დღიურები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ესე ამბავი ჩემი ბნელი წარსულისა..(90-იანებს ვგულისხმობ კაცო,თქვენ რა იფიქრეთ?! ;დდდ)
თვრამეტი რომ მისრულდებოდა, იდგა ათას ცხრაას ოთხმოცდა თოთხმეტის ცივი იანვარი.ახლა როა უთავმოყვარეო ზამთარია,მაშინ ასე კი არ იყო,ზამთარიც დასტოინი იცოდა,ცივი,თოვლიანი,ჭყაპიანი,წვიმიანი...ჩვენ მაინც რომ გვიხაროდა ისეთი...
ჰოდა გააკეთა დედაჩემმა უამრავი გემრიელობა..ახლა რომ ვუფიქრდები არ იყო დედაჩემი ჩვეულებრივი ქალი,იმიტომ რომ იმ სიცივეში,უშუქობაში,ყიამეთში ამდენ რამეს ჩვეულებრივი ქალი ვერ გააკეთებდა..იმ თაობის ქალები ალბათ ყველანი ასეთი ჯადოქრები იყვნენ,რაკი ჩვენ,შვილები იმ წლებს გამოგვატარეს და აქამდე მოგვიყვანეს...
მოკლედ სუფრასთან შეიკრიბა ჩემი ჭაობელი მეგობრების და სამხატვრო სასწავლებლის(პირველ კურსზე ვარ სამხატვროში) ,,სასტავი,,
დაიწყო სადღეგრძელოები,ჯერ ნორმალური ჭიქებით სვამენ არაყს..თანდათან მოუმატეს..უკვე ეჯიბრებიან რომელი ფრთა მეტს დალევს..გადავიდნენ კოქტეილის ჭიქებით სმაზე...დუელია ფაქტობრივად,იმიტომ,რომ იხოცებიან პერსპექტივაში.
მამაჩემი სახლში არ არის,ხელს არ შეგიშლითო და წავიდა.დედაჩემს ვინ გაუგონა..
შუქი არაა.
სანთლებია ბლომად.
უკვე ისე არიან,აივანზე რომ გადიან თავზე ორთქლი ასდით.არ ვიგონებ დედასგეფიცებით!!მართლა.
ცოტა ხანში დაიწყო მასობრივი ინტოქსიკაცია.
ვინ,სად,ვის არწყევს კაცმა არ იცის..საწყალი დედაჩემი დარბის იქეთ-აქეთ,რომელს უშველოს არ იცის.
ამასობაში შემოგვემატნენ ფხიზელი,დაგვიანებით მოსულები(კიდეკაი,თორემ ესენი ვინ უნდა ჩაიყვანბოს მეცხრე სართულიდან კიბეზე ფეხით,შუქი არაა შესაბამისად არც ლიფტი)
გამოვიძახეთ სასწრაფო.
ვინც საერთოდ ვერ დგება ფეხზე,ის სკამით ჩაყავთ კიბეზე,დანარჩენებს მხრებში უდგებიან და ისე,ფეხების კიბეებზე თრევით მიყავთ.
ტრაგი-კომედიური სანახაობაა,მარა სასაცილოდ ვის სცალია!
წაიყვანეს ყველა,ვინც ცუდად იყო.დანარჩენები თავისით წავიდნენ,წავიდნენ რა,წაბარბაცდნენ...
დედაჩემი ერთი კვირა ალაგებდა.
მეორე დღეს გავიგეთ ერთ-ერთი საავადმყოფოში რომ მიუყვანიათ,სოდიანი წყლის ჭიქა მიაწოდეს თურმე.
-ეს რა არისო?უკითავს
-დალიეო,ექიმმა
-ექიმო,მე ვიტყვი და შენ დალიეო!

