნეტავ თუ ვარგა.
ი მ ე დ ი მოდის და მ ც ი ლ დ ე ბ ა
მოგწერე, ამწვანდა მთა–ბარი,
შენამდე კი დიდი გზა არი.
მოვდივარ, დავლახე ტრამალი,
მაინც ვერ მოთავდა სავალი,
მიწაა აქ მზისგან გამთბარი
ღამე ცად ყვითელი ნამგალი,
ბანაობს ძეწნები დაღლამდის
მდინარე მოქნილი ალქაჯით,
ძეწნებმა გამანდეს ნამალი
მზისაგან ყოფილან დამთვრალი.
ფიქრები მათ ფერხთით დავფალი
ვივიწყე დღეები ნათვალი.
დაობლდა, ჭაობში დაიხრჩვა
ცრემლები, თვალებთან ნაპრალი.
მოსვლაზე არ გითქვამს უარი
გმასპინძლობ, თავად ვარ სტუმარი.
ლოდინი არ არის ისე რა
გული მაქვს, ეჭვები მისერავს.
გვირილის ფურცლები მისნებად
გონება გუბივით ივსება
და მაინც მოდიხარ ფიქრებად
ვირწმუნებ მიზეზი იქნება.
ფოთლები ქარს მოაქვს ნიღბებად
გონება რარიგად იღლება.
ლანდები მოდიან ჩემსკენ და
იმედიც გარბის და მცილდება.
მირზა გელოვანი მიყვარს და მინდოდა ამ ლექსით მასთან მიახლოვება რაღაცნაირად. მაგრამ არ ვიცი , როგორ მომეხერხებინა. (მაპატიეთ და მომიტევეთ შეწუხება)
,,ავად ხარ"
შენ, შენი შიშის მთელი სისავსით, რომ ვერ ახერხებ
გადამალვას შენი სულის, დამაყრუებელი ხმისგან.
ავი კაცისგან რომლის ფიქრები ფანტელებივით გათოვს,
თუმცა მძიმეა, როგორც ლოდი და ცხელი, მწველი და საშიში.
ავად ხარ, გჭირდება წამალი, საკმარისია მცირე ნუგეში
ის შეიძლება ჰქონდეს ქუჩაში ნებისმიერ გამვლელს
ან თუნდაც რომელიმე ბომჟს ქუჩის კუთხეში,
ლოთს, ან ბავშვს სკოლიდან მომავალს.
შენ მას არ იცნობ, არც არაფერი გსმენია მასზე,
ვერც ეს ცა გახდა შუამავალი თქვენს შორის,
უთუოდ ბეტონის კედლები გზღუდავს,
ერთგული მეგობარი, რომელიც განადგურებს
გტანჯავს და ადრე თუ გვიან ბოლოს მოგიღებს.
ოცნება მქონდა: "საყვარელი ადამიანებიდან პირველი წარვმდგარიყავი უფლის წინაშე" არ ამისრულდა უფალმა სხვა წაიყვანა.....
მიყვარხარ
Angel
"გ უ ლ ყ ვ ი თ ე ლ ა გ ვ ი რ ი ლ ე ბ ი", ავტორი: ნექტარი
მუხა მადლობა უდიდესი.
მუხა, თქვენი ეზოს გვირილებს დიდი მოკითხვა და ეს ლექსი მათ, ჩემგან:
შენ რომ არ იყო თეთრო გვირილავ,
რა იქნებოდა შენს ადგილს ნეტა?
არა ამდენი საიდან ვიცი,
ვიცი, ჩემს ფოთლებს ქარი რომ ბერტყდა.
განა მაგაზე, კი არა გკითხე,
გკითხე ადგილი და სამყოფელი
შენთვის რამდენად არის ძვირფასი,
ახლა თუ დათმობ მას სისხლის ფასად,
ანთუ გადაცვლა იქნება ფარსი?
ეგ აღარ მკითხო ჩემო კეთილო
და სათნოებით სავსე ოჯახო,
მაგას ვერ ვიზამ, აქ ხომ შენ მყევხარ,
ამ ჩემი სულის თეთრი ორანო.
