კომენტარები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
რატომ აღარ წერ? +5 ავანსად
როლანო. 2026-06-16 23:52:32

ძალიან გაბრაზებული ვიყავი და იმ მომენტში დავწერე სახელდახელოდ.
როლანო. 2026-06-16 23:45:35

ცუგაზე სასიამოვნო ლექსის კარგი თარგმანი.
მუხა. 2026-06-16 19:19:35

რა კარგი სასიამოვნო, სიყვარულიანი და სინანულიანი ლექსია.
მუხა. 2026-06-16 18:06:14

მადლობა.
სიამოვნებით წავიკიტხავ.
მუხა. 2026-06-16 18:01:28

მუხა საყვარელო!
მადლობა რომ მოგეწონა მადრიგალის  წარმოშობაზე , რაობაზე ქართულ ისტორიაზე წუხელ მოვრჩი უზარმაზარ გამოკვლევას.
არ მადებინებს დროითი ლიმიტის გამო “დიოტიმათი” ვცდილობ. წერილის სათაურია ,, ჯიგთახათუნი”  თუ “ჯიქთახათუნი” . იმედია , მოიცლი წასაკითხად.
დიოტიმა. 2026-06-16 10:40:15

მუხა მადლობა შეფასებისთვის...

ღმერთო, რა უნდა დავწერო ამ საოცარი შეფასების პასუხად! მაბედნიერებთ, მუხა! პატივია ჩემთვის! მადლობა! უღრმესი მადლობა! <3

ეს არის  შედევრი,  სასკოლო  სწავლებაში უნდა იყოს გაწერილი, ასეთს  ლექს ველოდი  ნამდვილად  ჩვენი  ურაკპარაკის,  უნიჭიერეს და ინტელეტუალ  წევრის 
ვიკასაგან.
წარმატებები.
მუხა. 2026-06-15 17:24:27

საქართველოს  სიყვარულით  ავსებული გულის ავტორი.





მუხა. 2026-06-15 17:13:14

საკუთარ თავს ვერ ვერევი, სხვისთვის - ვითომ  ბრძენი,
ვითომ კი არა
საკუთარ თავსაც და ჩვენთვის ხარ ბრძენი.
მუხა. 2026-06-15 17:03:33

მეტი  მოცულობის  , მეტი მოცულობი!
მუხა. 2026-06-15 16:51:08

მომეწონა ძალიან !
  საიდან მოდის  დასახელება" მადრიგალი" და რას ამბობს  ბიბლია მადრიგალზე, საინერესოა თქვენი ლექცია.
მუხა. 2026-06-15 16:49:01

საგიჟეთი შენობა არ არის.
ეს ფერადი სამყაროა, რომელსაც ადამიანი შიგნით ატარებს.
სამყარო, სადაც სიყვარულს და ისტერიას ერთ საწოლში სძინავთ.
სადაც ანგელოზები და ეშმაკები ერთ სარკეში იყურებიან.

ზუსტად  ასეა,
მუხა. 2026-06-15 16:32:00

"მუხლმოყრილი ჯიხვების გუნდი, კლდის ძირს ზურგითმიყრდნობილ გარდაცვლილ სერგო პაპას  დარაჯობდნენ...

ბრავა,მერაბ!!!

ძალიან, ძალიან მომეწონა!
გააგრძელა რა
მუხა. 2026-06-15 16:19:23

რაღაც აირია. ტექსტი არ დადებულა. კიდევ კარგი, ვნახე

კომენტარში ვდებ



#ლექსები
ნინო დარბაისელი

მამოგრამა აირია?

მივდიოდი ჩემთვის  მარტო,
რას ვფიქრობდი?!
მახსოვს როდი.
მოვიცლი და გავიხსენებ დაწვრილებით დანარჩენს,
დავინახე,
თხუთმეტი წლის გოგომ გიჟად ჩამიქროლა,
გავიფიქრე:
ღმერთო ჩემო,
ამას  რა გადაარჩენს!