დაბადების დღე მიახლოვდება და მაგაზე გამახსენდა)
#ჩემიტკბილიოთხმოცდაათიანები

მარტო სიყვარული რომ ყოფილიყო საკმარისი,რა მარტივად იქნებოდა ყველაფერი.რაც მეტი უყვართ,მით უფრო მტკიცე ხდება აბსურდი.დონ ჟუანი ქალთან იმიტომ კი არ მიდიოდა,რომ სიყვარული აკლდა.სასაცილოცაა მისი წარმოდგენა სიყვარულის მაძიებელი მეოცნების როლში.სწორედ იმიტომ,რომ მას თანაბრად უყვარს ყველა ქალი,იგი ყოველ ჯერზე ერთიანად მიეცემა ამ გრძნობას.აქედან გამომდინარე,თითოეული იმედოვნებს,რომ მას ისეთ ბედნიერებას ანიჭებს,რაც აქამდე არავის მიუნიჭებია.თუმცა ყველა მწარედ ცდება და მხოლოდ იმას ახერხებს,რომ მას გამეორების აუცილებლობას აგრძნობინებს.,,როგორც იქნა,ნამდვილი სიყვარული გაჩუქე’’, - შესძახებს ერთ-ერთი მათგანი.არ უნდა გაგაკვირვოს დონ ჟუანის პასუხმა: ,,როგორც იქნა? არა,უბრალოდ კიდევ ერთხელ.’’ რა საჭიროა ძლიერი სიყვარულის განსაცდელად იშვიათად გიყვარდეს?
დონ ჟუანი ნაღვლიანია? ეს ძნელად წარმოსადგენია.აზრიც არა აქვს ქრონიკებში ჩახედვას.ეს სისცილი,გამარჯვებულის შემართება,ხტომა,თეატრის სიყვარული,ყველაფერი ეს ნათელი და მხიარულია.ყველა ჯანსაღი არსება გამრავლებისკენ ილტვის.ასევეა დონ ჟუანიც.თანაც მოწყენილები ორი მიზეზის გამო არიან - უცოდინარობის ან იმედის ქონის გამო.დონ ჟუანმა ყველაფერი იცის და იმედიც არ აქვს.ის იმ ხელოვანებს მოგვაგონებს,ვისთვისაც ცნობილია თავისი შესაძლებლობების საზღვრები და მათ არ სცილდება.ხოლო იმ მოკლე ინტერვალში,როდესაც მათი გონება ამას ეგუება,სავსებით კმაყოფილდებიან იმით,რაც მიეცათ.და გენიაც სწორედ ესაა:ინტელექტი,რომელმაც საკუთარი შესაძლებლობები იცის,ფიზიკური სიკვდილის ზღვრამდე დონ ჟუანისთვის უცნობია მოწყენილობა.იმ მომენტიდან კი,როდესაც ცოდნას აქვს,მისი სიცილი იფეთქებს და ყველაფერი ეპატიება.ის ნაღვლიანი მაშინ იყო,როდესაც იმედი ჰქონდა.დღეს ამ ქალის ბაგეზე იგი განუმეორებელი ცოდნის მწარე და დამამშვიდებელ გემოს შეიგრძნობს.მაგრამ მწარეა ის?ალბათ არა:ეს აუცილებელი არასრულყოფილება ხელშესახებს ხდის ბედნიერებას.
დიდი სისულელეა დონ ჟუანში ეკლესიასტეთი ნასაზრდოები ადამიანი დავინახოთ,რადგან მისთვის ამაოება ამაოებათა სხვა არაფერია,თუ არა სხვა ცხოვრების იმედი.ამას იგი ზეცის წინააღმდეგ მიმართული თამაშით ამტკიცებს.მისთვის უცხოა გართობაში დაკარგულ სურვილზე სინანული - უძლურების ეს საერთო ადგილი მას არ ეკუთვნის.ეს უფრო ფაუსტს მოუხდებოდა,რომელსაც იმდენად სჯეროდა ღმერთის რომ სული ეშმაკს მიჰყიდა.მოლინას  ,, მუსუსი’’ ჯოჯოხეთის მუქარას ასე პასუხობს: ,, მეტი დრო უნდა მომცე!’’ იმას,რაც სიკვდილის შემდეგაა,მნიშვნელობა არა აქვს.ხოლო მას,ვისაც სიცოცხლის შნო აქვს,რა მშვენიერი დღეები აქვს წინ.ფაუსტი ამქვეყნიურ სიმდიდრეს ითხოვდა:საბრალოს შეეძლო უბრალოდ ხელი გაეწვდინა.როდესაც სიცოცხლით ტკბობა არ შეგიძლია,სული უკვე გაყიდულია.დონ ჟუანი პირიქით,მოყირჭების მომხრეა.თუ კი ის ქალს ტოვებს,ამას იმიტომ კი არ აკეთებს,რომ ეს ქალი აღარ სურს.ლამაზი ქალი ყოველთვის სასურველია.უბრალოდ მას სხვა ქალი იზიდავს და ეს ერთი და იგივე არ არის.
იგი სიცოცხლით სავსეა და არაფერია ამ სიცოცხლის დაკარგვაზე უარესი.ეს შეშლილი ნამდვილი ბრძენია.მაგრამ ადამიანები,რომლებიც იმედით ცოცხლობენ,ძნელად ეგუებიან იმ ქვეყანას,სადაც სიკეთე ადგილს უთმობს დიდსულოვნებას,სინაზე ვაჟკაცურ დუმილს,ერთობა განმარტოებულს სიმამაცეს.ხოლო ყველა ერთხმად აცხადებს: ,,ის სუსტი ადამიანი,იდეალისტი ან წმინდანია.’’ საჭიროა იმ სიდიადისგან განთავისუფლება,რომელიც დამამცირებელია.

