|
არ მოგიყვები ჩემს დღეებზე,
როცა მიჭირდა,
ან უფრო ზუსტად,
როგორ მიჭირდა–
შენი არყოფნა
(თავთან ვკამათობ)
მე ხის პატარა ნერგი ვარ და
შენ ის ბიჭი ხარ–
ყოველდღე მუჭით წყალს რომ მისხმას
მე კი ნაყოფი ვერ მოვისხი
ზრუნვის სანაცვლოდ..
ქარებს ვებრძოდი,
ტყის მჭრელებს
და ათას უხიაგს
(წელში ათასჯერ გადამჭრეს სიტყვით)
შენს ამოსვლამდე ყველაფერი ისე მუქია,
ხან ეს ლოდინიც ბავშვივით მიჭირს..
ისევ ქარია,
ისევ დარდი მომადგა კართან,
მოხვიდე იქნებ,
იქნებ წელზე მომხვიე ხელი..
ქარმა კედელზე ქრისტესავით გააკრა ფარდა,
მე მოვალ შენთან
და ვიტყვი რომ ჩემს თავსვე ვშველი..
მე მოვალ შენთან,
მლოცველივით დავჯდები ფერხთით..
არ მოგიყვები ჩემს დღეებზე,
როცა მიჭირდა..
მადლობა ნექტარ, მთელი გულით<3
რა ლამაზია<3
ანა.
ყვითელი კარი
გიჟის თვალები უდაბნოა,
საიდანაც
არა ცხელი,
მწველი ნიავი,
არამედ არქტიკული სუსხი უბერავს...
ის იყო ჩემი მეზობელი
და ცხოვრობდა ქვედა სართულზე.
ყველა იცნობდა,
როგორც გამრჯეს,
ჩუმსა და კეთილს,
უთენია რომ სამსახურში მიიჩქაროდა,
და საღამოს ბრუნდებოდა პარკებით ხელში.
და ასე,
წლები გრძელდებოდა მისი სიჩუმე,
გრძელდებოდა
მისი გულთბილი გაღიმება მისალმებისას
მანამდე, სანამ ერთ გაზაფხულს,
უცხოეთიდან
არ ჩამოვიდნენ მისი ქმარი და ვაჟიშვილები.
ის პირველად მაშინ გაგიჟდა
(თუმცა სახეზე არ დატყობია),
როცა, ერთხელ, სამსახურიდან ადრე დაბრუნდა
და დაინახა:
მისმა ბიჭებმა
სისხლშერეული კოდეინი
ჯერ მამას რომ გაუკეთეს,
მერე კი - თვითონ.
ის მეორედ მაშინ გაგიჟდა
(ოდნავ შეეტყო),
თვეების შემდეგ, მისი ქმარი
ზედოზირებით რომ გაითიშა,
მისმა ბიჭებმა,
გაშავებულს,
ვენაში წყალი გაუკეთეს მარილიანი,
მერე კი მხრებში შეუდგნენ და დიდ ოთახში
წინ და უკან დაატარებდნენ,
თუმცა ამაოდ...
ის ქმრის სიკვდილმა კი არ გატეხა,
არამედ იმან,
რომ ასეთ დროს მისმა შვილებმა
მოქცევის წესი კარგად იცოდნენ.
მამის დამარხვის შემდეგ ბიჭებს,
როგორც ჩანს,
ფული შემოელიათ,
იოლი გზა იპოვეს და
დასასვენებლად გაკრეფილი მეზობლების
სახლებს მიადგნენ.
იპარებოდნენ აივნიდან და
ეზიდებოდნენ ლეპტოპებს და ტელევიზორებს.
საბოლოოდ კი წაასწრეს და
ის ბუნაგიც აღმოაჩინეს,
სადაც ნაქურდალს ინახავდნენ,
მაგრამ საწყალი დედის ხათრით
არ უჩივლეს პოლიციაში,
ის მესამედ და საბოლოოდ მაშინ გაგიჟდა.
იგი სიკეთემ გააგიჟა,
ასეც კი ხდება,
რადგან ამას არ ელოდა
და არც უნდოდა.