მადლობა ჩემო, თეთრო გვირილავ,
თვალმშვენიერო და ფესვმაგარო,
როგორა გშვენის თეთრსამოსელავ,
ქათქათებ ქარში, ზღვასავით ღელავ.
ავტორი: ჰერელი
ლეგენდა
„რაო, მეფე ერეკლეო? ...არა, ეგ ტყუილია. მე ქლიავი თავზე
გადმოვაყარე სპარსელს თათარს...“
იაკობ გოგებაშვილი
მახსოვს, ყვებოდა პაპაჩემი – მთვარის მლესავი,
როგორი ქუდი დაეხურა უნდა ჩემიანს...
ახლა კი ვხვდები, მატიანეს სანიშნესავით
ვიწრო ორღობე ჩაკეცილი რად ჩარჩენია
გულში... ვფიქრობ და ვიცი, ჩემში ჯავრი არა ზის,
რადგან ვარდები, მჯერა, მუდამ არც მას ეფინა,
ამის გამოა, იღბალმა რომ იმ ერთ შარაზე,
სპარსული ქუდი რკოსავით რომ გააგდებინა...
ღმერთო! მეორედ ალბათ მაშინ დაპატარავდა,–
კახი. სირცხვილით რომ აეწვა მკაცრი პირ–სახე.
გაქცეულ გოგოს გაეკიდნენ სახლის კარამდე,
ბოლოს პირჯვარიც ქართულადვე გადაისახა;
წარსულს ვმუჭავ და ამ კადრებსაც ასე ვატარებ,
ვებღაუჭები ღრმა ფესვებს და მჯერა, დღითიდღე,
რომ ორღობეში ვინმე სპარსი, ანდაც თათარი,
სანამ მეორედ გაბედავს და ჩამოივლიდეს,
მანამ მრავალგზის გამოივლის ბედის სიავე,
ან უფრო ხშირად დაირწევა მუხის აკვანი...
და პაპაჩემიც მთელს ბავშვობას გაუნიავებს
ამბავს, რომელმაც დააღონა მეფეთაგანი,
ამბავს, რომელმაც გულის ფსკერზე ბედი მოკონა.
ვხვდები, წარსულში აიბლანდა ჩემი სამყარო.
კაცი არა ჩანს – გაიაროს! თორემ გოგონა,
აქ ისევ იცდის, ქლიავი რომ გადმოაყაროს...
მუხა უდიდEსი მადლობა, გულწრფელი სალამი და მოკითხვა კეთილი სურვილებით აღვსებული.
თქვენმა კომენტერის ხილვამ ეს ქვემორე მდებარე ტექსტი მათქმევინა აქ,
მიიღეთ ის განწყობისდა შესაბამისად ჩემგან:
ზოგ წაიკითხავს ამ ნაწერს, ზოგ კი, არც შამომხედია.
ეს არც რა საწყენი არი ეს ამ ნაწერის ხვედრია,
შენ არ მიწყინო არაი მეგობრულადა გვედრია,
ხოხობი ხოხბობს, კაკაბი არც მწყერია და გნოლია,
რაც უნდა ასე რამ იყოს ბევრი რამ ნულის ტოლია.
ბედი სიცოცხლეს გთავაზობს მანამ ესეთ დრო მდგარია,
ბევრი რამ ისეც ელვარებს, ბევრ ძირიდანავ მყრალია.
ასეთა რის მაქნისია გინდ კი, გინდ არა გყოლია,
ერთს მიუმატებ კიდევ ერთს ჯამში ვფიცავ რო ორია,
მგელ არ მაიშის მგლობასა, ქორიც იცით რო ქორია,
ინდაურს ბუმბულ შავი აქვ და ხანაც თეთი მგონია,
მამლებიცა ჰყავ მაგრამა მარტო გარედან ფხორია,
ვინ თვალებიდან , ვინ მრავლად მოყურალ–მოუბარია,
ისიც მადლია რაც გულწრფელს შაგიძლავ ან გიხარია.
სუყველამ ვიცით წიწაკა უჭმელადაც რო ცხარეა,
ზოგჯერ ცხოვრებაც მის მსგავსად ან მასზე უფრო მწარეა.