რადგან ისე მოხდა,რომ ჩემი ბავშვობა-ახალგაზრდობა დაემთხვა ბნელ 90-იანებს,ეს ამბავიც იმ წლებისაა..
ბათუმის ერთი ძველი უბანია-ჭაობი.ნუ პატარა ბრონქსია,ადვილად რომ მიგახვედროთ.
ვართ ასე თხუთმეტ-თვრამეტი წლის და თითქმის ყველა ერთ პატარა ქუჩაზე ვცხოვრობთ.იმ ქუჩაზე,სადაც ჩვენი მშობლები გაიზარდნენ.ქუჩა კია პატარა,მაგრამ გაგება,ჩახუტება და სიყვარულია დიდი..(ასე ამბობდნენ ჭაობელი კაიბიჭები)
ჰოდა, ჩვენ აქაური მაგარი ბიჭების შვილები ვართ,არც დღისით გვეშინია ქუჩაში გასვლის და არც ღამით,იმიტომ,რომ ვერავინ გაბედავს ზედმეტს.ერთადერთი,ვისიც ,,გვეშინია,,-ბებიაჩემია(იტალიურ ფილმებში რომ შავკაბიანი ქალებია,ძირითადად მაფიოზების დედები,აი სახლში რომ სხედან და ყველაფერს აკონტროლებენ,ოჯახსაც და უბანსაც,აი მასეთი ტიპია) რომელსაც შეუძლია უბრალოდ არ გაგვიშვას სახლიდან და არანაირი ცრემლი და მუდარა არ გაჭრის და თუ გაგვიშვა,მერე ისეთი კონტორილის ქვეშ ვხვდებით,რუსულ კგბ-ს რომ არ დასიზმრებია..ეხლა არ იფიქროთ მართლა ისეთი ბოთეები ვიყავით რომ ბებიაჩემს ვერ ვატყუებდით...სულაც არა..
ჰოდა ჩვენ, ზამთარ-ზაფხულ დღეში ოცი საათი ერთად ვართ და ეს არაა მეგობრობა,ეს რაღაც უფრო დიდია და მნიშვნელოვანი და ძალიან ბევრი წლის მერე ამაში უფრო ვრწმუნდები.
ჰოდა რატომ ვწერ ახლა ამას და საიდან გამახსენდა-31 დეკემბერია და ის დროა,შუქი ახალ წლამდე ერთი საათით ადრე რომ მოდის,მაგრამ მანამდე ყველაფერს აკეთებენ ,ძირითადად შეშის ფეჩზე და ერთადერთი,რაც შუქის მოსვლას ელოდება,არის კრემი,რომელსაც მიქსერი სჭირდება.
მოკლედ ჩვენ-მე და ჩემს მამიდაშვილს,რომელიც ჩემზე ერთი წლით პატარაა, ერთადერთი რასაც გვანდობენ,არის ოლივიეს გაკეთება.ჩვენ ვაკეთებთ სალათს და ვალმოხდილები გავრბივართ მეგობრებთან,რომლებიც მამასთან ერთად რჩებიან ახალ წელს,იმიტომ,რომ დედა მიდის სხვა ქალაქში და ჩვენ,გოგონებმა უნდა გავაკეთოთ ყველა კერძი დამოუკიდებლად.ყველა კერძი კერძად,მაგრამ საცივი გვაქვს დაბარებული!!! ინდაური, ბევრი ნიგოზი და მომზადების წესი დატოვებულია.
გავაკეთეთ სალათები.შევწვით კარტოფილი.არ მახსოვს კიდევ რაღაცები გავამზადეთ...და საცივი..არ მახსოვს ასე ეწერა რეცეპტში,თუ საიდან მოვიტანეთ,ძალიან თხელი რომ არ იყოს,ცოტა მჭადის ფქვილი უნდა დაუმატო ნიგოზსო(ცოტაო!!!) ჩვენც დავუმატეთ! ცოტა!
საცივი იყო-ღომი აღარ სჭირდებოდა!
მას მერე ოცდაათი წელი გავიდა, იმდენი რამე დაგვავიწყდა და ეს საცივი არც ჩვენ გვავიწყდება და არც ბიჭებს,მას მერე ლაზღანდარობენ ამაზე.
იმ ღამით საოცარი ახალი წელი გვქონდა.

ვინც ამოიცნობთ საკუთარ თავს და ამ ისტორიას იცნობთ,ყველანი უსაშველოდ მიყვარხართ და მენატრებით...მინდა მუდამ ისე გულწრფელად ბედნიერებიდა მხიარულები ვიყოთ,როგორც მაშინ,ჩვენს ბავშვობაში.

დღიური: მარუსკა.
ცამ ყველა სევდა
გამოიტირა
და ახლა ღრუბლით
იმშრალებს თვალებს...
მარუსკა 2019-01-01 23:50:19

...ათოვდა ივრის ჭალებს
მიჰქონდათ შავი კუბო...

დღიური: მუხა.
ნექტარო გილოცავ ახალ წელს,  ძალიან მანებივრებ, შენგან მოძღვილი ლექსებით ვიკვებები და ვსიყვარულობ, დიდი მადლობა.
მუხა 2018-12-30 23:35:46

დღიური: მუხა.
მედეა მოლოდინი  ახლა, ამ წუტას შემოვედი და ვნახე  წერილი, გაიხარე სულ მახსოვხარ, მიყვარხარ, სადა ხარ? გილოცავ  დამდეგ ახალ წელს.  კარგო ადამიანო.
მუხა 2018-12-30 23:34:09

ნიკი მადლობა საყვარელო)))) <3



https://www.youtube.com/watch?v=fLvIQPhwjHs
ნ-ი-კ-ი 2018-12-29 12:33:07

მე რომ დავბადებულვარ ორი მეტრი თოვლი მოსულა..
რა გასაკვირი იყო,იანვარში..და ის უფრო რა გასაკვირია ასე ძაან რომ მიყვარს თოვლი...
ტრანსპორტი ვერ მოძრაობდაო და დავუკავებივარ ბებიაჩემს ხელში,მამაჩემი და დედაჩემი დიდი ქოლგით მოყვებოდნენ თურმე და ფეხით გაყოლიან რუსთაველის ქუჩას..სულ ახლოს იყო სახლი..უნივერსიტეტის ეზოში..ხის,ძველი სახლი,დიდი,ხის კიბით და პატარა აივნით..
დიდი,მრგვალი,ნახშირის ღუმელი იდგა შესასვლელში.
იქეთ-აქეთ იყო ოთახები.
ერთის ფანჯარა უნივერსიტეტის ეზოში გადიოდა და ძალიან მიყვარდა იმ ფანჯრიდან ცქერა,ვუყურებდი როგორ მიდიოდნენ და მოდიოდნენ სტუდენტები....
მეორე მხარე ეზოს გადაყურებდა და ამ ეზოში უამრავი ,სხვადასხვა ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა,ნამდვილი იტალიური ეზო იყო..
სულსულ ახლოს იყო ბულვარი და ზღვა..იმ ბულვარში გავიზარდეთ იმ ეზოს ბავშვები..შევესეოდით ბუჩქებზე პატარ-პატარა ყვავილებს,თმებში ჩავიბნევდით და თავი პრინცესები გვეგონა...
ძალიან ნათელ კადრად შემომრჩა ზღვაზე მიმავალი ჩემი ბაბუ,,სემეინი,,ტრუსებით, მხარზე პირსახოცგადადებული..
ძველი მეზღვაური,კეთილი თვალებით და ბავშვის გულით..
ჩემი ფუმფულა,ლამაზი ბებო...მშვიდი და აუღელვებელი..
მახსოვს,,რვაფეხაში,,ბაბუასთან ერთად,ჩუმად ნაჭამი ნაყინი..
სათამაშო ჭურჭელში გაკეთებული კომპოტი,რომელსაც ბაბუა მართლა სვამდა,მე რომ გავეხარებინე..
ბევრი სეირნობა..
ვერაფრით ვიხსენებ,რაზე ვლაპარაკობდით..
უამრავი მოგონება....
არ ვიცი დღეს რამ გამახსენა ეს ყველაფერი...თუმცა რა დღეს,სულ მახსოვს..
უბრალოდ ახლა,როცა აღარ არიან,ვხვდები,რამდენად ძვირფასი ყოფილა ეს ყველაფერი და რა გვიან ვხვდებით ამ ყველაფრის ფასს..
ხან ისე მინდა იმ ბავშვობაში დაბრუნება,ვფიქრობ ნატვრისთვალი რომ მქონდეს ერთ სურვილად ამას ჩავიფიქრებდი,სულ ცოტა ხნით დამაბრუნა იქ...ტკბილ და თბილ,უდარდელ ბავშვობაში...