ერთხელაც სახლში ავდიოდი
ნელა, დაღლილი.
საფეხურებზე დაეყარათ
გაუფცქვნელი მზესუმზირები,
რომლებიც ფეხქვეშ ხრაშუნობდნენ.
კიბის ბაქნიდან
კარის ხმაური შემომესმა,
ახლაც არ ვიცი,
რატომ ვიფიქრე,
რომ ის იყო: ყვითელი კარი.
და არც შევმცდარვარ:
ჩამოვიდნენ ის ქალი და
მის იდაყვში ხელგაყრილი უფროსი ბიჭი,
რომელიც უხმოდ მომესალმა,
მან კი უბრალოდ შემომხედა,
და ჩამიარეს.
ეს კი აღმოჩნდა საკმარისი
მის თვალებში დასაკარგავად,
და დღემდე ჩემს თავს ვეძებ,
მაგრამ ვერ ვპოულობ,
რადგან, როგორც ჩანს,
მასში სუყველა დაიკარგა, ვისაც შეხედა.
განა ასე ადვილია
იმ სუსხიანი უდაბნოს
ჭრელ ბინადრებში
საკუთარი თავი იპოვო.
მომდევნო წელს,
ამაღლების დღესასწაულზე,
მან ფანჯარა გამოაღო,
შეშლილი მზერა ამაღლებულ ღმერთს ააყოლა
და ძირს დაეშვა...
მას შემდეგ კი ის ადგილი
ათასმა წვიმამ გადარეცხა,
ათასმა თოვლმა გაათეთრა,
ათასმა ქარმა გაირეკა
მოდარაჯე შეშლილი სული.
მაგრამ მე მაინც,
როცა მივდივარ,
შორიდან ვუვლი,
რომ ფეხი იქ არ დავაბიჯო,
სადაც დაეცა.
გუშინ, ეზოში, ჩემს გოგონას ვასეირნებდი.
იქვე, გზის პირას,
მან ველური ყვავილები დაკრიფა
და იმ ადგილზე მიმოაბნია...
როცა ქალმა,
ექვსი წლის წინ, თავი მოიკლა,
ჩემი შვილი დაბადებულიც კი არ იყო...
ვკითხე,
თუ რატომ გააკეთა.
მან მიპასუხა:
- ასფალტის გზაზე ყვავილები ხომ ვერ ამოდის,
და იქნებ უნდათ?!
ბექა ახალაია.
საიტის სირცხვილია ეს .ნამდვილი კრახი.
ენ გეითსს არ ვიცნობ, მაგრამ მინდა ვიცნობდე :
პასუხი დავაგვიანე ...
ზოგადად მშიშარა არა ვარ, თუმცა არც ისეთი უშიშარი, როგორც ვჩანვარ  დროის უქონლობამ დამაგვიანა აქ.. მაგრამ მალე გამოვჩნდები ჩემი პატარ-პატარა ქმნილებებით
:*
წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც დილიდან საღამომდე თავაუღებლად მუშაობს, სიღატაკე, გაცუდებული მომავალი, საღამოობით დუმილი მაგიდის გარშემო; ასეთ სამყაროში ვნებისათვის ადგილი არ მოიძებნება.
განაწამებ გულს ყველაზე მეტად ისა სწადია, გამუდმებით ფლობდეს საყვარელ არსებას, ან არადა შეძლოს განშორების ჟამს უსიზმრო ძილში დანთქას იგი და არ გააღვიძოს, სანამ მათი შეყრის ჟამი არ ჩამორეკს.
ყველა მორალური ნორმა მხოლოდ დროსთან მიმართებაშია ჭეშმარიტი და სწორედ ამიტომ ითხოვს გადაფასებებს.
https://www.youtube.com/watch?v=hbe3CQamF8k&list=PLpzNvlmhlxLT-JWrWmNO-CfW907wPztdf&index=22
https://www.youtube.com/watch?v=_4Cswp7smQ0&list=PLpzNvlmhlxLT-JWrWmNO-CfW907wPztdf&index=23
ტყუილად ცდილობ ჩემო თავო ყველაფრის შენარჩუნებას,,,ზოგი რომ მიდის, მიდის...