მაინც მზე არის მნათობი, მთვარე ცივი და მდარეა,
სუნთქავს ყოველი ამ ქვეყნად ზოგი კი არი ბარეა.
თუმც საწუთროში სიცოცხლე ერთი წუთი და წამია.
ამინდივით ვართ ჩვენაცა ყოფნა ამოთქმულ არია.
ითქმება ბევრიც ხან არცა გააჩნავ რარიგ დარია,
ხან წვიმა არი ხან თოვა ხარ მზე დგახ ხან კი ქარია,
სუ მუდამ კარგ ხასიათზე მყოფ არავინა მგონია,
ზღვაც ღელავს, ნაპირს გადმოდის ხან ისიც კიდე მდორეა
მე თქვენ ფერ მეგობრის მპოვნელს ბედის ბედობა მქონია,
თქვენსავით ადამიანი ქვეყნად ბარეღა ორია.
ახლა კი ჩამოვიუქმებ სხვაც საქმე ბევრი მქონია,
არც მე ის დამვიწყებია, ერბო ერბო, ქონ ქონია,
არა მგონავის ამ ფიქრით ვარ მავანთათვის მნესტრია,
არა ღმერთია მოწამე, ეს ადგილ დამინექტრია.
იმდენი რამ შეიცვალა ჩემს სახლში ამ წლების განმავლობაში..ერთადერთი რაც არ იცვლება ჩემი ემოციებია საძინებლის ფანჯრაში გახედვისას რომ მაქვს...დღის ყველა მონაკვეთში,წლის სხვადასხვა დროს,როცა არუნდა გავიხედო სულ ბავშვობაში ვბრუნდები,იმ დროში,როცა ამ ფანჯრის რაფაზე შემოვჯდებოდი,ჩავრთავდი მაშინდელ ჰიტებს და სულ არ მეშინოდა,რომ მეცხრე სართულზე,ღია ფანჯრის რაფაზე ვიჯექი და ახლა რომ ჩემმა შვილმა იგივე გააკეთოს,ალბათ გული გამიჩერდება...
ორ-სამ წელიწადში ერთხელ ამოვიღებ ხოლმე შენახულ ჩემს დღიურებს,(სულ ოთხი 96 ფურცლიანი რვეულია)გადავშლი და ამოფრინდებიან ახალგამოჩეკილი პეპლებივით ძველი ამბები...ტკბილი ამბები...სევდიანი ამბები..ჩვენი გოგოობის ამბები..ჩვენი ფანჯრებისკენ ჩუმად მომზირალი თვალების ამბები..ღამით,სიმთვრალით გათამამებული სერენადების ამბები...ამოფრინდებიან და დაფრინავენ ოთახებში..სანამ არ დავიძინებ..სანამ დილა არ გათენდება და ნელ-ნელა თავიანთ ადგილებს არ დაუბრუნდებიან,მანამ,სანამ ისევ არ გადავშლი ჩემი გაკრული ხელით,ნაჩქარევად ნაწერ ფურცლებს...
მოგონებები არ ძველდებიან.....
მადლობა ნექტარი!
გულით ,სულით მოგიკითხავ.
პარანორმალური ეპისტოლე...
ვირჩევთ სისუსტეს,მერე წასვლას,მერე ვიხსენებთ,
ვწერთ,ვმარჩიელობთ,ხიდებს ვეძებთ
აღმა მდინარის,
გამომდინარე იქიდან რომ გვრჩება ინტერესს
მიღმა ცხოვრება,
ჩვენც თავები მოვიმძინარეთ
და დახუჭული თვალებიდან ვზოგეთ მარაგი
ცრემლის,
სადამდეც სხეულები არ აგვიტირდა,
ვიძინებდით და ვაწყდებოდით სიზმრის კარანტინს
და ფეხაკრეფით ვბრუნდებოდით ისევ ძილიდან.