რადროს სენტიმენტებიაო,ძლივს ასფალტი გვეღირსაო, იტყვიან ჩემი ბავშვობის ქუჩის მეზობლები..
მაგათ რა იციან როგორი იყო ის ალაგ-ალაგ ქვიშიან-მიწიანი,წვიმაში პატარ-პატარა გუბეებიანი ჩემი ქუჩის სითბო...ჟანგიანი ჭიშკრები,ახლა რომ საგულდაგულოდ შეუღებავთ პატრონებს...ის ჩვენი ძველი და ტკბილი სახლები,ახლა სხვანაირად რომ მეჩვენებიან..უჩვენო..ასე მგონია ენატრებათ ჩვენი საიდუმლოებები..გოგოური ამბები...
ვინ რა იცის რამდენი მოგონება დგას იმ ქუჩის კუთხეში...ჩვენი ეზოების წინ,პატარა ხის სკამებზე,ახლა რომ აღარაა..
რამდენი ზაფხული და ზამთარი...,ჩვენი შემცივნული,ფეხებგაყინული,თბილი ბავშვობა...
ჩემი მუდმივი მონატრება...

აქ გაზაფხული გვიან მოდის, წვიმები მღლიან
ბავშვობის ხანა დაიჩემეს სიზმრებმა ბინდად..
ვეგარ ვიხსენებ იმ გოგონას სახელს უცნაურს,
მე რომ მიყვარდა იქ... წარსულში... საოცრად წინათ

ახლა რა ხდება ჩემ ქუჩაზე, ნეტავ თენდება?
ალბათ ქვაფენილს მოფენია წითელი ვარდი,
ახლა ის ლოთიც თხლად ჩაცმული გამვლელებს ლოცავს
და არ აშინებს არეული, შეშლილი მარტი..

როდისმე, გულით კიდევ მოგისმენ..
საყვედურსაც მოგითმენ
სიმღერასაც მოგიმღერ...
დაა მოდი დღეს არ მოგიხდი ბოდიშს მეეე...
და ამ ლამაზ მოტივზე
მოვალ როდისმე!...

აქაურ ხეებს არ ჩურჩული არ შეუძლიათ
არც ეს ბუჩქები ინახავენ პირვანდელ კოცნას
გულის სიღრმეში მეშინია რომ უცაბედად
არ გათენდება და ერთ დილით მზე არ ამოვა

ახლა რა ხდება ჩემს ქუჩაზე, ნეტავ თენდება
ალბათ ქვაფენილს ამჯობინეს რუხი ასფალთი
ალბათ ის ლოთიც თხლად ჩაცმული გამვლელებს ტირავს
და არ აშინებს არეული შეშლილი მარტი...

დღიური: მუხა.
მიყვარხართ..
მერე რა რომ ვერ  გესაუბრებით..

მეიმედები მუხგულავ!!

დღიური: ელინორი.
საით მივყავართ ამ ცხოვრებას ? რა მოგველის საბოლოოდ ? რას გვიმზადებს ბედისწერა ? ყველა დაუსვამდა საკუთარ თავს ამ კითხვებს, მაგრამ პასუხი არავის არ აქვს. ჩვენ ხომ არ შეგვიძლია მომავლის ნახვა. ვერ გავიგებთ რა მოხდება ხვალ, მანამ სანამ “ხვალ” აწმყოდ არ იქცევა. და მაინც ჩვენი ყოველი ქმედება განსაზღვრავს ჩვენს მომავალს.
ელინორი 2018-12-03 01:40:34

დღიური: ლარსენი.
[/color][color=#FF8800][color=#008800][/color]
ლარსენი 2018-11-25 17:08:20

დუმილა 2018-10-27 22:20:31

დუმილა 2018-10-19 17:04:10

დღიური: ინი.
იოლი გზა თევზობისკენ-
საკუთარი თავის გარშემო აკვარიუმის აშენებაა..

მე ყველაფერი თავდაყირა მიყვარს,
რთულად,
წვალებით..

და თავს ვუმტკიცებ,
რომ შემიძლია ვცხოვრობდე ადამიანებში
მუნჯივით..

სიმშვიდე ხმაურზე გადის. .
ბედნიერებამდე კი ისინი მიდიან,
ვინც ცრემლების ზღვაში
ნერვებისგან ნავი დაწნა
და გადაცურა..