დავაპატენტებდი განცდილ გრძნობებს
მაგრამ როგორ?
ავტორი: ნორაგამი
ჟანრი: პოეზია
ჩემი შეფასება: 5
23 აგვისტო, 2018
***
არავის შევრჩი სამეზობლოდ, საგზაშარაოდ,
და ჭიშკარს აქეთ ნაფეხურებს თოვლიც ნატრულობს,
ჩემზე ამბობენ, (ჩურჩულებენ) დაიშალაო,
ძველი ქოხივით და ძლიერ რომ არ გავართულო,-
შემრჩა კედლებში მეათასე ლურსმნის ნაწყვეტი,
და იატაკიც ვეღარ უძლებს დროს და ღვიარებს,
და შენი ზეცა ჩემს ზეცას თუ ერთხელ აწვდება,
მაშინ იგრძნობ თუ რა ტკივილი გამოვიარე.
მაშინ, როდესაც ყველაფერი იყო ნატიფი
მაშინ როდესაც ჩემს ღობესთან სითბო ელაგა,
იყავით ჩემთან სანამ სრულად არ გადამთიბეთ
და სანამ სული გადაიქცა არქიპელაგად-
იყავით ჩემთან. აღარავის შევრჩი საწამლედ,
და ამ ვენებში მარტოობას -ძლიერ ნარკოტიკს
ვუშვებ და სანამ თქვენი ზეცა სხეულს „ამწაპნავს“,
ისმის შოპენის, -ბეთჰოვენის ბოლო აკორდი,
მაშინ, როდესაც ქარი სახლის კიდეს ეხება,
მაშინ როდესაც, წვიმა ლამობს რომ შინ შემოდნეს,
მაშინ როდესაც, ობობები როგორც გლეხები,
ლამის ზედ ჩემზე ალაგებენ მძიმე ჩემოდნებს.
არავის შევრჩი სამეზობლოდ, საგზაშარაოდ,
და დაშლილ ჭიშკრის ბოლო ყავარს ხავსი იპარავს,
ჩემზე ამბობენ, (ჩურჩულებენ) დაიშალაო,
ძველი ქოხივით, დანარჩენი დრომ ჩაიბარა.
ღამე'შუა. თავი'რადიო. რეტი'სიგა. ძილი'ტკბილი ♥ [url=https://www.youtube.com/watch?v=u5CVsCnxyXg][/url]
ჩანაფიქრი - მართლაც საინტერესო და დასამახსოვრებელია.
ტექნიკა - შეუსაბამოდ არასაკმარისი...
ამ ავტორის სხვა ნაწერებს არ ვიცნობ და იქნებ ჩანაფიქრიც ეს იყო -
ლექსების რაიმე ციკლისთვის ან კრებულისთვის წასამძღვანებლადაა გამიზნული?
ნინო დარბაისელი. 2018-08-18
რატომ დამივიწყე მე, მარიამ,
რატომ დამივიწყე?
შენი კალთა ფოთლებით ივსება,
ხოლო მე კი თავს გუბეში ვრგავ.
ქუჩაში გდია მკვდარი,
ქარი ახურავს საბანს...
როცა მე გავჩნდი,
მთვარემ თმები ჩამოიშალა,
ხოლო ქალწულმა ვარსკვავებმა ტუჩზე იკბინეს,
ბებიაქალი ამტკიცებდა -- დაიბადაო!
შენ არ იყავი იქ, მარიამ,
შენ არ დაგბრალდეს,
მე ქუჩაში მანქანა გამსრესს.
ესაა ქალაქი,
სადაც ადამიანს სასო წარეკვეთება საყელოს შეკვრისას,
რადგანაც უნდა გამოვიდეს დილის ქუჩაში,
გამოეთხოვოს სიმარტოვეს,
ღამით ნათბილარს,
და ყელწაგდებით შეჰღაღადოს:
-- გამარჯობა, დღევ,
მე კვლავ ხელცარიელი ვდგავარ შენს წინაშე,
ნუ მიმცემ კაცთა დასაჭმელად,
ნუ დამტანჯავ მოუპოვრობით!
