|
ქალბატონო ნინო, ფლობთ დროს და სივრცეს,საოცრად ფლობთ სიტყვას ! დაგელოცოთ. 55555
ნათი, გამიხარდი!!! მომენატრა ძალიან,ძალიან შენი პოეზია.
"იძინე, სველ კედლებში ჩემს გამო ჩარჩენილო, მფარველო ანგელოზო. ახლა, შენ იძინე ... _ და მე - ვიფხიზლებ შენთვის"--- 555555
ქალბატონო ნინო, სიტყვის მართლწერა კი არ შეგისწორეთ- ღმერთმა დამიფაროს:)
მამელუქებზე კი არა, მამლუქობაზეა მეთქი - მოვლენაზე და არა პიროვნებებზე.
კარგი კი არის, რაცაა და...
მადლობა, მუხა საყვარელო! ამას წინათ დედაჩემს ვუთხარი შენზე, რაღაც იშვიათად იხედება ამ ბოლო დროს საიტზე- მეთქი და მისაყვედურა, იქნებ ავადაა, არ უნდა მოიკითხოო?! დავაწყნარე, ვიცი, არაა ავად, უბრალოდ, დაკავებულია და.ვერ იცლის-მეთქი და მიპასუხა, მაინც მგონია, რომ ვალდებული იყავი, პირადად მოგეკითხაო. ეგ თაობა ამ მხრივ ჩვენ ნამდვილად გვჯობია.
მადლობა ხიდი პოეზიისა და ჯონათან! ჯონათან, სავსებით გეთანხმებით. საქმე ისაა, რომ სწორი ფორმა მართლაც მამლუქია, მაგრამ არსებობს ქართული ლიტერატურული ტრადიცია, რომლის მიხედვითაც მამელუქად გამოითქმის. როცა არჩევნის წინაშე დავდექი, უპირატესობა მაინც ქართულ ტრადიციას მივანიჭე.
მადლობა, მუხა, ჯონათან! გამახარა თქვენმა სტუმრობამ და კეთილმა სიტყვამ.
მადლობა, მუხა! უი, შექსპირული სონეტი ყოფილა, ალბათ მომინდა. განწყობა მეცვალა. რაფაელმა კი განავითარა სამი მეოთხედი ბრუნი. მანამდეც იყო სადღაც- სადღაც, მერეც - ცხადია, მაგრამ ეს - მისი ხელწერის ნიშნად მიიჩნევა.
ერთი რამ კიდევ, მუხა საყვარელო. დიდი გაჭირვება ედგათ კარის მხატვრებს, განსაკუთრებით მოზარდების ხატვისას. პოზირება დიდხანს ვის შეუძლია, ხატვა კი ნელი პროცესია, თვეობით გრძელდება და თან ბავშვები ტანს სწრაფად იყრიან! ხატვა ხომ ყველაფერთან ერთად, მოთმინებას მოითხოვს, ამიტომ ზოგი ნატურა “გეცვლება”, მით უმეტეს , თუ პორტრეტი მრავალფიგურიანია, ყველაფერი გერევა.
არადა რა გინდა რომ ქნა! ნათქვამია, კაცობრიობის ისტორია - ეს ომების ისტორიააო. ეს ლექსი კი უკრაინაზე ფიქრმა დამაწერინა. გამარჯვებას - ცხადია, უკრაინას ვუსურვებ, მაგრამ რეალობის გათვალისწინებით, გამარჯვევული - დამარცხებული იქნება. ანუ შენი თქმისა არ იყოს, გამარჯვებული არავინაა!
მადლობა, მუხა, რა საინტერესო და მართლაც, დამაფიქრებელი კომენტარია. ვინ იცის?
მუხა, ხიდი პოეზიისა, მადლობა სტუმრობისათვის. შემოქმედების ფსიქოლოგია ერთ-ერთი საინტერესო სფეროა საკვლევად. მარტივად, ნამდვილად არსებობს რაღაც განწყობა, რომელიც შემოქმედებით ადამიანს აიძულებს ქმნას. ასე რომ არ იყოს, ყველა მომენტში უნდა შეეძლოს მას რაიმეს შექმნა. მაგრამ იმ მომენტისათვის ის თუ პროფესიონალურად მზად არაა, მხოლოდ განწყობის იმედადაა დარჩენილი, გამოუვა რამე? მიქელანჯელოს, მაგალითად, ადრეული ბავშვობიდანვე გენიალობასთან ერთად ქვაზე მუშაობა რომ არ სცოდნოდა, სამტეხლოში რომ არ ყოფილიყო შეხიზნული, რამეს შექმნიდა? ქვა, მარმარილო ,,შიგნიდან იცოდა”.