ვისაც იმედი არ დაუკარგავს..
ინი 2018-10-14 20:22:24

დღიური: აფციაური666.
ერთი მანქანა,ორი მანქანა,სამი.
ფანჯარასთან ვზივარ და მარცხნივ მიმავალ მანქანებს ვითვლი.
ჩემ წინ,მარცხნივ, ცხრა სართულიანი კორპუსია.წინ,აი მართლა წინ,დიდი და ვრცელი მინდორი.როგორიც გალაქტიკაა,აი ზუსტად ეგეთი არ ყოფილა.
და ეს შედარებაც არ იყო,იდეალური.
ოთხი მანქანა,ხუთი მანქანა,ექვსი.
მარცხენა კორპუსიდან ხმაური ისმის. ვიღაცის ფანჯრიდან ოჯახური კამათი ჰაერს შეერია და ჩემამდე ინერტულმა აირებმა და აზოტმა მოიტანა .შევისუნთქე ჰაერი და პირდაპირ მათ გავხედე.მეშვიდე სართული იყო.ან მერვე. ხმაური ჰაერის ტალღებს მოჰქონდათ,მაგრამ მალევე გამოვიხედე.
შვიდი მანქანა,რვა მანქანა,ცხრა.
ახლა ქალაქის წარმოსახვით ზღვარზე ვარ.ამ ბინის იქით,სივრცეში,სხვა შენობა არაა.მორცხვი თვითმკვლელებისთვის იდეალურია აქედან გადახტომა.სცენაზე ფარდაა ჩამოფარებული.
ათი მანქანა,თერთმეტი მანქანა,თორმეტი.
ასფალტი საღამოსკენ უფრო გრილდება ხოლმე.ჯერ მზე აჭერს,შემდეგ მანქანები ახურებენ.მოკლედ,ასფალტს არავინ ასვენებს.ღამის,სადღაც,ოთხი-ხუთისკენ მასაც უღმერთოდ სძინავს,როგორც თქვენ.
ჰაერის ტალღები არ მეშვებიან.
კიდევ ერთ ღერს მოვწევ და ყავაც გაგრილდებოდა.
ისევ ხმაური და ჩხუბი.
გაიხსენეთ,რა ვთქვი თვითმკვლელებზე.
ახლა,მეშვიდე თუ მერვე სართულის ფანჯრის რაფაზე შავი სილუეტი ჩნდება.როგორც ვთქვი მორცხვი თვითმკვლელები მეთქი.
ჩვეულებრივი კლასიკაა.ის გადახტება და დანარჩენი უკვე გრავიტაციაზეა.
როგორც ვთქვი,ასფალტს არავინ ასვენებს.
ცამეტი მანქანა,თოთხმეტი მანქანა,თხუთმეტი. 
აფციაური666 2018-10-14 01:58:00

დღიური: ნინუცა12345.
ომის ბიჭი

ისტორია 1993 წლის ზაფხულში დაიწყო

მაშინ ხუთი წლის იყო. მზრუნველი დედა ჰყავდა, შვილს რომ დაჰფოფინებენ ისეთი. მამა ინჟინერი იყო და რძის კომბინატში მუშაობდა.  ბებია ზღვასთან ახლოს ცხოვრობდა და  სახლს მდგმურებზე აქირავებდა. მეტწილად მოსკოვიდან, კისლოვოდსკიდან და ჟელეზნოვოდსკიდან  ჩამოდიოდნენ.

ხუთის  რომ გახდა, ძაღლი უყიდეს, რომელსაც ალმა დაარქვა. მას თეთრი, ფუშფუშა ბეწვი ჰქონდა და  არასდროს ყეფდა. სტუმრის მისვლაზე გულაღმა წვებოდა და უცხო ადამიანებს თავს აფერებინებდა.

მერე მოვიდა შემოდგომა

სექტემბერი იყო, ახალი ტანსაცმელები უკვე ნაყიდი ჰქონდა. სწავლა იმ სკოლაში უნდა დაეწყო, სადაც თავის დროზე მისი დედ-მამა სწავლობა. ყველაფერი თითქოს დაგეგილი და გაწერილი იყო, მაგრამ 1993 წლის ზაფხულში აფხაზეთის ომი დაიწყო. ომი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. შეცვალა 300 000 ადამიანის და კიდევ, ერთი ბიჭის ცხოვრება.
ომმა მას ოჯახი წაართვა.
ომმა მის ოჯახს პატარა ბიჭი წაართვა.
ომმა მას საკუთარი თავი წაართვა.

თბილისი, 2018 წელი, თვალის კლინიკა

მიმღებში ვართ, რიგის ნომერი 42.
ხელში მიმართვა უჭირავს, რომელიც სოხუმის პოლიკლინიკაში მისცეს. წერია, რომ დიაგნოზი მძიმეა. საჭიროებს დაუყოვნებლივ ქირურგიულ ჩარევას, სხვა შემთხვევაში დაბრმავდება. ქართული არ ესმის, მთხოვს, რომ ყველა სიტყვა დეტალურად გადავუთარგმნო. გამოკვლევებს რომ ჩაიტარებს, უკან, სოხუმში უნდა დაბრუნდეს. ტელეფონს იღებს და ბავშვობის დროინდელ ფოტოს მაჩვენებს.

ისტორია N1

ლამაზ შენობასთან პატარა ბიჭი და ახალგზარდა ქალი დგანან - ეს ბიჭვინთაა. გაგრაში დღესაც ყველაზე ლამაზ ადგილად ითვლება. ბევრჯერ შეაკეთეს, მაგრამ ისეთივეა, როგორც ომამდე.