სერზე დამრჩალი მგელიც განა ასე ყმუილით
არ იფარავს ხოლმე მთვარეს დღის სინათლისგან?
ეხვეწება -- ნუ წახვალო,
ვით თავის მკერდზე გამთბარ სატრფოს.
მაგრამ წავიდა...
დღე წავიდა,
ღამე წავიდა,
სატრფო წავიდა
და ცხოვრებამაც
წარმავალ გრძნობების ხეივნებით
ჩაიარა, წავიდა.
და შენ დაგავიწყდი მე, მარიამ,
თითქოს რაიმე სიჩქარეში დაგრჩი სადმე და ვერ იხსენებ,
თითქოს სხვაგან გემყუდროვა
და აღარ გსურს ჩემი ხსენებით პირი იმწარო,
თითქოს ასეთი დიდი იყოს
ჩვენი ქალაქი.
II
ყველაფერს ახსოვს ჩემი მისამართი --
ამ მიწის სურვილს,
შიშის ელდას,
მოვალეობას,
და მხოლოდ ერთმა -- სიყვარულმა
ვერ გაიგნო გზა ჩემს სახლამდის.
მეც არა ვცდილობ
გავეგებო და წინ დავუხვდე,
რადგანაც უკვე მივეჩვიე,
რომ ყველაფერი, რასაც უნდა ჩემი სისხლი, თვითონ მპოულობს.
ფანჯრები ღია მაქვს, კარებები ჩამოგლეჯილი
და ორპირ ქარში ვშრები, როგორც
თიხის ქანდაკი.
III
ვაშლი რომ ყუნწს მოშორდება,
რას გაიფიქრებს?
როცა ქარი ქრის,
იგი, ვიცი, საიდანაც ქრის
და შემიძლია გავარკვიო ჩემი პალტოს საყელოთიც,
ხის კენწეროთიც.
როცა ქარი ქრის,
იგი, ვიცი, საიდანაც ქრის,
მას შეუძლია
მე ქაღალდის ნახევთან ერთად
შემაგდოს უცხო სადარბაზოში,
რათა ვიხილო ქალი -- ზევით,
სადაც კიბე უჩინარდება.
როცა ქარი ქრის,
იგი, ვიცი, საიდანაც ქრის,
მაგრამ საიდან მოგელოდო შენ,
ჩემო ტკბილო, უნახავო, უფერებელო
და ტყუპისცალო!
-- ფუი, შენ!
ვასწრებ ვუთხრა ჩემს თავს ყველა სარკეში
და ვშორდები ამ წუთისოფელს.
IV
ნეტვი როდის დამინახე,
როდის მოცდა შენი მზერა,
შენი თვალები?
საფლავის ქვაზე ჩამომჯდარი,
მწვანე მოლის სარკეში მნახე?
გზაჯვარედინზე
სიგარეტს რომ ვუკიდებდი
მანქანების გამოჯავრებით,
მაშინა მნახე?
მოწამლულმა და სიცხიანმა
უცხო მხარეში
თვალები რომ დავხუჭე და სიკვდილს დავნებდი,
შენ მითხარი, ”გაახილეო”?
მთვრალს რომ გამარტყეს და გაიქცნენ, შენ ამაყენე?
სირცხვილის შემდეგ რომ დავწვები მე ჩემს ლოგინში
და ეკალასხმულ ბალიშზე რომ თავს ვერ ვაჩერებ,
გარიჟრაჟზე შენ მეუბნები --
”დაიძინე, ჩემო შვილო, დაიღალეო”?
შენ აგროვებ შენს კალთაში ჩემს საწყალ ცრემლებს,
რომელთაც მე გზადაგზა ვაბნევ,
აგროვებ, რათა გეში არვინ აიღოს ჩემზე?
მზეს შენ მაყვარებ?
შენი არის დღე, ღამისგან დანაბარები?