მერე ტაძარში მივდიოდით მოსაჩვენებლად
საკუთარ თავის,ოჯახის და დანარჩენების,
რომ არსებობდა დამშვიდება ტუფის კედლებთან
ლოცვით,მარხვით და რამდენიმე ღამის თენებით
მაგრამ ვერაფერს ვპატიობდით და გზის დანარჩენ
ნაწილს გვივსებდა,გვიმრუდებდა,გვიასკეცებდა
იმის შეგრძნება რომ დაგვიცდა ფეხი ათასჯერ,
ათასმეერთედ აღარ გვეყო უკვე შეძლება
კიდევ გვეცადა,დაგვეძახა და ერთმანეთის
დამშრალ თვალებში ატირება ამოგვეკითხა,
ამის მაგიერ ვმარჩიელობთ როგორ წავედით
და როგორ გვახსოვს ნაწვიმარზე ჩვენი ფეხის ხმა.
,,იცინე, ჰო, იცინე''
დღეს სამარშრუტოში ერთი გოგო მეორეს უყვებოდა,როგორ იეჭვიანა მისმა ქმარმა(ცაკალელი)
...დაიცა,მოგიყვეთ..
მოკლედ ეს და მისი პადრუგები სადღაც ქეიფობდნენ..მერე ძალიან გვიან დაიშალნენ და სახლში რომ მივიდა,რომელიღაცა პადრუგამ სმს დააწია: - სახლში დროზე მიდი, უკვე გვიანიაო..ეს ნახა ქმარმააააა! და დილამდე რეკავდა დაქალებთან,მათ ქმრებთან,რესტორნის მეპატრონესთან, ქალაქის მერიაში,სანდასუფთავებაში და რავიცი კიდე სად არა... არკვევდა ვინ მოწერა,ნამდვილად ის იყო, თუ რამოხდა და ამ ამბის მოყოლას დასჭირდა დაახლოებით ოცი წუთი..ვისმენდით ყველა!..მძღოლმა ფანოღის გამარჯვებულ სიმღერას ჩაუწია,,დაჟე,, (თუ გამორთო არ მახსოვს)და ყველას გვიხაროდა,რომ ეს ქალი ქმარმა არ დაახრჩო (დეზდემონას პონტში რა) ამბის დასრულებისას ტაში ძალიან დროული იქნებოდა,მაგრამ ყველა მგზავრს ხელში მობილური გვეჭირა,ამიტომაც მხოლოდ მზერით გამოვხატეთ აღტაცება!
მაააშ!!!
ვსო!მორჩა კინო!წაით სახლებში!
'სენტიმენტები'
გოგო და ბიჭი - მეგობრობიდან სიყვარულამდე?
ერთი "პატარა" მომენტი. მომენტი, როდესაც შენ წინ მყოფს უსმენ, უყურებ და გონებაში უეცარი სიჩუმე ჩამოვარდება. ეს სიჩუმე ისე გაშტერებს, რომ ვეღარ აზროვნებ, ვერ ეწინააღმდეგები პარარელურად გინდა არ გინდა ორიენტირდები მეორე მხარეს მჯდომ ადამიანზე. კინოებში, როგორც არის ოღონდ შედარებით უფრო სწრაფად, მაგრამ იგივე შეგრძნებით გიპყრობს მისი წარმოთქმული სიტყვა ან ბგერა, თვალების მოძრაობა ან "ნაჩხვლეტი" ლოყაზე, ღიმილის ფორმა ან "საშინელი" სიცილი, ჯდომის მანერამაც კი შეიძლება გაგაჩუმოს. მეგობრობიდან სიყვარულამდე? ჰაჰ, ერთი მოკლე სიუჟეტი გახლავთ. სიუჟეტი, რომელიც რამდენიმე წამით გრძელდება და გაუცნობიერებლად ყველაზე ბედნიერს გხდის, აყავხარ ცაში, ოკეანის ფსკერზე, აღმოგაჩენინებს უცხოპლანეტელებს გალაქტიკაში და შემდეგ?! შემდეგ ფხიზლდები და მეგობრობასთან ერთად, სიყვარულის შეგრძნება დაგკრავს უკვე მთელ სხეულში. მეგობრობა იფუთება უფრო სქელი გრძნობით, თავიდან გცხელა, იხუთები მაგრამ მერე ეჩვევი, როგორც სხვა ბედნიერი ადამიანები.
ელ–არეთა!