ეს დედაა, ეს კი მე. ცუდია, როდესაც შენობაზე მეტი იცი, ვიდრე საკუთარ თავზე და ოჯახზე, მაგრამ ასე აეწყო ჩემი ცხოვრება და ვერაფერს შევცვლი. მიყვება ზურა და თან ტელეფონს ათამაშებს.
აფხაზეთის  ომმა  მას  ყველაფერი წაართვა.

ჯერ მამა მოუკლეს, შემდეგ - დედა. ბებია სახლში ჩაკეტეს და დაწვეს. მოხდა ისე, რომ ხუთი წლის ბიჭი, რომელმაც საკუთარი სახელისა და გვარის გარდა არაფერი იცოდა, მარტო დარჩა - ძვირფასი ადამიანების, ოჯახის, სახლის და ოცნებების გარეშე.  ღამე თავს ნანგრევებს აფარებდა. დღისით შემწეობას ითხოვდა.

ქუჩაში სამი წელი ვიცხოვრე. ყველაფერი რომ ჩაწყნარდა და ქალაქმა ცხოვრება განაგრძნო, პოლიციელებმა მიპოვეს და ბავშვთა სახლში გამგზავნეს. რომ არა ომი, ალბათ, მეც ჩვეულებრივი ბავშვი ვიქნებოდი. მეყოლებოდა მშობლები და ოჯახი. მერე ცოლს მოვიყვანდი, შვილებს გავზრდიდი, საკუთარ საქმეს წამოვიწყებდი და ბედნიერად ვიცხოვრებდი, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად აეწყო...

13 წლის რომ გახდა, ბავშვთა სახლიდან გაიქცა და ცხოვრება  ქუჩაში განაგრძო,რადგან ბავშვთა სახლს, სადაც განუკითხაობა იყო, ისევ ქუჩა ერჩივნა. მერე იყო ციხე: ჯერ რძის კოლოფისთვის დაიჭირეს, შემდეგ -ძარცვისთვის, ბოლოს - ყაჩაღობისთვის. საპატიმროში ცხოვრების თითქმის ნახევარი - 14 წელი გაატარა. როგორც თვითონ ამბობს, არჩევანი არ ჰქონდა. ომის შემდეგ ცხოვრება თითქოს თავისი დინებით წავიდა. არავინ იცის, როგორ მოიქცეოდა სხვა მის ადგილზე, მაგრამ ის ვერ აღმოჩნდა საკმარისად ძლიერი და ომის ქაოსში დაიკარგა. ბრმად გაყვა დინებას, რომელმაც არასწორი ცხოვრების გზით ატარა.

იმედგაცრუება

როდესაც 30 წელი იმ იდეით ცხოვრობ, რომ არავინ გყავს და არავის ადარდებ, რთულია გაიაზრო, რომ სადღაც, არც ისე შორს, შენი სისხლი და ხორცი ცხოვრობს. ადამიანი, ვინც გეძებს,  ვისაც  შეუძლია რომ შეგიყვაროს,  მიგიღოს ისეთი, როგორიც ხარ და სანაცვლოდ არაფერი მოგთხოვოს. ასეთ დროს ფიქრობ, რომ ჯერ კიდევ გაქვს შანსი, დაიბრუნო ის, რაც წლების წინ დაკარგე.
მაისში უცნობი ქალი დამიკავშირდა, რომელმაც მითხრა, რომ მამაჩემის და იყო და წლების განმავლობაში მეძებდა. თბილისში ჩამოსვლამდე ხშირად ვსაუბრობდით. მიყვებოდა დედაზე, მამაზე, იმაზე, რომ სახლში პატარა ლეკვი გვყავდა, რომელსაც სახელი მე თვითონ შევურჩიე. მიყვებოდა, როგორი სიყვარულით მზრდიდნენ მშობლები, როგორ იმედებს ამყარებდნენ ჩემზე და როგორ უნდოდათ, რომ ექიმი გავმხდარიყავი. აფხაზეთის ომის დროს მამიდა ოჯახთან ერთა, პეტერბურგში ცხოვრობდა. საქართველოში მხოლოდ წლების წინ დაბრუნდა.

[b]უძღები შვილი

არ ვიცი, რა მოლოდინი ჰქონდა ჩემგან, მაგრამ დღეს მის თვალებში იმედგაცრუებაა. ჩემი ახალი ოჯახისთვის უძღები შვილი ვარ, რომელიც ვერ აღმოჩნდა საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ დაბრკოლებები გადაელახა. ერთხელ მითხრა, თუ ადამიანს უკეთესი ცხოვრება უნდა ამას ყოველთვის მოახერხებსო. რა უნდა მეთქვა, მე ხომ  სკოლის დამთავრებაც ვერ შევძელი. არასდროს ვიბრძოდი უკეთესო ცხოვრებისთვის, ჩემი მიზანი მხოლოდ გადარჩენა იყო. ამის გაგება კი იმ ადამიანისთვის, რომელსაც ომი არ გამოუვლია, არც ისე მარტივია.

დღეს, ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანები ვართ. სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ და  გონებაში ჩაბეჭდილი მოგონებების გარდა არაფერი გვაკავშირებს. წლებმა, რომლებიც ცალცალკე განვვლეთ, ჩვენ შორის ისეთი უფსკრული გააჩინა, რომ ვეჭვობ მისი შევსება როგორმე შევძლოთ.