ჩემს სიზმრებში
ხანდახან ქალი თუ შემოყოფს
თავის გრძნეულ ფეხს,
მას შენ აქეზებ?
რატომ დამივიწყე მე, მარიამ,
რატომ დამივიწყე?
ბესიკ ხარანაული
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მინდელო
მოგესალმებით
ვეცდებით შეძლებისდაგვარად შევარბილოთ სიმკაცრე
შენ ახლა პირველ ნაბიჯებს დგამ და მთელი ურაკპარაკი გიყურებს
არ გეშინია?
ეს ექსპრომტი ჩემგან, არსაწყენად:
მე წავიკითხე თქვენი ლექსები
რატომღაც მაგრამ არ ვიცი რატომ,
აქ უცნაური ყველაფერია
სევდაც ერია, ბევრი ფერია,
სამყაროც მასში ატმისფერია,
მითხარით რატომ უცნაურობა,
განსხვავებული ეს პოეზია
თქვენს ცხოვრებაში რა მიზეზია.
ნ ე ქ ტ ა რ ი.
8. მადლობა მუხა მადლობა.
არ ვიცოდი ეს კილო თუ გიყვარდათ და სასიამოვნოც იყო თქვენთვინ მუხა.
ახლა ეს ექსპრომტი ფშაურ კილოზედ მუხას ჩემგან სულიერ სიამოვებისად :
ამოდის ხანდროს მზეც ცაზე
ხანდროს ცა მარტო ნისლია
ბევრსაც უნატრავ ბევრ რაიმ
ხონჩით არც ვის რა მისვლია
რას იზამთ ღრუბელთ წესია
ცად მუდამაც რო ილიან
მუზაც რო მოდის ხალისად
მარტო მადლ არა ხიბლია
ჩვენთან მოდიან ვინც გვიყვარს
გულსა გვტკენენ და მიდიან,
ჩვენ რას გავხდებით ეგრეა
ბეწვის ხიდ ხიდთა ხიდია
აქ სავალს ვერავინ უგებს
საწუთრო უნდო ფლიდია
ზოგისთვინ სუ მზე კაშკაშებს
ზოგისთვის მუდამ ბინდია,
სამყარო ტკბილიც ლამაზიც
სამზეოზედაც დიდია.
ეს გული ნაკუწნაკუწი
ცრემლად დის მაინც მშვიდია.
პირველი ნაბიჯი თქვენთან
ყოველთვის ვწერდი. ლექსებსაც..
მერე ამ ნაწერებს ვანადგურებდიხოლმე. რატომ? რატომ და არ მინდოდა როდესმე წამეკითხა ჩემივე შექმნილი, არ მინდოდა თავიდან განმეცადა ის, რასაც იმ პერიოდში და წერის დროს განვიცდიდი. როცა არაფერი მაწუხებს არაფერს არ ვწერ, ვერ ვწერ.
მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში რაც მიფიქრია, მიგრძვნია და დამიწერია ისღა შემომრჩა. ლექსებიც..
დიდხანს ვფიქრობდი ამ საიტზე საერთოდ დამეწერა თუ არა რამე და რატომღაც დღეს გადავწყვიტე. გადავწყვიტე იმიტომ, რომ ფურცლებზე წერა აღარ მინდა და მინდა სხვისი აზრიც მოვისმინოხოლმე კონკრეტულ ქმნილებებზე.
ასე რომ მოგესალმებით, მე აქ ახალი ვარ, ძალიან ახალი და მკაცრად ნუ განმსჯით.
პატივისცემით
მე
..
"ვდგავარ-
და არ მჯერა შენი თითების,
რომლებიც დამძიმდნენ."