პაოლო ხომ საფრანგეთში, პარიზში სწავლობდა მხატვრობას. იქ, მონმარტრზე, წარმოიდგინე, მუხა საყვარელო, რა დღეში იქნებოდა საქართველოდან ჩასული ლამაზი კაცი! შემოეჭამა ჯიბილოს ფულები, ამასობაში იქ ქვეყანაც აირია და ძლივს ჩამოაღწია საქართველომდე. მაგ ფრანგულ სიტყვაში ქართული სემანტიკა - მისი პოეტური ნოვაცია იყო. მერე აიტაცეს.
როვორ გამიხარდა, მუხა საყვარელო, ახლოს რომ მოვიდა შენთან . ეს ყნოსვითი მეხსიერება ისეთი საშინელებაა, პირდაპირ ქვეცნობიერზე გადის.
"თქვენ - გულმავიწყი, ჩემთვის - მარად დაუვიწყარი!"- რა მშვენიერი სტრიქონებია.
თუ სოლო არ ხარ, ვერც დუეტი იქნება და ვერც გუნდი :)
"არ გაცლიან ყოფნას შენადვე"- ჰო, ასეა, ასე...
მამლუქობის უფროა :)
წარმოსადგენად შემზარავი იყო გალურჯებული ყველაფერი, მზის ქარვაში ამოვლებულ ალვებს რომ არ მოესწრო სულზე :)
შე მაგარო <3
არ გგავს ეს ლექსი :)
რა ლამაზად სევდიანი ფინალი აქვს.
მადლობა ხიდი პოეზიისა ❤️
ძალიან კარგია ვინც სიმართლეს წარმოთქვამს, ვამბობთ: “რა თავხედია! ჩვენც კი ვიცით სიმართლე, მაგან რატომ თქვა!
+5
ზოგი - დღემდე მუზას ელის, არმოშიში ვერგაგების, ზოგი მარად დამწყებია, თუმცა შვილად ვერგები.
ტიტანებს და “ტიტანიკებს” ერევიან ვერაგები, დროს ელიან მოცურავე ლექსი-აისბერგები!
მომწონა ეს მონაკვეთი +3
ძალიან კარგია,განსაკუთრებულად ეს მონაკვეთი
არარსებობა არსებობას თითით ანიშნებს... ქრები...სიშორე ანადგურებს ქარიშხალივით,
+5
მომეწონა +3
გუგლის ხელოვნური ინტელექტის შეფასება:
თქვენი თარგმანი არის არაჩვეულებრივი, მაღალმხატვრული და პოეტურად ძალზედ გამართული. თქვენ შეძელით სარა ტისდეილის ლექსის მთავარი განწყობის — სევდიანი, თუმცა მშვიდი და მადლიერი ტონის — ქართულ ენაზე სრულყოფილად გადმოცემა.აი, თარგმანის დეტალური ანალიზი და შეფასება:ძირითადი ღირსებებიმუსიკალურობა და რიტმი: თარგმანი ინარჩუნებს კლასიკურ, დენად და სასიამოვნო რიტმს. რითმები (მაგ. ყურება / ამზიურება, ნანათი / საათით) ბუნებრივია და არ ტოვებს ხელოვნურობის შთაბეჭდილებას.ემოციური სიზუსტე: ლექსის ფილოსოფიური, დამშვიდობებისეული ემოცია ზუსტად არის დაჭერილი. სიტყვები „გზნების არმური“ და „დამაშვრალი“ იდეალურად გადმოსცემს ორიგინალის სულისკვეთებას.მდიდარი პოეტური ლექსიკა: ორიგინალის მარტივი კონსტრუქციები ქართულში გამდიდრებულია მშვენიერი მეტაფორებით (მაგ. „ნაფიქრალის ამზიურება“, „დილა ნანათი“), რაც თარგმანს დამოუკიდებელ პოეტურ ღირებულებას სძენს.სტროფების დეტალური ანალიზი და მცირე შენიშვნებიპირველი სტროფი:ორიგინალი: I have loved hours at sea, gray cities...თქვენი ვერსია: მიყვარდა რუხი ქალაქები და ზღვის ყურება...შენიშვნა: სათაურსა და პირველ ხაზში გამოგრჩათ „hours at sea“ (საათები ზღვაში/ზღვაზე ყოფნისას). თქვენს ვერსიაში აქცენტი გადატანილია „ზღვის ყურებაზე“ (რაც უფრო სანაპიროდან ყურებას ჰგავს, ვიდრე ღია ზღვაში ყოფნას). თუმცა, პოეტური თვალსაზრისით, ეს ცვლილება ლამაზად ჯდება ქართულ კონტექსტში. „making of a poem“-ის თარგმანი — „ნაფიქრალის ამზიურება“ — ულამაზესი პოეტური მიგნებაა.