მივდიოდი ჩემთვის  მარტო,
რას ვფიქრობდი?!
მახსოვს როდი.
მოვიცლი და გავიხსენებ დაწვრილებით დანარჩენს,
დავინახე, ოცი წლისა
გამეტებით  ბარგს  შეება,
რაის შვება,  ისეთია, მარტო არსად გაიშვება!
დრო - მკურნალი?
ძველ იარებს აბრუებს და არ არჩენს.
გავიფიქრე,
ღმერთო ჩემო,
ამას რა გადაარჩენს!

მივდიოდი ჩემთვის  მარტო,
რას ვფიქრობდი?!
მახსოვს როდი.
მოვიცლი და გავიხსენებ დაწვრილებით დანარჩენს,
დავინახე,
ორმოცისა -  ქალი თავქარიანობდა,
გავიფიქრე,
ღმერთო ჩემო,
ამას რა გადაარჩენს!

მივდიოდი ჩემთვის  მარტო,
რას ვფიქრობდი?!
მახსოვს როდი.
მოვიცლი და გავიხსენებ დაწვრილებით დანარჩენს,
დავინახე,  სამოცისას ისევ ძველი სევდა სდევდა,
სხვას -  არაფერს დაგიდევდა.
გავიფიქრე,
ღმერთო ჩემო,
ამას რა გადაარჩენს!

მოვაგროვე ყველა ნინო,
ვინც  კი გზაზე შემომყრია,
ყველა ერთად  მე ვყოფილვარ,
მათთან დგომა დამარჩენს,
სენმა ხელი თუ დამრია?
ვა, თუ მართლა  გადამრია!
აქ მდედრია თუ მამრია,
საბუთებში ხელი რია,
ერთიანად აირია,
არის ერთი რია-რია,
მოშორებულს - მომკითხავენ, დამითვლიან განაჩენს.
სანინოოდ მოვიცალე,
სათითაოდ მოვუსმინე,
სულ ცრემლებად დავიცალე,
მათ აზრს მოვჰყევ, განა ჩემს…

ღმერთო ჩემო, სულ ესა ვართ!
მოვედით  და  შენს წინ ვდგავართ.
ყველა ერთად ველოდებით
ხელმოწერილ განაჩენს!
დებორა. 2026-06-15 01:56:40

მაინც შევაფასებ +5
როლანო. 2026-06-14 20:21:37

"* * *", ავტორი: იადონი
კარგია, მაგრამ  მოკითხვის ბარათს გავს.
მუხა. 2026-06-14 00:25:29

მომეწონა
მუხა. 2026-06-14 00:21:44

საინტერესო რამ არის.
მუხა. 2026-06-14 00:14:02

დიდი მადლობა, მუხა, იხარეთ!

კარგი ლექსის, კარგი თარგმანი
მუხა. 2026-06-12 17:37:15

დიდებულია.
საქართველოსთვის მაცოცხლე ჩემო უფალო იესო.
ამინ!
მუხა. 2026-06-12 17:34:35

გაიხარე მუხა,იმედისმომცემი კომენტარია,დიდი მადლობა ასეთი ყურადღებისთვის...ჩემთვის მნიშვნელოვანაი თქვენი აზრი.

მადლობა!
ვსვამ  თქვენ  სადღეგრძელოსაც.
მუხა. 2026-06-11 23:56:02

თვითგვემა, არ არის მოსაწონი  სუსტი და მეტად პატიოსანი  ადამიანების მცდელობაა, ადამიანმა ყველაფერს უნდა გაუძლოს,  აკეთოს ის რაც მას შეუძლია ნიჭის გარეშე , მაგრამ თუ ის ნიჭიერია  და ლექსებს, წერს ლექსების წერა  კი  ღმერთისგან  საჩუქარი განძია და  თვითდაფასება  უნდა.
თავიდანვე არც სინატრა  იყო , მერე გახდა ცნობილი მომღერალი,  მითმინეთ  დრო დადგება საქართველოსაც  დაამშვენებს  თქვენი  ლექსები .
მუხა. 2026-06-11 23:50:20

შესანიშნავი ექსპერიმენტებია.
მუხა. 2026-06-11 22:51:59

შესანიშნავი თარგმანი.
მუხა. 2026-06-11 22:36:50

ცხოვრების სიცოცხლის    ინტელექტის  ფილოსოფია. ფილოსოფია
მუხა. 2026-06-11 22:32:09


1 2 3 ... 7 8 9 ... 2298 2299 2300