ფეხაკრებით შემოვედი სახლში,უცნაური შიშის გრძნობა მქონდა,ფრთხილად ჩავაქრე სინათლე,არმინდოდა ვინმესთვის სიმყუდროვე დამერღვია,მითუმეტეს დედაჩემი გამეღვიძებინა…თითისწვერებით შევირბინე ჩემს ოთახში,ზაფხულის ფარფატა კაბით,რომელიც ტანზე მელამურებოდა.ისეთი შეგრძნება მქონდა,თუ ოთახში “შევასწრებდი”,გადავრჩებოდი.გადავურჩებოდი…რას? მარტივი მისახვედრი არაა რას,ვის,როგორ,მაგრამ მე მხოლოდ გადარჩენა მსურდა…ხანდახან არაა აუცილებელი, ზედმეტი, ღრმა ფიქრი იმაზე,რაც გკლავს,გაშინებს…ჰო,მეშინოდა,მეშინოდა,გავრბოდი,მაგრამ არვიცი რატომ.ყველაზე რთულია დაემალო რეალურ,მაგრამ ამავდროულად გამოგონილ შიშს,რომელიც სადაცაა მოგწვდება,კოჭში მოგკიდებს ხელს და წაგაქცევს…მერე რა მეშველება,ჩემი “კაბა” დამეხევა,დედასაც გაეღვიძება,მერე რას ეტყვიან ჩემი თვალები…ყველაზე რთული საყვარელი ადამიანისგან დამალვაა,იმ სევდის დამალვაა,რომელიც კარებში დგომისას გაქვს…შეასწრებ,შენ აუცილებლად შეასწრებ,იმიტომ რომ დილით ბედნიერი უნდა ადგე და ფინჯანი ჩაი მიირთვა დედასთან ერთად,მის სიყვარულით სავსე თვალებს უყურო,რომელიც ყოველ დილით სემოგციცინებენ,შემდეგ ჩაიცვა კოპლებიანი,მუხლებამდე,სიფრიფანა კაბა და მზეს მოელამურო. მზის სხივებს ხომ ყოველ დილას უხარია შენი მზიანი,ლამაზი სახის დანახვა… მეეზოვეც ადგილზე დაგხვდება,რომელსაც ჩვევად აქვს ყოველ დილას შენი ცქერით ტკბობა.სამსახურშიც ელოდებიან მზიან გოგოს,რომელიც ყოველთვის ბედნიერია… ☺
სიყვარული იწყება იმ წუთას, როდესაც ქალი თავისი პირველი სიტყვებით ჩვენს პოეტურ მეხსიერებაში აღიბეჭდება. მეტაფორები სახიფათოა. სიყვარული მეტაფორებით იწყება.
,,აბსურდულია ყველა იმედი,
მე ვეღარ შევძლებ ვმმართო სამყარო,
რომელსაც ვერ ვგრძნობ." -ჯ.შ.
ანა ეს მცირე ექსპრომტი ჩემგან .
ეს ტკივილია, რომელიც მარტომ
დავისაკუთრე, ვერავის ვუყოფ.
რამდენს ვკითხულობ,
მაინც ვერ მივხვდი,
არის? რამ მძიმე, მტკივანი, უფრო.
ნ ე ქ ტ ა რ ი.
ბიჭი, რომელიც მგზავრობდა მიკროავტობუსით მოულოდნელად ჩაფიქრდა და პარარელურად ფანჯარაში გაიხედა სად მიდიოდა მეც არვიცი, თუმცა სურათი ასე გამოიყურებოდა ჩაფიქრებული ბიჭი ინსტიქტურად იხედება ფანჯარაში, მაგრამ ერთი განსხვავებაა მას არვიცი რატომ მაგრამ ცალი თვალი დაეხუჭა და წარმოიდგინა უსინათლო ადამიანი, რომელიც რეალურ სამყაროს მხოლოდ თავისებურად აღიქვამს.. ამ ასოციაციიდან გამომდინარე მისი ფიქრები ირგვლივ არსებულმა ბუნებამ მოიცვა.. გზა მარჯვნიდან და მარცხნიდან სიმწვანით იყო გარშემორტყმული, წინ და უკან კი გახედვის შემთხვევაში მხოლოდ ცის კიდეს ხედავდა, რომელიც ერთგვარად დასასრულიც იყო და უსასრულობაც. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა თითქოს დედამიწაზე სიცოცხლე სწორედ იქ მთავრდებოდა, მაგრამ პარარელურად დასაბამი ეძლეოდა რაღაც განუმეორებელს.. ირგვლივ არსებულ სიმწვანეში კარგად დაკვირვების შედეგად ალაგ-ალაგ პატარა ქოხებს შეამჩნევდით, რომლებშიც ხანშიშესული ისტორიები ცხოვრობდნენ.. ისტორიები, რომლებიც უსასრულო სიყვარულის ირგვლივ არსებულ შეგრძნებებსა და მომენტებს ინახავდა..