ჩემთან არც წვიმს, არც დარია,
არცა თოვს და
არც ქარია,
მხოლოდ სევდამ
ჩემს სამყაროს ხელი უშნოდ რამ დარია.
რაღა გითხრა,
არც კი მინდა,
სხვას ფიქრი რამ თავს ვახვიო
როცა ვარდი აღარ ვარდობს
და ნარცისიც ვერ ნარცისობს,
მაშინ სული სტოვებს სხეულს
გულიც სურს რომ გაასხვისოს.
არიან ჩვენს ცხოვრებაში ნარინჯისფერი ადამიანები..ადამიანი-მზეები.
მოდიან და ანათებენ შენს ხანდახან სევდიან დილებს,შუადღეებს ან საღამოებს..
ისე ანათებენ,რომ ვერც ხვდებიან.
და ყველა ჯერზე იხსენებ იმ თეთრ,სიფრიფანა ყვავილებს,ბავშვობაში ეზოდან ორ ნაბიჯზე,პარკში რომ კრეფდით და თმაში იბნევდით ზღაპარგოგოობაზე მეოცნებეები...
ზღაპარგოგოები,კნაჭაგოგოები,პეპიგრძელიწინდები..
ერთი,ორი,სამი..
ერთი,ორი,სამი.
ერთი,ორი,სამი..
იმდენი რამ შეიცვალა ჩემს სახლში ამ წლების განმავლობაში..ერთადერთი რაც არ იცვლება ჩემი ემოციებია საძინებლის ფანჯრაში გახედვისას რომ მაქვს...დღის ყველა მონაკვეთში,წლის სხვადასხვა დროს,როცა არუნდა გავიხედო სულ ბავშვობაში ვბრუნდები,იმ დროში,როცა ამ ფანჯრის რაფაზე შემოვჯდებოდი,ჩავრთავდი მაშინდელ ჰიტებს და სულ არ მეშინოდა,რომ მეცხრე სართულზე,ღია ფანჯრის რაფაზე ვიჯექი და ახლა რომ ჩემმა შვილმა იგივე გააკეთოს,ალბათ გული გამიჩერდება...
ორ-სამ წელიწადში ერთხელ ამოვიღებ ხოლმე შენახულ ჩემს დღიურებს,(სულ ოთხი 96 ფურცლიანი რვეულია)გადავშლი და ამოფრინდებიან ახალგამოჩეკილი პეპლებივით ძველი ამბები...ტკბილი ამბები...სევდიანი ამბები..ჩვენი გოგოობის ამბები..ჩვენი ფანჯრებისკენ ჩუმად მომზირალი თვალების ამბები..ღამით,სიმთვრალით გათამამებული სერენადების ამბები...ამოფრინდებიან და დაფრინავენ ოთახებში..სანამ არ დავიძინებ..სანამ დილა არ გათენდება და ნელ-ნელა თავიანთ ადგილებს არ დაუბრუნდებიან,მანამ,სანამ ისევ არ გადავშლი ჩემი გაკრული ხელით,ნაჩქარევად ნაწერ ფურცლებს...
მოგონებები არ ძველდებიან.....
30 ვერცხლის შესახებ მოვატყუე, ოცდაათივე დაიჯერა.
გავაგრძელეთ ერთი გზა, სხვადასხვა მიმართულებით...
ს ი ჩ უ მ ე არის და
იცით, აქ მოფიფქა, ორიოდდღის წინაც,
სამყარო პატარძალს თეთრ კაბით მაგონებს,
თავისი ხიბლი აქვს თოვლსა და იანვარს,
შესცივდათ ხეებსაც დიდი ხნის ნაფოთლებს.
ჟრიამულს უმატეს გუნდებმა ბეღურის
თუმც ღამე სიზანტით დღეს თვალებს უხილებს
ფიქრებმა დატოვეს სამყოფი, მადლობას
სული კი, არც ვიცი, ვის უნდა უხდიდეს.
თეთრია სამყარო აქ, უკვე სოფელში,
ფურცლებიც ივსება სიტყვათა ბწკარებით,
მიწას და სახურავს, ხის ტოტებს, აქ თოვლზე
ლამაზად ემჩნევა ბეღურის კვალებიც.