მეორე სტროფი:ორიგინალი: First stars above a snowy hill...თქვენი ვერსია: მყინვარის მაღლა გამოჩენა პირველ ვარსკვლავთა...შენიშვნა: „Snowy hill“ არის თოვლიანი ბორცვი/გორაკი, რაც უფრო რბილ პეიზაჟს ხატავს. თქვენი „მყინვარი“ უფრო გრანდიოზულ და მკაცრ კავკასიურ ლანდშაფტს ქმნის. ეს საინტერესო ლოკალიზაციაა. ადამიანთა ხმების „ბრძნულად და კეთილად“ თარგმნა კი სრულიად ზუსტია.მესამე სტროფი:ორიგინალი: Oh when my spirit's fire burns low, Leave me the darkness and the stillness...თქვენი ვერსია: ო, როცა სულში შესუსტდება გზნების არმური, გთხოვთ შემატოვოთ სიბნელეს და დამდუმარებას...შენიშვნა: ეს სტროფი თარგმანის კულმინაციაა. „Spirit's fire“ (სულის ცეცხლი) გადმოცემულია, როგორც „გზნების არმური“, რაც უზადო ქართული პოეტური მეტაფორაა. ბოლო ხაზი — „განგეშორებით დამაშვრალი და მოხარული“ — ზუსტად ასახავს ტისდეილის „tired and glad to go“-ს. შეჯამება: ეს არის არა უბრალოდ სიტყვასიტყვითი თარგმანი, არამედ პოეტური ეკვივალენტი. ლექსი ქართულად ჟღერს ისე, თითქოს თავიდანვე ქართულად ყოფილიყოს დაწერილი, რაც უმაღლესი შეფასებაა ნებისმიერი მთარგმნელისთვის. გილოცავთ ამ შესანიშნავ ნამუშევარს!
დავურთავ ხელოვნური ინტელექტის მიერ სარა ტისდეილის ლექსის There Will Come Soft Rains შეფასებას:
ეს არის ამერიკელი პოეტის, სარა ტისდეილის (Sara Teasdale) ცნობილი ანტიომის პოემის, "There Will Come Soft Rains" ბრწყინვალე მხატვრული თარგმანი, რომელიც ეკუთვნის ოთარ ცისკაძეს. მთარგმნელმა შეძლო არა მხოლოდ აზრის ზუსტი გადმოცემა, არამედ ორიგინალის რიტმიკისა და მელოდიურობის შენარჩუნება ქართული პოეტური ტრადიციების (შინაარსობრივი და ლექსიკური სიმდიდრის) გამოყენებით. ქვემოთ მოცემულია თარგმანის დეტალური ანალიზი და შეფასება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით. 1. რიტმი და მუსიკალურობა ორიგინალი დაწერილია წყვილადი რითმით (AABBCC...) და აქვს ძალიან მსუბუქი, მელოდიური ჟღერადობა. მთარგმნელმა ქართულ ვერსიაშიც იდეალურად შეინარჩუნა წყვილადი რითმა (ჟიჟმატით/გიჟმაჟი, მქუხარი/ალიბუხარი და ა.შ.). ქართული მუხლი მონაცვლეობს დინამიკურად, რაც ზუსტად გადმოსცემს წვიმისა და ბუნების გამოღვიძების "მუსიკალურ" ეფექტს. 2. ლექსიკური სიმდიდრე და არქაიზმები ეს თარგმანის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარეა. მთარგმნელი არ მიჰყვება სიტყვასიტყვით თარგმანს (Literal translation) და იყენებს მდიდარ, ძველ, სახეობრივ ქართულ სიტყვებს, რაც ტექსტს კლასიკურ ელფერს სძენს: "soft rains and the smell of the ground" -> ნათარგმნია როგორც "ასურნელდება მინდორ-ველი ისევ ჟიჟმატით". "ჟიჟმატი" (წვრილი, ნაზი წვიმა) იდეალური ეკვივალენტია "soft rain"-ის. "swallows" (მერცხლები) -> ნათარგმნია როგორც "ნამგალა" (მერცხლისებრთა ოჯახის ფრინველი), რაც რითმისთვისაც და პოეტური ჟღერადობისთვისაც შესანიშნავი მიგნებაა. "frogs in the pools" -> "ღამით ლამპალში იყიყინებს მყვარი მქუხარი". "ლამპალი" (წყლის გუბე, ტბორი) და "მყვარი" (ბაყაყი) ტექსტს საოცარ ფოლკლორულ-პოეტურ ელფერს აძლევს. "wild plum trees" -> "ალიბუხარი" (ტყემლის/ალუჩის ერთ-ერთი სახეობა). 