* * *
ბიჭი ფიქრობდა და ერთი კითხვა უჩნდებოდა
ეს ჩვენ ვართ, ვინც რეალურ სამყაროს ვხედავთ თუ უსინათლოები..?
* * *
იქნებ პირიქით რეალურად, ვისაც გვგონია, რომ ვხედავთ გარე სამყაროს ჩვენ ვართ უსინათლოები და მხოლოდ 'ნამდვილი უსინათლოები' ხედავენ ნამდვილ, გამჭირვალე სამყაროს, სადაც ყველაფერი მხოლოდ დადებითია..
არვიცი რა ჯობია ხედავდე ასეთ გარესამყაროს თავისი არსებებით თუ იყო უსინათლო და გქონდეს სამყაროს შენებური ვერსია. . .
ლ.ბ
დილის ექსპრომტი მუხას,მადლობის ნიშნად, დიდის პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი ს ა გ ა ნ არსაწყენად.
შევეგებები ახლაც თბილისურ
დილას სევდიანს და უხალისოს
აილანძება მზე მწვერვალებზე
წვიმის წვეთები და ცისარტყელა
შემეშინდება თან გარემოცვის
ხეთა აჩრდიკებს ქარი აღონებს
მორბის სიტყვები ჩემსკენ უჩინრად
და ეს ჩურჩული წარსულს მაგონებს
სახეს შემიცვლის მოგნებები
თმებზე ზეციდან დინდება ფიფქი
ვიღაცა მორცხვად დაჩოქილია
და სუფთა სანთელს ცრემლებით ციცქნის
ქრება სიბნელის ბოლო ნიშნები
სივრცეს დამშვენდა მერცხლების გუნდი
მე ჩემი მიწის მადლით ვამაყობ
იმედო კარგო არ გამიხუნდი
გარდასულ დღეთა ნოსტალგიებო
იყავით ჩემთან ან დამიბრუნდით
თქვენი ადგილი მხოლოდ აქ არის
სად დაიბადეთ ზრდით დამისრულდით
და თქვენც დაბრუნდით
აუცილებლად,
აუცილებლად
აქ დაგვიბრუნდით....
ნ ე ქ ტ ა რ ი
მადლობა დარიჩინის სუნიან დილებისთვის
მადლობა დარიჩინის სუნიან დილებისთვის,
შეცდომის უფლებისთვის
და... გამოცდილებისთვის:
ცხოვრება არც ისე თაფლი და შაქარია,
მაგრამ ღმერთი მაღალია,
"ესეც გაივლის".
დაჩეჩქვილ მუხლებზე (და გულზეც) რამდენჯერ
სულის შებერვისთვის,
სიტყვის და იოდის მარჯვედ ხმარებისთვის,
გულით
და ფიქრით სიმდიდრისთვის,
რამდენჯერ
ხელახლა ახელილ თვალებისთვის.
წყენის და ღალატის უსიტყვოდ თმენისთვის,
ღმერთის
შენებურად სიყვარულისთვის და რწმენისთვის.
ჭირის გაძლებისთვის,
ლხინის გაძღოლისთვის,
ზოგჯერ ქონისთვის და ხშირად
არქონისთვის,
მაინც იმედისთვის,
კეთილგანწყობისთვის,
ძნელად და მტრის ჯინაზე
მაინც სიმღერისთვის,
დედაჩემის მშვიდი სიბერისთვის...
უშფოთველ ძილისთვის და
მღვიძარ სინდისისთვის,
სულში მარტისთვის,
სისხლში ივლისისთვის.