ხანია დიდი და აღარცრას არ ამბობთ,
არ ჩანხართ გვაფიქრებს სიჩუმე ამგვარი,
სათქვენო სევდა კი, ცას თვალს არ აშორებს,
კეკლუცობს იმედი ცოტათი დამფრთხალი.
გვითხარით, გვიამბეთ, მოყევით რაიმე
თქვენზე და ან თუნდაც, რამ უცხო ამბავი,
ხართ კარგად,მოუცლელს, დრო არსად იმდენი
არა გაქვთ, მომკითხველს ვერ იტევს დავთარი.
იცით აქ, მოთოვა ორიოდ დღის წინაც
და თოვლი, ამ დრომდეც, არ არის დამდნარი....
ნ ე ქ ტ ა რ ი მოკითხვით.
30/01/2018წელი.
უმამო გოგოებისთვის
უნდა იცოდნენ გოგოებმა,
რა სიყვარული შეუძლიათ უჩინარ მამებს,
ვარსკვლავებზე სათევზაოდ ბადით გასულებს.
რა სიყვარული შეუძლიათ
ცაზე გასულებს ვერცხლისფერ ბადით,
სიპ ნისლებზე მოულოდნელად ფეხაცდენილებს,
ღამეზე ადრე შეღამებულებს.
უნდა იცოდნენ,
რომ არსებობს უხმო სიმღერა, რომელსაც მხოლოდ
ვარსკვლავებზე მოთევზავენი უმღერიან
მამის საწოლში, მამის უჯრულა პერანგებით
ჩაძინებულ,
მონატრებისგან მოკუნტულ შვილებს.
უხმო სიმღერა.
უნდა იცოდნენ, რომ ამ კაცებს, როგორც თილისმა,
მხრებზე შესმული გოგოების
პატარა ტერფი ამოუტვიფრავთ გულზე სვირინგად,
უნდა იცოდნენ.
უნდა იცოდნენ,
სიყვარული არსად არ მიდის.
არ ბრუნდებიან მამები უკან,
არ მიდიან მამები მათგან.
წვანან მგლებივით,
გოგოების გადარაზულ სიზმრების კართან
წვანან მგლებივით,
და უღრენენ შიშის ურჩხულებს.
და როცა ღამე - მდინარესავით ჩამოვლილი,
და როცა ღამე - მდინარესავით ჩამოვლილი,
ჩამოატარებს მათ ამოსუნთქვას - გოგოების ფანჯრის მინებზე შეორთქლილ ღრუბლებს,
ჩამოატარებს მზის ამოსვლას - ბადეში გაბმულ ოქროს თევზივით მოფართხალეს ხეთა ჩრდილებში,
უნდა ჩაუთქვან გოგოებმა,
უნდა ჩაუთქვან,
გაიქცნენ მწვანე, ტრიალ მინდორზე,
ტრიალ მინდორზე.
მთვლემარე ბალახს თხელი ზურგები დააფარონ,
თხელი ზურგები დააფარონ.
ხელები - თავქვეშ,
ხელები - თავქვეშ.
თვალები - ცისკენ.
თვალები - ცისკენ
და მამების თბილ სიზმრებისკენ გადაფრენას უნდა უყურონ,
რომ სამუდამოდ დაიმახსოვრონ
და მერამდენედ მოისმინონ,
როგორ მღერიან ამ დროს მამები - ვარსკვლავებზე მოთევზავენი
უხმო სიმღერას
მხრებზე თოვლივით ამოსული გოგოებისთვის.