ერთ თვეში ზურას ოპერაციას გაუკეთებენ. იმედი აქვს, რომ ქართველი ექიმები მხედველობას შეუნარჩუნებენ.
ერთ თვეში ზურა ისევ სოხუმში დაბრუნდება, რადგან თბილისში აღარაფერი დარჩენია. ქალაქი, სადაც ყველაზე დიდი ტკვილი მიაყეს, დღეს მისთვის ყველაზე ახლობელია. სოხუმი ის ადგილია, სადაც იცნობენ და ელოდებიან.
ნინუცა12345 2018-10-13 14:09:40

დღიური: ნეკერა.
სასწაული    გოგო
სენე 2018-10-10 21:00:33

La bohème


Je vous parle d'un temps
Que les moins de vingt ans
Ne peuvent pas connaître
Montmartre en ce temps-là
Accrochait ces lilas

Jusque sous nos fenêtres
Et si l'humble garni
Qui nous servait de nid
Ne payait pas de mine
C'est là qu'on s'est connu

Moi qui criait famine et toi qui posait nue

დღიური: ნეკერა.
რამხელა ძალა გქონია ამ პატარა გოგოს.
უფრო შემაყვარე სიყვარული.
შეხვედრამდე. <3
ხათუნა777 2018-10-06 13:06:41

დღიური: ნეკერა.
ნინა,
ნეკერ,
იცი, რამდენ ადამიანს ჰყვარებიხარ?!
რამდენი ადამიანი გრძნობს ახლა უზარმაზარ სიცარიელეს?!
შესაშურია ამ დიდი სიყვარულების ქონა.
მაქედანაც გაათბე ადამიანები.
დროებით.

დღიური: მინდელი.
ისევ დროის პრობლემა..
ისევ შეხვედრები.. ალიაქოთი.. გადარბენები..
ვიღლები. არადა უსაქმურობაც რა სანატრელია..
გუშინ ჩემი ძველი პატარა მოთხრობა აღმოვაჩინე და ვეცადე ცოტათი "შემელამაზებინა". მოთხრობას თოჯინების ქალაქი ქვია, ალბათ მას შემდეგ 7-8 წელი გავიდოდა. კითხვა დავიწყე და.. თურმე არ დამისრულებია .. ანუ აქამდე ვერ მოვიტანე, ჯერ..
ისევ უდროობა, გადარბენები, ალიაქოთი..
მართლა ვიღლები..
მაგრამ დავასრულებ ალბათ..
სადღაც ლექსებიც მაქვს, ძველებია და ალბათ ცოტათი არაპოეტური მაგრამ მიყვარს, იმიტომ, რომ ჩემია..
ლექსებსაც წაგიკითხავთ, მერე..
მინდელი 2018-10-02 12:16:45

დღიური: აფციაური666.
არსებობს ისეთი დღეები,როცა არ იცი რაზე ფიქრობ და ქარი ტრიალებს შენს თავში,ეს აზრებს უფრო ფანტავს და დალაგების საშუალებას არ გაძლევს.ყველაფერი გტკივა,მაგრამ გონებაში გაშლილ მინდორზე გარბიხარ და უკან არ იხედები,გარბიხარ იმედით,რომ აქ აღარ დაბრუნდები და ეს ტკივილიც აქ დარჩება,გგონია,რომ თუ საკმარისად გაიქცევი მიხვალ იქ,სადაც გელოდება სიმშვიდე და სიცარიელე.არ წყვეტ სირბილს,უკვე ფეხისგულები გტკივა და კუნთები გეწვის,მაგრამ შეჩერება და უკან დაბრუნება არ შეგიძლია,გარბიხარ რაც ძალი და ღონე გაქვს,ხან უჩქარებ,ხან უნელებ,მაგრამ მაინც გარბიხარ.იმდენად ახლოს ხარ მიზანთან,რამდენადაც შორს სტარტის ხაზიდან. ისევ გარბიხარ.ყველაფერი ბედნიერებისკენ იცვლება,რადგან შენ ეს გააკეთე,თუმცა,როგორც აღვნიშნე გონებაში გარბიხარ და შენი სხეული ისევ  იმ ოთახში გდია,სადაც მოწყენილობისა და ნახატების მეტი არაფერია.
აფციაური666 2018-09-30 04:04:10

დღიური: აფციაური666.
ტკივილი ტრიალებს და საბოლოოდ ტვინის ერთ-ერთ უჯრედში აღწევს.
აღწევს და ყველაფერს იმორჩილებს.
უჯრედს.
ქსოვილს.
ორგანოს.
ორგანიზმს. და ფეხებს გაუჩერებლად ამოძრავებს.წინ და უკან. წინ და უკან.თავიდან მიდის. შემდეგ გარბის. გარბის ისე,რომ უკან ვეღარასდროს მოიხედოს.
უნდა,რომ წარსული დაივიწყოს.
გარბის,რადგან სხვა გზა არ დარჩა.საცრემლე ჯირკვლები ცრემლს არ იშურებს და სველი თვალები ოდნავ ანელებს სირბილს.წაქცევის შიში.დამარცხების შიში.თუ ერთხელ მაინც გადალახავ პარაზიტ ფობიას,შემდეგ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.
თუმცა ისევ ტკვილი მართავს უჯრედს.
ქსოვილს.
ორგანოს.
ორგანიზმს.
მზის სხივები ათბობს სხეულს და ებრძვის ჭიანჭველასავით დაბუდებულ ტკივილს.
შეუძლია დამარცხება.ბრძოლა.
მზეს შეუძლია შენ გამო თავი გაწიროს და ამის შემდეგ აფეთქდეს,როგორც ჯუჯა ვარსკვლავი.
მაგრამ მზე სუსტია.
ძლიერი არადროს იბრძვის თავდავიწყებით.სუსტს არ ეშინია დამარცხების.და მე არ მეშინია სიკვდილის.
ყველაფერი მტკივა.მხოლოდ და მხოლოდ შიგნით.
ის რაც აღუწერელია.
მზე უსწრაფესია.მზეს შეუძლია წამის მეასედებში უფსკრულშიც კი ჩავიდეს.
თუმცა ყოველთვის მიხვდება,რომ მას სიბნელემ დაასწრო მისვლა.
აფციაური666 2018-09-30 03:59:32


***
ნეტავ,სამარის პატარა ბორცვო,
შენი მწვერვალი დამაპყრობინა;
შეგვინდოს მტერმა,თუ დიდხანს ვცოცხლობთ,
ჩვენ ამ საქმეში უბრალონი ვართ.