ჩემს და სიკვდილს შუა ჯიუტად დგომისთვის
და
ბავშვობის აქამდე გახანგრძლივებისთვის -
ბერი კოპალესთვის,
პეპისთვის,
დაჩისთვის,
წითელქუდასთვის და
ხარი წიქარასთვის,
მზისთვის,
ცისთვის,
ზღვისთვის,
ვაზისთვის,
პურისთვის,
ფერად სიზმრებისთვის,
ფერად ღილებისთვის,
მადლობა ,
დარიჩინის სუნიან დილებისთვის,
მა!
+++
ც.ხუცურაული 2018 წლის 19 ივნისი
დამხატე...
ფერადი ფუნჯებით მოხატე
ძაფებით მოქარგე
აშლილი ვნებები.
დამხატე.
თითები ჩემს მხრებზე
ნერვივით კრთებიან.
ამ ილუზიების და
შენი მსხვერპლი ვარ.
ფერადი ფუნჯების
ნერვული შეხება...
ცეცხლის ქარიშხალი
მუზების ვენდეტა...
გრაფიტი თვალებში
უფანქროდ ივსება
თმის ფერი უშენოდ
სისხლისფრად ისვრება.
დამხატე!
"ძ ვ ი რ ფ ა ს ო", ავტორი: ნექტარი
მადლობა მირიან მამულაძე.
ეს ექსპრომტიც ჩემგან თქვენ:
მადლობა ჩემო მირიან
ფშაურ ნათქომ რო მიწონე
'რარიგ ფინთადაც გინდ ვიყოს
კარგად რარიგამ მიფონე
გამიგონავის ბრძენთაგან
გონ რასაც ამბობს იქმოდე
სადაც დათმობა გარგავის
გონ დაიყოლე იქ თმობდე
სადაც სიჩუმე სჯობავის
იქ მღელვარებას იქრობდე
ათასსა ჰკითხე სჯობავის
რო ჰფიქრობ იმას იქმოდე,
მზე ყველგან სხივებს შააფენს
გარდიგაღმო და წინ არეს
გარდაუვალსაც თუ ვერა სცვლი
იდგომლე ბრძნულად იხარე.
მით ნაწერ შეთვინ მამიძღვნავ
ნათქომიც უცლელს, ჩქარ–ჩქარე,
ნუ დაიწუნებ დედილამ
დარდ სხვარიგიც რა მაკმარე.
ვინაც რარიგა ახერხებს
მასთქომს თუმც ვერა ნარნარებს.
ნ ე ქ ტ ა რ ი
გ... მარია ესეც ექსპრომრი საჩუქრად ჩემგან, არასაწყენად, მეგობრულად:
ზოგჯერ გულს ვუხმობ, ზოგჯერ კი
გონება უფრო მტკიცეა,
ზოგჯერ წვიმს მაგრამ გზადაგზა
წვეთ მითომც არ დამცემია,
ზოგჯერ გულს დანა რომ დაგკრან
გულ მაინც თბილ და მყისეა,
ხანდროს შენ თავიც ვერ გიცნავ
სამყაროც ერთ ნამცენცია,
ზოგჯერ შენიან რო გგონავ
ყველაზე დიდ გამცემი
და შე რო მიწაზე ზდგეხარ
პირმოთნედ ეგ გიხარია,
ისიც სუ მუდამ გხსომებავ
მზე როცა არი დარია,
თუ არა სხავის ხეს ფოთლებ
ნედლ არად არი მხმარია,
ქართულ წესად ის მოგვიდის
სიტყვა ვით მწვადზე ცვარია.
კოკაში რასაც ჩაასხამ
მუდამ ულევად მდგარია,
ტკბილმაუბარ თუ გამასდეგ
შენგან გვარ საქებარია,
მაგრამ თუ სხვარიგად მიხვალ
დედის გულ ცრემლში მხრჩვალია.
რარიგადა სჯობ თქვი რაი
ყანას შაჰსევავ მკალია,
რას დააპურებს ჯიშჯილაგს
მარტო თვალმ წყალ თუ დალია.
ნ ე ქ ტ ა რ ი.
|