როცა სინანულიც ნანობს დასასრულს, როცა ფილტვებ გამოცლილი ღამეც წუხს ყველა ფიქრის გამო რომელშიც შენ იყავი ნახსენები, ფიქრებმაც მოიწყინეს შენს გარეშე და ყველა ფიქრი ერთდროულად ამტკივდა... ყველა ძახილის ნიშანი მოიხარა მხრებში, რომელიც შენთვის იყო განკუთვნილი... ყვირილი დამუნჯდა და გულმა სმენა დაკარგა... სიმებ დახეთქილი ვიოლინო, რომელიც შენთვის სიყვარულს ამღერებდა ცრემლად იღვრება… ჭორიკანა წამები დაბნეულნი ეხეთქებიან კედლებს, ფუნქცია დაკარგეს, ეშინიათ შენზე ფიქრის... დღეს ჩემს თვალებში უფრო მეტი ღრუბელია ვიდრე ცაზე... შენზე ფიქრმა ბევრჯერ აიარა ჩემ კართან, მაგრამ კარს არ ვუღებ უპატრონო ძაღლივით ქუჩაში დავტოვე შენდამი სიყვარული, რომელსაც სიცივე აწუხებს, შია, ქუჩიდან ქუჩაში დაძრწის და გულისკენ მომავალ გზას ეძებს... სუნთქვა ამოცლილი ფუნჯები მივყარე სადღაც კუთხეში და ხელში ერთი დიდი წერტილი მიჭირავს... წერტილი, რომელშიც უნდა ჩავატიო მთელი ცხოვრება, სიყვარული, განცდები, მონატრება, ლოდინი, სევდა, დღე, ღამე და შენ, ის ყველა ამინდი რომელიც შენ გიკავშირდება... როცა სინანულიც ნანობს დასასრულს მე წერტილი მიჭირავს ხელში და დასასრულის დასასრულს ვეძებ... დღეს ჩემს თვალებში უფრო მეტი ღრუბელია ვიდრე შიშველ უსირცხვილო ცაზე, მაგრამ მე მოგაქციე ერთ წერტილში, რომელიც ყოველთვის გამახსენებს ხერხემალგამოცლილ გრძნობას, სიყვარულს, რომელიც სიყვარულზე მეტად მიყვარდა და მივხვდი– ცხოვრებაში ყველაზე დიდი და ძვირფასი რამ შეიძლება ერთ დღეს უმნიშვნელო პატარა წერტილად გადაიქცეს, ისევე როგორც შენ... დღეს მე მე ვარ, შენ კი წერტილი და მაინც ჩემი სატარებელი ხარ სიცოცხლის ბოლომდე.
რაც მე მჭირს ალბათ, სჭირს ყველა თქვენგანს,
ვინც ლხინით ხსნილში დარდით მარხულობთ,
ვინაც თავის თავს ყოველდღე ჰკარგავს
და მერე სიზმრად ვეღარ ნახულობს.
ნეტა სიცოცხლე სიკვდილებს რით სჯობს,
თუ ყველაფერი უნდა გახუნდეს,
სულ შიშით ვტოვებ ამ სხეულს ღრიჭოდ,
ვაითუ სული აღარ დაბრუნდეს.
რაღა გადმოღვრის სულეთის ლიცლიცს,
როდის იპოვის სამზეო ჩეროს,
ხანდახან მიწას მოკბეჩილს სიმწრით,
აქვს დედაჩემის საფლავის გემო.
ვეღარ ვახერხებ ჩემებურ ტირილს,
როდესაც მინდა ცრემლით შეწამვლა,
ძვლებს წავუთალე კალამად პირი,
ჩემს ტკივილებს რომ წერა ესწავლათ.
ახლა ისე ვარ ყოვლით მომცდარი
და მოლოდინმა ისე ამსვრიმა,
მეც მყავდა ჩემი ტკბილი მოძღვარი
და ვერაფერი ვერ შემასმინა.
დღეს კიდევ რაღაც გამეგონება,
წლებით დათმენა გავავარჯიშე ,
თუმც მთელი ჩემი ჭკუის ქონება,
ერთ ლექსს ვერა შობს დარდის საჯიშედ.
მაინც შემომრჩა იმედი ხვალის,
სურვილი ცაზე ღრუბლის მოხევის,
მე ჩემი ძველი სისხლით ვარ მთვრალი
და სხვებს ვგონივარ მუდმივ მომლხენი...
თუ რამ მებოძა წლებით მიმოვცერ,
ახლა მარტოდენ სისხლად ვიცლები,
მე მაშინ შევძლებ ჩემთვის სიცოცხლეს,
როცა ყველასთვის გარდავიცვლები...