უბრალონი ვართ,საბრალონი ვართ,
რაც ხდება,ხდება ჩვენს უკითხავად;
ვინც გამოგვიხმო უხმო როლიდან,
ეს რა აბსურდის დადგმა ითავა.

სხვას რომ ჰგონია - ჭარბად მოგვეცა,
არაფრად გვყოფნის დრო და მანძილი;
ორი თვალი და ცრემლიც ორკეცად,
ან გაღვიძება რაა,ან - ძილი...

რაა ცხადი და რაა სიზმარი,
დღე რომელია,ღამე - რომელი?!
არსად მიმყვანი ძნელი გზის მერე,
მეც,არადქცევის,ჩემი დრო მელის.

ნეტავ,სამარის პატარა ბორცვო,
შენი სიმაღლე დამაპყრობინა;
შეგვინდე,შვილო,თუ ცოტას ვცოცხლობთ,
ჩვენ ამ საქმეში უბრალონი ვართ.

ახ,უბრალონი...ახ,საბრალონი...
რა ვთქვათ - რათა ვართ?!.ვით ვთქვათ - ვითა ვართ?!
ვინც გვათამაშა სხვადასხვა როლი,
ფარდის დაშვებაც იმან ითავა.

მდიდარი მკვდარი - შევძლებ გადახდას,
აქ,სიღარიბით, რაც დაგაკელით;
სამშობლოც,ვისთვის - ბეთლემ-ბაგაა,
ვისთვის - ბაგასთან,ვირის ნაკელი.

ვირის,ქრისტე რომ ზიდა და შემდგომ
არ მოაშორეს კურტან-საზიდარს:
რაც შეაწიწკნა,ბალახი,ფერდობს,
ჯვარცმის ხილვისას ერთად აზიდა.

მე კი,ვცხოვრობდი...ჩემთვის კი არა,
ხან - ვირებისთვის...ხან - უფლისათვის...
აჰა,სიკვდილმაც ჩამომიარა...
სადა ხართ,ვისაც ასე გიცავდით?!

მაინც,შენს სახელს ხელს არ გავუშვებ,
რომ ჩავეჭიდე ერთხელ ხავსივით;
ღმერთო,მიხედე ემაგ ჯაშუშებს -
ცამდე რომ გდიეს...ჩემს თავს არ ვჩივი.

მე ნაშველი ვარ,უსაშველობით,
არ მენახე და მაინც მჯეროდა;
თვალს მარიდებდნენ ვირიშვილებიც,
ხვატში გაგდებულს,ღრუბლის ჩეროდან.

ერთი სიტყვა და ერთი კურცხალი -
რა გახდა,დღემდე რომ არ მაღირსე;
მოვქრივარ შენსკენ,ასი ცხენოსნით,
ჩამომეკიდა ეშმა აღვირზე.

უკანასკნელად ვიქნევ მარჯვენას,
სადაც დაუდგამს ცოდვას ტახტები...
თუმც,რაღად მინდა ეს გამარჯვება,
თუ,გაღმა გასულს,შენ არ დამხვდები?!

ვახტანგ ღლონტი

დღიური: ინი.
ჩვენ ვერ შევძელით,
თითის წვერებზე ვმდგარიყავით მთელი ცხოვრება,
კუდი ძაღლივით გვექიცინა,
თან ტაში გვეკრა..
ნაბიჭვრებისთვის–
ვინც იმისთვის დაიბადნენ,
რომ მუდამ ვიღაც ედგათ ცხვირწინ,
როგორც გითხარი–
თითისწვერებზე,
კუდის ქნევით,
ტაშის შემოკვრით..

ალბათ ამიტომ ამბობენ,
რომ არ გაგვიმართლა..
რომ არ ავივსეთ მშიერი თვალები–
მადლიერებით,
რომ ხელისგულებს ტაშის ნაცვლად,
ფიფქებს ვუშვერდით..
არ მოგვიპარავს,
არ გვიქურდავს,
მაგრამ ვმრუშობდით,
რადგან იმდენჯერ შევიყვარეთ–
რადგან იმდენჯერ გავაღმერთეთ–
რამდენჯერაც სული ითხოვდა,
რამდენჯერაც სხეულს უჭირდა–
სიმარტოვე და ცივი ლოგინი..

ჩვენ არაფერი შეგვიქმნია ლექსების გარდა..
ალბათ ამიტომ–
ამბობენ, რომ არ გაგვიმართლა..

ფეხზე გვკიდია კანონები,
რომლებსაც ყელზე–
გვაწერდნენ სისხლით,
რომლებსაც შუბლზე–
ასვამდნენ ბეჭედს..

ჩვენ, ვინც არასდროს დავდგებოდით თითის წვერებზე–
ჩვენ, ვინც არასდროს ვიპარავდით,
მხოლოდ გვიყვარდა..
ინი 2018-09-23 00:57:43


1 2 3 ... 15 16 17 ... 1398 1399 1400