3. შინაარსობრივი და ემოციური სიზუსტე პოემის მთავარი სათქმელია ბუნების გულგრილობა ადამიანთა ომებისა და თვითგანადგურების მიმართ. მთარგმნელი ამ კონტრასტს უზადოდ გადმოსცემს: ორიგინალი (Sara Teasdale) თარგმანი (ოთარ ცისკაძე) შეფასება And not one will know of the war... „და ვერ გაიგებს ვერც უძრავი და ვერც მოძრავი, როდის დაიწყო ან გასრულდა ომი მომსრავი;“ „უძრავი და მოძრავი“ ფართო, ბიბლიური მასშტაბის მქონე მეტაფორაა, რომელიც აძლიერებს მარადიულობის შეგრძნებას. If mankind perished utterly; „კაცობრიობა თუ სრულიად გაიჟლიტება“ „perished utterly“ (სავსებით დაიღუპება) – „გაიჟლიტება“ ზუსტად გადმოსცემს ომის სისასტიკის ემოციურ სიმძიმეს. Would scarcely know that we were gone. „ვერც კი მიხვდება, ქვეყნად რომ არ დავიარებით.“ ძალიან პოეტური, ნაზი და სევდიანი დასასრული, რომელიც ზუსტად ინარჩუნებს ორიგინალის ფინალურ აკორდს. რეზიუმე ეს არის უმაღლესი დონის მხატვრული თარგმანი. ავტორი არ მოქცეულა სიტყვასიტყვითი თარგმანის ჩარჩოებში, არამედ ლექსი ხელახლა შვა ქართულ ენაზე. ენობრივი ქსოვილი იმდენად ბუნებრივია, რომ მკითხველს, რომელმაც ორიგინალი არ იცის, შესაძლოა ეგონოს, რომ ლექსი თავიდანვე ქართულად დაიწერა. საბოლოო შეფასება: 10/10 (საუკეთესო ნამუშევარია).
მ,
მადლობა სტუმრობისა და ასეთი ზუსტი კომენტარისთვის! ექსპერიმენტი იმისია, რომ ან გაამართლებს ან არა, მაგრამ მის გარეშე წერას ჩემთვის არავითარი აზრი არა აქვს. დავამთავრე მუშაობა ლექსთა მოზრდილ ციკლზე - ,,ეგვიპტური დღიურები”, (აქ მთლიანად არ დამიდია, მისი ცალკეული ნაწილები საცდელად - კი), რომელიც ძირითადად კლასიკური - შექსპირული სონეტებისგან შედგება, შიგ ორიოდე მონორაიმი ურევია და ერთიც რაღაცაა.( ახლა ზეპირად, ზუსტად აღარ მახსოვს) იყო დრო, როცა პაოლო იაშვილი ქართული სონეტის პირველ ნიმუშებზე მუშაობდა. დღეს, საუკუნეზე მეტის მერე - ქართულ პოეზიას ნამდვილად არ აკლია სონეტი. მაშ , რაღა მინდა?! ნუთუ გადავწყვიტე, უკვე არსებულ შესანიშნავ სიმრავლეს შკოლარული, დაბალხარისხოვანი რამ შევმატო? ჩემთვის საინტერესო, განსხვავებული ამოცანა ისაა, რომ გამეფებული რიტმული ინერციის გარღვევაზე ვმუშაობ, ახალ ან ნაკლებად გაცვეთილ რიტმებს, ხმებს ვცდი. სონეტი, მოგეხსენებათ, მყარი სალექსო ფორმაა და ამ ბოლო დროს საეჭვოდ მიადვილდება მისი წერა. ეს რაღაცით იმ განცდას ჰგავს, გზაარეულს რომ გეჩვენება, თითქოს სწორ გზას ადგახარ. ეს ლექსი არსით - თავისებური ანტისონეტია, ჩემთვის - გაქცევაა კანონიკიდან,
ხო რაც მთავარია შეგიძლიათ შენობით მომმართოთ
|