ჩემი ცოდვები მიმაქვს უკლებლივ,
ზოგი თავხედი,ზოგიც მორცხვია,
ვაითუ მხოლოდ იმას ვუკვდები,
ვისთვისაც ერთ დღეს არ მიცოცხლია...
ზეინაბ მეტრეველი
ნეფერტარ  ვერ მოვიცალე რომ ავარჩიო რისი აღდგენა მინდა.. ვეცდები 
ენ სექსტონი
18 დეკემბერი
(ციკლიდან ,,18 დღე უშენოდ")
ჩემო სულსწრაფო ბუმერანგო, მოფრინდი უკან,
დღეს ლამაზი ვარ, მაგრამ შენ წახველ...
გული მეტკინა, რა დავმალო, მაგრამ სლუკუნი
მომბეზრდა, ახლა ვბრწყინავ, მოდი, ასეთი მნახე,
ბალახისფერი თვალები მაქვს, თმები _ უკუნი.
მოერგე კლიტის ყველა კბილანს, მისტერ საკეტო,
ხომ მეთანხმები, რომ ამ ლტოლვით რაღაცა მადლიც
მოისხი ჩემზე, თუმც, უდავოდ, სასოც წარმკვეთე,
მიგდებული ვარ შენს თაროზე, როგორც ქაღალდი,
ჰოდა, მომხატე, ისე მომწონს, როგორც მამკვეთრებ.
ბავშვი აკეთებს ხოლმე ასე, დახატე ორი
გაოცებული ნული _ თვალი, მოხაზე ოდნავ
კოცნაც, დახატე იქვე წნული საყურის რგოლი,
ჩამოდი მხრებთან, აქ თუ გინდა, ცოტა დაყოვნდი...
მაგრად ჩამავლე, მე ვარ შენი ბორგვის და ბოდვის
მიზეზი. დაბლა დაუყევი, ორივე ფერდი
მოხაზე, მძივი, ბაგეები, ხეები, კორდი,
მერე რისთვისაც თავს გწირავ და გებრძვი და გვედრი:
დახატე ჩუმი მისალმება _ ბოლო აკორდი.
დამხატე კარგი, თუ ღმერთი გწამს, დამხატე მშვიდი,
მაჩუქე შენი ვიწრო მაჯა, თავზე რომ გადგას,
მისტერ საკეტო, რქა ჯიუტი ძვლოვანი ძგიდით
მაჩუქე ისიც, თავბრუსხვევაც მაჩუქე, რადგან
ფეხი, ამ ჰანგზე რომ მეცეკვა მისთვის ავიდგი.
იფხიზლე, ჩემო ჯადოქარო, ჩართე განგაში,
გაკვესე ცეცხლად, მე ვიქცევი ნაპობად შეშის
და მივიწყებულ ბუხარს გავხვევთ გუზგუზა ალში
და შენი ფეხით ჩემს ჩაკეტილ საპყრობილეში
შემოხვალ და ჩვენ მივუსხდებით ვახშამს და მაშინ
იქნება ისე, როგორც _ მაშინ...
ანი კოპალიანის თარგმანი
ველოდები როდის აღადგენ ნაწერებს, ნეტავი დიდ ხანს მომიწევს?
ნინო და ალი.
შორს მთებში სუნთქავს, გრძნობა ტანჯული
და ხანჯლის პირზე ჰკიდია ცოდვა,
ვისთვის არ იყო ნება დართული,
ვისთვის ეკითხათ, ყოფნა არ ყოფნა.
გული ძგერს ორად, განა ერთია?!
სამშობლო...შემდეგ სატრფო და ისევ...
სიყვარული ხომ თავად ღმერთია,
დაუკითხავად გულის ხმას მისდევს.
აჰა! ჭახანიც გაისმის თოფის,
გული ნელდება, თვალი კი ხედავს,
ქართულ ჩოხაში გამოწყობილი,
თვით საქართველოს ასული ცეკვავს.
რისთვის ნელდები გულო უდროოდ,
აფერუმ! ტრფობას ორი ერისას,
აფერუმ! რადგან შენს სამშობლოში,
ისევ დალევენ გადარჩენისას.
https://www.youtube.com/watch?v=QHnwDuzR1wg
|